ეკვადორის პრეზიდენტობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრაზე მოკლეს

54
spot_img

ეკვადორის პრეზიდენტობის კანდიდატი ფერნანდო ვილავიჩენციო წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ ღონისძიებაზე მოკლეს. ამის შესახებ BBC იტყობინება.

შემთხვევა ეკვადორის დედაქალაქ კიტოში მოხდა, სადაც ვილავიჩენციო წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდა. თვითმხილველების განცხადებით, პრეზიდენტობის 59 წლის კანდიდატს თავის არეში სამჯერ ესროლეს, როდესაც ის მანქანაში ჯდებოდა.

ვილავიჩენციოს დაცვამ მსროლელს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა და ადგილზე მოკლა. სროლის შედეგად დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის დეპუტატობის კანდიდატი და ორი პოლიციელი. მკვლელობის საქმეზე პოლიციამ 6 ადამიანი დააკავა.

ვილავიჩენციოს მკვლელობის შემდეგ ეკვადორში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ვილავიჩენციო პარლამენტის მოქმედი წევრი იყო, წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ ლოზუნგად მან კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა დაასახელა.

საპრეზიდენტო არჩევნები 20 აგვისტოსაა დაგეგმილი.