Home Blog Page 1454

“თურქეთი დგამს მტკიცე ნაბიჯებს, რათა გახდეს არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური ძალა”- ერდოღანი

თურქეთი დგამს მტკიცე ნაბიჯებს, რათა გახდეს გლობალური ძალა და არა მხოლოდ რეგიონული ძალა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქალაქ ადანაში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, სულ უფრო და უფრო გასაგები ხდება თურქეთის მთავარი როლი კრიზისების მოგვარებაში.

„ჩვენ ვართ ლიბიაში, ვართ ყარაბაღში. ყველა ამ ადგილას თურქეთი თავის ძმებთან მხარდამხარ დგას და ამ გზაზე თავდაჯერებულად მიდის“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე ისაუბრა თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის წარმატებებზე და აღნიშნა, რომ თურქული უპილოტო საფრენი აპარატები იცავენ 34 სხვადასხვა ქვეყნის ცას.

„პროექტები, რომლებიც წლების წინ დავიწყეთ, დღეს იქცა თვითმფრინავებად, ტანკებად, გემებად და რაკეტებად, რაც ყველა ჩვენგანის სიამაყის წყაროა. თურქეთი წერს ეპოსს თავდაცვის მრეწველობის სფეროში“, – განაცხადა ერდოღანმა.

“მოსალოდნელია, საქართველოშიც გამოჩნდნენ აქტივისტები, რომლებიც გვეტყვიან, რომ ქართლის დედას ქართლის დედა აღარ უნდა ერქვას, „დედა ენას“ აღარ უნდა დაერქვას „დედა ენა“ და დედამიწას – დედამიწა”

თავის დროზე, როცა საზღვარგარეთ თითო-ოროლა ასეთი რამ გვესმოდა, რა თქმა უნდა, ირონიას იწვევდა, თუმცა ვხედავთ, რომ დღეს ეს საკითხი იმდენად სერიოზულია, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსაც კი მოუწია ხაზგასმა, რომ ქალი არის ქალი და კაცი – კაცი, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, ჩამოვყალიბდეთ და არ დავუშვათ, რომ ჩვენს ენობრივ წესებში ჩარევა მოხდეს და თავსმოხვეული იყოს ვითომდა ღირებულებების დროშით.

„თავისთავად, ქვეყნების გადასაწყვეტია ენობრივი წესები როგორ და რა ფორმით ექნებათ, რა წესები მოქმედებს, ეს ჩვენი საქმე არ არის, თუმცა ასეთ ტენდენციებზე როცა ვსაუბრობთ, გამოცდილება გვაჩვენებს, რომ შემდეგში ასეთი მიდგომების პროპაგანდა იწყება ხოლმე საქართველოში სხვადასხვა ორგანიზაციის თუ დაფინანსების გამოყენებით. თავისთავად მოსალოდნელია, რომ საქართველოშიც ცოტა ხანში გამოჩნდებიან აქტივისტები, რომლებიც გვეტყვიან, რომ ქართლის დედას ქართლის დედა აღარ უნდა ერქვას, დედა ენას აღარ უნდა დაერქვას დედა ენა და დედამიწას – დედამიწა. თავის დროზე, როცა საზღვარგარეთ თითო-ოროლა ასეთი რამ გვესმოდა, რა თქმა უნდა, ირონიას იწვევდა, თუმცა ვხედავთ, რომ დღეს ეს საკითხი იმდენად სერიოზულია, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსაც კი მოუწია ხაზგასმა, რომ ქალი არის ქალი და კაცი – კაცი. ეს თავის დროზე ირონია, ხუმრობა გვეგონა, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ასეთი ტენდენციებიც არის. მნიშვნელოვანია, ჩამოვყალიბდეთ და არ დავუშვათ, რომ ჩვენს ენობრივ წესებში ჩარევა მოხდეს და თავსმოხვეული იყოს ვითომდა ღირებულებების დროშით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1-ელ მარტამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 27-28 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.

მათივე ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 27 თებერვალს შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ზოგან ნალექიანი ამინდი.

„ქალაქ თბილისში 27 თებერვალს შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. 28-29 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, -3, დღისით +7, +9 გრადუსია მოსალოდნელი.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 27-28 თებერვალს ანაკლია-ფოთის მიდამოებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდი იქნება. 27-28 თებერვალს იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): უნალექო ამინდი იქნება. 27-28 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდი იქნება. 27-28 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 27 თებერვალს ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს, გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 28-29 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ღამით შიდა ქართლში -4, -6 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 27 თებერვალს ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. 28-29 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ღამით ზოგან -4, -6 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით +7, +9 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 27 თებერვალს ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. 28-29 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ღამით ზოგან -10, -12 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 27 თებერვალს ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. 28-29 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ჰაერის ტემპერატურა ღამით ზოგან -16, -18 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით +4, +6 გრადუსამდე მოიმატებს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1-ელ მარტამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 27-28 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.

მათივე ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 27 თებერვალს შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ზოგან ნალექიანი ამინდი.

„ქალაქ თბილისში 27 თებერვალს შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. 28-29 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, -3, დღისით +7, +9 გრადუსია მოსალოდნელი.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 27-28 თებერვალს ანაკლია-ფოთის მიდამოებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდი იქნება. 27-28 თებერვალს იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): უნალექო ამინდი იქნება. 27-28 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდი იქნება. 27-28 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 27 თებერვალს ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს, გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 28-29 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ღამით შიდა ქართლში -4, -6 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 27 თებერვალს ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. 28-29 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ღამით ზოგან -4, -6 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით +7, +9 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 27 თებერვალს ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. 28-29 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ღამით ზოგან -10, -12 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 27 თებერვალს ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. 28-29 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ჰაერის ტემპერატურა ღამით ზოგან -16, -18 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით +4, +6 გრადუსამდე მოიმატებს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ჩვენ ვისურვებდით მეტ შედეგს აშშ-სთან ურთიერთობაში” – ლევან დავითაშვილი

ჩვენ ვისურვებდით მეტ შედეგს აშშ-სთან ურთიერთობაში და ჩვენი მხრიდან ამას ძალისხმევა არ აკლდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები ცვლის სავაჭრო პოლიტიკას და საქართველოს მხრიდან ყოველთვის ხდება მაღალ დონეზე ადვოკატირება, რომ ჩვენი ქვეყანა, როგორც აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი გათვალისწინებული იყოს ახალ სავაჭრო პოლიტიკაში.

„ყოველ წელს გვაქვს დიალოგი, რომ გადაიხედოს არსებული სავაჭრო შეთანხმებები და მოხდეს გარკვეული პროგრესი, მათ შორის, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტების მიმართ იყოს ლიბერალური რეჟიმები. ეს არ არის მარტივი საკითხი, კონტექსტი უნდა წარმოვიდგინოთ, მსოფლიოში ბევრი რამე შეიცვალა ბოლო პერიოდში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეცვალა სავაჭრო პოლიტიკა ბევრი ქვეყნის მიმართ. ძალიან მკაფიო იყო ამერიკის პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ამ შემთხვევაში სავაჭრო წარმომადგენლობის პოზიცია, რომ ისინი აყალიბებენ ახლებურ მიდგომას ზოგადად სავაჭრო პოლიტიკის კუთხით და მხოლოდ საქართველოსთვის არ იქნება, რა თქმა უნდა, ცალკე რეჟიმი, მაგრამ მთლიანად მათ ახალი პრიორიტეტები უნდა ჩამოაყალიბონ სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, საქართველო, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, მოაზრებული იქნება. ჩვენ ამას ვაფიქსირებთ ყველა ფორმატში, რომ საქართველოს ხმა ისმოდეს და საქართველოს პრიორიტეტები იყოს ამ ახლებურ პოლიტიკაში გათვალისწინებული.

ჩვენ არ ვაკლებთ მცდელობას, რომ მოვიზიდოთ მეტი და ხარისხიანი ინვესტიცია ამერიკიდან, მათ შორის ხელი შევუწყოთ პირდაპირ ფრენებს. ამ კუთხითაც ჩვენ მზაობას ვაფიქსირებთ, რომ ინფრასტრუქტურული ცვლილება, რაც შეიძლება ჩვენს აეროპორტებში იყო საჭირო, ეს განვახორციელოთ, თუმცა გვჭირდება მოხმარება, მხოლოდ ჩვენი ძალისხმევა საკმარისი არ არის. გვესმის, რომ საწყის ეტაპზე კომერციულად შეიძლება ახალი პირდაპირი ფრენების დაწყება იყოს რთული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სავაჭრო -ეკონომიკური, ტურისტული, ხალხთა შორის ურთიერთობების წასახალისებლად და აქაც, ალბათ, მხარდაჭერა ამერიკის ხელისუფლების მხრიდან იქნებოდა მიზანშეწონილი, განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როდესაც ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და ორივე მხარეს აქვს სურვილი ეს ურთიერთობები გააღრმაოს, მათ შორის, ეკონომიკური ურთიერთობები“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ბულგარეთის პრემიერი უკრაინაში ჩავიდა

ბულგარეთის სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი დენკოვის ხელმძღვანელობით, უკრაინაში ჩავიდა.

ბულგარეთის მთავრობის განცხადებით, ვიზიტი უკრაინისადმი ბულგარეთის მხარდაჭერის გამოხატვაა.

„ბულგარეთი მხარს უჭერს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია დენკოვის განცხადებაში, რომელსაც ბულგარეთის მთავრობა ავრცელებს.

ბულგარეთის მთავრობის დელეგაციაში შედიან იუსტიციის, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მინისტრები – ათანას სლავოვი, იულიან პოპოვი და რუმენ რადევი, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები სტანიმირ გეორგიევი და ტიჰომირ სტოიჩევი, ასევე შეიარაღებული ძალების მეთაური ადმირალი ემილ ეფთიმოვი.

 

“საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არის ძალიან მკაფიო – ჩვენ არჩევნები უნდა ჩავატაროთ მაქსიმალურად გამჭვირვალე გარემოში”

საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არის ძალიან მკაფიო – ჩვენ არჩევნები უნდა ჩავატაროთ მაქსიმალურად გამჭვირვალე გარემოში, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო მზად არის, მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებლები მიიღოს ქვეყანაში იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს.

„სრული მზადყოფნა არის, რომ უზრუნველვყოთ დამკვირვებლების უსაფრთხო გარემო, ასევე სათანადო სამუშაო პირობები. აქ საუბარია არა მხოლოდ ეუთო-ოდირის დამკვირვებლებზე, ჩვენი მხრიდან იყო განცხადება, რომ ჩვენ მზად ვართ, უფრო მეტი სხვა მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებლები მივიღოთ პროცესში იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს“,-განაცხადა დავითაშვილმა.

სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება აღარ ექნებათ

სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება აღარ ექნებათ.

უქმდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრების, მინისტრების, მათი პირველი მოადგილეებისა და მოადგილეების, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებისა და მთავრობის წევრების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან. შესაბამისად, უქმდება ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდებაზე დადგენილი ჯარიმა, რომლის ოდენობაც 500 ლარია.

ეს ერთ-ერთი ცვლილებაა “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებათა შორის, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, კანონიდან ამოდის მუხლი, რომლის თანახმად, აღნიშნული თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ მისთვის დადგენილ ვადაში ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს და ანტიკორუფციულ ბიუროს შესაბამისი ცნობა წარუდგინოს, რა დოკუმენტიც ჯერ კიდევ მოქმედი კანონით საჯაროა და ანტიკორუფციული ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქვეყნდება.

პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან უმრავლესობის დეპუტატები: – ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მიხეილ სარჯველაძე, გურამ მაჭარაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.

„ნაცმოძრაობას“ არანაირი უფლება არ გააჩნია, რომ სასამართლო სისტემაზე საუბრობდეს, არათუ რაიმე ე.წ. რეფორმებს ატარებდეს -მიხეილ დაუშვილი

„ნაცმოძრაობას“ არანაირი უფლება არ გააჩნია, რომ სასამართლო სისტემაზე საუბრობდეს, არათუ რაიმე ე.წ. რეფორმებს ატარებდეს, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა “ვეტინგის” სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობს და მას სასამართლო სისტემაში ძალაუფლების გამტკიცებაში ეხმარება. დაუშვილი ამის დასტურად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის საკითხს იხსენებს.

“არც ერთი მოდელი, სადაც ჩვენ დავინახავთ მცდელობას, რომ “ნაცმოძრაობამ” რაღაცა ე.წ. რეფორმა უნდა გაატაროს სასამართლო სისტემაში, ჩვენთვის მისაღები არ იქნება. საერთოდ უნდა გვესმოდეს, რომ სისტემა, რომელიც დღეს არსებობს, არის “ნაცმოძრაობის” შექმნილი და ისიც უნდა გვესმოდეს, რომ მათ განსაკუთრებით, შარშანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, არანაირი საფუძველი და უფლება არ გააჩნიათ, რომ სასამართლო სისტემაზე საუბრობდნენ, არათუ რაიმე ე.წ. რეფორმებს ატარებდნენ. მარტივი მიზეზის გამო. ერთი მხრივ, ლაპარაკობს რეფორმაზე და მეორე მხრივ, როცა “ოცნებას” დასჭირდა, რომ სასამართლო სისტემაში თავისი ძალაუფლება განემტკიცებინა, ამ დროს “ნაცმოძრაობა” იყო, ვინც მას მხარი დაუჭირა. გაგახსენებთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის საკითხს. ამის მერე რა სასამართლო რეფორმაზე ლაპარაკობენ? როცა ხელისუფლებაში იყვნენ, გააკეთეს ის, რაც გააკეთეს და ხელისუფლებაში არ არიან, ვითომ ოპოზიციაში არიან, სინამდვილეში „ოცნებას“ ეთანამშრომლებიან და სასამართლო სისტემაში ძალაუფლების გამტკიცებაზე ეხმარებიან და თან რაღაცა რეფორმებზე საუბრობენ. ამიტომ, რასაც “ნაცმოძრაობა” გვთავაზობს, ჩვენთვის მიუღებელია,” – განაცხადა დაუშვილმა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა წინადადება „ვეტინგის“ სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით, რომელიც მოსამართლეების მიერ ე.წ. კეთილსინდისიერების ტესტის გავლას გულისხმობს.

“ჩინეთის მიერ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის დაწესება ხაზს უსვამს მათ დამოკიდებულებას ხალხისა და ქვეყნის მიმართ”

ის ფაქტი, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოსთან დაკავშირებით უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილება მიიღო, ხაზს უსვამს მათ დამოკიდებულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კარგი იქნება სხვა ქვეყნებიც თუ მიიღებენ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილებას.

„ბევრი არ არის ის ქვეყანა, რომელსაც ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა აქვს. ის ფაქტი, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოსთან დაკავშირებით ეს გადაწყვეტილება მიიღო, ხაზს უსვამს მათ დამოკიდებულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს მიმართ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ, რომელიც დოკუმენტურად ჯერ კიდევ ახალგაზრდაა ამ მხრივ, თუმცა უკვე ბევრი ასეთი შედეგი გამოიღო. ეს პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისთვისაა ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოს პასპორტის სიძლიერე იცით, რომ წლიდან წლამდე იმატებს. ამიტომ ყველა ქვეყანას, განსაკუთრებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, მოვუწოდებ, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი შემოიღონ. საქართველოში სულ 3.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. არ მგონია ისეთი ბევრნი ვიყოთ, რომ რომელიმე ქვეყანას ჩვენ მიმართ რაიმე კითხვის ნიშნები და შიშები ჰქონდეთ, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში ჭარბად გადასვლა მოხდება. კულტურული კავშირებისთვის, ადამიანებს შორის კავშირებისთვის, უვიზო მიმოსვლას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩვენ ვნახეთ, რომ მას შემდეგ რაც ევროკავშირმა ჩვენთვის საკუთარი საზღვრები უვიზოდ გახსნა, რა შესაძლებლობები მიეცათ ჩვენს ახალგაზრდებსა და მოქალაქეებს, იმოგზაურონ ევროკავშირში, ისწავლონ და ამით უფრო დაახლოვდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებთან. როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას სხვა ქვეყნებიც მიიღებენ, ეს უფრო გააძლიერებს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობას. ეს ასევე გულისხმობს ეკონომიკურ ურთიერთობების ინტენსივობას, როცა ქვეყნებს შორის მიმოსვლა არის ადვილი. ეს აადვილებს კონტაქტებსაც, კავშირებსაც, რაც შემდეგ უკვე გადაიზრდება და გადაითარგმნება ეკონომიკურ ურთიერთობებში და საქართველოში უფრო მეტ ინვესტიციებში“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ჩინეთში 30 დღე დაყონ.

“სალომე ზურაბიშვილი არა ქვეყნის გამაერთიანებლის, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ გამაერთიანებლის ფუნქციის შესრულებას ლამობს” – მიხეილ სარჯველაძე

სალომე ზურაბიშვილი არა ქვეყნის გამაერთიანებლის, არამედ ოპოზიციის შიგნით, „ნაციონალური მოძრაობის“ გამაერთიანებლის ფუნქციის შესრულებას ლამობს,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ზურაბიშვილი ახლა ძიების პროცესშია, როგორი შეიძლება იყოს მისი სამომავლო პოლიტიკური კარიერის გეგმები, რადგან ხვდება, რომ მას პრაქტიკულად ყველა შესაძლებლობა აქვს მოსპობილი საიმისოდ, რომ კონსტრუქციული როლის და პრეზიდენტის ფუნქციის შესრულება შეძლოს. ბოლო ხანს ის არა პრეზიდენტის სათქმელ სიტყვებს ამბობს, არამედ ოპოზიციის მხარდასაჭერად გამოდის გარკვეული ინიციატივებით. ის არა ქვეყნის გამაერთიანებლის, არამედ ოპოზიციის შიგნით, „ნაციონალური მოძრაობის“ გამაერთიანებლის ფუნქციის შესრულებას ლამობს“,- აღნიშნა სარჯველაძემ.

დღეს სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეხვდება. ორბელიანების სასახლეში თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე მივლენ. მმართველი გუნდის შეფასებით, ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება და ის უკვე შეფასებულია რიგით რადიკალურ ოპოციონერად.

“მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან, ჩვენთან – ამერიკელებმა უკვე დაივიწყეს საქართველო”

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან “ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.

„მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს, პირველ რიგში რუსეთთან, ჩვენთან, ეკონომიკა უმჯობესდება. ამერიკელებმა უკვე დაივიწყეს საქართველო. როგორც კი ქართველებმა დაიწყეს მოძრაობა იმ გაგებით, რომ ეს იყო მათი ქვეყანა, დამოუკიდებელი და სუვერენული, დასავლეთმა მათზე ზეწოლა დაიწყო. მათ შორის, და უპირველეს ყოვლისა, აშშ-მა. შესაბამისი დასკვნა ჩვენ უნდა გამოვიტანოთ. ისინი დასავლეთში არავის სჭირდება. ათასობით პრობლემაა“, – აღნიშნა ლუკაშენკომ .

მისი თქმით, დღეს, მაგალითად, „აშშ-ში ბაიდენი მხარს დაუჭერს უკრაინას, სომხეთს და ა.შ.“

„ხვალ მთავრობა შეიცვლება და ტრამპი იტყვის: „მისმინე, არ გიცნობთ. მეგობრებო, პირველად გნახეთ!“ – დასძინა ლუკაშენკომ.

შემდეგ მან კვლავ ისაუბრა საქართველოს დსთ-დან გასვლის შესახებ.

„გასვლა ადვილია, მაგრამ შესვლა რთული იქნება. მაგალითისთვის ისევ საქართველო. მან დატოვა დსთ და ყველა სტრუქტურა. რა, ეს მისთვის უკეთესია? არა. სასურველია დაბრუნება. დაბრუნება კი ყოველთვის უფრო რთულია“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

ბალდის კანიონის ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასება მოხდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, შესაბამისი ექსპერტების ჩართულობით, შეიქმნა სპეციალური დროებითი კომისია, რომელიც ადგილზე გაეცნობა და მოახდენს ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასებას.

ბალდის კანიონზე, კომისიის წევრებთან ერთად, საკითხით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც გეგმავენ ჩასვლას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე განმარტებით, ვინაიდან, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პროექტის მასშტაბებიდან გამომდინარე, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის შემუშავების ვალდებულება სამინისტროსა და სააგენტოს არ აქვს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და დაცული ტერიტორიების საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო, ექსპერტების ჩართულობით, უზრუნველყოფს მიმდინარე პროექტის ბალდის კანიონის ბუნების ძეგლზე წარმოდგენილ ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასებას.

„სამწუხაროდ, ადგილობრივი მოსახლეობის იმ ჯგუფის მიერ, რომელიც აპროტესტებს ბალდის კანიონის განვითარების პროექტს, უკვე არაერთხელ დაფიქსირდა დესტრუქციული ქმედება. მათ შორის, ქალაქ მარტვილში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრის ჩაშლის დროს და, ასევე, ბალდის კანიონის მიმდებარედ, მდინარე აბაშის დათევზიანების გეგმურ ღონისძიებაზე, რომელიც არ არის დაკავშირებული ზემოაღნიშნულ პროექტთან. ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების მცდელობას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო იტოვებს იმედს, რომ ბადლის კანიონის ტერიტორიაზე დროებითი კომისიის დაგეგმილი ვიზიტი, რომელიც ითვალისწინებს ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასებას, ჩაივლის მშვიდ, სამუშაო გარემოში და არცერთი მხარე არ შეეცდება პროცესებისათვის ხელის შეშლას და სხვა დესტრუქციულ ქმედებებს.

აქვე, კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ, რომ ბალდის კანიონის განვითარების პროექტის მიზანია – საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, დამატებითი მიზიდულობის ცენტრის შექმნა სამეგრელოს რეგიონში – პირველი როლერის ატრაქცია საქართველოში (კავკასიაში), რომლითაც სრულად სარგებლობას შეძლებენ შშმ პირები.

შესაბამისად, ამ მართლაც უნიკალურ ადგილს, რომლის უდიდესი ნაწილი ვიზიტორებისთვის მიუწვდომელი იყო, მთელი ქვეყანა და მსოფლიო გაიცნობს. ამასთანავე, ეს პროექტი ადგილობრივების ცხოვრებაზე იქონიებს მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას, ისევე როგორც ეს მოხდა მარტვილის კანიონისა და სხვა ბუნების ძეგლების შემთხვევაში, რომელთა განვითარებაზეც წლების განმავლობაში მუშაობს დაცული ტერიტორიების სააგენტო“,-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.