Home Blog Page 1568

” საქართველოს ევროპული ოცნება უნდა გახდეს რეალობა, ამისთვის კი უნდა დავეყრდნოთ ყველა ძალას, რომელიც ქვეყანაშია”-კატრინ კოლონა

მინისტრმა მითხრა, რომ მოსახლეობის 85% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს გვიძლიერებს სურვილს, რომ დაგეხმაროთ, გახდეთ ევროპელები, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„რუსულმა აგრესიამ უკრაინაში ბევრი რამ შეიცვალა პარადოქსულად, მათ შორის, პარადოქსულად დადებითი გავლენა იქონია ევროკავშირის სურვილზე, რომ წინ წასულიყო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მითხრა, რომ მოსახლეობის 85% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს გვიძლიერებს სურვილს, რომ დაგეხმაროთ, გახდეთ ევროპელები. ევროპული ოცნება უნდა გახდეს რეალობა, ამისთვის კი უნდა დავეყრდნოთ ყველა ძალას, რომელიც ქვეყანაშია“, – განაცხადა კატრინ კოლონამ.

ძაღლს, რომელმაც მარტვილში 22 ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა

ძაღლს, რომელმაც მარტვილში, სხვადასხვა ლოკაციაზე 22 ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა.

ძაღლი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ დაკვირვებისთვის ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, ძაღლი გუშინ გარდაიცვალა.

მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, როზა ჯანაშიას ინფორმაციით, დაზარალებულ მოქალაქეებს პრევენციის მიზნით ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველი აცრა უკვე გაუკეთდათ.

მისივე თქმით, 22 ადამიანიდან ორი პირი უარს აცხადებს მკურნალობაზე.

“ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დროა”-გონჩარენკო

PACE-ში ხმის მიცემისას საქართველოს მმართველი პარტიის არც ერთმა წარმომადგენელმა არ დაგმო პუტინისა და ლუკაშენკოს გამოსვლები, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო სოციალურ ქსელში წერს.

“საქართველოს მმართველმა პარტიამ თავისი ხალხის ოცნებებს პუტინის ოცნება აირჩია. PACE-ში ხმის მიცემისას საქართველოს მმართველი პარტიის არც ერთმა წარმომადგენელმა არ დაგმო პუტინისა და ლუკაშენკოს გამოსვლები.

დროა, მსოფლიომ გაიღვიძოს და დაინახოს ვის ემსახურებიან. ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დროა”, – წერს გონჩარენკო.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა. ასამბლეამ რეზოლუცია 87 ხმით ერთის წინააღმდეგ სტრასბურგში მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე მიიღო.

 

1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4967 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4967 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4991 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0024 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7441 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7605 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0164 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

საერთაშორისო მედიაში სააკაშვილის შესახებ მასალების უმრავლესობა ლობისტური კომპანიის დაკვეთით მომზადდა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე მიხეილ სააკაშვილის ლობისტურ კამპანიასთან დაკავშირებული ახალი მასალები გამოქვეყნდა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ საერთაშორისო მედიაში განთავსებული სტატიების უმრავლესობა ლობისტური კომპანიის დაკვეთით, კონკრეტული ანაზღაურების სანაცვლოდ გამოქვეყნდა.

გამოქვეყნებული მასალებიდან ჩანს, რომ სააკაშვილის ლობისტური კამპანიის ნაწილია და ის კომპანიების აკერმანისა და გლობალფოინთის მიერ არის მომზადებული და საერთაშორისო მედიაში გავრცელებული.

ასევე, ლობისტური ორგანიზაციის მიერ იუსტიციის დეპარტამენტისთვის გაზიარებული დოკუმენტების ნაწილი მოიცავს იმ ექიმების „საპასუხო დასკვნებს“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომლებიც ლობისტურმა კომპანია „აკერმანმა“ დაიქირავა.

აღნიშნული დასკვნები მომზადებულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ქართული მხარის მიერ 23 იანვარს გაცემული დასკვნის საწინააღმდეგოდ.

მასალები ადასტურებს, რომ საპასუხო დასკვნები სწორედ ლობისტური კომპანიის თანამშრომლების დაკვეთით და მათთან შეთანხმებით არის მომზადებული.

ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულებას ხელს გიული ალასანია აწერს, ლობისტური საქმიანობისთვის კი მითითებულია თანხა 917 177 აშშ დოლარი.

საქართველოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა ეწვია

საქართველოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელძმღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია დახვდა.

„ვიზიტის ფარგლებში, ფრანგი დიპლომატი შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან, რის შემდეგაც, გაკეთდება ერთობლივი განცხადებები პრესისთვის.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კატრინ კოლონა ასევე შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

აღსანიშნავია,რომ 2018 წლის შემდეგ, ეს გახლავთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში“,- ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიდ დიღომში გარდაცვლილი გოგონას საქმეზე, ბავშვის დედას და ადვოკატებს ექსპერტიზის პირველადი დასკვნის ასლი გადაეცათ

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას საქმეზე, ბავშვის დედას და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის ასლი გადაეცათ.

როგორც ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, ისინი კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვენ.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ დღეს, 12 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე, დაზარალებულის უფლებამონაცვლეს (ბავშვის დედას) და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებს გადაეცათ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის ასლი.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ დღეს, 12 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე, დაზარალებულის უფლებამონაცვლეს (ბავშვის დედას) და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებს გადაეცათ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის ასლი.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა საჭიროებს დეტალურ ანალიზს, მათ შორის, შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩართულობას, რის შემდეგაც „უფლებები საქართველოს“ ადვოკატები საგამოძიებო უწყებას მიაწვდიან იმ კითხვების ჩამონათვალს, რომელთა დასმის საჭიროებასაც დაინახავენ დამატებითი ექსპერტიზის მიზნებისათვის.

ამ ეტაპზე, ცალსახად იკვეთება კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება, რომელიც უნდა დაეფუძნოს იმ კითხვების სრულ ჩამონათვალს, რაზედაც პასუხი არსებულ დასკვნაში არ არის, ან/და არასრულია.

ამჟამად მიმდინარეობს ტოქსიკოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზები, რომელთა შედეგები ჯერ ცნობილი არ არის. საქმის გარემოებების სრულფასოვანი შეფასება აღნიშნული ექსპერტიზების დასკვნების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

ამ საქმეს „უფლებები საქართველო“ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოკითხვების თანახმად, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ერდოღანს ქემალ ქილიჩდაროღლუ უსწრებს

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ მოქმედ პრეზიდენტს, რეიეფ თაიფ ერდოღანს უსწრებს.

როგორც გამოცემა Duvar-ი წერს, ასეთია Motto-სა და Bulgu Research-ის მიერ აპრილში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

გამოკითხვის თანახმად, ქილიჩდაროღლუმ ერდოღანი არჩევნების მეორე ტურშიც შეიძლება დაამარცხოს.

კითხვაზე, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე, კენჭისყრა რომ ამ კვირას ტარდებოდეს, გამოკითხულთა 49,5%-მა ქილიჩდაროღლუს კანდიდატურა დაასახელა, ერდოღანს კი 41,5%-მა დაუჭირა მხარი.

რაც შეეხება მეორე ტურს, ქილიჩდაროღლუს ამ შემთხვევაში რესპონდენტთა 51,4%-ის, ერდოღანს კი – 40,9%-ის მხარდაჭერა აქვს.

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება.

სანერვიულო არაფერია, თუ ბინა დაზღვეული გაქვს

ყველას გვქონია დღე, როცა სახლიდან გასულები ან სახლში დაბრუნებულები დავფიქრებულვართ, ბინაში ხომ ყველაფერი რიგზეა? წარმოდგენილ სცენარში კედლები წყლითაა დასველებული, ავეჯი გადამწვარია, ოთახები გაქურდული და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქონებას ვუფრთხილდებით, გაუთვალისწინებელი შემთხვევები მაინც ხდება. მათი არიდება ვერა, მაგრამ მათგან გამოწვეული უსიამოვნო ფიქრების არიდება ბინის დაზღვევის წყალობით შეგვიძლია.

ბინის დაზღვევა საუკეთესო გადაწყვეტილებაა გაუთვალისწინებელი ხარჯების თავიდან ასარიდებლად. მარტივი და ხელმისაწვდომი პროდუქტის შეძენით, შენ აზღვევ რემონტს, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკას. თუ გაქირავებული ბინის დაზღვევას გადაწყვეტ, დამატებით დამქირავებლის მიერ დაზიანების ხარჯებიც აგინაზღაურდება. ასე რომ, შეგიძლია დააზღვიო ბინა თვეში 12 ლარიდან და აღარ იდარდო ისეთ შემთხვევებზე, როგორებიცაა: მეზობლისგან ჩამოსული წყალი, წყალგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლა, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა ან ვანდალიზმი, ასევე ხანძარი და სტიქიური მოვლენები. გარდა ამისა, შეგიძლია ისარგებლო მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობით, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ შენი ბინიდან მეზობელთან წყალი ჩავა და მისი ქონება დაზიანდა, ზარალი ანაზღაურდება.
ბინის დაზღვევის შეძენა ონლაინ, მარტივად თვეში 12 ლარიდან შეგიძლია. ქონების დაზიანების შემთხვევაში კი შეძლებ ზარალიც ონლაინ აინაზღაურო. ამ ხელმისაწვდომი პროდუქტის შეძენით შენ უფრთხილდები სივრცეს, რომელიც ძალიან გიყვარს. პროდუქტზე ვრცლად ინფორმაციის ნახვა თიბისი დაზღვევის ვებ გვერდზე შეგიძლია, დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი ამ ნომერზე ნებისმიერ დროს დაგეხმარებიან 032 2 422 222, *4222.

R

“პატივცემულო ელჩო, რა პრობლემაა, მოაწერეთ ხელი საქართველოსთან თავისუფალ ვაჭრობას და ვეცდებით ამერიკის ბაზრის ათვისებას”

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე აშშ -ს ელჩის კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც განაცხადა „უნდა გაგრძელდეს ბაზრების დივერსიფიკაციის ძალისხმევა, რომ არ იყოთ რუსეთის პოლიტიკური გავლენების მძევალი“.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, დაუშვან პირდაპირი ფრენები, გაამარტივონ სავიზო რეჟიმი და უფრო ახლო კომუნიკაცია დამყარდება ამერიკულ საზოგადოებასთან.

„ღრმად პატივცემულო ელჩო, რა პრობლემაა, მოაწერეთ ხელი საქართველოსთან თავისუფალ ვაჭრობას და ვეცდებით, ამერიკის ბაზრის ათვისებას. დაუშვით პირდაპირი ფრენები, გაამარტივეთ სავიზო რეჟიმი და უფრო ახლო კომუნიკაციას დავამყარებთ ამერიკულ საზოგადოებასთან.

გადადით ქმედებაზე და დაგვიმტკიცეთ, რასაც საუბრობთ. თუ არა და პოლიტიკური მიმომხილველივით, ყველაფერზე კომენტარის კეთება არ გეზარებათ, ან არ გეუხერხულებათ? მაშინ ჩავთვლით, რომ ამ განცხადების უკან, კიდევ ერთი პოლიტიკური თითლიბაზობაა და სხვა არაფერი… NOTHING PERSONAL JUST BUSINESS…“ – წერს ქადაგიძე.

“სულ მაკვირვებდა გიორგი მარგველაშვილის აქტიურობა, რად უღირდა – “თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს” ყვირილი”- თამთა მეგრელიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალებით დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებული სტატიების დიდი ნაწილი, ლობისტური კამპანიის ნაწილია.

როგორც მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის პოლიტიკური სიცოცხლისთვის, საზღვარგარეთ მილიონებს იხდიან, თუმცა, ამის მიუხედავად სააკაშვილის იმიჯის რეინკარნაცია ვერ მოხერხდება.

„აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ გვერდზე სააკაშვილის ლობისტურ კამპანიასთან დაკავშირებული ახალი მასალები გამოქვეყნდა.

მასალებით მტკიცდება ის, რასაც აქამდე ვამბობდით. კერძოდ, ის რომ საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებული სტატიების უმრავლესობა სააკაშვილის ლობისტური კამპანიის ნაწილია და ის კომპანია “Akerman LLC” და “Globalpoint” -ის მიერ არის მომზადებული და გავრცელებული საერთაშორისო მედიაში.

ასევე, ლობისტური ორგანიზაციის მიერ იუსტიციის დეპარტამენტისთვის გაზიარებული დოკუმენტების ნაწილი მოიცავს იმ ექიმების “საპასუხო დასკვნებს” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომლებიც ლობისტურმა კომპანიამ “Akerman LLC” დაიქირავა.

მოკლედ სააკაშვილის თემა თავიდან ბოლომდე ნაყიდია.

თან ნაყიდია არაერთ მილიონად!

სააკაშვილის პოლიტიკური სიცოცხლისთვის საზღვარგარეთ მილიონებს იხდიან, ქვეყანაში კი შედარებით ნაკლებს.

სულ მაკვირვებდა ყოფილი პრეზიდენტის, გალოთებული გიორგი მარგველაშვილის აქტიურობა, ხანაც ფხიზელისა და ხანაც მთვრალის, რას უხდიდნენ, რად უღირდა თავისუფლება მიხეილ სააკაშვილის ყვირილი და თურმე მხოლოდ 1000 ლარი. ვადაგასულია ეს თქვენი “ფრი მიშა”,

პოლიტიკურად მკვდარია ამ თქვენი მიხეილ სააკაშვილის იმიჯი და მის რეინკარნაციას დედა გიულის თუნდაც ჩვენთვის მოპარული მილიონები ვეღარ უშველის.“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.

თიბისის მხარდაჭერით, თბილისსა და ბათუმში, კომპანია „ნოვას” 3 ახალი საწარმოო მიმართულება დაემატა

სამშენებლო და სარემონტო მასალების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მწარმოებელსა და იმპორტიორს საქართველოში – კომპანია „ნოვას”, თიბისის მხარდაჭერით, პორტფელში 3 ახალი საწარმოო მიმართულება – XPS, წებო-ცემენტები და შავი მეტალის ოთხკუთხა და მრგვალი მილები დაემატა.

XPS და წებო-ცემენტის წარმოება თბილისში, 8800 კვ.მ ფართობზეა განთავსებული. შავი მეტალის წარმოება კი – ბათუმში, ადლიის დასახლებაში10 300 კვ.მ ფართობზე.

 ხალი საწარმოო ხაზების შესაძენად და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, ჯამში 30 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც, თიბისის მხრიდან, 28 მილიონ ლარამდე გაიცა, მათ შორის – სააგენტოს – „აწარმოე საქართველოში” ინდუსტრიული პროგრამის ფარგლებშითბილისისა და ბათუმის წარმოებებისთვის კი – 20 მილიონი ლარი.

ახალი წარმოებები შემდეგ პროდუქტებს აერთიანებს:

  • XPS (ექსტრუდირებული პოლისტიროლი) – ნოვა” პირველი კომპანიაა ამიერკავკასიაშირომელიც XPS-ს აწარმოებს. პროდუქცია გამოიყენება ფასადის, საძირკვლებისა და ჭერის დათბუნებისთვის.
  • ოვას წებო-ცემენტები – ამიერიდან კომპანია უკვე ქართული წარმოების  4 დასახელების ებო-ცემენტს შესთავაზებს მომხმარებელს.
  • ბეტეკის წებო-ცემენტები  „ნოვამ” სამშენებლო ქიმიის მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰოლდინგის – NIPPON PAINT ჯგუფის პორტფელში შემავალი  ბრენდის  – BETEK-ის წებო-ცემენტების წარმოების ფრანჩიზა მოიპოვა. „ნოვას” საწარმოში წარმოებული BETEK-ის ებო-ცემენტით ამიერკავკასიის რეგიონი მომარაგდებაპროდუქციას მინიჭებული აქვს CE სტანდარტის ნიშანდება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქონლისა და წარმოების მაღალ ხარისხს.
  • შავი მეტალი – უნიკალური რესურსის მქონე საწარმო, სადაც შავი მეტალის ოთხკუთხა და მრგვალი მილები იწარმოება.

ახალი წარმოებების ფარგლებში, 80 ადამიანი დასაქმდა, მათ შორის 60 – თბილისში, ბათუმში კი – 20. კომპანიაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჯამში სულ 1000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

 „ნოვას პორტფელში ახალ  საწარმოო მიმართულებების დამატება, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის, არამედ მთელი ქვეყნის ბიზნესისა და ეკონომიკის  განვითარებისთვისწარმოების მუდმივი გაფართოება საშუალებას გვაძლევს, რომ პროდუქციის იმპორტი შევამციროთ და ქართული ნაწარმის ექსპორტი გავზარდოთ, რაც კომპანიის მთავარ, სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს”, – ედიშერ ხიმშიაშვილი, „ნოვას” გენერალური დირექტორი.

გვეამაყება, რომ ჩვენ ვართ იმ წარმატების ისტორიის თანამონაწილე, რომელიც წლების წინ, ნულიდან –  90 კვ/მ ფართითა და 20 თანამშრომლით დაიწყო. დღეს კი „ნოვა” ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი და იმპორტიორია და ადგილობრივების დასაქმებას უწყობს ხელს. თიბისის დახმარებით, „ნოვა” თავის სფეროში  პირველი კომპანია იყო საქართველოს ბაზარზე, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის – EBRD-ის პარტნიორი გახდა, რამაც საშუალება მისცა, რომ მისგან ფინანსური ინვესტიციის გარდა, ინტელექტუალური მხარდაჭერაც მიეღო”, – გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.

 დღეისათვის ნოვა” 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აწარმოებსკომპანიის საქმიანობა კი შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: თუნუქის, პოლიეთილენის, xps, წებო-ცემენტისა და შავი მეტალის წარმოებასსაცალო გაყიდვებსსადისტრიბუციო ქსელს მთელი საქართველოს მასშტაბითპროექტებს/კორპორატიულ მიმართულებასექსპორტსექსკლუზიური ბრენდების იმპორტსა და რეალიზაციას.

ნოვას ისტორია 2006 წელს სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტით დაიწყო. 2011 წელს კი მოთუთიებული და ფერადი თუნუქის წარმოების ხაზები დაამატა.
2012 წელს კომპანიამ წარმოებაში თაბაშირ-მუყაოს პროფილები და აქსესუარების საწარმოო ხაზი დანერგამალევე დაამატა სამღებრო და საბათქაშე კუთხოვანების წარმოება.
2014 წლიდან საფუძველი ჩაეყარა პოლიეთილენის პროდუქციის როტაციული მეთოდით წარმოებას. დღეისათვის კომპანიაში პროდუქცია იტალიური ბრენდის POLIVINIL-ის საწარმოო ხაზებით იწარმოება. 2015 წელს კომპანიამ სასახურავე მასალების წარმოების და თაბაშირ-მუყაოს პროფილების ხაზი გააფართოვა. 2017 წელს წარმოებას ევროპული სტანდარტის თაბაშირ-მუყაოსა და მეტალოპლასტმასის არმირების პროფილები დაემატა. წლების განმავლობაში, კომპანიას არაერთი ახალი საწარმოო ხაზი დაემატა, როგორიცაა მაგალითად ნოვა კლასიკი – ჩამკეტიანი სახურავი და საიდინგები – ფასადის შესაფუთად, რომლებსაც მხოლოდ ნოვა” აწარმოებს საქართველოში.

2020 წლიდან ნოვამ საცალო მიმართულების განვითარება დაიწყო და დღეისათვის მეგაცენტრეს საქართველოს 7 დიდ ქალაქში – თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, გორი, მარნეულში და ხაშური ფლობს.

 კომპანიის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციები, როგორებიცაა: სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, EBRD და თიბისი, რომელთა ინვესტიციების საშუალებითაც, „ნოვამ” ევროპული სტანდარტები დანერგა და საწარმოო მიმართულებები განავითარა. 

კომპანიის მთავარი სლოგანია – „კომფორტი ერთი სახურავის ქვეშ”, რომლის შესაბამისად, „ნოვა” თითოეულ ფილიალში მოსულ მომხმარებელს სთავაზობს ყველაფერს მშენებლობისა და რემონტისთვის.