Home Blog Page 15

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს პირად ურთიერთობებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ – შესაძლოა, ახლობელს თქვენი დახმარება სჭირდება, მაგრამ თქმა ერიდება. ინტუიცია გიკარნახებთ, როგორ შეათანხმოთ პირადი ამბიციები გარშემო მყოფთა სურვილებთან. მარტოხელა ვერძი შეიძლება განსაკუთრებულ ადამიანს შეხვდეს. გირჩევთ, დიეტის დაცვა დაიწყოთ და მარილიანი, ცხიმიანი და ცხარე საკვები შეზღუდოთ.

კურო

ამ დღეს რადიკალური მოქმედებაა საჭირო – თამამად იარეთ წინ და საკუთარი შეხედულებები დაიცავით. ნუ გარისკავთ – საეჭვო შეთავაზება არ უნდა მიიღოთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდით და გამოცდილ ადამიანებს რჩევა ჰკითხეთ. ხელსაყრელი დღეა ჭარბ წონასთან ან მავნე ჩვევებთან ბრძოლის დასაწყებად. კომპიუტერთან მუშაობის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ, რათა თქვენი პირადი ინფორმაცია სხვებისთვის ხელმისაწვდომი არ გახდეს.

ტყუპები

კარგი განწყობა და იუმორის გრძნობა ურთიერთობების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, გარშემო მყოფების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ, მათი სურვილები და შესაძლებლობები გაითვალისწინოთ და კონფლიქტები თავიდან აიცილოთ. უმჯობესია, დიდი შესყიდვები სხვა დღისთვის დაგეგმოთ. ამ დღეს ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა სიამოვნებას მოგანიჭებთ – ამ გზით დაგროვილი სტრესისგან გათავისუფლდებით.

კირჩხიბი

უსიამოვნო შემთხვევამ შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ, მაგრამ ინტუიცია და გამოცდილება პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. გადაწყვეტილების მიღებისას შინაგან ხმას ენდეთ – ეს შეცდომებს თავიდან აგაცილებთ. გირჩევთ ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. კარგი იქნება, რომ თავისუფალი დრო მათთან ერთად გაატაროთ და მათ მცდელობებს მხარი დაუჭიროთ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაცია უნდა შეისწავლოთ.

ლომი

ამ დღეს რთული საკითხების გადაჭრა მოგიწევთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, რომლებსაც კარგად არ იცნობთ – მოერიდეთ მათთან გულწრფელობას და პირად ინფორმაციას ნუ გაუზიარებთ. თუ შინაური ცხოველის შეძენაზე ოცნებობთ, ახლა ამისთვის შესაფერისი დროა. გირჩევთ, უფროსი ნათესავების ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა ცვლილებებისთვის, რომლებსაც დიდი ხანია გეგმავთ. ზოგი ქალწული სამუშაო ადგილს შეიცვლის, საკუთარ თავში ახალ ნიჭს აღმოაჩენს ან დამატებითი შემოსავლის წყაროს იპოვის. მთავარია, გულზე ხელებდაკრეფილი არ იჯდეთ და ახალი შესაძლებლობები ეძებოთ. გირჩევთ, პირად ურთიერთობებში მეტი ტაქტი და წინდახედულობა გამოიჩინოთ. თუ მთელ დროს უსაქმურობაში გაატარებთ, შეიძლება ამ დღემ ცვლილებების გარეშე, მაგრამ მშვიდად ჩაიაროს. იქნებ მართლა დასვენება ჯობს?

სასწორი

მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს შინაგანი რესურსები რაციონალურად გამოიყენოთ, არ გადაიღალოთ და პირიქით, ძალები აღიდგინოთ. გადაუდებელი პრობლემები სწრაფად მოქმედებას და ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია – შეგიძლიათ, მიმდინარე საქმეები მშვიდად აკეთოთ და ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. ეცადეთ, სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსი დაამყაროთ. კარგად დაგეგმილი დღე დაგეხმარებათ, რომ სასურველ მიზანს მიაღწიოთ.

მორიელი

არასწორმა რჩევამ შეიძლება დაგაბნიოთ და შეცდომა დაგაშვებინოთ. ზოგი მორიელი საკუთარ ცხოვრებაში რაღაცის შეცვლას და მძაფრი შეგრძნებების დამატებას გადაწყვეტს. ემოციურ აღმაფრენას გრძნობთ, მაგრამ ეცადეთ, ზომიერების გრძნობა და გონიერება არ დაკარგოთ. ძველი გეგმების ან იდეების განხორციელება ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს სხვა ადამიანების საქმეების მოგვარება დიდ დროს წაგართმევთ. ფინანსური მდგომარეობა ხელსაყრელია, ამიტომ შეგიძლიათ, თავს დაუგეგმავი შესყიდვების ან გართობის უფლება მისცეთ. შესაფერისი დღეა იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებზეც კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ.

თხის რქა

წარმატება, რომელსაც ამ დღეს მიაღწევთ, თავდაჯერებას შეგმატებთ. ახალი პროექტის დაწყების ან თამამი გეგმის განხორციელების დროა. ახლობლებს თქვენი დახმარება სჭირდებათ, ამიტომ მათთან ურთიერთობის დრო უნდა გამონახოთ. მოერიდეთ ოჯახის წევრებთან კამათს, განსაკუთრებით მათთვის მგრძნობიარე თემებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ხანგრძლივ კონფლიქტს უნდა ელოდოთ. შეეგუეთ იმ აზრს, რომ ამ ეტაპზე უცებ და მარტივად გამდიდრების შანსი ძალიან მცირეა.

მერწყული

ხალხთან ურთიერთობის უნარი და მეგობრული დამოკიდებულება სასარგებლო კავშირების დამყარებაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დროა საყვარელი ადამიანის მშობლების გაცნობისთვის. გირჩევთ ფრთხილად და ყურადღებით იმუშაოთ, რადგან ამ დღეს დაშვებულმა შეცდომამ შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ. საღამოს უმარტივესი საყოფაცხოვრებო სამუშაოც კი შეიძლება წამებად და ნერვების გამოცდად იქცეს. ამიტომ ეცადეთ, სახლის საქმეები მინიმუმამდე შეამციროთ და საღამოს კარგად დაისვენოთ.

თევზები

ადაპტაციისა და კომპრომისების პოვნის უნარი სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. შეეცადეთ მოერგოთ ცვლილებებს, რომლებიც ამ დღეს გელით. რთულ ვითარებაში შეგიძლიათ მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ. ნუ აჩქარდებით – ეს რადიკალური ცვლილებებისთვის არახელსაყრელი დღეა. გაუთვალისწინებელმა მოვლენამ შეიძლება, სახლში სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს.

საქართველოს საქმეებში ასეთი უხეში ჩარევა ბერლინს არ ახასიათებდა, თუმცა როცა აგენტოკრატიის დავალებაა, ხან ევროპულ საქმეთა მინისტრი უარგუმენტოდ გვაკრიტიკებს, ხან ბუნდესტაგი და ხან შარლატანი ხაზარაძის მხარდამჭერი ელჩი -გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოში გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის მიერ X-ზე დაწერილ პოსტს ეხმიანება, რომელმაც ~ქართული ოცნების~ გენერალური მდივნის, კახა კალაძის მიერ გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრის, ანა ლურმანის მიმართ გაკეთებულ განცხადებას ~ვიღაცამ დღეს ავტოგოლი გაიტანა~ უწოდა.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, საქართველოს საქმეებში უხეში ჩარევა ბერლინს არ ახასიათებდა, თუმცა როცა აგენტოკრატიის დავალებაა, ხან ევროპულ საქმეთა მინისტრი უარგუმენტოდ აკრიტიკებს, ხან ბუნდესტაგი და ხან შარლატანი ხაზარაძის მხარდამჭერი ელჩი ფიშერი.

“საქართველოს საქმეებში ასეთი უხეში ჩარევა ბერლინს არ ახასიათებდა, თუმცა როცა აგენტოკრატიის დავალებაა, ხან ევროპულ საქმეთა მინისტრი უარგუმენტოდ გვაკრიტიკებს, ხან ბუნდესტაგი და ხან შარლატანი ხაზარაძის მხარდამჭერი ელჩი ფიშერი.

გერმანელი დიპლომატი, პიტერი ფიშერი თბილისის მერ კახა კალაძისადმი ვითომ ცინიკური რეპლიკით არაფრით ჩამოუვარდება ქართველ ნაცპოლიტიკანთა ფუტლარობას.

ავტოგოლებს კი საკუთარ კარში თავად გერმანიის მყიფე სამთავრობო კოალიცია იტანს, რომელიც მისთვის არც ისე კომფორტულადაა არც საკუთარ ელექტორატში და არც საგარეო ასპარეზზე“, – წერს გია აბაშიძე.

ინფორმაციისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრს, ანა ლურმანს “კუბილიუსი კაბაში“ უწოდა.

ევროკავშირმა მოლდოვის ავტონომიური რეგიონის, გაგაუზიის ლიდერს ევგენია გუცულს სანქციები დაუწესა

მოლდოვის დესტაბილიზაციის მიზნით ჩადენილ ქმედებებთან დაკავშირებით ევროკავშირმა მოლდოვის ავტონომიური რეგიონის, გაგაუზიის ლიდერს სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, გაგაუზიის ლიდერი, ევგენია გუცული „რეგიონში სეპარატიზმის ხელშეწყობაზეა პასუხისმგებელი, ცდილობს დაამხოს კონსტიტუციური წესრიგი და მოლდოვის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის“.

გუცულის გარდა ევროკავშირმა სანქციები ოთხ ფიზიკურსა და ერთ იურიდიულ პირს დაუწესა.

ევროკავშირმა სანქციები რუსეთში რეგისტრირებულ არასამთავრობო ასოციაცია „ევრაზიას“ და მის დამფუძნებელ, ნელი პარუტენკოსაც დაუწესა, „რომლის მიზანიც საზღვარგარეთ რუსეთის ინტერესების გავრცელებაა, მათ შორის მოლდოვაში“.

სანქციები მათი აქტივების გაყინვას, ევროკავშირში შესვლის აკრძალვასა და მათთვის სხვა სახის ეკონომიკური რესურსების გადაცემის აკრძალვას ითვალისწინებს.

დაველოდოთ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც გადამწყვეტი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისა და ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის -ჯოზეფ ბორელი

მინისტერიალზე განვიხილეთ მოლდოვასა და საქართველოში არსებული ვითარება, ორივე ქვეყანა მომავალ კვირებში მნიშვნელოვანი არჩევნების წინაშე დგას, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბორელის თქმით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის გადამწყვეტი ტესტი იქნება.

ამასთან, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ მოლდოვა მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, რუსეთის მზარდი დაშინების მიუხედავად.

„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი არ იშურებს ძალისხმევას საარჩევნო პროცესის ჩასაშლელად ჰიბრიდული თავდასხმებისა და ამომრჩეველთა ფართოდ გავრცელებული უკანონო მოსყიდვის გზით. ჩვენ ვაფასებთ მოლდოვის მთავრობის გამძლეობას ამ უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე და განვაგრძობთ ჩვენ მხარდაჭერას. საქართველოში უარესი სურათია. მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ ხრის. სწორედ ამიტომ არის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებული. თქვენ იცით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ევროპული დაფინანსების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. დაველოდოთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც გადამწყვეტი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისა და მისი ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის“, – განაცხადა ბორელმა.

 რატომ ბედავს ამდენს? იმიტომ, რომ თავი პლანტატორი ჰგონია, 26 ოქტომბერს უნდა დასრულდეს ამათი ყელყელაობა საქართველოში! -ზურაბ ქადაგიძე გერმანიის ელჩის განცხადებაზე

სწორედ მანდ ხართ ყველაზე მეტი ავტოგოლის ავტორები, ის ელჩები ვინც აქ ჩამობრძანდით და საქართველო საკუთარი საფეოდალო გგონიათ, – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას – “დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა“, რომელიც მან სავარაუდოდ თბილისის მერის, კახა კალაძის მისამართით სოციალურ ქსელში დაწერა.

ქადაგიძის განცხადებით, ფიშერი ამდენის უფლებას თავს იმიტომ აძლევს რომ თავი პლანტატორი ჰგონია და საქართველოს, როგორც საკუთარ საფეოდალოს, ისე უყურებს. მისი თქმით, უცხოელი დიპლომატების ასეთი ყელყელაობა 26 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.

“ვატყობ, ეს და კიდევ რამდენიმე ამის კოლეგა ელჩი, ბომბეი – ლონდონის რეისს გაჰყვება სამშობლოში მალე. რატომ ბედავს ამდენს?
იმიტომ რომ თავი პლანტატორი ჰგონია და თავის პლანტაციაში, რასაც უნდა იმას კადრულობს.

სწორედ მანდ ხართ ყველაზე მეტი ავტოგოლის ავტორები, ის ელჩები ვინც აქ ჩამობრძანდით და საქართველო საკუთარი საფეოდალო გგონიათ. შენ გგონია, ბუნდესტაგის სამარცხვინო წარმომადგენელი როთი, რომ ჩამოახირეთ აქ და საქართველოს მოქალაქეებს შეურაცხყოფა მოგვაყენა დაგვავიწყდა?! შენ ერთი განცხადებაც კი არ გაგიკეთებია შენი ქვეყნის შემარცხვენლის ნაძირალობაზე. 26 ოქტომბერს უნდა დასრულდეს ამათი
ყველას ყელყელაობა საქართველოში!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

რადიკალური ოპოზიცია იმართება ერთი კაბინეტიდან – ეს შტაბი მდებარეობს სალომე ზურაბიშვილის სასახლეში, მაგრამ არც სალომე ზურაბიშვილია დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში -დიმიტრი ხუნდაძე

ტექნიკური მთავრობის იდეასთან დაკავშირებით ოპოზიციის ვითომ აზრთა სხვადასხვაობა თამაშის ნაწილია, – განაცხადა მედიასთან საუბარში პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციას მართავს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თავის გადაწყვეტილებებში თავად არ არის დამოუკიდებელი და დაკვეთებს ქვეყნის გარედან იღებს.

„სალომე ზურაბიშვილი რას გეგმავს, ვფიქრობ თავადაც არ იცის, თუმცა ის აკეთებს იმას, რასაც უკვეთენ. ტექნიკური მთავრობის წარდგენის ინიციატივა პირველი არ არის. გვახსოვს, რადიკალურმა ოპოზიციამ საზოგადოება რუსთაველის გამზირზე რომ შეკრიბა, თითქოსდა იმის საკითხავად ევროპა გსურთ თუ არაო? მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი, პოლიტიკურ სცენაზე შეხტა და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება მოითხოვა. რადიკალები და მასთან კავშირში მყოფი „ენჯეოები“, ისევ იმავე ორომტრიალში არიან, თუმცა მათი ეს მცდელობაც უშედეგოდ დასრულდება. საზოგადოება ხედავს, რომ გარე დაკვეთების შემსრულებელი და ოპოზიციური შტაბის ხელმძღვანელი სალომე ზურაბიშვილია. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში დათესონ ნიჰილიზმი და სხვადასხვა მოგონილი თემებით გადაფარონ არჩევნები.

საზოგადოებას უკვე ეტყობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს არჩევნების დღეს, რაც აწუხებს ოპოზიციას და მათ პატრონებს. მათ არ სურთ სიმშვიდე. ისინი საუბრობენ არჩევნების გაყალბებაზე, არადა თავად არიან არჩევნების გაყალბების მცდელობის ავტორები, როცა ISFED -ის დახმარებით სცადეს არჩევნების გაყალბება. არჩევნების უკვე გადაწყვეტილ შედეგს ვერანაირი ხერხით ვერ შეცვლიან.

ტექნიკური მთავრობის იდეასთან დაკავშირებით ოპოზიციის ვითომდა აზრთა სხვადასხვაობა თამაშის ნაწილია. სურთ წარმოაჩინონ, ისე, თითქოს სხვადასხვა აზრზე არიან, თავისუფალია მათი აზროვნება და პოლიტიკური პოზირება. რადიკალური ოპოზიცია იმართება ერთი კაბინეტიდან – ეს შტაბი დღეს მდებარეობს სალომე ზურაბიშვილის სასახლეში, მაგრამ არც სალომე ზურაბიშვილია დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში, რაშიც არაერთხელ დავრწმუნდით“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

აშშ-ში, მატარებელი ლიანდაგზე დაცემულ ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მემანქანე დაიღუპა 

აშშ-ში, ნიუ-ჯერსიში მატარებელი ლიანდაგზე დაცემულ ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მემანქანე დაიღუპა, 10-ზე მეტი მგზავრი კი დაშავდა.

ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, შეჯახების მომენტში მატარებელში 36 მგზავრი იმყოფებოდა. დაშავებულებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, რომლებიც სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ჯერჯერობით უცნობია როგორ მოხვდა ხე მატარებლის ლიანდაგზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით ამას გამოძიება დაადგენს.

ინციდენტის გამო მატარებლების მოძრაობა რობლინგისა და ტრენტონის სადგურებს შორის ორივე მიმართულებით შეჩერებული იყო. ამასთან, ზოგიერთი ახლომდებარე გზის ნაწილი დაიკეტა, მათ შორის, აშშ-ის გზატკეცილი 130, რადგან პოლიციამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ლენტეხში სოფელ ჟახუნდერის ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს, საქართველოს ეროვნული გმირის, ალეკო ონიანის სახელი მიენიჭა

ლენტეხში სოფელ ჟახუნდერის ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს შინდისისა და საქართველოს ეროვნული გმირის-ალეკო ონიანის სახელი მიენიჭა. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთის დელეგატი გოჩა ენუქიძე ავრცელებს.

„ალეკო ონიანის სახელობის მწვერვალი ზღვის დონიდან 2 606 მეტრზე მდებარეობს. 11 ოქტომბერს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ალეკო ონიანის სახელობის მწვერვალზე მონუმენტი დაიდგა. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან პაპუნა მარგველიძესთან და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერთან გია ონიანთან ერთად გმირის საფლავი მოვინახულე და კიდევ ერთხელ პატივი მივაგეთ გარდაცვლილის ხსოვნას.

შეგახსენებთ, რომ ალეკო ონიანი აგვისტოს ომში, სოფელ შინდისთან გმირულად დაიღუპა. ნათლულ, კაპრალ რომან ზოიძესთან ერთად თავი ყუმბარით აიფეთქა.

სიკვდილის შემდეგ მას მიენიჭა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი (2009) და (2021) წელს კი ეროვნული გმირის წოდება“, – წერს ენუქიძე სოციალურ ქსელში.

საუკუნეების მანძილზე ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა არის ის, რაც იფარავს ჩვენს ქვეყანას და გვეხმარება, შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა – ირაკლი კობახიძე

საუკუნეების მანძილზე ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა არის ის, რაც იფარავს ჩვენს ქვეყანას და გვეხმარება, შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სვეტიცხოველში, სადაც სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო.

მთავრობის მეთაურმა ტაძარში შეკრებილ მრევლს ამბიონიდან მიმართა და სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა.

„სვეტიცხოვლობას ვულოცავ ჩვენს ქვეყანას, ვულოცავ დედა ეკლესიას, განსაკუთრებული მოწიწებით ვულოცავ უწმინდესსა და უნეტარესს, ჩვენს უძვირფასეს და უსაყვარლეს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, ვულოცავ ტახტის მოსაყდრეს, მეუფე შიოს, წმინდა სინოდის წევრებს, მღვდელმთავრებს, ყველა სასულიერო პირს, რომელიც ემსახურება ღვთის და ეკლესიის საქმეს ჩვენს ქვეყანაში. ვულოცავ მრევლს, გილოცავთ თითოეულ თქვენგანს, ვულოცავ განსაკუთრებით საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. ვულოცავ მცხეთელებს, ღმერთის საჩუქარია, გერქვას მცხეთელი და იყო ამ დიდებული ქალაქის მკვიდრი. მცხეთა არის ადგილი, სადაც საქართველო პირველად ეზიარა ქრისტიანობას. ეს არის ის ადგილი, სადაც მეფე მირიანმა იხილა ღვთისგან მოვლენილი სასწაული, აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი და გააქრისტიანა ჩვენი ქვეყანა და მას შემდეგ, 17 საუკუნის მანძილზე ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა არის ის, რაც იფარავს ჩვენს ქვეყანას და გვეხმარება, შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა და დამოუკიდებლობა. როცა ვართ მცხეთაში, განსაკუთრებული სიმძაფრით უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ დღეს ქრისტიანობას, ჩვენს სარწმუნოებას სჭირდება გაფრთხილება და დაცვა. სამწუხაროდ, არიან ძალები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ებრძვიან ქრისტიანობას, სარწმუნოებას, ქრისტიანულ მორალურ დოგმებს. სამწუხაროდ, ეს ძალები იბრძვიან ქრისტიანობის წინააღმდეგ საქართველოშიც, თუმცა, როცა ერთად დგას ერი და ბერი, ქართველებს ვერავინ დაამარცხებს, ვერავინ დაამარცხებს სარწმუნოებას, ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას ჩვენს ქვეყანაში, ვერავინ დაამარცხებს რწმენას ჩვენს გულებში და ვერავინ დაამარცხებს ქრისტიანულ ფასეულობებს ჩვენს ცნობიერებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს დედა ეკლესიას, კათოლიკოს-პატრიარქს, ყველა მღვდელმთავარს, თითოეულ სასულიერო პირს მათი ღვაწლისთვის და მოღვაწეობისთვის ჩვენი ქვეყნის სულიერად გასაძლიერებლად. ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს დედა ეკლესიას, სვეტიცხოვლის მადლი ფარავდეს თითოეულ თქვენგანს, თქვენს ოჯახებს, გილოცავთ სვეტიცხოვლობას”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო წირვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა. ღვთისმსახურებას პრემიერ-მინისტრთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები ესწრებოდნენ.

სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, მთავრობის მეთაურმა, პარლამენტის თავმჯდომარესა და მეუფე შიოსთან ერთად, სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში ნეკერჩხლის ნერგი დარგო.

ევროკავშირის ლიდერები გეგმავენ გააფრთხილონ საქართველო, რომ მისი მთავრობა ქვეყნის ევროკავშირისკენ გზას საფრთხეს უქმნის – Reuters 

ევროკავშირის ლიდერები გეგმავენ გააფრთხილონ საქართველო, რომ მისი მთავრობა ქვეყნის ევროკავშირისკენ გზას საფრთხეს უქმნის, – ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი 17-18 ოქტომბერს დაგეგმილი ევროპული საბჭოს სამიტის დასკვნების პროექტის ტექსტზე დაყრდნობით წერს.

Reuters-ის ცნობით, 17-18 ოქტომბერს ბრიუსელში გასამართი ევროკავშირის ლიდერების სამიტისთვის მომზადებული დასკვნების პროექტში ნათქვამია, რომ „ევროკავშირი ადასტურებს მზადყოფნას ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე მხარი დაუჭიროს, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ. ევროპული საბჭო აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები საქართველოს ევროკავშირისკენ გზას საფრთხეს უქმნის და გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო აჩერებს“.

„ევროპული საბჭო საქართველოს ხელისუფლებისგან მოელის, რომ თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები უზრუნველყოს“, – ნათქვამია სამიტის დასკვნების პროექტში.

სააგენტო წერს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ყურადღებით აკვირდებიან.

12 ოქტომბერს გურჯაანში ღვინის ტრადიციული ფესტივალი ჩატარდა

12 ოქტომბერს, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქალაქ გურჯაანში, ახტალის პარკში, ღვინის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა. 

გურჯაანის ღვინის ფესტივალის მიზანი, უნიკალური და ნატურალური პროდუქტის – ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა და ქართული კულტურის გაცნობაა.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი, რვაწლიანი ისტორიის განმავლობაში, წელს ყველაზე მასშტაბური გახლდათ.

როგორც “ჯორჯიან თაიმსს” ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, ფესტივალს წელს 424 მონაწილე ჰყავდა, რომელთა შორისაც იყვნენ როგორც მცირე მეწარმეები, ასევე, – ღვინის ქარხნები და მარნები.

ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე, მონაწილეობა მიეღოთ ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციაში, ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვა გასართობ აქტივობებში.

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა სომელიეების შოუ და IWSC-ის ოქროსმედალოსანი ღვინოები (ოქროსმედალოსანი ღვინოების პრეზენტაციას ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ჩაატარებს). ასევე, მოეწყო ქართული ბაზარი, ხილისა და ბოსტნეულის, კახური ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

ცნობისათვის, ფესტივალი ყოველ წელს იზრდება და იგი 2022 წლიდან სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით  საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსის (IWSC) ოფიციალური პარტნიორი გახდა.  

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2024-ის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკიბიზნესი, ოფიციალური სპონსორი კი – მეღვინეობა თელიანი ველი.

ფესტივალის სპონსორები იყვნენ: m², საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო,

მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქპატენტი, წყალი ბაკურიანი, ბორჯომი, ბოლერო, გურჯაანის ნაყინი

პარტნიორები: IWSC ,გურჯაანის მერია და ჯეპრა

მედია პარტნიორები: ბიზნესპარტნიორი, ბიზნესი რუსთავი 2, ბიზნესპოსტი,

Ipress.ge, newsday.ge, cbw.ge, ანტერპრენერი, commersant.ge, რადიო უცნობი.

სიბოროტეა, ყველა რესურსი ჩადო იმაში, რომ ქვეყნის სათავეში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დააბრუნო – სწორედ ამ სპექტაკლს ხელმძღვანელობს სალომე ზურაბიშვილი – გია ვოლსკი

თვალთმაქცობა და მასთან ერთად სიბოროტეა, ყველა რესურსი ჩადო იმაში, რომ ქვეყნის სათავეში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დააბრუნო – სწორედ ამ სპექტაკლს ხელმძღვანელობს სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკის აზრით, ზურაბიშვილის მიზანია ოპოზიციის ლიდერი გახდეს და არჩევნებში ოპოზიციის მარცხის შემდეგ, თუ ქვეყანაში რევოლუციური პროცესები წარიმართება, შეურიგებლობას თავად ჩაუდგეს სათავეში და ხალხს დაანახოს, რომ ეს „სისხლიანი და სადისტი „ნაცმოძრაობის“ მართული პროცესი არ არის“.

„ქარტიას ხელი ყველამ მოაწერა, რითაც მორჩილება აღიარეს. ახლა ვითარება შეიცვალა. სალომე ზურაბიშვილისგან საკმაოდ ომახიანი მესიჯი მოდის, რომ ოპოზიციის წამყვანი ლიდერი ის არის, ხოლო მიხეილ სააკაშვილის ლიდერობა და ის პოლიტიკური ძალა, ვინც სისხლი დაღვარა და ქვეყნის ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპანტს ჩააბარა, აღარ არსებობს. ეს სპეციალური მესიჯია, ქარტიაც სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ წინ სალომე ზურაბიშვილი წამოწიონ.

ზურაბიშვილი თვლის, რომ შეუძლია შეცვალოს რაკურსი, დამოკიდებულება, ტრენდი და თავისი მეთაურობით ოპოზიციას სხვა სახე მისცეს, რომ ის არის მთავარი ადამიანი, ვინც პრემიერ – მინისტრის კანდიდატურას, ე.წ. ტექნიკურ მთავრობას წარმოადგენს და ამით ყველა ბედნიერი უნდა იყოს, ვინაიდან ამას ერთი და განუმეორებელი ლიდერი სალომე ზურაბიშვილი აკეთებს.

ეს დასავლეთისთვისაც გარკვეული მესიჯია, თუმცა კონსენსუსის მიღწევა გართულდება”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 12 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის ტექნიკური მთავრობის წარდგენას არჩევნებამდე გეგმავს. სალომე ზურაბიშვილმა “ქართული ქარტიის” ხელმომწერებს ქარტიის შესრულებისკენ მოუწოდა.