Home Blog Page 1568

ორსულების სამსახურში ფიქტიურად გააფორმების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მიეცა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დეკრეტულ შვებულებაში მყოფ მოქალაქეებზე გათვალისწინებული ფულადი დახმარების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებული, 2021-2022 წლებში, წინასწარ მოფიქრებული სქემის მიხედვით, დანაშაულებრივ გარიგებაში ორსულ ქალებთან შევიდა და გააფორმა ფიქტიურად მის მმართველობაში არსებულ საწარმოებში ისინი, შემდგომ დაამზადა ყალბი დოკუმენტები, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თითქოსდა საწარმოებში დასაქმებული 237 პირის მიერ მიღებულ იქნა ორსულებისთვის გამოყოფილი ერთჯერადი ფულადი დახმარება, ჯამში 237 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა განაწილებულ იქნა ბრალდებულსა და ორსულ ქალებს შორის.

აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 180-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ჩვენებს მაგარ საინფორმაციო ტერორში ჰყავთ ურდოსტანი” – ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“ფრიად სასიამოვნო საცქერი იყო წუხანდელი აღლუმი წითელ მოედანზე. უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა რომან სვიტანმა ზუსტად შენიშნა, ეს რაც ვნახავ, უკან მომავალში იყოო, ანუ ეს იქნება რუსეთის მომავალი შემდგომი ათწლეულების მანძილზეო. სავსებით რეალისტურია, ვგონებ!

2 ძალიან მაგარი ამბავი თუხთუხებს უკვე სერიოზულად:

1) ვენაცვალე ნიდერლანდებს და მის პრემიერ რუტეს, ღიად თქვა კაცმა, ვმუშაობთ ბრიტანელებთან, დანიელებთან, ევროპის სხვა ქვეყნებთან და რა თქმა უნდა აშშ-თან უკრაინელებისთვის ფ-16 ების გადაცემაზეო! გეუბნებოდით, მოფრინდებიან თქო! გადაწყვეტილი ამბავია ეგ! აგერ მე და აგერ მანფრედ კალცის გერმანია.

2) ანონიმურ ბრიტანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ვაშინგტონ პოსტი აცხადებს, რომ მალე გადაწყდება უკრაინისთვის 300 კილომეტრზე მოქმედი რაკეტების “შტორმ შედოუს” გადაცემის საკითხი. ვინაიდან აშშ უარს ამბობს. (ჰა ჰა ჰა), ბრიტანეთმა გადაწყვიტა უკრაინის დახმარების ფონდის მეშვეობით მოგვაწოდოს ეგ რაკეტებიო. ეგ ამბავიც ჩაიხურა ბოლო ბოლო! უ ტაჰ ტაჰ ტააა! ანუ ფრანციცულად, ო ლა ლააა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანიც ჰამბობს, უკრაინას ყველაფერი აქვს წარმატებული კონტრიერიშის განსახორციელებლადო. მე ასე მესმის, ეს ყველაფერი, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ჰადაჰა უკრაინაში იქნება ან ნაწილი უკვე ადგილზეა;

არ დავუკარგოთ და გუშინ გავრცელდა ვიდეო, რუმინული 122მ-იანი სარაკეტო-საზენიტო კომპლექსებიც ადგილზეა უკვე; ევროკავშირმაც ჭურვები იქნება უწყვეტად და ულევად თქვენ გენაცვალეთო!

გუშინ ევროპის დღეზე გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი გამოვიდა სტრასბურგში ევროპული პარლამენტის წინაშე და თქვა ევროპის მომავალი ჩვენს ხელშია, უნდა გავფართოვდეთ და უკრაინა, მოლდოვა და საქართველო შიგნით უნდა იყვნენო! ძალს ისინი არიან და ძალს ოცნება. ჩემი წრფელი რჩევა ოცნებას: მოდუნდით და მაქსიმალურად ისიამოვნეთ! თავს დავდებ, რომ თქვენი სქესის შეცვლაზე ფიქრისთვის არავის ცხელა.

ევროპული კომისიის პრეზიდენტი სხვაგან სად უნდა ყოფილიყო ევროპის დღეზე, თუ არა… კიევში! პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად აღნიშნეს ეს დღე ევროპელებმა, ხოლო ბრიუსელში ევროპული კავშირის შტაბ-ბინის წინ წევრი-ქვეყნების დროშების გვერდით უკრაინის დროშაც ფრიალებდა! საქართველოსიც იფრიალებს!

განა პერსონალურად ვინმეს ვაკნინებ, მაგრამ 2 განსხვავებული სურათი დაიდო გუშინ კიევში და მოსკოვში. ძალით ჩაყვანილი რამდენიმე ქვეყნის ლიდერი მოსკოვში, ღამის ქოთანზე მჯდომი და მერე გაქცეული ლუკაშათი და აქეთ ევროპული დღესასწაული კიევში! ძალიან მარტივი განსაჭვრეტი იყო, რა როგორ იქნება მალე!

ადრეც გითხარით, ჩვენებს მაგარ საინფორმაციო ტერორში ჰყავთ ურდოსტანი; სადმე ოკუპირებულ სოფელთან დაინახავენ კოლაბორანტები ახლო-მახლოში დიდი კოლონის გამოჩენას და ატყდება კივილ-წივილიიი, დაიწყოო, დაიწყოოოო, მოდიან, მოდიან!

სინამდვილეში, მოსულები არიან უკვე. კონტრიერიშის პირველი ეტაპი მართლაც დაწყებულია. სადაზვერვო დივერსიული ჯგუფები ზონდავენ ურდოსების პოზიციებს და ალაგ-ალაგ კარგ ნახტომებსაც აკეთებენ. ასე მაგალითად, ზაპოროჟიეში გუშინ მოკლეზე, მაგრამ მშვენივრად წაიწიეს წინ ჩვენებმა; მთელი ზაპოროჟიეს ფრონტის გაყოლებაზე ურდოს გამზადებული აქვს თავდაცვითი ზღუდეები, ზოგან 4, ზოგან 8, მაგრამ თან უკან მოუხედავად გარბიან ყირიმისკენ. დედის გული გრძნობს, დიდი შლიგინით მიადგებიან ჩვენები მელიტოპოლს და მარიუპოლს;

გუშინ არც ავდეევკაში და არც მარიინკაში სანტიმტრითაც კი არ წაუწევიათ წინ. განა არტ დაბომბვები არ იყო, თანაც როგორი, მარა ხო ნახეთ წითელ მოედანზე, მითიური არმია აღარალიიი.

ასე იყო კრემინა-სვატოვო-კუპიანსკის მიმართულებაზეც!

ბახმუტი დესერტად შემოვინახე. აღლუმის პარალელურად გულამოსკვნილად მოთქვამდა და გაჰკიოდა კუხარკა პრიგოჟინი – ჯერ საათზე იყურებოდა, მერე გერასიმეს და შოიგუ საირმეს აგინებდა, ბოლოს კიდევ პუტლერიეს ლანძღვაზეც გადავიდა, ისე არ მოხდეს, მე მართალი გამოვდგე და ეგ კეთილი პაპა დიდი გამო..ჩერჩეტებულიო (სინამდვილაში უფრო მძიმედ თქვა, მაგრამ აღზრდა აღზრდაა).

ჰოდა ბოლოს დადგა და სულ ნუმბერებით ჩამოთვალა ურდოს რეგულარული ნაწილები, 72-ე ბრიგადამ აიღო და ფლანგებიდან გაქუსლაო, ჰამაც 3 კილომეტრზეო.

აზოვის მეთაურმა ბილიცკიმ ღამე დაადასტურა, კარქა მოვასუფთავეთ სამხრეთ ფლანგიო.
კიდე გაზპრომის კერძო კომპანიაც ჩაუშვა, “ფაკელის” ნაწილები პოზიციებიდან მოიხსნენ და ასე თუ გაგრძელდა, უკრები ჯერ მამა-რასტოვში მერე კი დედა მასკოვში შემოვლენო! ასეც იქნება!

ბოლო და წავედი: დრონებს ხო გადაურჩა გუშინ ურდოსტანი, მარა რუს პარტიზანებს ვერ გადაურჩა – თან სად – ნოვოსიბირსკში სუ-24. წოუკიდენ ცეცხლი და ააფეთქენ!

არ ვიცი ვის გიყვართ პოპკორნი, მარა გულოს მზესუმზირაც შეგიძლიათ მოიმარაგოთ, ურდოსტანში ამბები იქნება, გიყვარდეს!

უკრაინა 2023-ში გაიმარჯვებს გლიჯინ გლიჯინით! საქართველომაც უნდა გაიხაროს 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია კი ჩამოინგრევა დიდი გრუხუნით!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

“ლიბერალურ იდეოლოგიას არაფერი აქვს საერთო ადამიანის უფლებების დაცვასთან”- ზაზა შათირიშვილი

ლიბერალურ იდეოლოგიას არაფერი აქვს საერთო ადამიანის უფლებების დაცვასთან, მისი მიზანია შეარყიოს ყველა ის საყრდენი, რომელსაც ევროპისა და ევროპული ერების იდენტობა ეფუძნება, – ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერს.

„ევროპარლამენტში გამართულმა გამოფენამ, რომლის არაფორმალური სათაური იყო „სექსუალური გეი იესო“, კიდევ ერთხელ გამოავლინა ოლიგარქიული ოჯახების მიერ შექმნილი ე.წ. ლიბერალური იდეოლოგიის ნამდვილი არსი და მიზნები. ამ იდეოლოგიას არაფერი აქვს საერთო ადამიანის უფლებების დაცვასთან. სინამდვილეში, მისი მიზანია შეარყიოს ყველა ის საყრდენი, რომელსაც, ამ შემთხვევაში, ევროპისა და ევროპული ერების იდენტობა ეფუძნება. ამ საყრდენთა შორის ისტორიულად ყველაზე ძლიერი სწორედ ქრისტიანობაა და აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ოლიგარქიული ოჯახების მტრული სტრატეგიის მთავარი სამიზნე სწორედ ქრისტიანობა და ქრისტიანული დოგმებია.

ლგბტ პროპაგანდასთან ერთად, იმავე მიზანს ემსახურება სამეფო ოჯახების წინააღმდეგ განხორციელებული სპეცოპერაციები. ამის მაგალითი იყო ესპანეთის მეფის წინააღმდეგ აგორებული კორუფციული სკანდალი, ბრიტანეთის სამეფო ოჯახში მეგან მარკლის გამოჩენა, რაზეც უინძორებმა, საბედნიეროდ, დროული რეაგირება მოახდინეს და სხვ. იმავე მიზანს ემსახურება მრავალრიცხოვანი სკანდალები კათოლიკურ ეკლესიაში, რომლებიც მისი რეპუტაციის შერყევასა და დასუსტებას ისახავს მიზნად.

ევროპულ იდენტობას განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის მიგრაციული სქემები, რომელთა მეშვეობით ავთენტურ ევროპულ მოსახლეობას თანდათანობით აზიელი და აფრიკელი მიგრანტები ანაცვლებენ. რამდენიმე ათეული წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ყველაზე კონსერვატიულ სახელმწიფოში – დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრი ინდოელი, ხოლო ლონდონის მერი და შოტლანდიის პირველი მინისტრი პაკისტანელები იქნებოდნენ. ევროპის დიდი ქალაქების უმრავლესობის მოსახლეობაში ადგილობრივებს უკვე უცხოელი მიგრანტები ჭარბობენ, რაც ევროპას ძალიან მალე მისი ავთენტური სახის სრულად დაკარგვას უქადის. აგენტოკრატიის პირობებში, ევროპულ საზოგადოებებს ამ გარედან თავსმოხვეულ პრობლემასთან დაპირისპირების არავითარი რესურსი არა აქვთ.

ერთი კვირის წინ გამოქვეყნდა სოციოლოგიური კვლევა ამერიკაში ლგბტ პირთა შესახებ. ამ კვლევამ აჩვენა, რომ საკუთარ თავს ლგბტ პირად 42 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის მხოლოდ 2,5 პროცენტი ასახელებს, თუმცა, 26-41 წლის ასაკის მოსახლეობაში აღნიშნული მაჩვენებელი 11 პროცენტს, ხოლო 18-25 წლის ასაკის მოსახლეობაში – 20 პროცენტს შეადგენს. ფსევდოლიბერალები და ლგბტ აქტივისტები წლების მანძილზე გვიმტკიცებდნენ, რომ პროპაგანდით ადამიანის სექსუალურ ორიენტაციაზე ზემოქმედება შეუძლებელი იყო. თუმცა, ამერიკული კვლევა და ლგბტ პირთა სწრაფად მზარდი სტატისტიკა სრულიად საპირისპიროს ადასტურებს. თუ ოლიგარქიული ოჯახების ჩანაფიქრი მსოფლიო მოსახლეობის ათჯერ შემცირების შესახებ აქამდე ვინმეს არარეალურად ეჩვენებოდა, ლგბტ პირების ამერიკული სტატისტიკის გაცნობის შემდეგ, წესით, საკუთარი აზრი სერიოზულად უნდა შეცვლოდა.

ფაქტია, რომ ოლიგარქიულ ოჯახებს საკუთარი ფსევდოლიბერალური იდეოლოგიით ყველაფერი ჰაქსლისა და ორუელის მიერ „საოცარ ახალ სამყაროსა“ და „1984-ში“ აღწერილი საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ მიჰყავთ. თუ ფსევდოლიბერალური იდეოლოგია კონსერვატიზმის ახალმა ტალღამ არ ჩაანაცვლა, ევროპის დეგრადაცია და იდენტობის მოშლა, რაც საბოლოოდ ევროპის კეთილდღეობის საყრდენის მორყევასაც გამოიწვევს, გარდაუვალი იქნება. ასეა თუ ისე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ოლიგარქიული ოჯახებისა და ფსევდოლიბერალების მანკიერი გეგმების მსხვერპლი ჩვენი ქვეყანა არ გახდეს. ამისათვის, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ზეწოლასთან გამკლავება, ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას წინ უნდა აღვუდგეთ და უცხოელ აგენტებს საქართველოში მისი შემდგომი გავრცელების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი თავისი მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებით და სიბრძნით არ დაუშვებს ერისთვის ფიზიკურად და სულიერად დამღუპველი იდეოლოგიის გამარჯვებას“, – წერს ზაზა შათირიშვილი.

Сегодня празднуется День Победы над фашизмом

В связи с 78-щй годовщиной победы над фашизмом директор Государственной службы по делам ветеранов, генерал-майор Коба Кобаладзе вместе с премьер-министром Ираклием Гарибашвили и членами правительства, в Парке культуры и отдыха ветеранов, возложил цветы у бюста участника Второй Мировой Войны, Героя Советского Союза, Мелитона Кантария и ветеранов Второй Мировой войны поздравил с 78-ой годовщиной победы над фашизмом.

По новейшим данным сегодня в Грузии остались в живых 114 участников Второй мировой войны, возраст большинства которых насчитывает 100 лет, а то и больше ста лет; самым старейшим из них является житель Зестафонского муниципалитета Александр Бускивадзе, которому 104 года.

По решению Правительства Грузии, в связи с 78-ой годовщиной победы над фашизмом, участники Второй Мировой войны в виде денежной социальной помощи получат по 1000 лари, а члены семей погибших во Второй Мировой войне (жена или муж погибшего во время Второй Мировой войны и сын/дочь, с детства страдающие ограниченными возможностями здоровья (ОВЗ), которые регистрированы в базе данных Государственной службы по делам ветеранов) – получат по 500 лари.

В Парке культуры и отдыха ветеранов также находились заместители директора Государственной службы по делам ветеранов – Николоз квезерели, Мирон Чигогидзе, советник директор Владимир Имнадзе, сотрудники ведомства и ветераны.

Вторая Мировая война между фашистской Германией, ее союзниками и остальным миром длилась с 1939 года по 1945 год и повлекла за собой жизни около 60 миллионов человек, из них 20 миллионов – были мирными гражданами. В этой войне участвовали 72 государства (80% населения земного шара), а бои шли на территории 40 государств. Вторая Мировая Война вошла в историю как самый масштабный и кровопролитный конфликт.

Война между фашистской Германией и Советским Союзом началась 21 июня 1941 года. Из Грузии в этой войне воевали около 700 000 солдат и добровольцев, а более 300 000 с фронта не вернулись живыми; среди них много и без вести пропавших. Из числа республик Советского Союза, Грузия в процентном соотношении, понесла самые большие потери; больше всего – 120 тысяч грузин погибли в боях под Керчем. Вторая Мировая Война завершилась 8 мая 1945 года. Союзники одержали победу и разгромили фашистскую Германию. Военное положение в Европе завершилось 8 мая 1945 года (по московскому времени 9 мая) капитуляцией Вермахта, а в Азии – 2 сентября, капитуляцией Японии.

“საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მიზანი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაა” – რომეო მიქაუტაძე

„მოსახლეობისა და ბიზნეს სექტორის უსაფრთხო, სუფთა და ხელმისაწვდომი ენერგიით უზრუნველყოფა, მზარდი მოხმარების გათვალისწინებით, ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის მიზანია ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ, რომელიც მონაწილეობს არაბეთის გაერთიანებული საემიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და შეიხ ხალიდ ბინ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანის პატრონაჟით დაგეგმილ მსოფლიო კომუნალური საწარმოების კონგრესზე – World Utilities Congress 2023. მინისტრის პირველმა მოადგილემ მოხსენება გააკეთა პანელზე „Global Ministerial Dialoues”, რომლის დროსაც განიხილებოდა გლობალური ენერგეტიკისა და კომუნალური ინდუსტრიების სამომავლო განვითარების მიმართულებები.

რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ტრადიციული განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების პარალელურად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით, მათ შორის, მწვანე წყალბადის წარმოების განვითარების კუთხით. აგრეთვე, მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა ენერგიის შემნახველი ბატარეებისა და სხვა სისტემების გამოყენებაზე, რომლებიც ხელს უწყობს განახლებადი წყაროების მიერ გამომუშავებული ჭარბი ენერგიის შენახვას დაბალი მოთხოვნილების პერიოდში, რაც საშუალებას იძლევა დაგროვილი ენერგიის გამოვიყენოთ მაშინ, როდესაც მოთხოვნა უფრო მაღალია.

კიდევ ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რომეო მიქაუტაძემ დაასახელა ენერგოეფექტურობა, რომელიც ხელს უწყობს ენერგიის მოხმარების შემცირებას, მათ შორის წიაღისეული საწვავის გამოყენების კუთხით. მისი თქმით, ენერგოეფექტურობის ღონისძიებების გატარება, როგორიცაა შენობის იზოლაციის გაუმჯობესება, განათების სისტემების განახლება და ენერგოეფექტური მოწყობილობების გამოყენება, შეიძლება დაეხმაროს ენერგიის საერთო მოთხოვნის შემცირებას.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა კერძო სექტორის წახალისებაზე, რათა მათ მეტი ინვესტიცია განახორციელონ სუფთა ენერგიის წარმოებაში. რომეო მიქაუტაძემ ისაუბრა განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემაზე, რომელიც, საბოლოოდ, საქართველოს ენერგოსექტორში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს შექმნის.

პანელის მონაწილეთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია გლობალურმა პროექტმა, რომლითაც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული სისტემები ევროკავშირისას დაუკავშირდება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით. „ჩვენ წლის ბოლომდე გვექნება შედეგები და ვვარაუდობთ, რომ პროექტი წარმატებული იქნება და კიდევ უფრო მეტი ქვეყანა ჩაერთვება მის განხორციელებაში,” – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

შესაძლოა, ამ დღეს მიიღოთ პასუხი კითხვებზე, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ. გამორიცხული არ არის, რომ ზოგმა პასუხმა გაგაბრაზოთ, მაგრამ ეცადეთ, დადებით თემებზე იფიქროთ და სასიამოვნო ადამიანებთან იკონტაქტოთ. დროა, პირად ურთიერთობებში საკუთარი ქცევა შეცვალოთ.

კურო

მთელ დღეს ახლობლებზე ფიქრსა და ზრუნვაში გაატარებთ. დატვირთული მუშაობის გამო, ადამიანებს საკუთარი სიტყვების ან მოქმედების განმარტებისთვის დრო არ ჰყოფნით, რაც შეიძლება წყენისა და ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდეს. გირჩევთ საღამო ოჯახურ გარემოში, საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ. ეს ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

დღის პირველ ნახევარში ემოციების კონტროლი გიჭირთ, ამიტომ ნათესავებთან და კოლეგებთან კამათი და დაპირისპირება გელით. შუადღის შემდეგ ვითარება შეიცვლება. საღამომდე საქმიანი მოლაპარაკებების ჩატარებას და პარტნიორებისგან მოგებიანი შეთავაზების მიღებას შეძლებთ.

კირჩხიბი

რთული კვირის შემდეგ დაიმსახურეთ, რომ დრო მხიარულად გაატაროთ. გაახალისეთ საკუთარი თავი და გარშემომყოფები, დაუკავშირდით ოპტიმისტურად განწყობილ ადამიანებს და სასარგებლო საქმეები აკეთეთ. ეს თვითშეფასებას აგიმაღლებთ და თავდაჯერებას შეგმატებთ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე – მიირთვით მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტები და რაც შეიძლება მეტი იმოძრავეთ.

ლომი

შესაძლოა, ისეთი საქმეებით ან სფეროებით დაინტერესდეთ, რომლებზეც აქამდე არ გიფიქრიათ. სიამოვნების გარდა, ამან შეიძლება დამატებითი შემოსავალი მოგიტანოთ ან თქვენი საყვარელი ჰობი გახდეს. ეს დღე დაგეხმარებათ რთულ კითხვებზე პასუხები იპოვოთ, რომლებიც თქვენდა გასაოცრად, ძალიან მარტივი და მოულოდნელი იქნება.

ქალწული

აქტიურობისთვის არახელსაყრელი დღეა. გირჩევთ შეჩერდეთ და გარშემო მიმოიხედოთ. კარგი იქნება თუ გარშემო მყოფი ადამიანების გრძნობებსა და სურვილებს მეტ ყურადღებას მიაქცევთ. მოერიდეთ სხვის ემოციებზე ხუმრობას და კრიტიკულ შენიშვნებს. გირჩევთ საღამო საოჯახო საქმეებს დაუთმოთ – ეს ენერგეტიკულ ბალანსს აღადგენს.

სასწორი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე დასვენებისა და ჯანმრთელობის გაკაჟებას დაუთმოთ. თქვენს სხეულს სუფთა ჰაერზე სეირნობა და ვარჯიში სჭირდება. არც დაბალანსებული კვება და იმუნიტეტის ასამაღლებელი ვიტამინები დაივიწყოთ. გირჩევთ, საღამო საყვარელ ადამიანს დაუთმოთ.

მორიელი

დღის პირველ ნახევარში ყურადღების მოკრეფა და სამუშაო რიტმში შესვლა გიჭირთ, ამიტომ მნიშვნელოვანი საქმეები და შეხვედრები საღამოსთვის უნდა გადაიტანოთ. ეცადეთ დაასრულოთ საქმე, რომლის დასრულებასაც გამუდმებით აჭიანურებთ. ნებისმიერი წვრილმანი ყურადღებას გიფანტავთ, ამიტომ მხოლოდ მთავარ მიზანზე უნდა იფიქროთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს უამრავი საქმე გაქვთ მოსაგვარებელი, ამიტომ უნდა აჩქარდეთ, რომ ყველაფერი დროულად მოასწროთ. თვალი ადევნეთ ვითარებების სწრაფ ცვლილებას და არაფერი გამოგეპაროთ. ეცადეთ, დამხმარეები იპოვოთ და სამუშაოს ნაწილი მათ გადასცეთ.

თხის რქა

მოემზადეთ იმისთვის, რომ მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემა საქმის დროულად დასრულების საშუალებას არ მოგცემთ. თუმცა, დღეს ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ამიტომ რთულ და სასწრაფოდ შესასრულებელ ამოცანებთან გამკლავებას ადვილად შეძლებთ.

მერწყული

ეცადეთ, ადამიანებთან ურთიერთობის დროს პოზიტიური და მეგობრული იყოთ. სხვებთან ურთიერთობისას. ემოციური დონე ჩვეულზე მაღალია, ამიტომ შეიძლება ნებისმიერ წვრილმანზე სკანდალი მოაწყოთ. საღამოს სპორტდარბაზში ვარჯიში ხალისს და კარგ განწყობას დაგიბრუნებთ. მოერიდეთ ისეთი დაპირებების გაცემას, რომელთა შესრულებასაც ვერ შეძლებთ.

თევზები

თუ შესაძლებელია, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება შუადღისთვის გადაიტანეთ. სწრაფი რეაქცია უსიამოვნო სიტუაციების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს შეიძლება დაინახოთ პრობლემა, რომელიც დიდ ენერგიას გართმევთ და აღმოფხვრათ.

ტრამპი მწერალ ჯინ კეროლის გაუპატიურების მცდელობაში დამნაშავედ ცნეს – CNN

CNN-ის ცნობით, აშშ-ს სასამართლომ დონალდ ტრამპი მწერალ ჯინ კეროლის გაუპატიურების მცდელობაში დამნაშავედ ცნო.

მანჰეტენის ფედერალური სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ასევე დამნაშავედ ცნო დონალდ ტრამპი
კეროლის მიერ შეტანილი სარჩელის ცილისწამებაში.

სასამართლომ ასევე დაავალა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს სარჩელის მოგვარების ფარგლებში ჯინ კეროლისთვის 2 მლნ დოლარის კომპენსაციის გადახდა.

,,სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინაში მიმდინარე ომში ამჟამად შეუძლებელია”- ანტონიო გუტერეში

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ის ვერ ხედავს უკრაინაში ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის დაუყოვნებლივ შესაძლებლობას, რადგან ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ გამარჯვება შეუძლიათ.

„სამწუხაროდ, მე მივიჩნევ, რომ ამ ეტაპზე სამშვიდობო მოლაპარაკება შეუძლებელია. ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ მათ გამარჯვება შეუძლიათ“, – აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

„ამჟამად მე ვერ ვხედავ რაიმე შესაძლებლობას, რომ დაუყოვნებლივ მივაღწიოთ ყოვლისმომცველ ცეცხლის შეწყვეტას, სამშვიდობო მოლაპარაკებებს“, – დასძინა მან.

10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ყოველი საქმე, რომელსაც დღეს წამოიწყებთ, არა მარტო სიხარულს, არამედ, კარგ სარგებელსაც მოგიტანთ, ხოლო თუ რაიმეს თხოვნით მიმართავთ მეგობრებს, გაცილებით მეტს მიიღებთ, ვიდრე ელოდით.

კურო

დაბნეულობა და არაორგანიზებულობა, აშკარად, ნეგატიურად აისახება თქვენს ქმედებებსა და აზროვნებაზე, რაც შეუმჩნეველი არ დარჩებათ ირგვლივ მყოფებს. ცოტაოდენი დრო და მოთმინებაა საჭირო, რათა ყველაფერი კალაპოტში ჩადგეს.

ტყუპები

დღეს, ნებისმიერმა მოულოდნელობამ შეიძლება, იჩინოს თავი, ფინანსებთან დაკავშირებით. შესაძლოა, შექმნილი გარემოების გამო, მოგიწიოთ ფულის სესხება, ან გასესხება, შეიძლება, იპოვოთ, ან დაკარგოთ გარკვეული თანხა. იყავით ფრთხილად!

კირჩხიბი

დღეს, თქვენი იდეებით, დიდ აღტაცებას გამოიწვევთ ირგვლივ მყოფებში. დღევანდელი განწყობა, გარეგნობა თუ ჩაცმულობა ინტერესს გამოიწვევს და არაერთი მიმბაძველი გამოგიჩნდებათ. წარმატებული დღეა.

ლომი

დღეს, გაგიჭირდებათ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება პირად საქმეებში, ამიტომ, ნუ გამოიჩენთ ზედმეტ ინიციატივას, გონივრული იქნება, სხვათა რჩევის გათვალისწინება.

ქალწული

შესაძლოა, დღის განრიგის შეცვლა მოგიწევთ, მიზეზი შეიძლება იყოს, გარკვეული მოულოდნელობა, ან თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების მიერ შემოტანილი ქაოსი. თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი ისევ თქვენს სასიკეთოდ შემობრუნდება.

სასწორი

უარს ნუ იტყვით ახალ ნაცნობობაზე, ახალ იდეებზე. ადვილი შესაძლებელია, სწორედ ახლა აღმოჩნდეთ საჭირო ადგილას გავლენიანი ადამიანების გარემოცვაში, შესაძლოა, დღევანდელმა დღემ რევოლუციაც მოახდინოს თქვენს ცხოვრებაში.

მორიელი

პოზიტიური განწყობით და ენთუზიაზმით ყველას გულს მოიგებთ და დიდი სიმპათიებით განაწყობთ თქვენს მიმართ. დღეს, გარშემომყოფთა კეთილი დამოკიდებულება შეგიწყობთ ხელს, წერტილი დაუსვათ არსებულ კონფლიქტებს.

მშვილდოსანი

თქვენი შემართებით შეგიძლიათ, მთელ სამყაროს დაუპირისპირდეთ. თავდაჯერებულობა, ენერგიულობა და საბრძოლო განწყობა, არ დაინდობს არავის, ვინც გზაზე გადაგეღობებათ. მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ.

თხის რქა

თუ სიზარმაცეს დაძლევთ და ყურადღებას გამოიჩენთ დღევანდელი დღის მიმდინარე მოვლენების მიმართ, იაქტიურებთ და სწრაფად მოახდენთ რეაგირებას, ძალიან შთამბეჭდავ წარმატებებს ელოდეთ!

მერწყული

გადადეთ უმნიშვნელო საქმეები და რუტინა სამომავლოდ. მოიშორეთ თქვენს თავში აღმართული ბარიერები და აღმოაჩინეთ სხვა, უფრო საოცარი და საინტერესო გარემოებები, ვიდრე, თქვენს წარმოსახვით პატარა და ნაცრისფერი სამყაროშია.

თევზები

თუ მოინდომებთ, ბევრ ახალ ნაცნობსა შეიძენთ, ვინც დადებით როლს ითამაშებს თქვენს ცხოვრებაში. დღეს მარტივად გამოავლენთ ორგანიზატორულ უნარებს და რაც წარმატების საწინდარი გახდება.

,,ქართველი ხალხის მიმართ კეთილგანწყობის დასტურად გადმოსცენ საქართველოს ადეიშვილი და ლორთქიფანიძე” – პაპუაშვილი

„ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, ჯერ კიდევ, მაშინ მოხდა, როცა უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილემ საქართველოში მიხეილ სააკაშვილი შემოაპარა,“ – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ ლიდერის დავით არახამიას მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პრობლემა არ არის იმაში, თუ ვინ რისი თქმის უფლებას მისცემს საკუთარ თავს – პრობლემაა მსგავს განცხადებებზე ოპოზიციის რეაქცია, რომელსაც სახელმწიფოებრიობის შეგრძნება არ გააჩნია. მისი თქმით, ოპოზიციისთვის სულერთია, თუ რამდენად ხდება ქვეყნის შიდა საქმეებში სიტყვით თუ საქმით ჩარევა. „სწორედ ის იყო მთავარი ორგანიზატორი ამ გეგმის და დღემდე ის იმყოფება თანამდებობაზე. სამწუხაროდ, დღემდე ის საქართველოს არ გადმოსცეს, პირიქით, რამდენადაც ვიცი, თანამდებობაზე დააწინაურეს. ამიტომ, იმისათვის, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ კეთილგანწყობა დავინახოთ, საქართველოს უნდა გადმოსცენ ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე. ამის შემდეგ, შეიძლება, სხვა საკითხებზე საუბარი. ქართველი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულების ჩამდენები, საქართველოში გულაგების სისტემის შემქმნელი ადეიშვილი არის უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი და კურირებს მართლმსაჯულების რეფორმებს და ამაშია ამ მდგომარეობის მთელი ცინიზმი. ნაცვლად იმისა, რომ ის ექვსწლიან სასჯელს იხდიდეს საქართველოს ციხეში. რაც შეეხება არახამიას, პრობლემა იმაში კი არ არის, თუ ვინ რისი თქმის უფლებას აძლევს საკუთარ თავს, ყველა ადამიანი თავისუფალია გამოხატოს თავისი დამოკიდებულება, პრობლემაა ის, რა დამოკიდებულება ხვდება ამას საქართველოში. ოპოზიციას ვხედავთ, რომელსაც არანაირი შეგრძნება არ გააჩნია სახელმწიფოსი, სამშობლოსი, ქვეყნის. მათთვის სულერთია, თუ რამდენად ხდება ქვეყნის შიდა საქმეებში სიტყვით თუ საქმით ჩარევა. ასე რომ, პრობლემა არის იმაში, თუ რა განცხადებებს აკეთებს ესა თუ ის ადამიანი, არამედ მთავარია, ამას საქართველოში სწორი შეფასება მოჰყვეს და ვფიქრობ, რომ ეს შეფასება არის ამ მხრივ მარტივი, თუ დავფიქრდებით, ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და ჩვენს სამშობლოზე,“ – აღნიშნა პაპუაშვილმა.

,,უკრაინა ალიანსის წევრი გახდება, თუმცა როდის არ ვიცი” – სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსის ყველა წევრი ერთიანია უკრაინის მომავალ გაწევრიანებასთან დაკავშირებით, თუმცა როდის მოხდება ეს, ამის პროგნოზირება რთულია. ამის შესახებ სტოლტენბერგმა The Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, როგორი შეიძლება იყოს გზა უკრაინის ნატოში გაწევრიანების მხრივ, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „ნატოს ყველა წევრი თანხმდება, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება“. „ნატოს ყველა წევრი თანხმდება, რომ უკრაინას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა და რომ ამ გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს არა მოსკოვი, არამედ კიევი. ასევე ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ ნატოს კარი ღია რჩება. კითხვაზე, როდის მოხდება ეს, მე კონკრეტულ თარიღს ვერ გეტყვით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან სულ ცუდად იქცევა”- ხვიჩია

„ქართულ ოცნებას“ უკვე ის მეთოდი აქვს აღებული, რომ „მე კუნთები მაქვს, ცუდად ვიქცევი და კი არ ვინიღბები, ნაგლად ცუდად ვიქცევი“ , – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ მედიასთან განაცხადა. იაგო ხვიჩიას თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან სულ ცუდად იქცევა. „კონსენსუსს თუ ვერ აღწევ, სტატუს-კვო მაინც რომ დაეტოვებინათ, ბევრად უფრო რაციონალური იქნებოდა, მაგრამ მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ უკვე ის მეთოდი აქვს აღებული, რომ „მე კუნთები მაქვს, ცუდად ვიქცევი და კი არ ვინიღბები, ნაგლად ცუდად ვიქცევი, გამდის „ბეზპრიძელი“ და გამომივა კიდეც“. ეს არის გამომწვევი ცუდად ქცევა: „აი, შეხედეთ, მე რა მაგარი ვარ“. საკუთარი გუნდის შიგნით ნათქვამი „მესიჯია“რომ „მე ისეთი მაგარი ვარ, ცუდად ქცევაც კი შემიძლია, ცუდად ქცევის უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს. თქვენ არ გეგონოთ, რომ მე ვიღაცამ შემაშინა, მე ისევ ცუდად ვიქცევი“. ვერ გეტყვით, ეს გზა მათ სადამდე მიიყვანს, ეს არის დამოკიდებული ბევრ რამეზე, მათ შორის სხვა მხრივ რა მოხდება. „ქართული ოცნება“ რაც მოვიდა, მის მერე სულ ცუდად იქცევა. კარგად როდის მოიქცნენ? შეიძლება იყოს ეპიზოდები, როცა რაღაც კარგი გააკეთეს, მაგრამ ზოგადად ცუდად იქცევიან. ჩვენ მმართველობის სისტემა გვაქვს ისეთი, რომ ყველა ცუდად იქცევა ბოლოს და ჯერ ვერ მივხვდით, რომ ეს შევცალოთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ. ინფორმაციისთვის, პარლამენტში ინიცირებულია უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი – თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ. ამ მიმართულებით „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის ბიუროს 8 მაისის სხდომაზე წარედგინა.