საქართველოს საქმეებში ასეთი უხეში ჩარევა ბერლინს არ ახასიათებდა, თუმცა როცა აგენტოკრატიის დავალებაა, ხან ევროპულ საქმეთა მინისტრი უარგუმენტოდ გვაკრიტიკებს, ხან ბუნდესტაგი და ხან შარლატანი ხაზარაძის მხარდამჭერი ელჩი -გია აბაშიძე

22
spot_img

ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოში გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის მიერ X-ზე დაწერილ პოსტს ეხმიანება, რომელმაც ~ქართული ოცნების~ გენერალური მდივნის, კახა კალაძის მიერ გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრის, ანა ლურმანის მიმართ გაკეთებულ განცხადებას ~ვიღაცამ დღეს ავტოგოლი გაიტანა~ უწოდა.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, საქართველოს საქმეებში უხეში ჩარევა ბერლინს არ ახასიათებდა, თუმცა როცა აგენტოკრატიის დავალებაა, ხან ევროპულ საქმეთა მინისტრი უარგუმენტოდ აკრიტიკებს, ხან ბუნდესტაგი და ხან შარლატანი ხაზარაძის მხარდამჭერი ელჩი ფიშერი.

“საქართველოს საქმეებში ასეთი უხეში ჩარევა ბერლინს არ ახასიათებდა, თუმცა როცა აგენტოკრატიის დავალებაა, ხან ევროპულ საქმეთა მინისტრი უარგუმენტოდ გვაკრიტიკებს, ხან ბუნდესტაგი და ხან შარლატანი ხაზარაძის მხარდამჭერი ელჩი ფიშერი.

გერმანელი დიპლომატი, პიტერი ფიშერი თბილისის მერ კახა კალაძისადმი ვითომ ცინიკური რეპლიკით არაფრით ჩამოუვარდება ქართველ ნაცპოლიტიკანთა ფუტლარობას.

ავტოგოლებს კი საკუთარ კარში თავად გერმანიის მყიფე სამთავრობო კოალიცია იტანს, რომელიც მისთვის არც ისე კომფორტულადაა არც საკუთარ ელექტორატში და არც საგარეო ასპარეზზე“, – წერს გია აბაშიძე.

ინფორმაციისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრს, ანა ლურმანს “კუბილიუსი კაბაში“ უწოდა.