აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე მიხეილ სააკაშვილის ლობისტურ კამპანიასთან დაკავშირებული ახალი მასალები გამოქვეყნდა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ საერთაშორისო მედიაში განთავსებული სტატიების უმრავლესობა ლობისტური კომპანიის დაკვეთით, კონკრეტული ანაზღაურების სანაცვლოდ გამოქვეყნდა.
გამოქვეყნებული მასალებიდან ჩანს, რომ სააკაშვილის ლობისტური კამპანიის ნაწილია და ის კომპანიების აკერმანისა და გლობალფოინთის მიერ არის მომზადებული და საერთაშორისო მედიაში გავრცელებული.
ასევე, ლობისტური ორგანიზაციის მიერ იუსტიციის დეპარტამენტისთვის გაზიარებული დოკუმენტების ნაწილი მოიცავს იმ ექიმების „საპასუხო დასკვნებს“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომლებიც ლობისტურმა კომპანია „აკერმანმა“ დაიქირავა.
აღნიშნული დასკვნები მომზადებულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ქართული მხარის მიერ 23 იანვარს გაცემული დასკვნის საწინააღმდეგოდ.
მასალები ადასტურებს, რომ საპასუხო დასკვნები სწორედ ლობისტური კომპანიის თანამშრომლების დაკვეთით და მათთან შეთანხმებით არის მომზადებული.
ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულებას ხელს გიული ალასანია აწერს, ლობისტური საქმიანობისთვის კი მითითებულია თანხა 917 177 აშშ დოლარი.