“კეზერაშვილს მორალური და სამართლებრივი უფლება არ ჰქონდა, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულიყო”

29
spot_img

დავით კეზერაშვილს მორალური და სამართლებრივი უფლება არ ჰქონდა, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულიყო, რადგან მან თავდაცვის მინისტრობის დროს ასტრონომიული თანხები დააგროვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა.

როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, მორალზე საუბარი ზედმეტია, როცა საქმე ეხება კრიმინალს, მით უფრო იმ კრიმინალთან, რომელიც ქვეყნის საზღვრებს სცილდება და ტრანსნაციონალური ხასიათი აქვს.

„მორალი, სინდისი და შინაგანი რწმენა თავად ამ ადამიანის გადასაწყვეტია, ეს რამდენად აწუხებს ან არ აწუხებს. ეს იმ ადამიანების გადასაწყვეტიცაა, ვინც ამ ადამიანისგან დაფინანსებას იღებს“, – განაცხადა ბითაძემ.