Home Blog Page 1211

დამოუკიდებლობის აღდგენის ამ სიმბოლურ დღეს საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ – საფრანგეთის საელჩო

საქართველოში საფრანგეთის საელჩო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც საელჩოს მილოცვაშია აღნიშნული, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩო საქართველოში გულწრფელად ულოცავს ქართველ ხალხს. საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, დამოუკიდებლობის აღდგენის ამ სიმბოლურ დღეს. საფრანგეთი გააგრძელებს მტკიცედ დგომას საქართველოსა და მისი ხალხის გვერდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, – აღნიშნულია საელჩოს გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

რახან სანქციების თემით არაფერი გამოდის, ამიტომ როგორც ჩანს, მეტი რაღაცაა საჭირო, ვინმეს კიდევ უჩნდება ეჭვი გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაზე? – ლევან ნიკოლეიშვილი IRI-ის და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრაზე

რახან სანქციების თემით შეშინებით არაფერი არ გამოდის, ამიტომ როგორც ჩანს მეტი რაღაცაა საჭირო: ეს მეტი კი ოპოზიციის უფროსებთან დაბარება და მათთვის დეტალური ინსტრუქციის მიცემაა, – ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი IRI-ის ორგანიზებით, კაჭრეთის ამბასადორში ოპოზიციის წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრაზე.

ექსპერტი გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლოა, შეკრებაზე განიხილეს არა რაიმე ღირებული პროგრამა, რითაც “ქართულ ოცნებას” კონკურენციას გაუწევენ, არამედ წაგებული არჩევნების შემდეგ ქმედებებს. მისი თქმით, სწორედ ამიტომ აშინებთ “გამჭვირვალობის კანონი”.

“რახან სანქციების თემით შეშინებით არაფერი არ გამოდის, ამიტომ როგორც ჩანს მეტი რაღაცაა საჭირო: ეს მეტი კი ოპოზიციის უფროსებთან დაბარება და მათთვის დეტალური ინსტრუქციის მიცემაა. ეს შეიძლება იყოს ახსნა იმის შესახებ, თუ როგორ გააკეთონ უფრო მეტი რადიკალური აქცია-პერფორმანსები ან რჩევა/ მოთხოვნა/ბრძანება, რომ მოემზადონ არჩევნებისთვის ძალების მოსაკრებად. საარჩევნოდ არა რამე ისეთი ღირებული პროგრამის დასადებად, რომ მართლა კონკურენცია გაუწიო “ქართულ ოცნებას”, არა – წაგებული არჩევნების შემდეგ როგორ და რანაირად უნდა იკივლოს ოპოზიციამ “გაყალბდა, გაყალბდა.” თუ ასე არ არის, თქვან რაზე შეიკრიბნენ ან ამათმა ან იმათმა. აი, რატომ აშინებთ ქართული გამჭვირვალობის კანონი, ამის მერე ვინმეს კიდევ უჩნდება ეჭვი აღნიშნული კანონის ამოქმედების აუცილებლობაზე?” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში რეაბილიტაცია-რესტავრაციის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა

თბილისის მუზეუმების გაერთიანების მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში რეაბილიტაცია – რესტავრაციის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა. პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

კახა კალაძის განცხადებით, რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარე წლის ოქტომბრისთვის დასრულდება.

„მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა. პროექტის ფარგლებში სახლს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სარდაფი, რომელიც მთლიანად მიწით იყო ამოვსებული, გაიწმინდა და ძალიან დიდი სივრცე გამოთავისუფლდა. ასევე, აქ იყო კერძო საკუთრება, რომლის გამოსყიდვა მოხდა. ეზოც კეთილმოეწყობა და ოქტომბერში სამუშაოები მთლიანად დამთავრებული იქნება. ძალიან მიხარია, რომ ასეთი პროექტები ხორციელდება ჩვენს დედაქალაქში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის სახლ-მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელი ნინო სანადირაძე და თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ აბაშიძე.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები შპს „გრანიტმა“ 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყო. თავდაპირველად ჩატარდა სადემონტაჟო და შენობის გამაგრების სამუშაოები, სარდაფები გაიწმინდა მიწის დანალექი მასებისგან, მოწესრიგდა მუზეუმის ეზოში არსებული წყალმომარაგების ქსელი, შეიცვალა სახურავი და საწვიმარი მილები, ავთენტური სახით მოეწყო შუშაბანდი, დამონტაჟდა გათბობა-გაგრილების სისტემები, მუზეუმი აღიჭურვა ვიდეოსამეთვალყურეო კამერებითა და ხანძარსაწინააღმდეგო; თანამედროვე სისტემებით, მუზეუმს ზანდუკელის ქუჩის მხრიდან დაემატა შემოსასვლელი კიბე, ეზოში დამონტაჟდა განათებისა და სანიაღვრე სისტემები, მოეწყო ავთენტური ქვაფენილი. მუზეუმი ადაპტირებულია და ითვალისწინებს სხვადასხვა საჭიროების ადამიანებისთვის სრულ ხელმისაწვდომობას.

გარდა მემორიალური შენობისა, სამუშაოები დასრულდა კერძო პირისგან გამოსყიდულ ფართშიც, რომელიც მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმის შენობაში მდებარეობდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებაა 1 052 786 ლარი.

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ სახლ-მუზეუმში გამოიფინება მერაბ კოსტავას პირადი ნივთები, მემორიალური ავეჯი, ბიბლიოთეკა, ხელნაწერები, ნოტებისა და გრამფირფიტების კოლექცია, მე-20 საუკუნის II ნახევრის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტური მასალა, პირადი წერილები, მერაბ კოსტავას ინიციატივით გამოცემული არალეგალური ჟურნალ-გაზეთები და სხვა.

უკვე დაწყებულია მერაბ კოსტავას მემორიალური მუზეუმის საექსპოზიციო სივრცეების მზადება და ექსპოგრაფიის გეგმის მომზადება, მიმდინარეობს მემორიალური ნივთებისა და ეროვნული მოძრაობის ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის კონსერვაცია-რესტავრაცია და საგამოფენოდ მზადება, მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის 2024 წლის ბოლოს გაიხსნება.

მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი 1991 წელს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, ინიციატივითა და თაოსნობით დაარსდა. მუზეუმმა ბინა დაარსებისთანავე დაიდო ზანდუკელის ქუჩის N1-ში, მემორიალურ სახლში, სადაც 1939 წელს დაიბადა და სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. თუ არ იზარმაცებთ, იმაზე მეტის გაკეთებას შეძლებთ, ვიდრე გეგმავდით. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, სასიამოვნო სიახლეები და საინტერესო შეთავაზებები. მარტოხელა ვერძებს ვარსკვლავები რომანტიკული ამბის დაწყებას ჰპირდებიან, რომელიც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

კურო

ეცადეთ, დასვენების დღე მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოიყენოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, პრობლემები და დროებით დაივიწყოთ და ყურადღება რაიმე სასიამოვნოზე გადაიტანოთ, რომელიც თქვენს განწყობას აამაღლებს. ძველი მეგობრების სტუმრობა ძალიან გაგახარებთ. შესაძლებლობა გექნებათ განიხილოთ საკითხი, რომელიც დიდი ხანია გაინტერესებთ. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ჯანმრთელობის მიმართ – დღის მეორე ნახევარში სტრესს და გადაღლას განსაკუთრებით უნდა ერიდოთ.

ტყუპები

წინააღმდეგობრივი, სტრესული დღეა. მოულოდნელი მოვლენები გეგმების შეცვლას და ზოგი საქმის სამომავლოდ გადადებას გაიძულებთ. შეიძლება სხვა ადამიანების პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ, რაც დასვენებასა და ძალების აღდგენაში ხელს გიშლით. ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა ძველი პრობლემებისა და მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად. ვარსკვლავების განლაგება გეხმარებათ, რომ რთულ სიტუაციაში გაერკვეთ და სწორად შეაფასოთ. ამ დღეს თქვენს მოტყუებას ვერავინ შეძლებს. დღის მეორე ნახევარში, იღბლიანი შემთხვევა დაგეხმარებათ, რომ შემოსავალი მნიშვნელოვნად გაზარდოთ. შესაძლებლობა გექნებათ, ურთიერთობა გააუმჯობესოთ ადამიანთან, ვისთანაც ამ ბოლო დროს ხშირად კამათობთ.

ლომი

ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც მალე გამოგადგებათ. გამორიცხული არ არის, რომ გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა მოიპოვოთ, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. პირად ცხოვრებაში ეცადეთ ძალიან ფრთხილად და დიპლომატიურად იმოქმედოთ, რათა კონფლიქტი არ გაღვივდეს. არავის არაფერს დაჰპირდეთ – ამ დაპირებების შესრულება გაგიჭირდებათ.

ქალწული

სასიამოვნო და საინტერესო დღეა. ისეთი რამის გაკეთებას შეძლებთ, რისთვისაც დრო არასდროს გქონდათ. მოსწავლეებს და სტუდენტებს სწავლაში, განსაკუთრებული ზუსტი მეცნიერებების მიმართულებით წარმატება ელით. დღის მეორე ნახევარში შესაძლებლობა გექნებათ, დიდი ხნის უნახავ ადამიანებს შეხვდეთ. უახლოეს ადამიანებთან ურთიერთობაში ბევრი პრობლემა და უთანხმოება წარსულს ჩაჰბარდება.

სასწორი

ამ დღეს სიმშვიდის შენარჩუნება გიჭირთ – ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ და საყვარელ ადამიანებს უმიზეზოდ ეჩხუბებით. მზად იყავით ფინანსური დანაკარგების, წარუმატებელი შესყიდვებისა და საბუთებთან დაკავშირებული სირთულეებისთვის. საღამოს საინტერესო ნაცნობობა გელით, რომელიც უჩვეულო, უცნაურ გარემოებებში შედგება.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა მეგობრებთან შეხვედრებისა და ახალი ნაცნობობისთვის. სასიამოვნო სიახლეები და შემოთავაზებები გელით, რომლებზეც უარის თქმა გაგიჭირდებათ. თუ ინიციატივას გამოიჩენთ, ახალ ნაცნობობას შეიძლება რომანტიკული გაგრძელება მოჰყვეს. კარგად დაფიქრდით, სანამ ახალ საქმესთან დაკავშირებულ იდეებს გარშემო მყოფებს გაუზიარებთ.

მშვილდოსანი

დილას შეიძლება სამწუხარო და უსიამოვნო მოვლენებით დაიწყოს, მაგრამ ეს განწყობას ვერ გაგიფუჭებთ. მით უმეტეს, რომ მალე სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. შესაძლებლობა გექნებათ, რომ გამოცდილი ადამიანებისგან რაღაც სასარგებლო ისწავლოთ. დღის მეორე ნახევარში ძველი მეგობრები თავს შეგახსენებენ. შეიძლება ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში უთანხმოება წარმოიშვას, მაგრამ მათი მოგვარების გზას მალე იპოვით.

თხის რქა

აკვიატებული აზრები თავიდან მოიცილეთ, რათა საბედისწერო შეცდომა არ დაუშვათ, რომელსაც მალე ინანებთ. სიფრთხილე ყოველთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში, ასევე საბუთებთან და ძვირად ღირებულ ნივთებთან მუშაობისას. სირთულეების შემთხვევაში შეგიძლიათ დახმარება მეგობრებს სთხოვოთ. თუ საღამოს მნიშვნელოვან შეხვედრას გეგმავთ, გარეგნობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა. თითქმის ყველა საქმე, რომელსაც ხელს მოჰკიდებთ, შესანიშნავად გამოგდით. თუ პრობლემები მაინც წარმოიქმნება, თქვენ გვერდით მოიძებნებიან ადამიანები, რომლებსაც დახმარებისთვის მიმართავთ. დღეს შეძენილი ნივთები დიდხანს მოგემსახურებათ და სიხარულს მოგანიჭებთ.

თევზები

დილიდან სირთულეები გელით, მაგრამ მათ გადალახვას შეძლებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მოულოდნელი და მაცდურ შემოთავაზებებს დაუფიქრებლად დათანხმდეთ. ყველაფერში, რაც ფინანსებსა და ქონებას ეხება, ინტუიციას ენდეთ. შინაგანი ხმა არ გიღალატებთ. გირჩევთ, პირადი ურთიერთობების საკითხებში ლოგიკით იხელმძღვანელოთ. როგორი საქმეც არ უნდა დაიწყოთ, სწრაფი შედეგს იმედი ნუ გექნებათ. მიზანს აუცილებლად მიაღწევთ, მაგრამ მოგვიანებით.

ჩვენს თაობაში გამართულ აქციებზე ყოველთვის იყო დამოუკიდებლობის მოთხოვნა, დღეს კი პოლიტიკური უმცირესობა ქუჩაში ითხოვს დამოკიდებულებას, და თუ მათი მიზანი მიიღწევა, ეს შეიძლება დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდეს – დიმიტრი ხუნდაძე

პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე „ქრონიკაში” გამოეხმაურა ბალტიისპირეთის ქვეყნების ინტერესებსა და მათი წარმომადგენლობის ემოციურ მიმართვებს, რომლებიც უცხოელმა სტუმრებმა საქართველოში გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციაზე გააჟღერეს. დეპუტატი განმარტავს, რომ რეგიონში რთული სიტუაციაა და აქედან გამომდინარე, ახლა ყველას საკუთარი ინტერესი აქვს და არც ბალტიისპირეთის ქვეყნებია გამონაკლისი.

„დღეს ფიქრობენ უკვე ამ კონფლიქტის დივერსიფიცირებას ანუ ეს კონფლიქტი სადღაც უნდა გადავიდეს. ამის მცდელობა თავიდანაც იყო.“-ამბობს ხუნდაძე და განმარტავს თუ რატომ არის ზეწოლა ხელისუფლებაზე. დეპუტატი განმარტავს იმასაც, რომ ახლა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ მეორე ფრონტი ქვეყანაში არ გახსნა, ომის გადატანა პოლონეთში ან ბალტიისპირეთის ქვეყნებშია რეალური.

„ხვალ დამოუკიდებლობის დღეა და პოლიტიკურ მოედანზე, თბილისში, ჩემს თაობაშიც და ჩემი მშობლების თაობაშიც, არაერთი აქცია გამართულა და ყოველთვის იყო დამოუკიდებლობის მოთხოვნა და გაჟღერება, ხმამაღლა და ემოციურად. დღეს პოლიტიკური უმცირესობა ქუჩაში ითხოვს დამოკიდებულებას. კუბილიუსმა რომ თქვა მაგალითად, ან ის რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ჩამოსული პოლიტიკური თანამდებობის პირები პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდნენ მთავრობის, მმართველი გუნდის საწინააღმდეგო აქციაზე და ამას ტაშს უკრავდნენ. ბალტიისპირეთის ქვეყნების ასეთი ემოციურ წარმომადგენლობასაც თავისი შინაარსი აქვს და უსაფუძვლო არც ეს იყო. გეოპოლიტიკური ვითარება რეგიონში არის რთული რეგიონში და უკრაინაში დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირება სასურველი შედეგით ვერ მიდის, პრაქტიკულად საომარი ვითარება არის რუსეთის სასარგებლოდ, სამწუხაროდ. დღეს ფიქრობენ უკვე ამ კონფლიქტის დივერსიფიცირებას, ანუ ეს კონფლიქტი სადღაც უნდა გადავიდეს. ამის მცდელობა თავიდანაც იყო. რატომ არის ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე? იმიტომ, რომ ის არ არის მორჩილი, არ ჩაერთო სანქციებში, უკრაინაში მებრძოლები არ გააგზავნა, მეორე ფრონტი საქართველოში არ გახსნა. სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით, როგორც ჩანს, სცენარში იყო გაწერილი საქართველო, როგორც სისხლის მეორე დამცლელი რუსეთისათვის. ბალტიისპირეთის ქვეყნები, ახლა, ამ ვითარებაში მითუმეტეს, არის შესაძლო მეორე ფრონტი, ეს არის რეალობა. ან უნდა იყოს პოლონეთი ან – ბალტიისპირეთი. ყველაზე დიდი ალბათობა არის ამის. ბალტიისპირეთის ქვეყნები საკუთარი ინტერესების დაცვით მოქმედებენ, თუკი ომი სადმე უნდა გადავიდეს, ურჩევნიათ ამიერკავკასიაში იყოს, საქართველოში, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში.“- ამბობს ხუნდაძე.

84 დეპუტატს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს სანქციები რომ დაუწესონ, ვისღა უნდა ელაპარაკონ?! მაშინ საელჩო უნდა დაკეტონ და წავიდნენ – კახა კახიშვილი

x

84 დეპუტატს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს რომ სანქციები დაუწესონ, ვისღა უნდა ელაპარაკონ?! მაშინ საელჩო უნდა დაკეტონ და წავიდნენ, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა განაცხადა.

„შენ თვითონ სანქცია დაადო და მერე იმ ადამიანს ელაპარაკო, შენ თვითონ უხერხულ მდგომარეობაში ხარ. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ყველა, მათ შორის აშშ-ს ის ადმინისტრაცია რომელიც პასუხისმგებელია საქართველოდან ინფორმაციის მიწოდებაზე პირველი პირებისთვის, გადააფასებს, უფრო რაციონალურ ინფორმაციას მიაწვდის. ეს არის მტკივნეული პროცესი, ჩვენ ამ მტკივნეულ პროცესს გადავიტანთ და უკვე ყველა, საქართველოს სხვანაირად შეხედავს და შეაფასებს, როგორც საერთაშორისო პარტნიორის რანგში“, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა: „სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ“.

ო’ბრაიანის ეს განცხადება მოსალოდნელი იყო, მაგრამ სუვერენიტეტი ავიაბილეთებსა და ვიზებში არ იცვლება – დიმიტრი ხუნდაძე

პარტნიორი ქვეყნის პოლიტიკური გადაწყვეტილება არის ასეთი, რომ მეორე ქვეყნის კანონმდებლები უნდა დაასანქციროს, რადგან იმ ქვეყანაში მიიღეს ესა თუ ის კანონი – მაშინ სად არის დამოუკიდებლობა?! – ასე შეაფასა “ხალხის ძალის” გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიანის განცხადება, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესაძლო დასანქცირების შესახებ.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან საუბარში აღნიშნა, მმართველი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება კიდევ უფრო პრინციპული გახდა და პარტნიორი ქვეყნისგან მსგავსი ტიპის დამოკიდებულება შეურაცხმყოფელია.

“ისე ვერ იწვიმებს, როგორც ქუხს, რადგან ამინდი შესაფერისი არ არის – ჩვენს ოპონენტებს უნდათ, რომ მეტად მოღრუბლული იყოს ჩვენს ცაზე. ო’ბრაიანის ეს განცხადება მოსალოდნელი იყო, რადგან ეს არის შანტაჟის მიზნით გამოყენებული სანქციები, თანაც ასეთი მასშტაბით და ამხელა პოლიტიკური სართულიდან გაჟღერებული – მან, პრაქტიკულად, ვერ იმუშავა.

ამან მმართველი გუნდი კიდევ უფრო პრინციპული გახადა. მოვისმინეთ განცხადება, რომ სუვერენიტეტი ავიაბილეთებში და ვიზებში არ იცვლება და ეს პრინციპულობა შეიცავს გაბრაზების ტონსაც – ასეთი დამოკიდებულება შეურაცხმყოფელი და მიუღებელია.

წარმოიდგინეთ, პარტნიორი ქვეყნის პოლიტიკური გადაწყვეტილება არის ასეთი, რომ მეორე ქვეყნის კანონმდებლები უნდა დაასანქციროს, რადგან იმ ქვეყანაში მიიღეს ესა თუ ის კანონი -მაშინ სად არის დამოუკიდებლობა?! “, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გამჭვირვალობის კანონი რუსეთისგან შემოგდებული თემა რომ ყოფილიყო, პირველ ისტერიკას რუსეთი ატეხავდა – როგორ ბედავს ახლა საქართველო ამ კანონის მიღებასო * კახა კახიშვილი ​

x

გამჭვირვალობის კანონი რომ ყოფილიყო რუსული და ყოფილიყო შემოგდებული თემა რუსეთისგან, პირველ ისტერიკას ატეხავდა რუსეთი, რომ როგორ ბედავს ახლა საქართველო ამ კანონის მიღებასო, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა განაცხადა.

„ზუსტადაც, რუსეთს რომ არ აწყობს ეს კანონი, ამიტომაც გვაქებს“, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს დასავლეთთან გართულებული ურთიერთობა იმიტომ აქვს, რომ დასავლეთის ნაწილს, რომლებიც უკრაინის ომის ფუძემდებლები იყვნენ, ჰქონდათ სურვილი, რომ უკრაინასთან ერთად საქართველო ყოფილიყო მეორე ფრონტის ნაწილი.

„ახლა ისტერიკაში პოლიტიკოსების ზუსტად ის ნაწილია, რომლებმაც ვერ მიაღწიეს საკუთარ მიზანს. მათთვის მიხეილ სააკაშვილი ძალიან კომფორტული ფიგურა იყო, რადგან სააკაშვილის ქვეშ იყო ყველა სტრუქტურა. დღეს ნახეს, რომ პრემიერს ელაპარაკებიან, პრემიერი ვერაფერს გადაწყვიტავს, იმიტომ რომ პარლამენტის თავმჯდომარეცაა, პარლამენტის თავმჯდომარეს დაელაპარაკებიან და აგერ მთავრობა და ცალკე კიდევ სხვა სტრუქტურებია. ამიტომ ნახეს, რომ ამათთან არ გამოდის, ჯობია რევოლუციური პროცესით ესენი შევცვალოთ, რომ შემდეგში მივიღოთ მოკავშირე, რომელიც ყველაფერზე წავა. ახლა რომ არ ყოფილიყო გამჭვირვალობის კანონი, 27 ოქტომბერს იქნებოდა დელეგიტიმაციაზე საუბარი. ახლაც იქნება ამაზე საუბარი, მაგრამ წინასწარმა პროცესებმა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს დაანახა ის არსებული რეალობა, რისთვის არის ბრძოლა“, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს 19 მაისს ვეტო დაადო.

არსებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და სალომე ზურაბიშვილი ხვალ „ერთიანი პლატფორმის შესახებ“ მემორანდუმს გამოაქვეყნებენ

„ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებსა და სალომე ზურაბიშვილს დავალება მიუვიდათ, როგორც თავად საუბარში აცხადებენ, მათი „დიდი მეგობრებისგან”, რომ ხვალ, 26 მაისს “ერთიანი პლატფორმის შესახებ” მემორანდუმი გამოაქვეყნონ და პოლიტიკურ პარტიებს ამ დოკუმენტზე ხელმოსაწერად გარკვეული ვადა შესთავაზონ.

მემორანდუმში იქნება სხვადასხვა პუნქტი, მათ შორის ერთ-ერთი, ერთიან საარჩევნო სიას შეეხება. სწორედ ეს არის ერთადერთი პუნქტი, რაზეც სალომე ზურაბიშვილი და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, ასევე გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ასეთი პუნქტის ჩაწერა მემორანდუმში, ყველასთვის დამაზიანებელი იქნება, საზოგადოება ამისთვის ბოლომდე შემზადებული არ არის და ეს უნდა მოხდეს უშუალოდ საარჩევნო სიების წარდგენის წინა დღეებში. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია მემორანდუმიდან, ამ ეტაპზე, საერთო სიის პუნქტი ამოიღონ.

რაც შეეხება სხვა პუნქტებს, მათში შეტანილია სხვადასხვა დათქმა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უნდა შეიქმნას ერთიანი დროებითი მთავრობა, პარლამენტმაც მხოლოდ ერთი წლით უნდა იფუნქციონიროს, ხოლო მომდევნო საპარლამენტო არჩევნები თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში უნდა ჩატარდეს. მანამდე კი, მთლიანად უნდა გადააგდეს და გაიწმინდოს – პოლიცია, სუსი, პროკურატურა, სასამართლო, საჯარო სამსახურები, ცესკო და ა.შ.

„რუსთავი 2″ იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს დაუკავშირდა, რომლებიც აპირებენ, აღნიშნულ დოკუმენტს მოაწერონ ხელი. მათი ნაწილი გარკვეულწილად ადასტურებს ინფორმაციას, რომ ეს მემორანდუმი სწორედ ხვალ გასაჯაროვდება. ასევე ამბობენ იმას, რომ სალომე ზურაბიშვილს ძალიან საინტერესო გამოსვლა ექნება.

ეს იყო პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მიზნით გაკეთებული განცხადებები – კახა კახიშვილი აშშ-ის მიერ დაანონსებულ შეზღუდვებზე

ეს იყო პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მიზნით გაკეთებული განცხადებები, – განაცხადა „ქრონიკაში“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიერ დაანონსებულ შეზღუდვებზე საუბრისას.

„რაც შეეხება სანქციებთან დაკავშირებულ საუბარს, ვფიქრობ, რომ ეს იყო პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მიზნით გაკეთებული განცხადებები. ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ არასერიოზულია, დამოუკიდებელ, თუნდაც, პატარა ქვეყანას დაემუქრო სანქციებით მხოლოდ იმიტომ, რომ მან ჩათვალა, რომ რაღაც ტიპის საკანონმდებლო რეგულაცია უნდა მიიღოს. აქ ხომ არ არის მხოლოდ საქართველოს და დასავლეთის ურთიერთობა, ამ ურთიერთობას უყურებს ძალიან ბევრი სხვა ქვეყანა და ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ საქართველო მართალია, პატარა ქვეყანაა, მაგრამ ძალიან სერიოზული სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა ჰქონდა და აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ყველა ამას უყურებს, რომ აი, ნახეთ, რას უშვრებიან იმ ქვეყანას, რომელსაც ჰქონდა სტრატეგიული ურთიერთობა, არაერთ საერთაშორისო მისიაში მიიღო მონაწილეობა, ყველანაირად მხარს ჭერდა ყველა საერთაშორისო ასპარეზზე ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას და უცბად ერთი კანონპროექტის გამო ფაქტობრივად, მზად არიან გაწყვიტონ ქვეყანასთან ურთიერთობა. ეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა არ მოსულა ჰაერიდან, ეს იყო ზუსტად იმის შედეგი, რომ ჩვენ ვთანამშრომლობდით წლების განმავლობაში სხვადასხვა რეგულაციებზე”, – კახა კახიშვილმა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, სასაზღვრო პოლიციის ორი თანამშრომელი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ცოლად მოყვანის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი თანამშრომელი დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქე მ.კ.-მ ცოლად მოყვანის მიზნით 23 წლის გოგოს მოტაცება განიზრახა. 2024 წლის 25 მაისს, დაბა მესტიაში, თამარ მეფის ქუჩაზე, მან სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს 2 ინსპექტორის დახმარებით, დაზარალებული ქალი იძულებით ა/მანქანაში ჩასვა და გაიტაცა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, შეტყობინების შემოსვლის შემდეგ გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. გამოიკითხნენ მოწმეები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მოპოვებული იქნა გატაცების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რის შემდეგაც 2024 წლის 25 მაისს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დაკავებულ იქნა სასაზღვრო პოლიციის ორივე თანამშრომელი, ხოლო მოქალაქე მ.კ. დაკავებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულებს ბრალდება 48 საათში წარედგინება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯერ არის საკუთარი ოჯახი და მერე უკვე სხვა – ვინც ასე არ უყურებს, ჩემთვის საშიში და ფარისეველი კაცია – გიორგი გამსახურდია

ძალიან მარტივია, ჯერ ყველა ნორმალური ადამიანისთვის, არის მისი სამშობლო და მისი ინტერესები. შემდეგში უკვე სხვისი ინტერესები, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

„უფრო მარტივად ავხსნი, ჯერ არის საკუთარი ოჯახი და მერე უკვე სხვა. ვინც ესე არ უყურებს, ჩემთვის საშიში და ფარისეველი კაცია. ეს ყველაფერი დამერწმუნეთ ჩვენმა ე.წ “ოპოზიციამაც” იცის, უბრალოდ დავალებაა ეგეთი და ვერაფერს ვერ გახდებიან. მათი ენა არის რადიკალიზაცია, ძალადობა და ყველაფერი ის, რაც ჩვენ მიზანთან, ევროპასთან გვაშორებს. მალე განიცდის დამსახურებულ მარცხს, ლიბერალური დემოკრატია, რომელმაც ვოვა, ბოსელის ბაღლინჯოსავით მოასუქა და მერე ვნახავ ზოგიერთის ადგილს სადაც იქნება“, – წერს გიორგი გამსახურდია.