ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, რომ ბელარუსი მზად არის აფხაზეთი აღიაროს, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ბჟანიას თქმით, „მნიშვნელობა აქვს თავად ფაქტს, რომ აფხაზეთსა და ბელარუსს შორის კონტაქტების დამყარება მოხდა“.
ამასთან, როგორც ბჟანიამ აღნიშნა, თვის ბოლოს აფხაზეთის „დელეგაცია“ ბელარუსში გაემგზავრება ბელარუს კოლეგებთან მუშაობისთვის.