ოპოზიციამ ვერ გარისკა არჩევნებში მონაწილეობა, 2024 წელსაც ასეთი სურათი გვექნება – ირაკლი კობახიძე

125
spot_img

„ერთადერთი მიზეზი, რის გამოც არ დააყენა ოპოზიციამ საკუთარი კანდიდატურები, ეს იყო ის, რომ მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული საკუთარი დაბალი რეიტინგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გამოიყენებდნენ ამ შესაძლებლობას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნების დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციისგან იგივე მოლოდინი აქვს 2024 წლის არჩევნებზეც. „დღეს, რადიკალურ ოპოზიციას აქვს რადიკალურად შემცირებული რეიტინგი, შესაბამისად, მათ ვერ გარისკეს, ვერ გაბედეს არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენება. ეს სავსებით ლოგიკურია. რა თქმა უნდა, 2024 წელსაც ასეთივე სურათი გვექნება. ნებისმიერი არჩევნები არის ტესტი პარტიებისთვის და როდესაც ამ ტესტზე უარს ამბობს მოახლოებული არჩევნების წინ, ეს ნიშნავ იმას, რომ ამ ტესტის ძალიან გეშინია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.