Home Blog Page 1431

ენტონი ბლინკენი პეკინში იმყოფება

ამერიკის სახელმწიფო მდივანი პეკინში ჩავიდა. ჩინეთის ლიდერებთან შეხვედრისას ის ორმხრივი ურთიერთობისა და უკრაინის ომის საკითხებს განიხილავს.

ენტონი ბლინკენი პირველი მაღალი რანგის დიპლომატია, ვინც ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩინეთს ეწვია. პეკინში გამგზავრებამდე მან განაცხადა, რომ ჩინეთის ხელისუფლებასთან პირდაპირი კონტაქტის შენარჩუნებას ვაშინგტონი მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

,,ანალოგიურ სცენარს უნდა ველოდოთ,2024 წლის არჩევნების შემდგომ პერიოდშიც”- ქართველიშვილი

„მარტის აქციების ძირითადი წარმატებული შედეგი, რასაც ამ ეტაპზე მიაღწია აშშ-ს მოქმედმა ადმინისტრაციამ: ნაპოვნი იქნა ხელისუფლებაზე ზემოქმედების მტკივნეული წერტილი („უნივერსალური რუსული სტიგმა“) და ნებისმიერი, მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ამერიკელები მიმართავენ ანალოგიურ სცენარს“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, აშშ-მ მარტის აქციებით ვერ შეძლო საქართველოში „მაიდანი“-ს მოწყობა, უბრალოდ საქართველოს ხელისუფლებას არ მიაღებინა კანონი.

„რომ არ გავანაწყენოთ, მარტის აქციის მონაწილე სხვა მხარეები და ცალკეული პირები, ერთი „სერია“ მათაც დავუთმოთ: რა თქმა უნდა, ეს არის უკრაინული მხარე, ხოლო ზეწოლის, ზემოქმედების, მედია-ტერორის და დაფინანსების ინსტრუმენტი – დავით კეზერაშვილი, რომლის “შავი ფული“ ხმარდებოდა აქციის მონაწილეთა მთავარ გმირებს („ნაბიჯი“, „ენმ“). “უკრაინა/კეზერაშვილის“ და აშშ-ს თანამშრომლობის თაობაზე დასკვნის გამოტანის სასარგებლოდ მეტყველებს რამდენიმე გარემოება:

მიუხედავად მის მიერ როგორც საქართველოში ყოფნის, ასევე ქვეყნიდან გასვლის შემდგომ ჩადენილი, ამ დრომდე განგრძობადი დანაშაულებისა, არ ხდება მისი დაკავება, ან მასზე ძებნის გამოცხადება ან თუნდაც “უწყინარი“ დასანქცირება.

ის დადანაშაულებული იყო იარაღით უკანონო ვაჭრობაში, თუმცა არც „მოსადს“, არც ა.შ.შ.-ს მასზე ძებნა არ გამოუცხადებია, შესაბამისად შეგვიძლია ვივარაუდოთ, ან კორუფციის ან მათი თანამშრომლობის ფაქტი.

ის ხვდება აშშ-ს სანქციების კოორდინატორ მაიკ მაკფოლს (სწორედ ხსენებული პირი წერს იმ პირთა სიას, ვისაც ასანქცირებს აშშ). უკრაინიდან იარაღისა და ჰუმანიტარული დახმარების აღმოსავლეთ ევროპის „შავ ბაზრებზე“ მასიური გადინების კიევის გაგანია დადანაშაულების დროს ის ლონდონში ხვდება უმსხვილესი უკრაინული სარკინიგზო გადამზიდავი კომპანია BGS Rail-ის დირექტორთა საბჭოს წევრ კურტ ვოლკერს. უკრაინაში ის დაახლოებულია გია ლორთქიფანიძესა და გიზო უგლავასთან, რომლებიც თანამდებობებზე დაინიშნენ ამერიკული მხარის პირდაპირი ლობირებით.

მარტის აქციების ამ და სხვა მონაწილეთა მეშვეობით, ძირითადი წარმატებული შედეგი, რასაც ამ ეტაპზე მიაღწია აშშ-ს მოქმედმა ადმინისტრაციამ: ნაპოვნი იქნა ხელისუფლებაზე ზემოქმედების მტკივნეული წერტილი („უნივერსალური რუსული სტიგმა“) და ნებისმიერი, მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ამერიკელები მიმართავენ ანალოგიურ სცენარს. ხოლო საჭირო “ლიდერშიფის“ ჩამოყალიბების შემთხვევაში, შესაძლოა მოახდინოს მოვლენების ფორსირებაც კი, რაც დამოკიდებული იქნება ხელსაყრელ გარემოსა და ვითარებაზე (ამ ეტაპისთვის შემოიფარგლა იმით, რომ გვაჩვენა საკუთარი ძალა, მათ შორის ბოლო განცხადებით “დაჟინებით მოგვიწოდა, რომ მსგავსი კანონები აღარ მივიღოთ“).

ანალოგიურ სცენარს უნდა ველოდოთ: ცილისწამების, ფეიკებისა და დეზინფორმაციის კანონპროექტის (მორიგი “რუსული კანონი”) მიმართ და 2024 წლის არჩევნების შემდგომ პერიოდშიც. მიუხედავად იმისა, რომ შეიქმნა აღნიშნული აქციით ხელისუფლების „უკან დახევის“ შთაბეჭდილება (რაც ნაწილობრივ, შეესაბამება სინამდვილეს) კანონპროექტის უკან გამოწვევის მიზანმიმართულმა ქმედებამ მოგვცა საშუალება გამოგვეწვია მოსალოდნელი მოვლენების „ფალსტარტი“, მოგვეხდინა ვითარების მონიტორინგი, გამოგვევლინა აქციის ძლიერი და სუსტი წერტილები, განგვეხორციელებინა დაკვირვება მოვლენებში ჩართული „აქტორების“, ლიდერების, გამოყენებული ძალებისა და საშუალებების მიმართულებით, და გაგვეკეთებინა შემაჯამებელი ანალიზი: ამ ეტაპზე მათ მიერ მოწყობილი „მაიდანი“ გამორიცხულია, რევოლუციის რისკი არ არსებობს და აშშ-მ უბრალოდ გვაიძულა არ მიგვეღო კანონი, რომლის ამოქმედებით, ადგილზე მომაკვდინებელი დარტყმა იქნებოდა მიტანილი მათ დასაყრდენზე და შესაბამისად სამომავლოდ, გამოაცლიდა მოვლენების ფორსირების შესაძლებლობას.

იყო თუ არა საჭირო ხსენებული კანონპროექტის შემუშავება? რა თქმა უნდა! იყო თუ არა გამართლებული მისი უკან გამოწვევა? ყოველგვარი ეჭვის გარეშე! ბრძოლის წაგების გზით – მოწინააღმდეგესთან ომში გამარჯვების მნიშვნელოვანი წინსვლა იქნა მიღწეული. კანონის მიღების დრო კი აუცილებლად დადგება,“ – წერს ქართველიშვილი.

ვატო შაქარიშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა „ფრანკლინის კლუბის“ ღონისძიება გააპროტესტეს (ფოტოები)

ვატო შაქარიშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა „ფრანკლინის კლუბის“ ღონისძიება გააპროტესტეს. სახალხო მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“-ს წარმომადგენლები „ფრანკლინის კლუბს“ ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს. კლუბი ორი წლის თავს „კოკა კოლას“ ძველ ქარხანაში აღნიშნავს. რაც აქციის მონაწილეების თქმით, სიმბოლურია, რადგან კომპანია ბოლო პერიოდში, ანტიქართულ ქმედებებს ეწევა.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.

 

“მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო სოსო მაისურაძეს” – ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმისთვის დაკავებულ სოსო მაისურაძეს მხარდაჭერას უცხადებს. როგორც ეპისკოპოსი სოციალურ ქსელში წერს, მაისურაძემ პასუხი გასცა “ფსევდო ლიბერალური ღირებულებების მქონე, ტრადიციების მაგინებელ ზურაბ ჯაფარიძეს” :

“მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო სოსო მაისურაძეს, რომელმაც პასუხი გასცა ფსევდო ლიბერალური ღირებულებების მქონე ჩვენი ტრადიციების მაგინებელ ზურაბ (გირჩს). რომელიც მრავალი წელია პოლიტიკას ამოფარებული ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა და ერს ულანძღავს ყველაფერ წმინდას. იმთავითვე ცხადი იყო, რომ ჩვენს საზოგადოებაში მისი პროვოკაციული საქმიანობა არ დარჩებოდა პასუხგაუცემელი. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანული ეთიკისათვის მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა, მაგრამ ძალადობაა ისიც, რასაც ეს “ნეოლიბერალური”ორგანიზაციები ეწევიან ჩვენს ქვეყანაში”, – წერს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი.

„ხელი არ წაგიცდეთ ვინმეზე, თორემ ახალგაზრდების სახელით ლაპარაკისას, ახალგაზრდების რეალურ ძალას გაჩვენებთ” – ჩაკვეტაძე

„ხელი არ წაგიცდეთ ვინმეზე, თორემ ახალგაზრდების სახელით ლაპარაკისას, ახალგაზრდების რეალურ ძალას გაჩვენებთ! თქვენს მტრულ ზრახვებს არავინ გაგიტარებთ“, – ასე მიმართავს „ქართული ოცნების” დეპუტატი გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში რადიკალურ ოპოზიციას. მისი თქმით, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა” ახალგაზრდებს ავალებს ის გააპროტესტონ, რასაც თვითონ ემსახურებიან და ყველაფერს რუსული უწოდონ. ჩაკვეტაძე აღნიშნავს იმასაც, რომ ოპოზიციის რადიკალური ფრთა ეთნიკურ, რელიგიურ შუღლსა და საზოგადოებაში დაპირისპირების შემოტანაზეც კი წამსვლელია. „რას ავალებს კოლექტიური ნაც. მოძრაობა ახალგაზრდებს: პირველ რიგში იმის გაპროტესტებას, რასაც რეალურად თვითონ ემსახურება; ყველაფერზე რუსულის ძახილს; ქართული ტრადიციებისა და ეკლესიის დაცინვას; ქართული პოლიციისა და ჯარის შეურაცხყოფას; უმძიმესი პროვოკაციების მოწყობას; ღონისძიებების და ლექციების ჩაშლას; უნივერსიტეტებსა და პირად სივრცეში შეჭრას; ესენი წამსვლელი არიან ეთნიკურ, რელიგიურ შუღლსა და საზოგადოებაში დაპირისპირების შემოტანაზეც კი. ამათთვის ევროპული მომავალი მხოლოდ მაშინ შეიძლება ღირდეს, თუკი ძალაუფლება ექნებათ. ხელი არ წაგიცდეთ ვინმეზე, თორემ ახალგაზრდების სახელით ლაპარაკისას, ახალგაზრდების რეალურ ძალას გაჩვენებთ! თქვენს მტრულ ზრახვებს არავინ გაგიტარებთ!!! საქართველოში ახალგაზრდებს ყოველთვის ეთქმოდათ გადამწყვეტი სიტყვა. ამ მნიშვნელოვან მომენტშიც ასეა!” – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

ოდესის პლაჟებზე ბანაობა აიკრძალა (ფოტოები)

ოდესის საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებით, წყლის მდგომარეობის არსებით გატარებასთან დაკავშირებით ქალაქის პლაჟებზე ბანაობა აიკრძალა.

საუბარია ღია წყალსატევებში (ზღვა, ლიმანი) წყლის მდგომარეობაზე.

ოდესის მერიის ცნობით, ქალაქის მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის ბანაობა სახიფათოა, რადგან ზღვაში ფიქსირდება რუსეთის მიერ ჩადენილი ეკოციდის შედეგები.

„ზღვა ნაგავსაყრელად და ცხოველთა სასაფლაოდ არის ქცეული“, – ნათქვამია განცხადებაში

 

კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ოფიციალური კიევის ინფორმაციით, უკრაინული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წყალდიდობას 16-ი ადამიანი ემსხვერპლა. დაკარგულად ითვლება 31-ი. ოკუპირებულ ტერიტორიებზე კი, რუსული მხარის ინფორმაციით, 29 ადამიანია დაღუპული.

უკრაინის აღსადგენად გაერო ერთ მილიარდ დოლარს გამოყოფს

უკრაინის აღსადგენად გაეროს განვითარების პროგრამა ერთ მილიარდ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი ავრცელებს. მან პროგრამის დირექტორს, ახიმ შტაინერს, 17 ივნისს კიევში უმასპინძლა.

როგორც შმიგალი ამბობს, შეხვედრაზე საუბარი უკრაინის სწრაფ აღდგენასა და ჰუმანიტარულ დახმარებას ეხებოდა. მხარეებმა იმ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზეც ისაუბრეს, რომლებიც ომის გამო იძულებულნი გახდნენ საქმიანობა შეეწყვიტათ, ახლა კი მისი ნულიდან დაწყება სურთ.

უკრაინის პრემიერის ცნობით, გაერო მხარს უკრაინაში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენასაც დაუჭერს.

“გმადლობთ ამ დროული ნაბიჯისთვის…მადლობელი ვარ გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებისთვის სრულმასშტაბიანი ომის დროს,” – აცხადებს შმიგალი.

„არც დონაცია და არც სუროგაცია არ შეიძლება, ანაზღაურებადი იყოს“ – თამარ გაბუნია

„მედიცინის დახმარებით რეპროდუქცია ძალიან სწრაფად განვითარდა და თან იმგვარად, რომ რეგულირება არ მოჰყვა, რაც ძალიან სარისკოა. ეს სერვისი, დანერგვის ადრეული ეტაპებიდან, მედიცინაში, ყველაზე კომერციალიზებულ მიმართულებად იქცა. მედიცინის დახმარებით რეპროდუქცია უნდა იყოს მხოლოდ უანგარო. კომერციული ინტერესის შემთხვევაში, არსებობს ადამიანის უფლებების დარღვევის, მის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენისა და სხვა ბევრი რისკი“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის ბევრი ქვეყანა სუროგაციას საერთოდ კრძალავს.

„ზოგ ქვეყანას აქვს მთელი რიგი მოთხოვნები, უანგარო, ალტრუისტული დონაცია, ალტრუისტული სუროგაცია. ამასთან, ევროდირექტივა ითვალისწინებს მხოლოდ უხერხულობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვას. ჩვენ, ევროასოცირების შეთანხმებით, პირდაპირ გვაქვს ვალდებულება, რომ დარგი იყოს რეგულირებული. რეგულაციების არ არსებობის შემთხვევაში, ძალიან დიდი რისკები ჩნდება, როგორც ეთიკური, ისე – სამართლებრივი და სამედიცინო მომსახურების ხარისხის კუთხით“, – აცხადებს თამარ გაბუნია.

თამარ გაბუნიამ იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რასაც ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს.

„დღეს, სოციალურ ქსელში, უამრავ პოსტს ვნახავთ, რომ სუროგატის მომსახურებაში გადაიხდიან, მაგალითად, 25 000$-ს. არც დონაცია და არც სუროგაცია არ შეიძლება, ანაზღაურებადი იყოს. გარდა ამისა, დაწესებულებები დაექვემდებარება ლიცენზირებას, შესაბამისი სერვისის მიწოდებისთვის. მოწესრიგდება კლინიკური საკითხებიც. ცალსახად აიკრძალება რეკლამა, სამინისტრო იღებს ცენტრალური მაკოორდინებელი ორგანოს ფუნქციას, რომ ინფორმაცია მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სერვისების შესახებ გავრცელდება სამინისტროს მიერ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, როდესაც მოთხოვნა არის, სფერო ვითარდება, შესაბამისად არ გაქრება, მისი შავ ბაზარზე გადანაცვლების რისკს კი სჭირდება კონტროლი, როგორც ამას ევროპის ქვეყნები ახორციელებენ.

„სწორედ ამიტომ არის მკაცრი სასჯელი გათვალისწინებული იმ შემთხვევაში, თუ ეს არალეგალურ სახეს მიიღებს. სახელმწიფო, რეგულირების გაუმჯობესებით, ხარისხის უზრუნველყოფით და მთელი რიგი, მეტად ეთიკურად გამართული პრაქტიკის განვითარებით, საქართველოს მეტ მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, აღნიშნული სერვისი უსაფრთხოდ მიიღოს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

,,ჩვენც მივალთ და კიდევ ერთხელ ვეტყვით არას – LGBT პროპაგანდას, ქართული იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლას”- შაქარიშვილი

„ფრანკლინის კლუბი საკუთარი მავნებლური ორგანიზაციის დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავს კოკა-კოლას ყოფილი საწარმოს ტერიტორიაზე“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის“საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, კოკა-კოლას ტერიტორიაზე „ფრანკლინის კლუბის” ღონისძიების ჩატარება პოლიტიკური გზავნილია და იმის მანიშნებელია, რომ ისინი ერთად ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას. შაქარიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მისვლას და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ისიც გეგმავს თანამოაზრეებთან ერთად.

„ფრანკლინის კლუბი საკუთარი მავნებლური ორგანიზაციის დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავს კოკა-კოლას ყოფილი საწარმოს ტერიტორიაზე. უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ, რაც მაკდონალდსმა სცადა LGBT პროპაგანდის შემოპარება და საბავშო პროდუქტში განათავსა იდეოლოგიური საწამლავი, ფრანკლინის კლუბის დაბადების დღის აღნიშვნა სწორედ კოკა-კოლას წიაღში ერთგვარი პოლიტიკური გზავნილია, – დიახ, ისინი ერთად ეწევიან ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას და ამას არც მალავენ!!! ჭყონია წლებია დესტრუქციის და რევოლუციური პროცესების დამფინანსებელია, ახლა უკვე ბავშვების იდეოლოგიურ მოწამვლაზეც აიღო პასუხისმგებლობა! 12 საათზე იწყება “ზეიმი” წერეთლის გამზირზე მდებარე “კოკა-კოლას”ეზოში. გიორგი ვაშაძე, ზურაბ ჯაფარიძე, გიგა ბოკერია, ნინო ლომჯარია და თუ კი ვინმე ამ ქვეყნის მტერი და აგენტია, ყველა იქ აპირებს თავშეყრას… ჩვენც მივალთ და კიდევ ერთხელ ვეტყვით არას – LGBT პროპაგანდას, ქართული იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლას; ქვეყნის არევას; ახალგაზრდების გამოყენებას რევოლუციური სცენარებისთვის იმ ყველაფერს, რასაც ერთად ახორციელებენ იუბილარი ფრანკლინის კლუბი და მასპინძელი ჭყონია!”- წერს შაქარიშვილი Facebook-ზე.

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ტრანსფორმაციული პროცესების ეპიცენტრში ხართ, თქვენს წინ იშლება წარსულის სურათები და მომავლის სილუეტები ისახება. მოერიდეთ სკანდალებს და ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას, მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებით.

კურო

ნამდვილად გექნებათ სიხარულის მიზეზი, ურთიერთობები საინტერესო ადამიანებთან, აქტიურობა ახალ პროექტთან დაკავშირებით და შედეგების განხილვა თანამოაზრეებთან ერთად.

ტყუპები

უსმინეთ საკუთარ თავს და მიჰყევით გულისთქმას. მეტი თავდაჯერებულობითა და სიმშვიდით, პირად საქმეებშიც უფრო მეტს მიაღწევთ და ყველაფერი უკეთესობისკენ შემობრუნდება.

კირჩხიბი

შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანებს წარსულიდან, გაიხსენებთ მათთან ერთად გატარებულ დროს და შესაძლოა, სევდაც დაგეუფლოთ, რადგან წარსული წარსულში რჩება. ეცადეთ, მზერა მომავალი წარმატებებისა და შესაძლებლობებისკენ მიმართოთ.

ლომი

შესაძლოა, სტუმრად დაგპატიჟონ, ან პაემანი დანიშნოთ – მოკლედ, მრავალფეროვანი დღეა. თუმცა ბევრი რამ თქვენზეა დამოკიდებული, გადაღლილობის გამო, შესაძლოა, განმარტოება არჩიოთ.

ქალწული

ახალი შეხვედრების, ახალი ნაცნობობის დროა, იყავით დაკვირვებული, ნუ დაკარგავთ ობიექტურობას გრძნობების ქარცეცხლში და ნუ იქნებით სულსწრაფი.

სასწორი

საშუალება გეძლევათ, შეცვალოთ თქვენი პირადი ცხოვება, მაგრამ საჭიროა? კარგად დაფიქრდეთ, ნამდვილად გაგახარებთ ცვლილებები? აიღეთ პასუხისმგებლობა ვითარებაზე, ყველაფერი თქვენი გადასაწყვეტია!

მორიელი

კარგი გუნება-განწყობა და საინტერესო ნაცნობობა, ახალი კავშირები და შესაძლო დიდი სარგებლის მომტანი სამუშაო, ეს ყველაფერი ახლა თქვენთვის აუცილებელიც კი იყო.

მშვილდოსანი

მიიღეთ მოვლენები ისე, როგორც არის სინამდვილეში და ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება. მიჰყევით დღის ენერგიებს. თავი შეიკავეთ რადიკალური ქმედებებისგან.

თხის რქა

შეეცადეთ, იყოთ მშვიდი და გაწონასწორებული, გულს ნუ ატკენთ ახლობლებს, იზრუნეთ მათზე და იცოდეთ, რომ ეს დაგიფასდებათ.

მერწყული

მოიცალეთ საკუთარი თავისთვის, სამუშაო მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ზრუნვა საკუთარ თავსა და ჯანმრთელობაზე.

თევზები

ყველა პრობლემას ნათელი მოეფინება და მათ იოლად გადაჭრით. ელოდეთ არა ერთ საინტერესო და სასიკეთო სიახლეს.

,,სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ სტუდენტებს, ბანაკში მყოფ ბავშვებსა და ზურა ჯაფარიძეს”- ხაზარაძე

ბრიტანეთიდან, ამ ცივილური გარემოდან, კიდევ უფრო კოშმარულად და კატასტროფულად ჩანს ის ძალადობა, რომელსაც “ქართული ოცნება” და მისი მარბიელი დანაყოფები ახორციელებენ ახალგაზრდებზე, ჩვენს შვილებზე, პოლიტიკოსებზე… მიუღებელია!

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ სტუდენტებს, ბანაკში მყოფ ბავშვებსა და ზურა ჯაფარიძეს.”– წერს სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძე, რომელიც ეხმიანება 17 ივნისს, ბორჯომში მომხდარ ინციდენტს, თსუ-ში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას და გორში, ზურაბ ჯაფარიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას.

მათ წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმები დანაშაულია და ყველა დამნაშავე სასწრაფოდ და უმკაცრესად, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.
ეს ყველაფერი იმ დაუსჯელობის შედეგია, რომელსაც “ქართული ოცნება” ახალისებს. ეს სცენარი უკვე ნანახი გვაქვს, ეს ყველაფერი – ქვის სროლა, ფიზიკური ანგარიშსწორება, თავდასხმები, წარსულში უკვე ვნახეთ და როგორც დასრულდა, ყველას კარგად გვახსოვს. ეს მოძალადე რეჟიმიც დასრულდება! მაგრამ მანამდე კიდევ ერთხელ და კატეგორიულად მოვუწოდებ სამართალდამცავ სტრუქტურებს, სასწრაფოდ მიიღონ ზომები და აღასრულონ კანონი, ყველა მოძალადე და დამნაშავე უნდა დაისაჯოს”- წერს მამუკა ხაზარაძე.