Home Blog Page 1387

სრულად ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური პერსპექტივის -აშშ-ევროკავშირის სამიტის ერთობლივი განცხადება

ჩვენ სრულად ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქვეყნის ევროატლანტიკური პერსპექტივის მხარდაჭერას, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ევროკავშირის სამიტის ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აშშ და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ადასტურებენ ერთგულებას ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მიმართ.

„აშშ, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები, რომლებიც დაახლოებით 800 მილიონ მოქალაქეს წარმოადგენენ, გაერთიანებულნი არიან ღირებულებებით, დაკავშირებულნი არიან დედამიწაზე ყველაზე დინამიკური ეკონომიკური ურთიერთობებით. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მიმართ. 2021 წლის ივნისში გამართული აშშ-ევროკავშირის ბოლო სამიტის შემდეგ, მსოფლიო უპრეცედენტოდ შეიცვალა და ჩვენ საპასუხოდ ამბიციური ნაბიჯები გადავდგით. ჩვენ ერთად ვმუშაობთ მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად რეგიონში, მთელ მსოფლიოში, მათ შორის უკრაინის ურყევი მხარდაჭერით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ევროკავშირის სამიტის ერთობლივ განცხადებაში, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი, ნათქვამია, რომ ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპული გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება.

„ჩვენ სრულად ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქვეყნის ევროატლანტიკური პერსპექტივის მხარდაჭერას. ვადასტურებთ ჩვენს საერთო ვალდებულებას დასავლეთ ბალკანეთში სტაბილურობისადმი, ჩვენს მხარდაჭერას რეგიონის ევროკავშირის პერსპექტივისადმი. ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპული გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობა და მეგობრობა თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის პრინციპებს ემყარება“ – ლევან დავითაშვილმა ყაზახ ხალხს ყაზახეთის რესპუბლიკის დღე მიულოცა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყაზახეთის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ლევან დავითაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მალიკ მურზალინს და მთელ ყაზახ ხალხს დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება უსურვა.

„ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით გულითადად მივულოცო ყაზახეთის მთავრობას და მეგობარ ხალხს ეს მნიშვნელოვანი დღესასწაული. გასულ წელს ჩვენ აღვნიშნეთ საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი. ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობა და მეგობრობა მტკიცედ ემყარება თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის პრინციპებს“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, გლობალური პანდემიის მიუხედავად, ბოლო წლებში საქართველოსა და ყაზახეთს შორის პოლიტიკური-ეკონომიკური პარტნიორობა არ შესუსტებულა. მეტიც, თანამშრომლობამ არაერთ სფეროში კიდევ უფრო აქტიური ხასიათი მიიღო, რასაც 2022 -2023 წლებში მაღალი დონის, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ვიზიტებმა ახალი იმპულსი და სტიმული შესძინა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, საქართველოსა და ყაზახეთს შორის განსაკუთრებით წარმატებული დინამიკით ვითარდება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა – ყაზახეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი და ინვესტორია. ლევან დავითაშვილის მიერ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, წინა წელთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში ორმხრივი ვაჭრობა თითქმის 200%-ით გაიზარდა და 524,89 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოში ყაზახეთიდან განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ კი 2023 წლის პირველ ორ კვარტალში 25,67 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

„ხაზი უნდა გაესვას შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას ტრანსპორტის, სატრანზიტო და საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურის სფეროებში. ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ TRACECA-ს, Middle Corridor-ისა და CAREC-ის პროექტების ფარგლებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში, ყაზახეთისა და საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში, ფოთში საფუძველი ჩაეყარა მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობას. ჩვენ ასევე მივესალმებით ჩვენს ქვეყნებს შორის ტურისტული კავშირების განვითარებას – ყაზახეთიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ უკვე გადააჭარბა პანდემიამდელ მაჩვენებლებს და მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში თითქმის 58 ათასს მიაღწია“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ამასთან, ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობის თვალსაზრისით მომავალში გამოსაყენებელი უზარმაზარი პოტენციალი არსებობს არაერთი მიმართულებით.

“მიზანი “ჰამასის” განადგურებაა, ჭორები ღაზას სექტორის პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციისადმი გადაცემის შესახებ – ტყუილია”

მიზანი “ჰამასის” განადგურებაა, ჭორები ღაზას სექტორის პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციისადმი გადაცემის შესახებ – ტყუილია, – ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.

განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისრაელის რამდენიმე მედიასაშუალებამ ცნობები გაავრცელა, თითქოს ისრაელი “ჰამასის” ჩამოგდების შემდეგ ღაზას სექტორის პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციისადმი გადაცემის იდეას განიხილავს.

“პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ ამოცანა განსაზღვრა: “ჰამასის” განადგურება. ყველა საუბარი ღაზას სექტორის პალესტინის ადმინისტრაციისადმი ან ნებისმიერ სხვა მხარისადმი გადაცემის გადაწყვეტილების შესახებ არის ტყუილი”, – ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.

21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ნუ გადაიღლებით გონებრივი საქმიანობით და ნუ იკონტაქტებთ ნეგატიურად მოაზროვნე ადამიანებთან.

კურო

შესაძლოა, დღემ უცნაური სიახლეები და ცვლილებები მოიტანოს, შეინარჩუნეთ გონიერება და მშვიდად მიადევნეთ თვალი მიმდინარე მოვლენებს.

ტყუპები

მთელი კვირის ემოციური და ფიზიკური გადაღლილობა ახლა ერთად იჩენს თავს, განმარტოვდით და კარგად დაისვენეთ, თუ მოულოდნელი სტუმრიანობა ამის საშუალებად მოგცემთ.

კირჩხიბი

შესაძლოა, მეგობრებთან ერთად საინტერესო პროგრამა შეიმუშაოთ და წარმატებით განახორციელოთ. მოერიდეთ ღამის საათებში მარტო სიარულს.

ლომი

სიახლეების დროა, შესაძლოა, სოციალური ქსელების საშუალებით, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვოთ, რომელიც მეტად სასარგებლო იქნება თქვენი საქმიანობისთვის.

ქალწული

მოუფრთხილდით ფულის ზედმეტ ხარჯვას, სასურველია, მხოლოდ დაგეგმილი და აუცილებელი შენაძენისთვის დახარჯოთ თქვენი სახსრები, ნუ გარისკავთ დაუფიქრებლად საქმეში დიდი ფულის ჩადებას.

სასწორი

სასიკეთოა ბუნებაში გასეირნება და აქტიურობა, მრავალფეროვნება და გართობა დადებითად აისახება თქვენს განწყობასა და ენერგეტიკაზე.

მორიელი

ყური მიუგდეთ სხვათა რჩევებს, თუნდაც ძალიან განსხვავდებოდნენ თქვენი მოსაზრებებისგან, ენდეთ პარტნიორებს და ერთობლივად მოილაპარაკეთ, გავლენიანი ადამიანების კონტაქტების სასარგებლოდ გამოყენებაზე.

მშვილდოსანი

მოჭარბებული ენერგია თავგადასავლებისკენ გიბიძგებთ, თავი ხელში აიყვანეთ და მეტი სერიოზულობით შეხედეთ რეალობას, მოერიდეთ უსარგებლო კავშირებსა და კონფლიქტურ სიტუაციებს.

თხის რქა

მოვლენები ირგვლივ სწრაფად იცვლება, შესაძლოა, დაადგეთ ახალ გზას, მოიძიეთ მოკავშირეები, არ გადადოთ შეხვედრები, მოლაპარაკებები პირისპირ აწარმოვეთ და რამდენადაც შესაძლებელია, აქტიურად დაისვენეთ.

მერწყული

ახალი საინტერესო იდეები მეგობრების დიდ მოწონებას დაიმსახურებს, მათი მხარდაჭერა დიდი მუხტით და ენერგიით აგავსებთ.

თევზები

თქვენი ადამიანი, შესაძლოა, დღეს იპოვოთ, კარგად მიმოიხედეთ ირგვლივ. ეცადეთ, მიმდინარე სიტუაციებს სხვა რაკურსიდან შეხედოთ.

ყველაფერი ოქტომბრის სავსემთვარეობის შესახებ – რას მოუტანს ის ზოდიაქოს ნიშნებს

მთვარის დაბნელება ხდება მაშინ, როდესაც დედამიწა პირდაპირ მთვარესა და მზეს შორისაა მოქცეული, რის შედეგადაც დედამიწა მთვარეზე ჩრდილს აყენებს. ეს მომავალი ასტრონომიული მოვლენა იქნება მთვარის ნაწილობრივი დაბნელება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთვარის მხოლოდ ნაწილი გადის დედამიწის ჩრდილში.

ნახეთ, რას ნიშნავს თქვენთვის ოქტომბრის მონადირის სავსე მთვარე, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)

შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდეს თქვენს ფინანსურ ცხოვრებაში.ამ მთვარემ შეიძლება „შეარყიოს თქვენი შემოსავალი და სიმდიდრე“. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა შეიძლება დაინახოს „ფინანსური ნაკადის დასასრული“ შესაძლოა ახალი შესაძლებლობაც გამოჩნდეს.

„მეტი ფული შეიძლება მოვიდეს ხელფასების გაზრდის, გვერდითი აჟიოტაჟის ან ახალი სამუშაო შეთავაზების სახით“, – ამბობს ასტროლოგი.

იგი გვირჩევს, თვალყური ადევნოთ თქვენს ხარჯებს.

კურო (20 აპრილი – 20 მაისი)

კუროს თავის ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი ელოდება.

„ძირითადი გარღვევები ან ავარია შეიძლება მოხდეს,“- ამბობს ასტროლოგი.

ამიტომ ასტროლოგი გირჩევთ, გათავისუფლდეთ წარსულისგან და გააკეთოთ ყველაფერი, რაც გაბედნიერებთ, განსაკუთრებით ურთიერთობებში.

ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)

ტყუპებისთვის ეს პერიოდი „კარმული“ იქნება, შესაძლოა წარსული შემოგიტრიალდეთ. შესაძლოა, შეირყეს თქვენი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა, ამიტომ ასტროლოგი გირჩევთ, ისაუბროთ ამის შესახებ სპეციალისტთან.

გარდა ამისა, ასტროლოგი აფრთხილებს ტყუპებს, რომ „საიდუმლოები ან სკანდალები” შესაძლოა ჩრდილიდან გამოვიდეს – იყოს „უსიამოვნო სიტუაციები”

კირჩხიბი  (21 ივნისი – 22 ივლისი)

კირჩხიბისთვის ეს პერიოდი სოციალურად აქტიური იქნება. აღმოჩნდებით მეგობრების და სასიამოვნო ხალხის წრეში, შეიძლება დაესწროთ ღონისძიებებს, ან მიაღწიოთ რაიმეს, რაზეც აქამდე გიფიქრიათ.

ასევე, შესაძლოა, შეხვდეთ ახალ ადამიანებს, რომლებიც რადიკალურად შეცვლიან თქვენს ცხოვრება.ს

ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)

ლომისთვის ეს პერიოდი კარიერაში საკმაოდ კარგი იქნება. ყურადღება გამახვილებული იქნება თქვენა ამბიციებზე და საზოგადოების აღიარებაზე. შესაძლოა, იყოს ჯილდოც, დაწინაურება ან ახალი სამუშაოს შეთავაზება.

„ზოგიერთმა თქვენგანმა შესაძლოა  პროფესიული ცხოვრება სრულიად ახალი მიმართულებით წაიყვანოს“, – ამბობს ასტროლოგი.

ქალწული (23 აგვისტო-22 სექტემბერი)

ქალწულს ეს მთვარე გამბედაობას მისცემს, რათა გამოვიდნენ საკუთარი კომფორტის ზონიდან. ახლა შეიძლება ის მომენტი იყოს, როდესაც რაღაც უნდა გააკეთოთ თუნდაც შორი პერსპექტივით ან ჩაერთოთ მოგზაურობაში.

ამ მთვარის დაბნელებამ შესაძლოა ასევე დაგაფიქროთ იმიგრაციაზე ან შემდგომი განათლების მიღებაზე.

სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტ.)

პარტნიორული ურთიერთობების გარშემო ექსტრემალური ინტენსივობა მიმდინარეობს. ურთიერთობაში მყოფმა სასწორებმა, შესაძლოა გადაწყვიტონ უფრო ინტიმური ურთიერთობის გაზრდა პარტნიორთან.

თუმცა, ვინც გაურკვეველ ურთიერთობაში იმყოფებით, მოგვარების გზებმა, შესაძლოა საპირისპირო მიმართულებით წაგიყვანოთ.

ურთიერთობის გარდა, თქვენ შეიძლება გაიგოთ რაღაც ახალი ამბავი ანაზღაურების, სტიპენდიის ან მემკვიდრეობის შესახებ.

მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)

პარტნიორული ურთიერთობების ირგვლივ ინტენსიური და გადამწყვეტი მომენტი შეიძლება იყოს თქვენს ცხოვრებაში. თქვენი ურთიერთობის სტატუსიდან გამომდინარე, „ახლა შესაძლოა იღებთ მთავარ გადაწყვეტილებებს“.

თუმცა, თუ ამ მომენტში არ ეთანხმებით კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობის სახეს, ამ მთვარემ „შეიძლება ძლიერი და დრამატული განშორება ან განქორწინება გამოიწვიოს“. თუ მარტოხელა ხართ, „თვალები გაახილეთ, რათა იპოვოთ სულის მეგობარი“.

რომანტიკის გარდა, გადამწყვეტი მომენტი შეიძლება სამსახურთანაც არის დაკავშირებული: „თუ თქვენ ეძებთ სწორ ბიზნეს პარტნიორს, როგორიცაა აგენტი, თანაშემწე, ადვოკატი ან ბუღალტერი, თქვენ ორმა, შესაძლოა, ერთმანეთს კარგად გაუგოთ.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

თქვენი ყოველდღიური რუტინა შეიძლება შეიცვალოს! ამ მთვარის დაბნელებამ შეიძლება მოიტანოს „ძირითადი დასასრული ან გარდამტეხი მომენტი თქვენს დასაქმებასა და პასუხისმგებლობებთან დაკავშირებით”.

თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ კარგ პროფესიონალურ ეტაპს, თუ ბევრს მუშაობთ რაიმეზე. თუმცა, ამ მთვარის დაბნელებამ „შეიძლება შეცვალოს თქვენი ფიზიკური ჯანმრთელობა, ფიტნესი, დიეტა და ვარჯიში“.

თხის რქა (22 დეკემბერი-19 იან.)

თხის რქისთვის ეს მთვარე მოიტანეს ენერგიის მოზღვავებას თქვენს ვნებათა სექტორში,  რაც გამოიწვევს მნიშვნელოვან შემობრუნებას რომანტიკის, ნამდვილი სიყვარულის, ნაყოფიერების ან შემოქმედების გარშემო“.

თუ არ ხართ ურთიერთობაში, ამ დროს შეგიძლიათ გადაკვეთოთ გზა სულის კავშირთან. თუ ურთიერთობაში ხართ, შეგიძლიათ „გამოიყენოთ ეს ენერგია თქვენი ნაპერწკლის ერთად გასააქტიურებლად“.

მერწყული (20 იან.-18 თებერვალი)

მერწყულისთვის, შესაძლოა, დიდი ცვლილება მოხდეს ოჯახურ ცხოვრებაში. ისეთი ცვლილებები, როგორიცაა სახლის გარემონტება, სხვაგან გადასვლა, დეკორაციის შეცვლა და ა.შ. თუ თქვენ რაიმე უძრავი ქონების საქმეში ხართ ჩართული, ეს არის პერიოდი, როდესაც ამ საკითხს უნდა მიხედოთ.

ასევე, შეიძლება მოგიხდეთ რომელიმე ნათესავის დახმარება.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)

ეს მთვარის დაბნელება თევზებისთვის გააძლიერებს კომუნიკაციას, ინტელექტს და იდეებს. უპირატესობა მიანიჭეთ საგანმანათლებლო საკითხებს. ასევე კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის და ახალი ადგილების აღმოჩენითვის.

„ჰამასის“ ინფორმაციით, აშშ-ის ორი მოქალაქე – დედა და მისი ქალიშვილი გაათავისუფლეს

„ჰამასის“ ინფორმაციით, აშშ-ის ორი მოქალაქე – დედა და მისი ქალიშვილი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„ჰამასის“ განცხადების მიხედვით, ამერიკელი მძევლები „ჰუმანიტარული მიზეზების გამო“ გაათავისუფლეს.

„ეს ნაბიჯი კატარის მცდელობებს მოჰყვა, რათა დაუმტკიცოს ამერიკელ ხალხსა და მსოფლიოს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული განცხადებები მცდარი და უსაფუძვლოა“, – განაცხადა „ჰამასის“ სპიკერმა.

ამასთან, „ჰამასი“ არ აკონკრეტებს გათავისუფლებული მძევლების ვინაობას.

როგორც ისრაელის მედია წერს, მძევლების გათავისუფლება ისრაელის მხარეს ჯერ არ დაუდასტურებია.

“ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, რომ ბელარუსი მზად არის აფხაზეთი აღიაროს” – ასლან ბჟანია

ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, რომ ბელარუსი მზად არის აფხაზეთი აღიაროს, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ბჟანიას თქმით, „მნიშვნელობა აქვს თავად ფაქტს, რომ აფხაზეთსა და ბელარუსს შორის კონტაქტების დამყარება მოხდა“.

ამასთან, როგორც ბჟანიამ აღნიშნა, თვის ბოლოს აფხაზეთის „დელეგაცია“ ბელარუსში გაემგზავრება ბელარუს კოლეგებთან მუშაობისთვის.

“ბრიუსელში არსებობს კითხვები, შეძლებს თუ არა საქართველოს მთავრობა არ დაჰყვეს ჩინეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნებას”

მაშინ, როდესაც მსოფლიოში ქვეყნების მკვეთრი გადანაწილება ხდება დემოკრატიებად და ავტოკრატიებად, ჩინეთთან დაახლოება გაუმართლებლად მოჩანს ჩვენი პარტნიორების თვალში, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

მამუკა გამყრელიძის განცხადებით, შეკითხვები არსებობს ჩინეთ -საქართველოს სტრატეგიული ხელშეკრულების, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ნაწილთან.

„19 და 20 ოქტომბერს „ევროპელ დემოკრატებს“ ინტენსიური შეხვედრები გვქონდა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში და ევროკომისიაში. ბრიუსელში ძალიან დიდი ინტერესია საქართველო – ჩინეთის დაახლოებასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე. მათ აინტერესებთ, როგორ შეიძლება იყოს ჩინეთის გავლენა საქართველოზე და ხომ არ გამოიწვევს ახალი ხელშეკრულება, ჩინეთის გავლით რუსეთის ინტერესების გაძლიერებას საქართველოში.

რამდენიმე დღის წინ, ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რუსეთის და ჩინეთის პარტნიორობის მაღალი ხარისხი. მაშინ, როდესაც ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა ასეთ ნიშნულზეა, არ იყო მიზანშეწონილი ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება. ეს იწვევს ნეგატიურ განწყობას არა მარტო ევროკავშირში, მთლიანად დასავლეთში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე შეფასებით, ოლიტიკური მიზანშეწონილობის გარდა ძალიან დიდ საფრთხეს იწვევს თანამშრომლობის ეკონომიკური ნაწილიც.

გამყრელიძის თქმით, საინტერესოა შეძლებს თუ არა საქართველოს მთავრობა თავიდან აირიდოს კრედიტები და არ მიჰყვეს ჩინეთის პოლიტიკურ ნებას.

„ჩინეთის მონაწილეობა და ჩართვა ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორიცაა ანაკლიის პორტი და ახალი აეროპორტი, მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც გაცხადდა რუსეთის გეგმები ოჩამჩირის სამხედრო – საზღვაო ბაზასთან დაკავშირებით, შეიცავს ქვეყნის უსაფრთხოების რისკებს. როგორი იქნება ამ პროექტებში ჩინელებთან ერთად რუსების ინვაზია – ეს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

საპარლამენტო მოსმენის დროს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არ გამოწვევეს ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას, გასაგებია. ერთი ხელშეკრულებით, არ იცვლება ქვეყნის საგარეო კურსი. ამ შემთხვევაში საფრთხე შეიძლება მომდინარეობდეს ხელისუფლებისგან და არა ხელშეკრულებიდან.

ჩინეთი ეწევა აგრესიულ ეკონომიკურ პოლიტიკას ღარიბ ქვეყნებში, საქმე ეხება დაკრედიტებას, რომელიც როგორც წესი, მოყვება ჩინურ ინვესტიციებს. საინტერესოა შეძლებს თუ არა საქართველოს მთავრობა თავიდან აირიდოს კრედიტები და არ მიჰყვეს ჩინეთის პოლიტიკურ ნებას, რაც მომავალში აუცილებლად ცუდად აისახება საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ეს საფრთხის შემცველი დილემაა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც, როგორც ჩანს საქართველოს არც შესაძლებლობა აქვს და არც სურვილი, მკაცრად დაიცვას საკუთარი სახელმწიფო ინტერესები“, – აცხადებს მამუკა გამყრელიძე, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.ა

“ძალიან კარგია! მე -10 რეკომენდაციაც შესრულებულია” – ზურაბ ქადაგიძე

ძალიან კარგია! მე -10 რეკომენდაციაც შესრულებულია. ყველანაირი სპეკულაციის სივრცე უნდა გამოირიცხოს, გინდ შიდა და გინდა გარე არაკეთილმოსურნე აქტორების მხრიდან. რეფორმებსა და ზოგადად ახალ გამოწვევებს საკმაოდ დიდი ინტელექტუალური რესურსი ესაჭიროება, რისთვისაც სამოქალაქო საზოგადოების ეროვნულმა პლატფორმამ გამოთქვა მზაობა და აიღო ვალდებულება, მემორანდუმის გაფორმების სახით, რომ პარლამენტთან ერთად იმუშაოს, ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებზე, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის მზაობა, აიღოს ვალდებულება მემორანდუმის გაფორმების სახით, რომ პარლამენტთან ერთად იმუშაოს ასოცირების შეთანხმებით ვალდებულებებზე, კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია სტატუსთან და ევროსტრუქტურებთან დასაახლოებლად.

„ძალიან კარგია! მე -10 რეკომენდაციაც შესრულებულია. ყველანაირი სპეკულაციის სივრცე უნდა გამოირიცხოს, გინდ შიდა და გინდა გარე არაკეთილმოსურნე აქტორების მხრიდან. რეფორმებსა და, ზოგადად, ახალ გამოწვევებს საკმაოდ დიდი ინტელექტუალური რესურსი ესაჭიროება, რისთვისაც სამოქალაქო საზოგადოების ეროვნულმა პლატფორმამ გამოთქვა მზაობა და აიღო ვალდებულება მემორანდუმის გაფორმების სახით, რომ პარლამენტთან ერთად იმუშაოს, ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებზე. ზემოხსენებული პლატფორმა, ასობით ორგანიზაციას აერთიანებს, რომელთაც დიდი გამოცდილება და პროფესიული კვალიფიკაცია გააჩნიათ. კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია სტატუსთან და ევროსტრუქტურებთან დასაახლოებლად.“ – წერს ქადაგიძე.

“აღარ მინდა სალომეზე საუბარი” – კახა კალაძე

არ მინდა, შევიდე პოლემიკაში. სალომეზე, ისედაც ბევრი ვისაუბრეთ ბოლო კვირების განმავლობაში – ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც ქვეყანას აქვს, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გააგრძელოს ქვეყნის პრეზიდენტმა მუშაობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.

თბილისის მერის თქმით, სამწუხაროა, თუმცა დადასტურებულია ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.

„სალომეზე ნამდვილად აღარ მინდა საუბარი. იმდენი ვისაუბრეთ ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანას აქვს, ხალხს აქვს, ამიტომ არ მინდა შევიდე პოლემიკაში, ყველაფერი ცხადია და ნათელია. დადასტურებულია, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია და ძალიან ცუდია, რომ ამის ხაზგასმა მიწევს, უმძიმესია აღნიშნული ფაქტი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარება, უნდა გავაგრძელოთ იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც აქტუალურია საზოგადოებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“ვფიქრობ, ყველაფერი ცხადია – ჩვენ ვისმენთ პირდაპირ მოწოდებებს გადატრიალებასთან და რევოლუციასთან დაკავშირებით” – კალაძე სუს-ის გამოძიებაზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გარკვეულ ძალებს აქვთ მცდელობა, ქვეყანაში მოხდეს გადატრიალება და ამის კონკრეტული ფაქტებიც არსებობს.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამას არ დაუშვებს.

„ვფიქრობ, ყველაფერი ცხადია. ჩვენ ვისმენთ პირდაპირ მოწოდებებს გადატრიალებასთან და რევოლუციასთან დაკავშირებით, ასევე, მოვისმინეთ ვიდეოჩანაწერი, სადაც პირდაპირ ტრენინგი მიმდინარეობდა, როგორ უნდა მოეწყოს რევოლუცია, მოხდეს სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება და ა.შ. ეს ერთი პატარა მაგალითია იმისა, რომ ამ მიმართულებით გარკვეული ბნელი ძალები მუშაობენ. ყოველ შემთხვევაში აქვთ მცდელობა, რომ ქვეყანაში მოხდეს გადატრიალება, დაამხონ ხელისუფლება ყველანაირი მეთოდით. ყველაფერზე წამსვლელები არიან, მაგრამ ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში მოაწყონ არეულობა, გადატრიალება, რევოლუცია, სისხლისღვრა და ა.შ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ავტომობილების ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვა შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ზამთრის პერიოდში, ავტომობილების ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვა შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. ამასთან, მთავრობა იმ ზონებისა და გზის მონაკვეთების ჩამონათვალს განსაზღვრავს, სადაც ზამთარში სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით მოძრაობა სავალდებულო იქნება.

ამასთან დაკავშირებით ცვლილებები ორ კანონში – “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონსა და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ იგეგმება, რომელიც მთავრობის ინიციატივით პარლამენტში უკვე შევიდა.

პროექტის მიხედვით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილ პერიოდსა (1 დეკემბრიდან 1 მარტამდე) და განსაზღვრულ ზონებსა და გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების რომელიმე თვალზე შესაბამისი მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავები არ ექნება, ასევე განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით – შესაბამისი მახასიათებლების ზამთრის საბურავები და არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის 5 ქულით შემცირებას.

მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს ზონებს/გზის მონაკვეთებს, სადაც ზამთრის საბურავებით გადაადგილება სავალდებულო იქნება, აგრეთვე, განსაზღვრავს საბურავებისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების ტექნიკურ მახასიათებლებს.

გარდა ამისა, აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში პოლიცია უფლებამოსილი იქნება სატრანსპორტო საშუალების მძღოლს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა შეუზღუდოს. ამასთან, შესაძლებელი იქნება სამართალდამრღვევს დროებით, საქმის განხილვამდე სატრანსპორტო საშუალება ჩამოერთვას და იგი გადაყვანილ იქნეს სპეციალურ დაცულ სადგომზე.

სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების ანაზღაურება სამართალდამრღვევს დაეკისრება.

პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა.