თბილისში, „ჰუალინგის“ ტერიტორიაზე, პლასტმასის საწყობში ხანძარია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო დახმარების ეკიპაჟები.
ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
თბილისში, „ჰუალინგის“ ტერიტორიაზე, პლასტმასის საწყობში ხანძარია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო დახმარების ეკიპაჟები.
ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
3-5 იანვარს ეროვნული ბანკის მონეტარული და საგადახდო ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული.
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით დღეები უქმედ განისაზღვრა. ამასთან, სამუშაო სპეციფიკის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სებ-ის მონეტარული და საგადახდო ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება.
3-5 იანვარს საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემები, ნაღდი ფულის ოპერაციები და მონეტარული ინსტრუმენტები კომერციული ბანკებისთვის სრულად ხელმისაწვდომი იქნება. შესაბამისად, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ამ პერიოდში გადახდის ოპერაციები შეუფერხებლად განახორციელონ. ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებიც, მათ შორის, TIBR ინდექსისა და ოფიციალური გაცვლითი კურსის გამოქვეყნება.
ასევე ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებს ფულის მუზეუმის ელექტრონული მაღაზიაც. სებ-ის ყველა პროდუქტის შეძენა მხოლოდ ონლაინმაღაზიის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. ყვარლის ფულის მუზეუმი კი დამთვალიერებლებს 2024 წლის 11 იანვარიდან უმასპინძლებს“, – აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.
დავით კეზერაშვილს მორალური და სამართლებრივი უფლება არ ჰქონდა, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულიყო, რადგან მან თავდაცვის მინისტრობის დროს ასტრონომიული თანხები დააგროვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა.
როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, მორალზე საუბარი ზედმეტია, როცა საქმე ეხება კრიმინალს, მით უფრო იმ კრიმინალთან, რომელიც ქვეყნის საზღვრებს სცილდება და ტრანსნაციონალური ხასიათი აქვს.
„მორალი, სინდისი და შინაგანი რწმენა თავად ამ ადამიანის გადასაწყვეტია, ეს რამდენად აწუხებს ან არ აწუხებს. ეს იმ ადამიანების გადასაწყვეტიცაა, ვინც ამ ადამიანისგან დაფინანსებას იღებს“, – განაცხადა ბითაძემ.
მსურს, აფეთქებების ხმა ესმოდეს მას, ვინც წერს, რომ პუტინი მზად არის მოლაპარაკებებისთვის, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებმა სოციალურ ქსელში დაწერა.
კულება წერს, რომ 29 დეკემბერს, ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით 110 რაკეტა და დიდი რაოდენობით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა.
„დღეს მილიონობით უკრაინელი ხმამაღალი აფეთქებების ხმამ გააღვიძა. ვისურვებდი, ეს ხმა ისმოდეს მთელ მსოფლიოში. ყველა მსხვილ დედაქალაქში, შტაბბინაში და პარლამენტებში, რომლებიც ახლა განიხილავენ უკრაინის დახმარების გაგრძელების საკითხს. რომ ეს ხმა ესმოდეთ ყველა გამოცემის რედაქციაში, რომელიც წერს „გადაღლისა“ და რუსეთის ვითომდა მზაობაზე მოლაპარაკებებისთვის“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
მისივე თქმით, აფეთქებების ხმა არის ერთადერთი, რისი თქმაც რუსეთს სურს.
„ჩვენი ერთადერთი კოლექტიური პასუხი შეიძლება იყოს და უნდა იყოს უკრაინის უწყვეტი, ძლიერი და გრძელვადიანი სამხედრო და ფინანსური დახმარება. მხოლოდ დიდი საცეცხლე სიმძლავრე აიძულებს რუსულ ტერორს, დადუმდეს“, – წერს კულება.
ვინც სამართალდარღვევას და დანაშაულს სჩადის, უხერხულობას უნდა განიცდიდეს. ეს უხერხულობა არის არა მხოლოდ ეთიკური, არამედ სამართლებრივი საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძეს კითხვა დაუსვეს „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე სომხეთში დავით კეზერაშვილის ბიძაშვილი დააკავეს.
„ვინც არ უნდა იყოს დანაშაულის ჩამდენი, თუ კვალი მასთან მივა, რასაკვირველია, ისეთი რეაგირება იქნება, რასაც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა მოითხოვს. გაითვალისწინეთ, რომ ეს არის საერთაშორისო დანაშაული და საერთაშორისო სამართლის ვალდებულება, რომ საქართველოს ყველა სათანადო პასუხი ჰქონდეს.
გახსოვთ, კეზერაშვილი მხილებულია თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებისთვის და მან ამის საპირისპიროდ საზოგადოებაში იმ აზრის ტირაჟირებას შეეცადა, რომ რაღაც ფორმით ის იყო მედიადევნილი და მედიასაქმიანობისთვის იდევნებოდა. სამწუხაროდ, ბევრი პირისთვის, ვინც სამართლებრივ წესრიგთან კონფლიქტშია, მედიაში გავლენების ქონა მათი მხრიდან გამოიყენება არც თუ კეთილსინდისიერად, საიმისოდ, რომ სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გასათავისუფლებლად ინდულგენცია გახდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არის უკანონო, ძალის არმქონე და ბათილი, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
„ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა აფხაზეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ძალის არმქონე და ბათილი“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსული ძალების მიერ დღეს დილით უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, 76 კი დაშავდა, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა.
მისი თქმით, კიევში 2 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ავტომობილები და სათავსოები.
მინისტრის ინფორმაციით, ლვოვის ოლქში აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსი და ინფრასტრუქტურა დააზიანა, დაიღუპა 1 და დაშავდა 9 ადამიანი.
დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსულმა ძალებმა სავაჭრო ცენტრს დაარტყეს, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. თავდასხმა განხორციელდა სამშობიაროზეც, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სახელმწიფო სამსახურმა 4 პაციენტი გადაარჩინა. ოდესის ოლქში სამსართულიანი შენობა დაზიანდა, ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, ადამიანები არიან მოყოლილი. ოდესაში კიდევ ორი სახლი დაზიანდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 17 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან 23 ადამიანი გამოიყვანა. ოდესის ოლქში, საერთო ჯამში, 2 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ხარკოვის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა.
ამასთან, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს – დაიღუპა 1 ადამიანი და დაშავდა 10.
ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე „ლელოს“ განცხადება არის ამბიციური, რაც შეიძლება, მარკეტინგულ გათვლას მივაწეროთ, ცდილობენ საზოგადოების იმ გარკვეული სეგმენტის გულის მონადირებას, რომელსაც ჩამოყალიბებული პრეფერენციები არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, „ლელო“ არავითარი ახალი სახეებით არ არის დაკომპლექტებული და ზოგადად, არც ოპოზიციაში მოქმედი არცერთი პოლიტიკური გუნდი.
„ეს იგივე სახეებია, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული და კარგად გამოწრთობილი არიან ქართულ პოლიტიკაში. ამიტომ, რეალურად მარკეტინგული სვლა, რომ რაღაც პოზიტიური სიტყვებით შეამკონ და შეფუთონ, ლიტონი სიტყვებია, რომელსაც არავითარი შინაარსი არ აქვს.
რაც შეეხება ახალი ალტერნატიული ცენტრის შექმნასთან დაკავშირებულ განცხადებებს, აქაც ყველაფერი ნათელია. ეს არის არა ამბიციური განცხადება, არამედ შეიძლება, უფრო მეტად ვინმეს სურვილი. ესეც შეიძლება, მარკეტინგულ გათვლას მივაწეროთ. როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებენ, თვლიან, რომ არსებობს გარკვეული სეგმენტი საზოგადოებაში, რომელსაც ჩამოყალიბებული პოლიტიკური პრეფერენციები არ აქვს და ცდილობენ, მათი გულის მონადირებას. ქართველი ამომრჩეველი საკმაოდ გამობრძმედილია საიმისოდ, რომ მისი არჩევანი და პოზიცია ასეთ ლიტონ განცხადებებზე დამოკიდებული არ იყოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
თიბისის ტექ გუნდი AWS-ის (Amazon Web Services) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გაემგზავრა. AWS re:Invent სასწავლო კონფერენციაა, რომელიც მასპინძლობს ღრუბლოვანი კომპიუტინგის საზოგადოებას მთელი მსოფლიოდან. აუდიტორია ინფორმაციას იღებს ღრუბლოვან ტექნოლოგიებსა და მასთან დაკავშირებულ სიახლეებზე, სწავლებისა და სასერტიფიკაციო შესაძლებლობებზე. ტარდება 2000-ზე მეტი ტექნიკური სესია, გამოფენა და სხვა.
„შესაძლებელი იყო დიდ ტექნოლოგიური კომპანიების, მაგალითად, Hashicor-ის, Docker-ის, RedHat-ის, Gitlab-ის, Canonical-ის წარმომადგენლებთან უშუალო შეხვედრა და საუბარი ჩვენს კონკრეტულ გამოწვევებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე”-ალექსანდრე კვაიჭაძე, TechOps-ის ლიდი.
re:Invent-ზე მიღებულ ცოდნას თიბისელები სწორი არქიტექტურული გადაწყვეტილებების მისაღებად გამოიყენებენ, რათა ინფრასტრუქტურის დიზაინი ბევრად უფრო მდგრადი და ხელმისაწვდომი გახადონ.
თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლების ზოგადი ინფორმირებულობის გასაზრდელად და კომპეტენციის ასამაღლებლად მათი მსგავს კონფერენციებზე დასწრება.
R
„დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის მონაცემებზე დაყრდნობით უკვე შეგვიძლია შევაჯამოთ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის ტენდენციები – პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპს, რომელიც 2021-2022 წლებში ფიქსირდებოდა და ჩვენ ველოდებით რომ 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 7% – ით გაიზრდება,” – ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის” მიერ 2023 წლის ნოემბრის თვის ეკონომიკური ზრდის შეფასების მაჩვენებელი.
მინისტრის მოადგილის თქმით, იანვარი-ნოემბრის მონაცემებით, ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანეს ვაჭრობის, მშენებლობის, ტრანსპორტის და დასაწყობების, საინფორმაციო კომუნიკაციების და საბანკო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორებმა.
„ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო როგორც საინვესტიციო საქმიანობის კუთხით დაფიქსირებული ტენდენციები, ასევე საქონლის ექსპორტიდან და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მაჩვენებლები. ჩვენი მოლოდინია რომ 2024 წელი კიდევ უფრო პოზიტიური ტენდენციებით გაგრძელდება და ის დადებითი დინამიკა, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ფიქსირდება, შენარჩუნდება და გაგრძელდება,” – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
ბრიტანული გაზეთი „დეილი ექსპრესი“ (Daily Express) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ევროკავშირი, რეპრესიული კანონმდებლობის გამო, შეიძლება რამდენიმე ქვეყანამ დატოვოს“ (ავტორი – ქიარან მაკგრეითი).
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ევროკომისიის მიერ გატარებული არასწორი პოლიტიკის გამო, რომელსაც ურსულა ფონ დელ ლაიენი ახორციელებს, ევროკავშირი რამდენიმე წევრმა ქვეყანამ დატოვოს. ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ისეთი ტაქტიკით მოქმედება, როგორიც რეპრესიულ რეჟიმებს ახასიათებთ (მაგალითად, რუსეთს, ვლადიმერ პუტინის მმართველობით), ევროკავშირს ზიანს მოუტანს.
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის („ბრექსიტის“) შემდეგ შვიდი წელი გავიდა და იმის გათვალისწინებით, რომ მემარჯვენე ევრისკეპტიკოსი ჰეერტ ვილდერსი, როგორც ჩანს, მზად არის ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი გახდეს, ევროკავშირს 2024 წლისათვის წინ სერიოზული გამოცდა ელოდება.
ვესაუბრებით ანა სტეშინსკას, ვარშავის კვლევითი ინსტიტუტის (WEI) კომუნიკაციური პროგრამების დირექტორს, რომელიც გვაფრთხილებს, რომ ევროკომისიამ თავისი მოქმედებით, რომელიც „დემოკრატიის დამცავი პაკეტის“ მიღებით გამოიხატება, შეიძლება უფრო მეტი ქვეყანა გარიყოს ევროკავშირიდან, ვიდრე მიიზიდოს. საქმე იმაშია, რომ საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს ინიციატივას, რომელიც მიმართულია „ფარული უცხოური გავლენის წინააღმდეგ“ და ითხოვს, რომ ყოველმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაარეგისტრიროს ის შემოსავლები, რომელიც ევროკავშირის ფარგლებს გარედან არის მიღებული.
„ევროკომისია, რომელიც დემოკრატიის განვითარებაზე „ზრუნავს“, ისეთი ინსტრუმენტებით სარგებლობს, რომლებსაც მსოფლიოში ყველაზე დესპოტურ-დიქტატორული რეჟიმები იყენებენ“, – ამბობს ანა სტეშინსკა, რომლის აზრით, ევროკომისიამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ახალი წესების ამოქმედების მცდელობა. მისი თქმით, ევროკომისია, რომელიც თითქოსდა დემოკრატიის მდგომარეობით არის შეშფოთებული, გამოდის ისეთი დებულებების მომხრედ, რომლებიც ზიანს აყენებენ სამოქალაქო ინსტიტუტებს, ანუ იმ საზოგადოებრივ სტრუქტურებს, რომლებსაც დემოკრატიული სახელმწიფო ეფუძნება.
„ევროკომისიის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი მოსახლეობის ინტერესებს იცავენ, რომლებიც შეშფოთებულები არიან უცხო სახელმწიფოს სავარაუდო მოქმედებით, რომელმაც შეიძლება არჩევნებზე გავლენა და მისი შედეგების მანიპულირება მოახდინოს. ამიტომაც აუცილებელია განხორციელდეს მონიტორინგი და კონტროლი ყველა იმ ფინანსური საშუალებებისა, რომლებსაც [ევროპული საზოგადოებრივი არასამთავრობო ორგანიზაციები] მესამე ქვეყნებიდან იღებენ“, – განმარტავს ანა სტეშინსკა და დასძენს, რომ ევროკომისიას სურს ახალი შეზღუდვები ევროპარლამენტის ივნისის არჩევნების წინ განახორციელოს.
„მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში ნამდვილად არსებობს ჩინეთისა და რუსეთის ჩარევების საფრთხე არჩევნებში – „[გავლენის] აგენტებისა“ და კიბერჰაკერების მეშვეობით, ევროკომისიის მიერ დაგეგმილი შეზღუდვები, საბოლოო ჯამში, მაინც დემოკრატიისათვის ზიანს მოიტანს“, – ამბობს პოლონელი ექსპერტი.
ანა სტეშინსკას თქმით, „გაუგებარია, რატომ ითვლება ევროკავშირის ყველა არაწევრი ქვეყანა „საეჭვო ქვეყნად“ [„რუსეთის ან ჩინეთის აგენტად“]. გამოდის, რომ ნებისმიერი ფონდი თუ ასოციაცია უნდა გაკონტროლდეს იმის მიუხედავად, თუ საიდან მიიღეს მათ დაფინანსება – ჩინეთიდან, რუსეთიდან თუ აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან“.
„ევროკომისიამ თვითნებურად გადაწყვიტა, რომ თუ გერმანია დააფინანსებს რომელიმე ანალიტიკური ცენტრის საქმიანობას, მისი მონიტორინგი საჭირო არ არის და თუ ავსტრალიური ფონდისგან მიიღებს გრანტს, ის უნდა შემოწმდეს, როგორც საეჭვო“, – აცხადებს ანა სტეშინსკა. მისი მტკიცებით, ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი „დემოკრატიის დაცვის შესახებ“ ძალზე მოგვაგონებს იმ კანონპროექტს, რომლის მიღებასაც საქართველოს ავტორიტარული მთავრობა ცდილობდა მიმდინარე წლის მარტში. „ათასობით ადამიანი გამოვიდა ქვეყნის დედაქალაქის – თბილისის ქუჩებში, რომლის მონაწილეებს მხარი დაუჭირა თვით ევროკომისიამაც“, – აღნიშნავს ინტერვიუში ანა სტეშინსკა.
გარდა ამისა, ექსპერტის თქმით, როცა პუტინის რეჟიმმა მსგავსი კანონი მიიღო, კრემლის მოქმედებას მთელი დემოკრატიული მსოფლიო კრიტიკულად შეხვდა. „პუტინის რეჟიმის მიერ მიღებული კანონით უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია შეიზღუდა, ათობით ფონდი და ანალიტიკური ცენტრი დაიხურა, იდევნება ბევრი ადამიანი, მათ „უცხოეთის აგენტის“ იარლიყი მიაწებეს, საბჭოური გაგებით“.
ანა სტეშინსკა ურსულა ფონ დერ ლაიენს პირდაპირ ურჩევს: „იქნებ ის შესაძლებლობაც განიხილოთ, რომ პირდაპირ განაცხადოთ – ორგანიზაციებმა არ უნდა მიიღონ თანხები იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც ბრიუსელი ტოტალიტარულ რეჟიმებად თვლის და რომელთა შტაბ-ბინები ვაშინგტონში და პარიზში არ მდებარეობს“.
„ჩვენთვის, რასაკვირველია, გასაგებია ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების შეშფოთება, რომელიც ცალკეულ ქვეყნებში სიტუაციის შეცვლით არის გამოწვეული – იქ, სადაც არჩევნებში კონსერვატორები და ულტრამემარჯვენეები იმარჯვებენ, ლიბერალები კი მარცხდებიან. მაგრამ ისე არ გამოვიდეს, რომ „დემოკრატიის დაცვის“ ნაცვლად, მსგავსი გადაწყვეტილებებით, პირიქით, ევროკავშირში ანტიევროპული განწყობები გაძლიერდეს და ევროპარლამენტში ივნისის არჩევნების შედეგები ტოტალიტარული ქვეყნებისათვის სასარგებლო იყოს“, – ამბობს ანა სტეშინსკა.