Home Blog Page 1566

,,ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, შესაბამისად, შანსები არის 50-50-ზე”- კობახიძე კანდიდატის სტატუსზე

„ეს რომ იყოს გარკვეულ მტკიცებულებებზე, ფაქტებზე დაფუძნებული, თავისი არსით ტექნიკური გადაწყვეტილება, ჩვენ გვექნებოდა 100 პროცენტიანი გარანტია იმისა, რომ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, თუმცა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, შესაბამისად, შანსები არის 50-50-ზე. ბევრ ფაქტორზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული, მათ შორის რეგიონში არსებულ ვითარებაზე, უკრაინაში არსებულ ვითარებაზე. ვნახოთ, როგორი იქნება ვითარება დეკემბრისთვის და ამის მიხედვით მიიღებს ალბათ ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას.

„ქართულმა ოცნებამ“ გააუმჯობესა 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მიღებული შედეგები” – კობახიძე

ყველა საარჩევნო ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ გააუმჯობესა 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მიღებული შედეგები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შუალედურ არჩევნებში რადიკალურმა ოპოზიციამ ვერც ერთ ოლქში ვერ გაბედა კანდიდატურის დაყენება, რაც იმის დასტურია, რომ „ქართული ოცნების“ მაღალ და საკუთარ დაბალ რეიტინგს კარგად აცნობიერებენ.

„დღეს გაიმართა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები ფოთი, ხობი, სენაკის საარჩევნო ოლქში, მერების შუალედური არჩევნები თერჯოლისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნები ქუთაისსა და ტყიბულში, გურჯაანში, ახალციხესა და თიანეთში. ისიც მოგეხსენებათ, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ვერც ერთ ოლქში ვერ გაბედა კანდიდატურის დაყენება, რაც იმის დასტურია, რომ ქართული ოცნების მაღალ და საკუთარ დაბალ რეიტინგს კარგად აცნობიერებენ“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები შეზღუდული კონკურენციის პირობებში წარიმართა, დაფიქსირდა მაღალი აქტივობა. „მაღალი აქტივობისთვის თითოეულ ამომრჩეველს მადლობას ვუხდით. ყველა საარჩევნო ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ გააუმჯობესა 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მიღებული შედეგები, კერძოდ, ფოთი, ხობი, სენაკის საარჩევნო ოლქში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 27 ათასზე მეტი ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 23 ათასი ხმა. თერჯოლის მუნიციპალიტეტში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 11 500 ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 9 ათასი ხმა. ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 4 500 ხმა, როცა 2021 წლის არჩევნების შედეგი იყო 3 200 ხმა. ქუთაისში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 5 300-ზე მეტი ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 3 600 ხმა. ტყიბულში ჩვენა კანდიდატმა მიიღო 1 500 ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 1 300-ზე ნაკლები ხმა. გურჯაანში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 1 350 ხმა როდესაც 2021 წელს მივიღეთ 1 000 ხმა, ახალციხეში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 450-ზე მეტი ხმა, როდესაც 2012 წელს მივიღეთ 300 ხმა. თიანეთში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 350 ხმა, როდესაც 2021 წლის შედეგი იყო 150 ხმა.

ვულოცავ გიორგი ხახუბიას პარლამენტის წევრად არჩევას, მანუჩარ რობაქიძეს თერჯოლის მერად არჩევას. ლევან ზალკალიანს ცაგერის მერად არჩევას, მიხეილ გიორგაძეს ქუთაისის საკრებულოს წევრად, გიორგი კერესელიძეს ტყიბულის საკრებულოს წევრად, ზურაბ მუხულიშვილის გურჯაანის საკრებულოს წევრად, როინ ნებაძეს ახალციხის საკრებულოს წევრად არჩევას, ხოლო იოსებ მათურელს თიანეთის საკრებულოს წევრად არჩევას, წარმატებებს ვუსურვებ ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს.

ეს იყო არჩევნები, რომელიც ჩატარდა ელექტრონული წესით, იმ წესით, რომელიც დადგინდა ახალი საარჩევნო კოდექსით, სადაც ამომრჩეველი გადიოდა ელექტრონული წესით რეგისტრაციას, ასევე ხმას აძლევდა ელექტრონული წესით, ეს იყო პირველი მასშტაბური ტესტი, რომელიც დაინერგა ახალი საარჩევნო კოდექსის ფარგლებში და ეს ტესტი მნიშვნელოვანი იყო, რათა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სათანადო ხარისხით. მადლობა საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ წარმომადგენელს, კომისიის წევრებს, რათა არჩევნები სათანადოდ ჩატარდა, მადლობა ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისა და ჩვენი გუნდისთვის ნდობის გამოცხადებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიციამ ვერ გარისკა არჩევნებში მონაწილეობა, 2024 წელსაც ასეთი სურათი გვექნება – ირაკლი კობახიძე

„ერთადერთი მიზეზი, რის გამოც არ დააყენა ოპოზიციამ საკუთარი კანდიდატურები, ეს იყო ის, რომ მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული საკუთარი დაბალი რეიტინგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გამოიყენებდნენ ამ შესაძლებლობას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნების დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციისგან იგივე მოლოდინი აქვს 2024 წლის არჩევნებზეც. „დღეს, რადიკალურ ოპოზიციას აქვს რადიკალურად შემცირებული რეიტინგი, შესაბამისად, მათ ვერ გარისკეს, ვერ გაბედეს არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენება. ეს სავსებით ლოგიკურია. რა თქმა უნდა, 2024 წელსაც ასეთივე სურათი გვექნება. ნებისმიერი არჩევნები არის ტესტი პარტიებისთვის და როდესაც ამ ტესტზე უარს ამბობს მოახლოებული არჩევნების წინ, ეს ნიშნავ იმას, რომ ამ ტესტის ძალიან გეშინია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,ისინი ,,ქართულ ოცნებას“ კი არა, ქვეყნის ინტერესებს აზიანებენ” – მიქანაძე

რადიკალური ოპოზიცია ბრალს გვდებდა, რომ თითქოს მაღალი რანგის ვიზიტები არ ხდება, ახლა როდესაც ნახეს, რომ უმაღლესი რანგის ვიზიტები ხორციელდება ყველა მიმართულებით, ახლა აცხადებენ, რომ თითქოს ეს წარუმატებელი ვიზიტები იყო, რის საფუძველზე ამბობენ ამას?!, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. „ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპისთვის ძლიერი პარტნიორი, საქართველოს სახით, ძალიან საჭიროა. საქართველომ თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობით და იმ რეფორმებით, რომელიც საქართველოში ვითარდება საკმაოდ მნიშვნელოვან პროგრეს მიაღწია და მნიშვნელოვან პარტნიორად აღიქმება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. თუმცა ის დამაზიანებელი პოლიტიკა, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ეწევა, რომლითაც ფიქრობენ რომ ამით „ქართულ ოცნებას“ აზიანებენ, რეალურად ისინი ქვეყნის ინტერესებს აზიანებენ. ამიტომ ჩვენ, ჩვენს პარტნიორებთან სისტემატური კომუნიკაცია გვაქვს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.თბილისში გიგა ბათიაშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა

რეგიონებში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები დასრულდა

რეგიონებში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები დასრულდა. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. ამომრჩევლებს ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მერები, ხოლო ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აერჩიათ.

ცაგერის მერობის ერთადერთი კანდიდატი ლევან ზალკალიანი(„ქართული ოცნება“), ხოლო თერჯოლის მერის არჩევნებში დარეგისტრირებული ერთადერთი კანდიდატი მანუჩარ რობაქიძე იყო(„ქართული ოცნება“).

ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატის მანდატისთვის ორი კანდიდატი იბრძოდა – ბესიკი წულეისკირი („თავისუფალი საქართველო”) და გიორგი ხახუბია („ქართული ოცნება“).

მოსახლეობამ საკრებულოს მაჟორიტარებიც უნდა აერჩია გურჯაანში, თიანეთში, ახალციხეში, ტყიბულსა და ქუთაისში.

გურჯაანის საკრებულოში მაჟორიტარობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ზურაბ მუხულიშვილი, თიანეთში – იოსებ მათურელი, ახალციხეში – როინ ნებაძე, ქუთაისში კი მიხეილ გიორგაძე იყო. ტყიბულში გიორგი კერესელიძის („ქართული ოცნება“) კონკურენტი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი გიორგი გაგოშიძე იყო,

ქვეყნის მასშტაბით სულ 165 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, აქედან ამომრჩევლის 91%-მა ახალი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცა ხმა.

თბილისში გიგა ბათიაშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ისნის რაიონში არქიტექტორ გიგა ბათიაშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა. ქუჩის გახსნის ცერემონიალს დედაქალაქის საკრებულოს წევრები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, გიგა ბათიაშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ, აგრეთვე გიგა ბათიაშვილის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა მიმართეს. როგორც გიორგი ტყემალაძემ ღონისძიებაზე განაცხადა, თბილისისთვის გიგა ბათიაშვილის ღვაწლი ფასდაუდებელია და ქუჩაც სიმბოლურად შეარჩიეს. „დღეიდან ჩვენს ქალაქში არის გიგა ბათიაშვილის სახელობის ქუჩა. მის შემოქმედებაში თბილისის სიყვარული ცხადად არის გამოვლენილი. მადლიერები ვართ, რომ მისი დამსახურებით, ჩვენს ქალაქს არაერთი ურბანული კუთხით გამორჩეული არქიტექტურული შედევრი ამშვენებს. დიდი პატივია ჩვენთვის ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობის მიღება. ვალდებულები ვართ მისი სახელი ჩვენს მომავალ თაობებს შემოვუნახოთ, რათა იცოდნენ, რომ მისი შემოქმედება ჩვენს ქალაქს ნამდვილად ალამაზებს“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ, აღნიშნა, რომ სახელმწიფო ცერემონიების სასახლის პროექტის ავტორი გიგა ბათიაშვილია, შესაბამისად, მის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩაც სიმბოლურად შეირჩა მისი სახელის მინიჭებისთვის. „დღეს თბილისის საპატიო მოქალაქის, არქიტექტორ გიგა ბათიაშვილის სახელობის ქუჩა თბილისის ძველ უბანში გავხსენით. საკრებულოს აქვს შესაძლებლობა სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეების სახელი იყოს დაფასებული და ქუჩების სახელდების საშუალებითაც უკვდავყოს მათი სახელები. მათ შორის არის გიგა ბათიაშვილი. ის იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, ეს წოდება მას ყველაზე დიდ ჯილდოდ მიაჩნდა. მისი ღვაწლი ჩვენი ქალაქის განვითარებაში ფასდაუდებელია. არქიტექტორ გიგა ბათიაშვილის შემოქმედება ქალაქის მოსახლეობისა და მისი სტუმრების თვალწინ ყოველდღიურად ცოცხლდება“, – აღნიშნა ნინო ვარდოსანიძემ. ღონისძიების დასასრულს კი გიგა ბათიაშვილის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა მისი სახელობის ქუჩაზე სიმბოლურად სამისამართე აბრები დაამონტაჟეს.

ვერ მოვატყუებ ხალხს და ვერ ვეტყვი, რომ “ქოცები” თუ სტატუსს მიიღებენ, ეს ევროპაში შეგვიყვანს – ჩერგოლეიშვილი

“სტატუსი თუ მოგვცეს, ოპოზიციის ბრალი იქნება. სტატუსს მოგვცემს თუ არა ევროკავშირი ეს არ არის დამოკიდებული ოპოზიციაზე, ეს იყო დამოკიდებული მთავრობაზე და დამოკიდებულია ევროკავშირზე, რომ უპირობოდ, ამ სანქცირებული სასამართლოს პირობებში შენ თუ მოგცა სტატუსი და ის უნდა დავივიწყოთ კიდევ, რომ ხალხს მისცა, ანუ, ეს სტატუსი მიცემული იქნება მთავრობისთვის იმიტომ, რომ ხალხს განასახიერებს მთავრობა, ეს არის დემოკრატიის წესი. მე უპირობოდ ვუჭერ მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას, თუმცა, სტატუსი არ არის გადამწყვეტი, მე არ მინდა სერბეთად დარჩენა. მე ვერ მოვატყუებ ხალხს და ვერ ვეტყვი, რომ “ქოცები” თუ სტატუსს მიიღებენ, ეს ევროპაში შეგვიყვანს. არა, არ შეგვიყვანს, პრობლემებს შეგვიქმნის”– განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა “ასეთი ოპოზიციის პირობებში “ოცნებამ” კანდიდატის სტატუსი რომ მოიპოვოს, ჩათვალეთ, 2024-ში არჩევნებს იგებს. თუ მიიღებენ, ესე იგი ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ გეოპოლიტიკურ დერეფნად მაინც შევინარჩუნოთ, იმიტომ, რომ ოპოზიცია არაფრად არ ვარგა და ამ კრიზისს მაინც ვერ იყენებს

,,დესტრუქცია და ესკალაცია საფრთხეს უქმნის აქონდროპლაზიის პროტოკოლის დანერგვის პროცესს”- გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სამინისტრო მზად არის, დაჩქარებულ ვადებში უზრუნველყოს აქონდროპლაზიის მართვისთვის აუცილებელი პროტოკოლისა და „გაიდლაინების“ შექმნა. „პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის მინისტრის განცხადებების შესაბამისად, დარგის სპეციალისტების ჩართულობით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს აქონდროპლაზიის პროტოკოლში შემავალი სხვადასხვა ღონისძიების პროაქტიურ დაგეგმვისა და მოლაპარაკებების მიმართულებით. ამასთან, უწყება განაგრძობს კომუნიკაციას მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ მწარმოებელ კომპანიასთან, რათა პროტოკოლისა და მართვის მექანიზმების შემუშავებისთანავე, მოხდეს ბავშვებისათვის ყველა საჭირო პროცედურის უზრუნველყოფა“- აცხადებს თამარ გაბუნია. თამარ გაბუნიას თქმით, „ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება და ესკალაცია საფრთხეს უქმნის აქონდროპლაზიის მკურნალობის პროტოკოლის დანერგვის პროცესს“. როგორც გაბუნია აცხადებს, მშობლებს შეეძლებათ ჩაერთონ იშვიათი დაავადებების საბჭოს მუშაობაში. „სამინისტრო შექმნის სპეციალურ მექანიზმს მშობლების მონაწილეობისთვის. ორგანიზაციის „პატარა ადამიანები საქართველოდან“ წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ როგორც იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს, ისე აქონდროპლაზიის საკითხებზე მომუშავე მულტიდისციპლინურ ჯგუფის მუშაობაში. სწორედ სამუშაო ჯგუფებში ჩართულობა იყო აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების მხრიდან გაჟღერებული მოთხოვნა“, – აცხადებს თამარ გაბუნია და აღნიშნავს, რომ ძალაშია ჯანდაცვის სამინისტროს შეთავაზება, დააფინანსოს აქონდროპლაზიის თანმდევი დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. შეგახსენებთ, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები მე-12 დღეა, ღამეს მთავრობის ადმინისტრაციასთან ათენებენ. დღეს კი, მათ პარლამენტის წინ აქცია გამართეს, სადაც მხარდამჭერებიც შეუერთდნენ.

რა შემთხვევაში შეწყვეტენ პროტესტს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები

ერთადერთ შემთხვევაში შევწყვეტთ საპროტესტო აქციას, როდესაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ხელს მოაწერს სამართლებრივ აქტს, სადაც ნათქვამი იქნება, რომ წამალი „ვოზორიდიტი“ საქართველოში არაუგვიანეს სექტემბერში შემოვა, – ამის შესახებ  მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციის მონაწილე ქეთი ბეგიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადება, რომ  სამინისტრო მზად არის, ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, დაჩქარებულ ვადებში, უზრუნველყოს აქონდროპლაზიის მართვისთვის აუცილებელი პროტოკოლისა და გაიდლაინების შექმნა, არ სჯერათ.

„თამარ გაბუნიას ნათქვამი არ გვჯერა არც ერთ მშობელს, ჩვენ უამრავჯერ გვაქვს მოსმენილი მისი საუბარი. როგორ დავიჯეროთ მისი, როდესაც ტყუილს ავრცელებდა მედიკამენტის არაეფექტურობასთან დაკავშირებით და უეცრად შეცვალა ყველაფერი და დაჩქარებული წესით მუშაობს? ბატონო პრემიერო, გთხოვთ მიიღოთ გადაწყვეტილება და მოაწეროთ ხელი განკარგულების აქტს, რომელიც ჩვენ გაგვაჩერებს და ვირწმუნებთ თქვენსას“, – განაცხადა ქეთევან ბეგიაშვილმა.

აქონდროპლაზიით დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს, მათ მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან პარლამენტამდე მსვლელობა გამართეს.

 

,,პუტინს ვერ დაველაპარაკებით, ის ყველა ჩვენგანისთვის ტერორისტია” – ზელენსკი

პუტინთან მოლაპარაკება არ შეიძლება, რადგან ის არის ტერორისტი – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ფინელ, შვედ, დანიელ და ნორვეგიელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში პუტინთან შესაძლო დიალოგის შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად. “ამ კაცს, პრეზიდენტ პუტინს, ვერ დაველაპარაკებით. ის ყველა ჩვენგანისთვის ტერორისტია” – თქვა ზელენსკიმ და გაიხსენა, რომ როდესაც ის უკრაინის პრეზიდენტი გახდა, არა მხოლოდ დიალოგისთვის იყო მზად, არამედ გაყინული კონფლიქტის სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა სურდა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მაშინ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ძალების სრულად გაყვანაზე და ამ კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების შეთავაზებაზე, რუსეთის მხრიდან პასუხად სრული იგნორი და მუქარები მიიღო- “მან [პუტინმა] ამ ყველაფერს [ომს], რაღაც ოპერაცია უწოდა…ის იგონებს სახელებს თავისი ქმედებების გასამართლებლად”, – აღნიშნა ზელენსკიმ. ზელენსკიმ ჟურნალისტებთან ასევე აღნიშნა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ჩადენილი დანაშაულებისთვის პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული.

ახალი ბრაუზერი – Opera One ხელოვნური ინტელექტის ფუნქციებით

Opera-მ ხელოვნური ინტელექტის ფუნქციის მქონე ბრაუზერი შექმნა.

Opera-ს დეველოპერებმა წარმოადგინეს ახალი ბრაუზერი – Opera One ხელოვნური ინტელექტის ფუნქციებით.

ხელოვნური ინტელექტი ხელს შეუწყობს ბრაუზერის უფრო ადვილად გამოყენებას, გააადვილებს ნავიგაციას და უზრუნველყოფს პროდუქტიულ ვებ-გამოცდილების.

Opera One-ის 99.0.4780.0 ვერსია ხელმისაწვდომია ჩამოტვირთვისა და შეფასებისთვის მხოლოდ ადრეული წვდომის დეველოპერებისთვის.  უახლოეს მომავალში ბრაუზერი ხელმისაწვდომი იქნება ყველა მომხმარებლისთვის.

დეველოპერების თქმით, Opera One არის წინ გადადგმული ნაბიჯი ბრაუზერების ევოლუციაში. Opera One-ის განსაკუთრებული მახასიათებელია Tab Island ფუნქცია. ის ეხმარება მომხმარებლებს გაუმკლავდნენ ღია ჩანართების დიდ რაოდენობას და აუმჯობესებს პროდუქტიულობას. სხვადასხვა ამოცანის მქონე ჩანართები დაჯგუფებულია ცალკეულ „კუნძულებად“, რაც აადვილებს მათ შორის გადართვას.

Opera აქტიურად აფართოებს ხელოვნური ინტელექტის პროგრამას AIGC-ში (Artificial Intelligence Global Company) ბრაუზერებისა და სათამაშო პროდუქტებისთვის საკუთარი გადაწყვეტილებების, ასევე ახალი და არსებული პარტნიორობის მეშვეობით, – განაცხადა Opera-ს პროდუქტის მთავარმა დირექტორმა ჯოანა ჩაიკამ.

“მიხეილ სააკაშვილმა მესამე მკურნალ ექიმზეც უარი განაცხადა”- ზურაბ ჩხაიძე

„ვივამედის” კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მესამე მკურნალ ექიმზეც უარი განაცხადა.

მისი თქმით,  დღითიდღე სულ უფრო რთული ხდება პაციენტთან მუშაობა ექიმების მხრიდან, რადგან ექიმებს ზოგადად უწევთ ძალიან დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მუშაობ.

„საკმარისია, რომ ექიმმა, ეს იქნება მკურნალი ექიმი თუ მორიგე, გააკეთოს რაიმე ობიექტური განცხადება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომ მაშინვე მიუღებელი ხდება პაციენტისთვის და ის გამოხატავს უკმაყოფილებას და წყვეტს ამ ექიმთან ურთიერთობას. ეს არის უკვე მესამე შემთხვევა, მესამე ექიმი, რომელზეც პაციენტი აცხადებს უარს“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

როგორც  „ვივამედის” კლინიკური დირექტორი აცხადებს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით, მისი კლინიკური მიმდინარეობის კუთხით, ამ დღეებში არაფერი შეცვლილა.

„რაც შეეხება საკვების მიღებას, რა თქმა უნდა, ეს რჩება დიდ პრობლემად, რადგან ისევ არ ხდება გათვალისწინება ჩვენი რეკომენდაციის და შესაბამისად, ხდება საკვები რაციონის უხეში დარღვევა. ტემპერატურული რეაქცია არ აღენიშნება პაციენტს, რაც შეეხება აწონვას ორშაბათს არის დაგეგმილი, გუშინ და ამ დღეებში მან უარი განაცხადა აწონვაზე“, – განაცხადა ჩხაიძემ.