Home Blog Page 1588

მკითხველის „საბას“ ჟიურის წევრების ვინაობა ცნობილია!

მკითხველის „საბას“ ჟიურის ხუთივე წევრის ვინაობა ცნობილია. მკითხველები, რომლებმაც 3 თვის განმავლობაში ყველაზე დიდი დრო დაუთმეს SABA Reader-ში კითხვას არიან:

ლადო აბულაძე – 1100 წაკითხული საათი;
ქრისტინე კოხია – 1000 წაკითხული საათი;
ნათია ოქრომელიძე – 930 წაკითხული საათი;
ნინო გაფრინდაშვილი – 915 წაკითხული საათი;
ნათია იორდანიშვილი – 500 წაკითხული საათი.

შერჩევის პროცესი 8 მაისიდან დაიწყო და ყველაზე აქტიური მკითხველების სტატისტიკა საჯარო იყო აპლიკაცია SABA Reader-ში. ჟიურის შერჩევის პროცესში 1700-მდე მკითხველი იყო ჩართული, რომლებმაც სამი თვის განმავლობაში, ჯამში 3 000 000 წუთზე მეტი დაუთმეს კითხვას, ხოლო კითხვის ჯამური მაჩვენებელი კონკურსის პირობებში 25%-ით გაიზარდა.

მკითხველის „საბას“ ჟიური შეირჩა შემდეგი კრიტერიუმებით:

  • ჟიურის წევრს უნდა შეეძლოს ქართულ ენაზე კითხვა და ამჟამად უნდა ცხოვრობდეს საქართველოში.
  • არ უნდა იყოს მწერალი ან ლიტერატორი.
  • არ უნდა მუშაობდეს საგამომცემლო სექტორში.
  • არ უნდა იყოს „წლის საუკეთესო დებიუტის“ ნომინაციაში ნომინირებულის ოჯახის წევრი.

შეგახსენებთ, ჟიური გამარჯვებულს დებიუტის მოკლე სიიდან ხმათა უმრავლესობით გამოავლენს. ტრადიციულად, „საბას“ ჟიურის მსგავსად გაიმართება მკითხველთა ჟიურის სხდომები, მათი მუშაობის პრინციპებიც იგივეა. მკითხველების ჟიური თავის რჩეულს პრემიას შემოდგომით, საბა 2023-ის დაჯილდოების ცერემონიალზე გადასცემს.

„საბას“ ისტორია 2002 წელს, თიბისისა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემია „საბას“ დაარსებით იწყება. კონკურსის კვალდაკვალ 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას – კლასიკურ და თანამედროვე, ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. 2019 წლიდან შეიქმნა მკითხველთა პლატფორმა „საბკულტურა“ და მასთან ერთად განახლდა აპლიკაცია Saba Reader-ი. დღეს „საბას“ ბიბლიოთეკაში 7 000-ზე მეტი ელექტრონული და ხმოვანი წიგნი იყრის თავს.

R

“რუსეთ-უკრაინის ერთობლივი ბიზნესი ქართველი ოლიგარქის, კეზერაშვილის მონაწილეობით წარმატებით აგრძელებს სარფიან საქმიანობას”

ვინაიდან საერთაშორისო სანქციების გამო, რუსეთთან თანხების საბანკო მიმოქცევა დაბლოკილია, ნაძარცვი ფული გადაჰყავთ კრიპტოვალუტაში – მოგება მხარეებს შორის იყოფა 50/50-ის პრინციპით, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა უკრაინულმა ტელეგრამ-არხმა, რომელიც იუწყება, რომ უკრაინა და რუსეთი ეწევა ერთობლივ კრიპტობიზნესს, რომელსაც სათავეში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი უდგას.

“სენსაციურ ინფორმაციას გვაწვდის უკრაინული ტელეგრამ-არხი “Резидент”-ი, თანაც წყაროდ უთითებს პრეზიდენტ ზელენსკის ოფისს. “სუნგარეშე” არა – “არომატული” ფულის ისტორიაა. ევროპაში მიმდინარე “ქოლ-ცენტრების” შემოწმების გამოძიების ფარგლებში გამოვლენილი იქნა რუსეთ-უკრაინის სინდიკატი, რომელიც აქტიურად აგრძელებს მუშაობას ძირძველი სლავური დევიზით: “кому война, а кому – мать родна”.

საკომუნიკაციო ნომრების და თანხების გამოსატანად საჭირო ანგარიშების მომწოდებლები იმყოფებიან რუსეთის ტერიტორიაზე, ხოლო ზარების განსახორციელებელი ძირითადი ოფისები განლაგებულია უკრაინაში. თუ ვინ არის უკრაინული ოფისების დამფუძნებელი, ამის შესახებ არაერთხელ დაგვიწერია. მხოლოდ შეგახსენებთ – “მედიამაგნატი” და “პოლიტპატიმარი” დავით კეზერაშვილი.

ვინაიდან საერთაშორისო სანქციების გამო, რუსეთთან თანხების საბანკო მიმოქცევა დაბლოკილია, ნაძარცვი ფული გადაჰყავთ კრიპტოვალუტაში – მოგება მხარეებს შორის იყოფა 50/50-ის პრინციპით. რუსეთიდანაც თანხების გატანა უკრაინაში ან დასავლურ ბანკებში შეუძლებელია, ამიტომ შუალედური ყალბი საბანკო ანგარიშების მეშვეობით, ხდება ჯერ ფულის “განაღდება”, შემდეგ კი მისი ტრანსფორმირება “ციფრულ” ვალუტაში.

რუსეთ-უკრაინის ერთობლივი ბიზნესი ქართველი ოლიგარქის მონაწილეობით წარმატებით აგრძელებს სარფიან საქმიანობას ომისა და სანქციების მიუხედავად. 2022 წლის ბრუნვამ შეადგინა 12 მილიარდი გრივნა. უკრაინული “კეზერ-ქოლ-ცენტრები”, რუსეთთან პარალელურად, აგრძელებენ თანამშრომლობას დასავლეთთან, ასევე (წყაროს ინფორმაციით), იყენებენ ფულის გათეთრების ანალოგიურ სქემებს საქართველოს და ბალტიისპირეთის მცირე ბანკებთან კოოპერაციაში, რისი მეშვეობით თავისუფლად ახორციელებენ ტრანზაქციებს უკრაინაში.

Nothing personal – just business!,” – წერს ქართველიშვილი.

ქეთევან დუმბაძე დეპუტატის მანდატს ტოვებს და საქართველოს მწერალთა სახლს უხელმძღვანელებს

სსიპ საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება უკვე გამოიცა.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის საშემოდგომო სესიაზე მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელს, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება.

„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ქეთევან დუმბაძეს ულოცავს მწერალთა სახლის დირექტორად დანიშვნას და უსურვებს წარმატებებს.

შეგახსენებთ: ქეთევან დუმბაძე ამჟამად საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრია.

1978-1983 წლებში ქეთევან დუმბაძე სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ლიტერატურული ურთიერთობებისა და მხატვრული თარგმანის განხრით. მას პროფესიული საქმიანობის მრავალმხრივი გამოცდილება აქვს.

1977-1993 წლებში იგი მუშაობდა მწერალთა კავშირთან არსებულ მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარ სარედაქციო კოლეგიაში.

გამოქვეყნებული აქვს არაერთი სტატია ადგილობრივ და უცხოურ პრესასა და პერიოდიკაში. ასევე, მას გამოქვეყნებული აქვს კლასიკური და თანამედროვე ავტორების თარგმანები.

1990-იანი წლებიდან 2013 წლამდე აქტიურად საქმიანობდა სატელევიზიო სფეროშიც. არის არაერთი ტელევიზიის საინფორმაციო, შემეცნებითი, საავტორო გადაცემებისა და პროექტების ავტორი და პროდიუსერი.

1993-1999 წლებში იგი სხვადასხვა პოზიციას იკავებდა საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახუში. 2013-2017 წლებში იყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი, 2018 წელს – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ექსპერტი, ასევე, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის – „ცოცხალი წიგნები“ – ხელმძღვანელი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გერმანიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ჩინოვნიკი დააკავეს

გერმანიაში რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში ბრალდებული ჩინოვნიკი დააკავეს.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მამაკაცის ვინაობა ჯერჯერობით არ საჯაროვდება.

ცნობილია მხოლოდ, რომ ის ბუნდესვერის იმ სტრუქტურაში მუშაობდა, რომელსაც სამხედრო აღჭურვილობასა და საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საკითხები ეხება. სავარაუდოდ, მამაკაცი საკუთარი ინიციატივით მივიდა ბერლინში, რუსეთის საელჩოში და ასევე რუსეთის საკონსულოში ქალაქ ბონში, სადაც თავისი მომსახურება შესთავაზა. გერმანიის ფედერალური პროკურატურის ინფორმაციით, მამაკაცმა ინფორმაცია რუსეთის დაზვერვის სამსახურისთვის მიწოდების მიზნით მოიპოვა და გადასცა. მამაკაცი დასავლეთ გერმანიაში კობლენცში დააკავეს. სამართალდამცავებმა მის სახლსა და სამსახურში ჩხრეკა ჩაატარეს.

“ყველაზე დიდი და საშიში ღვარცოფი „ოცნებაა“ და ეს ღვარცოფი რომ დამთავრდეს, სისტემური, დისციპლინირებული წინააღმდეგობაა საჭირო-ანა ნაცვლიშვილი

ვდებ პირობას, რომ ყველა მექანიზმს გამოვიყენებ, რომ ეს თემა ხელისუფლებამ ვერ გადააგოროს, ვერ გადაიტანოს რუტინაში, ვერ მისცეს დავიწყებას!, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა შოვის ტრაგდიაზე საუბრისას განაცხადა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, დღეს ყველაზე დიდი და საშიში ღვარცოფი „ოცნებაა“ და ეს ღვარცოფი რომ დამთავრდეს, სისტემური, დისციპლინირებული წინააღმდეგობაა საჭირო.

„არ ვიღებ პასუხად “ვინც გადარჩა, გადარჩა”-ს! არ ვიღებ პასუხად “სულ რაღაც სამ საათში ჩავიდა ვერტმფრენი”! არ ვიღებ პასუხად “არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო და ერთადერთი რაც შეგვიძლია, მოქალაქენო, თქვენი გაჩუმება და თემის გადაგორებაა”!

პირველ ყოვლისა, მე ვარ დედა, დედა, რომელიც ათასობით თქვენგანის მსგავსად – უკვე პანიკურ შიშში ვზრდი შვილებს! მეორე, მე ვარ მოქალაქე, რომელსაც ათასობით თქვენგანის მსგავსად, მაქვს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ჩემს ქვეყანაში ფუჭდება და უნდა ხდებოდეს, თუმცა არ ხდება. მესამე, მე ვარ პარლამენტის წევრი ოპოზიციიდან და მაქვს ჩემი წილი პასუხისმგებლობა და არ ვაპირებ მისგან გაქცევას და თავის დამშვიდებას!

ვდებ პირობას, რომ ყველა მექანიზმს გამოვიყენებ, რომ ეს თემა ხელისუფლებამ ვერ გადააგოროს, ვერ გადაიტანოს რუტინაში, ვერ მისცეს დავიწყებას! ჩადენილია დანაშაული და ამ დანაშაულისთვის მათ მოუწევთ პასუხისგება, ადრე თუ გვიან! მე დამჭირდება თქვენი დახმარება ამაში.

ისე როგორც თქვენ, მეც ამ დღეებში ვარაუდით დავდივარ და მშვიდად ვერ მძინავს, მაგრამ გაჩერება – სიკვდილია, გაჩუმება – სიკვდილია! ეს დღეები ვკითხულობ ყველა სპეციალისტის დასკვნას, ვაკეთებ სამართლებრივ ანალიზს, ვუსმენ ყველა ექსპერტს.

ამ ეტაპზე ყველა შესაბამის უწყებას მივმართე სადეპუტატო კითხვით – რეაგირებაზე, პრევენციაზე, მექანიზმებზე, გამოძიებაზე, საერთაშორისო დახმარებაზე, და ა.შ. (ამას ექნება გაგრძელება!)

ვიცი, რომ ეს ზღვაში წვეთია, მაგრამ ვერ გავჩერდები, ახლა ეს შემიძლია. ყველა რჩევას, კრიტიკას, აზრს მივიღებ.

ვიცი, რომ ყველაზე დიდი და საშიში ღვარცოფი „ოცნებაა“ დღეს და ეს ღვარცოფი რომ დამთავრდეს, სისტემური, დისციპლინირებული წინააღმდეგობაა საჭირო.

კომპეტენტურად დასმული კითხვები, სისტემატურად, ყველგან, გამუდმებით, პროპაგანდის სიმართლით დამარცხება – ესეც წინააღმდეგობის ფორმაა და აუცილებელი.

 

დაბოლოს, ადამიანური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სისტემური ხედვის შემუშავება, ოპოზიციას მართებს, ხელისუფლებისგან ამის მოლოდინი აღარავის აქვს.

პ.ს. თუ ვინმეს უკეთესი და უფრო სწრაფი გზა გაქვთ ცვლილებების, შემოგიერთდებით, ოღონდ ეს გზა ჯერ არ მინახავს, 11 წელია”, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

“დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა დაზარალებულად ცნეს” – „უფლებები საქართველო“

„უფლებები საქართველოს” ადვოკატების განცხადების საფუძველზე, თბილისის პროკურატურამ, 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში, მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გოგოს დედა დაზარალებულად ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას „უფლებები საქართველო” ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, უფლებები საქართველოს” ადვოკატების მიმართვის საფუძველზე, დღეს, პროკურატურა დაზარალებულს გადასცემს მტკიცებულებების დაზიანების საქმეში არსებულ მასალებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, „უფლებები საქართველო” შემდგომი დეტალების გასაჯაროებისას იხელმძღვანელებს არასრულწლოვანისა და მისი ოჯახის საუკეთესო ინტერესებით.

„უფლებები საქართველომ” ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე გამოძიების დაწყება 2023 წლის 5 ივლისს მოითხოვა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ უნდა დადგინდეს, თუ რა გარემოებებში მოხდა საკვანძო მტკიცებულებების შემცველი დალუქული პაკეტის მთლიანობის დარღვევა, რამაც გარდაცვლილის სხეულიდან აღებულ ნივთმტკიცებებზე მოშავო-მონაცრისფრო, ობისმაგვარი დანაშრევებისა და ნადებების წარმოქმნა გამოიწვია.

ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში მტკიცებულებების დაზიანებას თბილისის პროკურატურა იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას, ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფო ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

„უფლებები საქართველო” 12 წლის გოგოს გარდაცვალებისა და მტკიცებულებების დაზიანების ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ეკვადორის პრეზიდენტობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრაზე მოკლეს

ეკვადორის პრეზიდენტობის კანდიდატი ფერნანდო ვილავიჩენციო წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ ღონისძიებაზე მოკლეს. ამის შესახებ BBC იტყობინება.

შემთხვევა ეკვადორის დედაქალაქ კიტოში მოხდა, სადაც ვილავიჩენციო წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდა. თვითმხილველების განცხადებით, პრეზიდენტობის 59 წლის კანდიდატს თავის არეში სამჯერ ესროლეს, როდესაც ის მანქანაში ჯდებოდა.

ვილავიჩენციოს დაცვამ მსროლელს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა და ადგილზე მოკლა. სროლის შედეგად დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის დეპუტატობის კანდიდატი და ორი პოლიციელი. მკვლელობის საქმეზე პოლიციამ 6 ადამიანი დააკავა.

ვილავიჩენციოს მკვლელობის შემდეგ ეკვადორში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ვილავიჩენციო პარლამენტის მოქმედი წევრი იყო, წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ ლოზუნგად მან კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა დაასახელა.

საპრეზიდენტო არჩევნები 20 აგვისტოსაა დაგეგმილი.

რუსულმა ძალებმა რივნეში ნავთობბაზა გაანადგურეს – ომის 533-ე დღე

ომის 533-ე დღეს, ოკუპანტები უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავენ. სარაკეტო დარტყმა ამჯერად ზაპოროჟიეს დასახლებულ რაიონზე განხორციელდა, რის შედეგადაც ტაძარი, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სავაჭრო ობიექტები დაზიანდა.

ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 2 ადამიანი. არიან დაშავებულებიც.

რუსულმა ძალებმა რივნეს ოლქზე დრონების გამოყენებით მასიური იერიში განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია რივნის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვიტალი კოვალიზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დუბნოს რაიონში, ნავთობბაზა განადგურდა.

„რივნეს ოლქში უპილოტო თვითმფრინავების მასიურ თავდასხმის სამიზნე გახდა. სამწუხაროდ, დუბნოში ნავთობბაზა განადგურდა. მსხვერპლი არ არის“, – წერს ვიტალი კოვალი „ტელეგრამზე“.

მისი ინფორმაციით, ადგილზე 45 მაშველი და 14 ერთეული ტექნიკა მუშაობს.

„ქიმიური და რადიაციული ფონი ნორმალურია. მოსახლეობის ევაკუაცია არ განხორციელდება“, – აცხადებს კოვალნი.

რიკოთი შეიძლება შემდეგ დიდ კატასტროფად გვექცეს – მამუკა ხაზარაძე

სასწრაფოდ ჩატარდეს საერთაშორისო აუდიტი რიკოთის მშენებლობასთან დაკავშირებით. უნდა შემოწმდეს უსაფრთხოება, ეკოლოგიური ზემოქმედება, გარემოს დაცვა, მეწყერსაშიში ზონები, მონიტორინგის სისტემა, ფინანსები , – ამის შესახებ პარტია „ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ ადამიანების უსაფრთხოება დაცული იქნება.

„დასანქცირებულ ჩინურ კომპანიას რომ ასეთ მნიშვნელოვან საქმეს ჩააბარებ და ევროპიდან მოზიდულ თანხებს გადაუხდი, რომელიც ჩვენი გადასახდელია, დანაშაულის ტოლფასია.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამწუხაროდ, არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ ადამიანების უსაფრთხოება დაცული იქნება – არაერთი ქართველი გეოლოგი და ამ საქმის მცოდნე ამბობს, რომ პროცესი უდიდესი დარღვევებით მიდის, რიკოთი შეიძლება შემდეგ დიდ კატასტროფად გვექცეს.

აღარაფერს ვამბობ “ატკატებსა” და კორუფციაზე, ყველამ ყველაფერი იცის, კონტრაქტორმაც და ქვეკონტრაქტორმაც, უბრალოდ, ამაზე ხმამაღლა საუბარი “არ მოსულა”. “ოცნება” ხომ ცდილობს “გრუზინებად” აქციოს ჩვენი საზოგადოება, ქვეყანა ხომ ახალი რუსული სტანდარტით – გაგებით იმართება და არა კანონებით და სტანდარტებით.

დავფიქრდეთ, საით მიდის ქვეყანა?! ჩვენ ერთად უნდა შევცვალოთ რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლება. რუსული მმართველობა სხვა კი არაფერია – კორუფცია, ნეპოტიზმი და ადამიანის დაცულობისა და მისი ინტერესების უგულებელყოფა. დროა, ეს ყველაფერი დასრულდეს! ჩვენი შვილების მომავალი განვითარებულ და ძლიერ მსოფლიოშია!”, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

თურქეთი რუსეთსა და უკრაინას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაასრულონ ომი

თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო რუსეთსა და უკრაინას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან ომის დასრულების მიზნით. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

“შავ ზღვაში დაძაბულობის მატება არავის მოუტანს სარგებელს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და დაასრულონ ომი. მარცვლეულის შეთანხმებაში დაბრუნება აღკვეთს შესაძლო ნეგატიურ შედეგებს გაჭირვებულ ქვეყნებში და ხელს შეუწყობს სურსათის სტაბილურობას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ქვეყნის მასშტაბით მაღალი ტემპერატურა კვირის ბოლომდე შენარჩუნდება

გარემოს ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით მაღალი ტემპერატურა კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.

უწყების ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 39-40 გრადუსს მიაღწევს, რაც ტყის ხანძრების რისკს ზრდის.

11 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

ოპოზიციის ნაწილმა პრაქტიკულად აღიარა, რომ მოტივირებულები არიან ხელი შეუშალონ ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე წარმატების მიღწევაში -სარჯველაძე

სარჯველაძე

ოპოზიციის ნაწილმა პრაქტიკულად აღიარა, რომ მოტივირებულები არიან ხელი შეუშალონ ქვეყანას ამ მიმართულებით წარმატების მიღწევაში, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენელთა მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მმართველი გუნდი რეკომენდაციებს არ ასრულებს.

„პრაქტიკულად აღიარეს კიდეც ოპოზიციის ნაწილის წარმომადგენლებმა, რომ მოტივირებულები არიან ხელი შეუშალონ ქვეყანას ამ მიმართულებით წარმატების მიღწევაში. ისინი არიან არა მხოლოდ ტენდენციურები ამ შეფასებაში, არამედ აბსოლუტურად უსაფუძვლო არგუმენტებით შეიარაღებულები“, – განაცხადა სარჯველაძემ.