Home Blog Page 1568

“მთელი სახელმწიფო სისტემა ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ორკესტრირებულ შეტევასა და საქმის გაყალბებაშია ჩართული”- გიორგი ვაშაძე

ქოლცენტრების“ იმიტირებულ საქმეზე დამატებითი გარემოებები ვლინდება, რაც იმას ადასტურებს, რომ მთელი სახელმწიფო სისტემა ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ორკესტრირებულ შეტევასა და საქმის გაყალბებაშია ჩართული, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით,  სპეცსამსახურების მიერ არახამიას შერჩევა იმის გამო მოხდა, რომ ჩემი გვარი დავით არახამიასთან დაეკავშირებინათ და ბრალდება შეეთითხნათ.

„ტვ პირველის“ გადაცემაში მიხეილ არახამიას მეუღლე ადასტურებს, რომ მისი მეუღლე საქართველოში აღარ იმყოფება. ეს ადამიანი არის უმუშევარი და მან საქართველო დატოვა, რაც თავისთავად ქმნის ეჭვს, რომ ის ჯერ კიდევ რეგისტრაციამდე გაიყვანეს ქვეყნიდან და ამის შემდეგ ხდება ჩემს წინააღმდეგ ბრალდების შეთითხნა.

იუსტიციის სამინისტროს რეგისტრირებული აქვს კომპანია მისამართზე, რომელიც მას აღარ ეკუთვნის. სარეგისტრაციო დოკუმენტებში მესაკუთრის თანხმობა საერთოდ არ იძებნება. უფრო მეტიც, სარეგისტრაციო დოკუმენტებში მითითებულია ტელეფონის ნომერი, რომელიც მას არ ეკუთვნის და აღნიშნულ ნომერზე სრულიად სხვა ადამიანი პასუხობს.

13 აპრილს იუსტიციის სახლში რეგისტრირდება კომპანია, რომელსაც მისამართი, სავარაუდოდ, არასწორად აქვს მითითებული და მითითებული აქვს ტელეფონი, რომელიც საერთოდ სხვა პიროვნებას ეკუთვნის.

მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, გაასაჯაროოს თუ როდის დატოვა მიხეილ არახამიამ საქართველო. მივმართავ იუსტიციის მინისტრს და სამინისტროებს, გაასაჯაროოს მტკიცებულება, რატომ მოხდა აღნიშნული კომპანიის ფაქტობრივად ყალბ მისამართზე რეგისტრაცია და რატომ მოხდა სარეგისტრაციო დოკუმენტებში ყალბი ტელეფონის ნომერი.

სწორედ ეს მიუთითებს ორკესტრირებულ შეთითხნილ იმ დანაშაულებრივ სქემაზე, რომლის უკანაც მთელი სახელმწიფო სისტემა დგას და რომელიც სამართალდამცავი ორგანოების გამჟღავნებამდე საკუთარ პროპაგანდისტულ არხებს ინფორმაციას აწვდის. რომელიც მავნებლურად, მონაცემების გაყალბებით კვლავ ცდილობს ამ საქმესთან ჩემი და ჩემი ძმის სახელის დაკავშირებას. ყველანი აგებთ პასუხს დანაშაულზე. ამ საქმეს არ მოვეშვები. ეს არის თავიდან ბოლომდე შეთითხნილი ბრალდება, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ყველაფრის უკან დგას სახელმწიფო სისტემა, რომელიც ხელს უთბობს ევროპელი პენსიონერების ძარცვაზე, ამით საკუთარ პარტიას აფინანსებს, აფინანსებენ და ითბობენ ხელს მაღალი თანამდებობის პირები და ახლა უნდათ, ეს ყველაფერი ჩვენ გადმოგვაბრალონ, არ გაგივათ.

პირდაპირ ვამბობ – სპეცსამსახურების მიერ არახამიას შერჩევა იმის გამო მოხდა, რომ ჩემი გვარი დავით არახამიასთან დაეკავშირებინათ და ბრალდება შეეთითხნათ. სავარაუდოდ, ეს საწყალი უმუშევარი ადამიანი ფინანსურად სავარაუდოდ დააინტერესეს, კომპანია დაარეგისტრირებინეს და ქვეყნიდან გაიყვანეს. ამ ყველაფრის უკან მთელი სახელმწიფო სისტემა დგას“, – განაცხადა ვაშაძემ.

“მან თქვა, რა უნდათ ჩვენგან ომის გარდა” – ლევან ნიკოლეიშვილი კეტი პირის განცხადებაზე

ერთ წელზე მეტია წვალობენ და ამ ქალმა მოახერხა ეთქვა, რა უნდათ ჩვენგან ომის გარდა, – ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტის, კეტი პირის მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია, „მაგრამ „კონსერვატიულ პარტიას“ პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება“.

ნიკოლეიშვილის შეფასებით, კეტი პირიმ დაადასტურა, რომ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც საქართველოში ეროვნულ იდენტობაზე, კულტურასა და ტრადიციებზე დაფუძნებულ პოლიტიკას გაატარებს, ევროპის სოციალისტური პარტია მხარს არ დაუჭერს.

„ერთ წელზე მეტია წვალობენ და ამ ქალმა მოახერხა ეთქვა, რა უნდათ ჩვენგან ომის გარდა. უარი თქვით ტრადიციებზე, კულტურაზე, ეროვნულ იდენტობაზე და ფასეულობებზე, თორემ თქვენი ადგილი პროგრესულ ევროპაში არ არის, მაგ პოლიტიკის გამტარებელ პოლიტიკურ ძალას ჩვენ არ გავახარებთო. დიახ, არ მოგესმათ – ეს თქვა ზუსტად და გარკვევით!!!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

“ეს გვაშორებს 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებისგან” – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

ის ცვლილებები, რომელიც ახლა ხორციელდება, მიმართულია პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვისკენ – ეს გვაშორებს 12 – პუნქტიანი გეგმის შესრულებისგან, რეკომენდაციებისგან,- ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

აღნიშნულით მან, უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა შეაფასა, რომლის თანახმადაც ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.

„ის ცვლილებები, რომელიც ახლა ხორციელდება მიმართულია პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვისკენ. ეს პირველი მცდელობა არ არის. საინტერესოა, ამ ცვლილების განმარტებით ბარათში წერია, რომ ეს ცვლილება ემსახურება 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას, რაც პირიქით არის. ეს გვაშორებს 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებისგან, იმ რეკომენდაციებისგან, რომელიც ევროკავშირმა მოგვცა. არ შეიძლება 1 ნაბიჯი გადადგა წინ და ორი ნაბიჯი უკან, ამით ვინმეს დაუახლოვდე, პირიქით, იქაც ვეღარ იქნები, სადაც იყავი, უკან იქნები.

პრეზიდენტი, როდესაც საჭიროდ ჩათვლის, მოგახსენებთ თავის პოზიციას”,-აღნიშნავს მსხილაძე.

პარლამენტში ინიცირებულია უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.

იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი – თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ.

ამ მიმართულებით „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის ბიუროს 8 მაისის სხდომაზე წარედგინა.

“Аремджи Голд” передал подарок Государственной службе по делам ветеранов

Директор Государственной службы по делам ветеранов, генерал-майор Коба Кобаладзе встретился в ведомстве с директором ООО “Аремджи Голд” Джони Шубитидзе и коммерческим директором компании Кахабером Мчедлишвили.

По информации Государственной службы по делам ветеранов, целью встречи было в рамках меморандума о взаимном сотрудничестве, передача компанией “Аремджи Голд” ведомству монтажной и фотоаппаратуры, стоимостью в несколько тысяч лари.

По их же информации, меморандум о взаимном сотрудничестве между Государственной службой по делам ветеранов и ООО “Аремджи Голд” был подписан 16 января этого года и целью этого меморандума является взаимное сотрудничество в рамках корпоративной социальной ответственности, содействие для создания прочной правовой и социально-экономической основы для достойных условий жизни и благосостояния ветеранам войны и вооруженных сил и членам их семей, а также семьям погибших, без вести пропавших в борьбе за территориальную целостность Грузии, а также семьям погибших, скончавшихся в результате полученных ранений.

В информации ведомства указано, что стороны также обсудили дальней планы. “Мы всегда готовы для оказания содействия нашим ветеранам. Это сотрудничество, разумеется, будет продолжатся и поддержка нашей компании Государственной службе по делам ветеранов и ветеранам примет более масштабный характер”, – заявил Джони Шубитидзе.

По информации ведомства, Коба Кобаладзе поблагодарил гостей и компанию “Аремджи Голд” за оказанное содействие и передал гостям памятные подарки ведомства. На встрече также присутствовали первый заместитель директора Государственной службы по делам ветеранов, Николоз Квезерели, заместители директора Мирон Чигогидзе и Джандри Убирия, советник директора Владимир Имнадзе.

По их же информации, по сегодняшним данным в “Аремджи Голд” трудоустроены более 100 ветеранов войны и вооруженных сил.

 

“ფერი ფერსა მადლი ღმერთსა” – აშშ-ს საელჩოს დიდებული არჩევანი!”- გოგა ხაინდრავა

“დიდებული არჩევანი! ასკინკილა ავღანური ეპოპეის გამოძახილი”- გოგა ხაინდრავა ლომჯარიას მოადგილის აშშ-ს საელჩოს მრჩევლად დანიშვნაზე

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერით ეხმიანება აშშ-ს საელჩოში ყოფილი სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის მრჩევლად დასაქმებას:

“ფერი ფერსა მადლი ღმერთსა”. აშშ-ს საელჩოს დიდებული არჩევანი!

ასკინკილა ავღანური ეპოპეის გამოძახილი. პერსპექტიულ მრჩეველთა სია: გირჩი
შარვალჩახდილი უკუსვლითი შეტევების ოსტატი ლяკა ГРУ-ს მეთოდისტი კიკუ
ქოლცენტრმშენებელი ჭუტა მედიასაროსკიპოთ მცოდნე”- გოგა ხაინდრავა.

“ეს ნეოფაშისტები ქვეყანას მეორე პოლიგონად გადააქცევდნენ” – პრემიერი ოპოზიციაზე

ეს ნეოფაშისტები და ულტრარადიკალები რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ დღეს აქ მშვიდად გამოვიდოდით?! ქვეყანა აღარ გვექნებოდა, ქვეყანას მეორე პოლიგონად გადააქცევდნენ, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 1%-იანი, ხელმოცარული, გაკოტრებული, ანტიეროვნული ძალები, ჩვენს ქვეყანაში ვერაფერს ვერ მოაწყობენ, ხალხი ბრძენია და ძალიან კარგად ხედავს, რაც ხდება.

„ზურა ჯაფარიძე, რომ ავიღოთ, ეს ადამიანი არის 1 %-იანი პარტიის ლიდერი. რამდენად დიდ უტოპიაშია ეს ადამიანი და როგორ წამლავს საზოგადოებას, ეგ ცალკე საკითხია, თავის ახალგაზრდებს და მის მიერ შემოკრებილ, თავისი იდეების, აზრების გამზიარებლებს. რა თქმა უნდა, შეიძლება მის ამ განცხადებებს ვუწოდო სისულელე და უბრალოდ არასერიოზული, ვინაიდან ეს 1%-იანი, ხელმოცარული, გაკოტრებული, ანტიეროვნული ძალები, ჩვენს ქვეყანაში ვერაფერს ვერ მოაწყობენ. ჩვენი ხალხი ბრძენია, ძალიან კარგად ხედავს რაც ხდება და ჩვენ მთავარი შევინარჩუნეთ, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა და არა მხოლოდ შევინარჩუნეთ, ჩვენ ქვეყანა გადავარჩინეთ. აი ეს ნეოფაშისტები და ასეთი ულტრარადიკალები რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ დღეს აქ მშვიდად გამოვიდოდით?! ქვეყანა აღარ გვექნებოდა, მეგობრებო. ქვეყანას ესენი მეორე პოლიგონად გადააქცევდნენ. ეს იყო მიზანი. ახლა ბატონი მეკითხებოდა, რომ არახამიას უნდოდაო, არახამიას კი არა, უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი საჯაროდ გამოვიდა, თქვენ გახსოვთ, თქვა, რომ ჩვენ, ანუ მათ უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში.
თქვენ ქართველები ხომ ხართ?! ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ხომ ხართ?! ამაზე რატომ არ შეგტკივათ გული?! ვიღაცას, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, თქვენს ქვეყანაში უნდოდა მეორე ფრონტის გახსნა, ანუ ჩვენი ქვეყნის პოლიგონად გადაქცევა, რაც ხდება, კი უყურებთ უკრაინაში და თქვენ ამაზე პროტესტიც კი არ გაქვთ, რეაქცია არ გაქვთ, პოზიციას არ გამოხატავთ და იმეორებთ ერთსა და იგივეს”,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

“რუსეთის ფედერაციის არმიამ და ხალხმა დაიწყო „წმინდა ბრძოლა მშვიდობისთვის“ – კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მისალოცი დეპეშა გაუგზავნა.

როგორც რუსული სამთავრობო მედია წერს, კიმ ჩენ ინმა გამარჯვების დღე მიულოცა პუტინს და რუს ხალხს.

„თბილ მილოცვას გიგზავნით თქვენ, რუსეთის მეგობრულ მთავრობასა და ხალხს იმ ისტორიულ დღესთან დაკავშირებით, როდესაც რუსმა ხალხმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა დიდ სამამულო ომში“, – ნათქვამია დეპეშაში. 

კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ „გამარჯვება არის რუსეთის თანდაყოლილი ტრადიცია“ და დასძინა, რომ „ომში გამარჯვების დიდება ისტორიაში დიდხანს გაბრწყინდება, მიუხედავად დროის გასვლისა და თაობების შეცვლისა“.

„ძლიერი და სამართლიანი რუსი ხალხი გააგრძელებს გამარჯვებისკენ სწრაფვას, რათა ხელი შეუშალოს მტრული ძალების მხრიდან ყოველგვარ პროვოკაციას“, – აცხადებს კიმ ჩენ ინი.

“რუსეთმა საკადრისი პასუხი გასცა საერთაშორისო ტერორიზმს” – პუტინი

რუსეთის წინააღმდეგ კვლავ გაჩაღდა ომი, მაგრამ ქვეყანამ საკადრისი პასუხი გასცა საერთაშორისო ტერორიზმს, ის უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას და ასევე დაიცავს დონბასის მცხოვრებლებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში, „გამარჯვების დღის“ აღსანიშნავად გამართულ აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ ნამდვილი ომი კიდევ ერთხელ გაჩაღდა, მაგრამ ჩვენ მოვიგერიეთ საერთაშორისო ტერორიზმი, დავიცავთ დონბასის მცხოვრებლებსაც, უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას”, – აღნიშნა პუტინმა აღლუმზე.

მისი თქმით, ქვეყანა ამაყობს იმ ადამიანებით, ვინც ე.წ. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილეობს.

„ახლა თქვენს სამხედრო საქმეზე მნიშვნელოვანი არაფერია. ქვეყნის უსაფრთხოება ახლა თქვენზეა დამოკიდებული. თქვენზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი ხალხის მომავალი. თქვენ ღირსეულად ასრულებთ თქვენს სამხედრო მოვალეობას, იბრძვით რუსეთისთვის”, – განაცხადა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინმა სიტყვით გამოსვლისას დასავლეთი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი ანადგურებენ ტრადიციულ ღირებულებებს, რათა განაგრძონ თავიანთი წესების კარნახი.

„დასავლეთის ქვეყნები პროვოცირებენ კონფლიქტებს და გადატრიალებებს, ანადგურებენ ტრადიციულ ღირებულებებს, რათა განაგრძონ თავიანთი წესების კარნახი, ფაქტობრივად – ძარცვისა და ძალადობის სისტემა, – აღნიშნა პუტინმა.

„ვთვლით, რომ ნებისმიერი იდეოლოგია, რომელიც უპირატესობას ემყარება, არსებითად ამაზრზენი და კრიმინალურია, თუმცა, დასავლური გლობალისტური ელიტები კვლავ საუბრობენ მათ ექსკლუზიურობაზე, ადამიანებს ერთმანეთს ჰკიდებენ, საზოგადოებას ყოფენ, იწვევენ სისხლიან კონფლიქტებსა და გადატრიალებებს, თესავენ სიძულვილს, რუსოფობიას, აგრესიულ ნაციონალიზმს, ანადგურებენ ოჯახურ ტრადიციულ ღირებულებებს, რომლებიც ადამიანს ადამიანად აქცევს“, – განაცხადა პუტინმა აღლუმზე.

პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი დარეგისტრირდა – დეტალები

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარისა და რამდენიმე წევრის კანდიდატურების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი. კერძოდ, თუ პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს 76 ხმით მხარს დაუჭერს, თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებენ. რაც შეეხება შერჩევის პროცედურას, ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე შექმნის, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს საკანონმდებლო ორგანოს კანდიდატურებს.

საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელი იქნება.

“უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ამ დიდი, დამანგრეველი ომის მალე დასრულებას”

ესეიგი არახამიაზე, ვიღაც არარაობაზე თქვენ გინდათ, რომ მე გავაკეთო კომენტარი. მე არახამიას ნათქვამზე, რა თქმა უნდა, სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ერთი მინდა ვთქვა – მე უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ამ დიდი, დამანგრეველი ომის მალე დასრულებას, – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში” ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მთავრობის მეთაურმა უკრაინას საკუთარი ტერიტორიების დაბრუნება და მშვიდობა უსურვა.

„კიდევ ერხელ მინდა ერთი რამ ვუთხრა საზოგადოებას, ესაა კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ თქვენს მიერ ნათქვამი ადამიანი და ჩვენი ექსტრემისტული, რადიკალური ოპოზიცია არიან სრულ კოორდინაციაში, იყვნენ ომამდეც, ომის შემდეგაც და დღესაც ერთადერთი მიზნით, რომ აქ რაიმე მომხდარიყო, გადატრიალება, ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა, რომ მოეყვანათ ის ფაშისტური, ნეოფაშისტური რეჟიმი, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ძალიან ბევრი ფაქტი ვნახეთ, საზოგადოებამ ძალიან ბევრი ფაქტი ნახა ამ კოორდინაციის, შეთანხმებული მოქმედებების და ეს რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი არახამია არის ჩართული პირდაპირ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და მას არავინ ეკითხება აქ ჩვენ, ჩვენი ხალხი და ჩვენი მთავრობა როგორ მოვაწყობთ ზოგადად ჩვენს საქმეს და ჩვენს პოლიტიკას. მიხედოს ბატონმა არახამიამ თავის თავს. ერთი რამ მინდა ვთქვა, უკრაინას ვუსურვებ საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებას, მშვიდობას და ამ ომის მალე დასრულებას,”– აღნიშნა პრემიერმა.

“კეზერაშვილმა და მისმა თაღლითებისგან შემდგარმა ბანდამ გაძარცვა მთელი ევროპის პენსიონერები” – ირაკლი ღარიბაშვილი

კეზერაშვილმა და მისმა თაღლითებისგან შემდგარმა ბანდამ გაძარცვა მთელი ევროპის პენსიონერები, ერთი მილიარდი ევრო არის მოპარული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ე.წ. ქოლ – ცენტრების საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, დავით კეზერაშვილი არის ოლიგარქი, რომელიც მთელ ოპოზიციას და ოპოზიციურ არხებს აფინანსებს.

„ჩვენ ვხედავთ უსუსურ მცდელობას ისედაც გაკოტრებული, ხელმოცარული ოპოზიციის მხრიდან, რომ რამენაირად ეს დიდი სკანდალი, მსოფლიო დონის, საერთაშორისო მასშტაბის თაღლითობის სქემა, რომელიც იქნა გაშიფრული და BBC-ის მიერ გამოძიებული, ვგულისხმობ კეზერაშვილის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს, ე.წ. ქოლ – ცენტრების სქემის აწყობას, რომლითაც მილიარდი დოლარი იქნა მოპარული, ჩვენ ამას ვამბობდით და BBC-ის გამოძიების შედეგად დადასტურებულია, რომ კეზერაშვილმა და მისმა თაღლითებისგან შემდგარმა ბანდამ გაძარცვა მთელი ევროპის პენსიონერები, ერთი მილიარდი ევრო არის მოპარული, ამხელა სკანდალის გადაფარვას ცდილობენ ეს არასერიოზული ადამიანები. რა თქმა უნდა, ეს საინტერესო არ არის. საინტერესო არის ის, რომ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების, ევროპის ქვეყნების პენსიონერებისგან ამ კაცმა და მისმა კომპანიებმა მოიპარეს ერთი მილიარდი დოლარი. საერთოდ რაზე საუბარი?! ახლა მთავარი მინდა ვთქვა-თქვენ იცით, რომ კეზერაშვილი რამდენიმე კვირით ადრე, სანამ ეს ფაქტი გასაჯაროვდებოდა, გამოვიდა და ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ ის არის ოლიგარქი, რომელიც მთელ ოპოზიციას აფინანსებს. სამწუხაროდ, თქვენს ტელევიზიებსაც ყველას და ნაძარცვი ფულით აფინანსებს მთელ ოპოზიციურ მოძრაობას“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციურ ტელეარხებს მიმართა, რომ ისინი ცილს სწამებენ ადამიანებს და დავით კეზერაშვილმა მათი არხების დაფინანსება თავად აღიარა.

„თქვენ ბრალდებებს კი არა, ყველაზე ამორალურ ცილს სწამებთ ადამიანებს. რა ბრალდებაზე ვლაპარაკობთ, კაცი გამოვიდა და თავად აღიარა, რომ მე ვაფინანსებ და დავაფინანსებო. ეს ეხება ყველა ოპოზიციურ არხს და ყველასთვის კარგად არის ეს ცნობილი. მე ვარ პრემიერ-მინისტრი და თქვენზე მეტი ინფორმაცია მაქვს. მთავარი თემა არის შემდეგი- საზოგადოებამ ვერ მოისმინა ახსნა-განმარტება, რომ ასეთი საუკუნის ძარცვა ჩადენილი იყო კეზერაშვილის მიერ და ეს კაცი ჯერ კიდევ გამოთქვამს პრეტენზიებს, მის მიერ დაფინანსებული ოპოზიციური პარტიებიც გამოთქვამენ პრეტენზიებს, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, ეს არის შემაშფოთებელი. თქვენ ამაზე უნდა დასვათ კითხვები და ჩვენმა ხალხმა პასუხები უნდა მიიღოს. ისევე, როგორც მჯერა, ევროპელი საგამოძიებო სამსახურები ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ. იცით, რომ ჩვენ გერმანულ გამოძიებასთან აქტიურად ვითანამშრომლეთ ბოლო 2 წლის განმავლობაში. ძალიან ბევრი ფაქტი ერთად გამოვიძიეთ, გავხსენით და საბოლოოდ, ამ რეალობას ნათელი მოეფინა“,-განაცხადა პრემიერმა.

“ბიბისის” გამოძიების გასაჯაროებამდე რამდენიმე კვირით ადრე კეზერაშვილმა დაადასტურა, რომ ოლიგარქია და მთელ ოპოზიციას და ტელევიზიას ნაძარცვი ფულით აფინანსებს”- პრემიერი

“ბიბისის” გამოძიების გასაჯაროებამდე რამდენიმე კვირით ადრე კეზერაშვილმა დაადასტურა, რომ ოლიგარქია და მთელ ოპოზიციას და ტელევიზიას ნაძარცვი ფულით აფინანსებს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროპულ საგამოძიებო სამსახურებთან და საბოლოო ჯამში ნათელი მოეფინება ყველაფერს.

“ჩვენ ვხედავთ უსუსურ მცდელობას ისედაც გაკოტრებული, ხელმოცარული ოპოზიციის მხრიდან, რომ რაიმენაირად ეს დიდი სკანდალი, მსოფლიო დონის, მე ასე ვიტყოდი, საერთაშორისო მასშტაბის თაღლითობის სქემა, რომელიც იქნა გაშიფრული და “ბიბისის” მიერ იქნა გამოძიებული, მე ვგულისხმობ კეზერაშვილის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს, ე.წ. “ქოლცენტრების” სქემის აწყობას, რომლითაც მილიარდი დოლარი იქნა მოპარული. ჩვენ ამას ვამბობდით, გახსოვთ, რომ მილიარდი და დადასტურებულია “ბიბისის” გამოძიების შედეგად, თქვენ  ნახეთ, რომ კეზერაშვილმა და მისმა თაღლითებისგან შემდგარმა ბანდამ გაძარცვა მთელი ევროპის პენსიონერები. 1 მილიარდი დოლარი არის მოპარული. აი, ამხელა სკანდალის გადაფარვას ცდილობენ ეს არასერიოზული ადამიანები. რა თქმა უნდა, ეს საინტერესო არ არის. საინტერესოა ის, რომ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების, ევროპის  ქვეყნების პენსიონერებისგან, ამ კაცმა და მისმა კომპანიებმა მოიპარეს 1 მილიარდი დოლარი. საერთოდ რაზეა საუბარი?! მთავარი მინდა ვთქვა. თქვენ იცით, რომ კეზერაშვილი, რამდენიმე კვირით ადრე, სანამ ეს ფაქტი იქნებოდა გასაჯაროებული, გამოვიდა და ფაქტიურად დაადასტურა, რომ იგი არის ოლიგარქი, რომელიც აფინანსებს მთელ ოპოზიციას, სამწუხაროდ, თქვენს ტელევიზიასაც, ყველას და ნაძარცვი ფულით აფინანსებს აი ამ მთელ ოპოზიციურ მოძრაობას. თქვენ ბრალდებებს კი არა, ყველაზე ამორალურს, ცილს სწამებთ ადამიანებს. რა ბრალდებაზე ლაპარაკობთ, კაცი გამოვიდა, თავად აღიარა, რომ მე ვაფინანსებ ყველას და მე დავაფინანსებო. ეს ერთი. მთავარზე მინდა გავაკეთო, ყველა ოპოზიციური არხი, ძირითადად, ეს ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, მე ვარ პრემიერ-მინისტრი და თქვენზე მეტი ინფორმაცია მაქვს. მთავარი თემა არის შემდეგი, რომ საზოგადოებამ ვერ მოისმინა პასუხი, ახსნა-განმარტება, რომ აი ასეთი საუკუნის ძარცვა, იქნა ჩადენილი კეზერაშვილის მიერ და ეს კაცი ჯერ კიდევ გამოთქვამს პრეტენზიას და მის მიერ დაფინანსებული ოპოზიციური პარტიები გამოთქვამენ პრეტენზიებს, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ. ეს არის შემაშფოთებელი. თქვენ ამაზე უნდა დასვათ კითხვები და ჩვენმა ხალხმა უნდა მიიღოს პასუხები. ისევე როგორც, მე მჯერა, რომ ევროპული საგამოძიებო სამსახურები ამ საქმეს მიიყვანენ ბოლომდე. თქვენ იცით, რომ გერმანულ გამოძიებასთან ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლეთ ბოლო 2 წლის განმავლობაში, ჩვენ ძალიან ბევრი ფაქტი გამოვიძიეთ ერთად, გავხსენით და საბოლოო ჯამში ნათელი მოეფინა ამ რეალობას”,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.