პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი დარეგისტრირდა – დეტალები

70
spot_img

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარისა და რამდენიმე წევრის კანდიდატურების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი. კერძოდ, თუ პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს 76 ხმით მხარს დაუჭერს, თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებენ. რაც შეეხება შერჩევის პროცედურას, ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე შექმნის, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს საკანონმდებლო ორგანოს კანდიდატურებს.

საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელი იქნება.