Home Blog Page 1209

ISFED-მა ბორჯომში დახურული შეხვედრა გამართა

ISFED-მა ბორჯომში დახურული შეხვედრა გამართა. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2020 წელს მმართველმა გუნდმა პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებაში ამხილა, 2024 წლის არჩევნების დასაკვირვებლად ემზადება.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის განცხადებით, დახურულ შეხვედრაზე საორგანიზაციო საკითხები განიხილეს და მთავარი თემა სწორედ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იყო.

„ჩვენი წევრები შეიკრიბნენ, რომ ორგანიზაციის გამგეობის ახალი 3 წევრი შერჩეულიყო და ამასთან ერთად ჩვენ ჩავატარეთ საარჩევნო მეთოდოლოგიის ტრენინგები – როგორ უნდა დააკვირდნენ ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე წინასაარჩევნო პერიოდს, როგორი იქნება ჩვენი მისია. მაქსიმალურად იქნება ზუსტი შეფასება იმისა, თუ რა იქნება როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღესა და შემდგომ პერიოდში“, – განაცხადა დოლიძემ.

„ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

პირველად ბოლო 4 თვის განმავლობაში „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ღაზის სექტორიდან თელ-ავივისკენ სულ მცირე 8 რაკეტა გაუშვეს. ისრაელის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რაკეტების ნაწილის მოგერიება შეძლება და შეტევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ჰამასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არის „პასუხი მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობაზე“.

პირველად ბოლო 4 თვის განმავლობაში „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ღაზის სექტორიდან თელ-ავივისკენ სულ მცირე 8 რაკეტა გაუშვეს. ისრაელის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რაკეტების ნაწილის მოგერიება შეძლება და შეტევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ჰამასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არის „პასუხი მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობაზე“.

ევროკავშირი უნდა მოემზადოს შესაძლო ომისთვის და მიიღოს ზომები ერთობლივი შეიარაღებისთვის

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის არაერთგზის მუქარის ფონზე, ევროკავშირი უნდა მოემზადოს შესაძლო ომისთვის და მიიღოს ზომები ერთობლივი შეიარაღებისთვის, – „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

”ვინც პუტინის მსგავსად ლაპარაკობს და იქცევა, არ სურს მშვიდობა, არამედ აპირებს გააგრძელოს”, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ფონ დერ ლაიენმა, რომელიც ადრე გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდა, ხაზი გაუსვა უკრაინის მუდმივი მხარდაჭერისა და ამავე დროს საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობას.

”თუ ჩვენ გვსურს შევინარჩუნოთ მშვიდობა ჩვენს კონტინენტზე, მაშინ გვჭირდება ინვესტიცია თავდაცვაში”, – აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ღონისძიებების დაფინანსება ევროკავშირის წევრი ქვეყნების შენატანებიდან მიღებული საბიუჯეტო სახსრებით უნდა განხორციელდეს.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის დამფუძნებელი შეთანხმებები ითვალისწინებს საერთო თავდაცვის პოლიტიკას, მაგრამ არ ითვალისწინებს სამხედრო და თავდაცვის მიზნებისთვის ოპერატიული ხარჯების ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებას.

საქართველოს მდინარეებში წყლის დონემ იკლო – ვერეს ხეობაში მონიტორინგი ხორციელდება – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ვერეს ხეობაში, ასევე საქართველოს მასშტაბით, სხვა მდინარეებში წყლის დონემ კლება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ნალექი შეწყდა და ახლა საშიშროებაც ნაკლებია.

„წყლის დონემ კლება ყველგან დაიწყო, არა მარტო ვერეს ხეობაში, სხვა მდინარეებზეც იყო მომატებული უხვი ნალექის გამო. ყველა მდინარემ კლება დაიწყო იმიტომ, რომ ნალექი შეწყდა და აღარც ველოდებით. შესაბამისად, მდინარეებში წყლის დონემ დაიკლო და საშიშროებაც ნაკლებია. ვერეს ხეობაში მონიტორინგი ხორციელდება, გვაქვს სადგურები და ვითარებას აკვირდებიან“, -განმარტავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ამასთან, როგორც სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით განცხადებასაც გაავრცელებენ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ვერეს ხეობაში წყლის დონე საშიშ ნიშნულზეა”. მდინარემ ავტომობილიც წაიღო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ პირი, რომელიც ავტომობილში იმყოფებოდა უსაფრთხო ადგილას არის გაყვანილი.

ინფორმაციისთვის, უხვმა ნალექმა ქვეყნის მასშტაბით პრობლემები შექმნა. კერძოდ, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტიქიურმა პროცესებმა მნიშვნელოვნად დააზარალა წეროვანის დევნილთა დასახლება, თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულები და მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები. გარდა ამისა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად 15-ზე მეტი სოფელი არის გარე სამყაროს მოწყვეტილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რწმუნებულმა განუცხადა, პრევენციის მიზნით, ღამით მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. სტიქიამ პრობლემები შექმნა კახეთშიც, რეგიონში ადიდებულია რამდენიმე მდინარე.

მდინარე ვერემ ავტომობილი წაიღო – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მანქანაში მყოფი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი

ადიდებულმა მდინარე ვერემ ავტომობილი წაიღო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მანქანაში მყოფი მოქალაქე გამოყვანილია და უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.

ადიდებული მდინარის კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ინფორმაციისთვის, უხვმა ნალექმა ქვეყნის მასშტაბით პრობლემები შექმნა. კერძოდ, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტიქიურმა პროცესებმა მნიშვნელოვნად დააზარალა წეროვანის დევნილთა დასახლება, თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულები და მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები. გარდა ამისა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად 15-ზე მეტი სოფელი არის გარე სამყაროს მოწყვეტილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რწმუნებულმა განუცხადა, პრევენციის მიზნით, ღამით მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. სტიქიამ პრობლემები შექმნა კახეთშიც, რეგიონში აიდებულია რამდენიმე მდინარე.

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა მცხეთა-მთიანეთში, დატბორილია სახლები, გზები და საკარმიდამო ნაკვეთები, რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა

უხვმა ნალექმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასშტაბით პრობლემები შექმნა.

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტიქიურმა პროცესებმა მნიშვნელოვნად დააზარალა წეროვანის დევნილთა დასახლება, თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულები და მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები.

მცხეთის მერიის ინფორმაციით კი, წყალდიდობამ პრობლემები შექმნა ცხვარიჭამიის, ლისის, ძეგვის, ნიჩბისის, ძალისის წეროვნის და ნავდარაანთკარის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში.

“სტიქიის ზონებში იმყოფებიან თვითმმართველობის წარმომადგენლები. მათ შორის წეროვანის დევნილთა დასახლებაში იმყოფება მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები. ადგილზე ასევე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. მათ მოსახლეობასთან შექმნილი საჭიროებების შესახებ აქტიური კომუნიკაცია აქვთ”, – აღნიშნულია მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

15-ზე მეტი სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილია – ღამით დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია – ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად 15-ზე მეტი სოფელი არის გარე სამყაროს მოწყვეტილი.

პრევენციის მიზნით, ღამით მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

„მთელი ღამის განმავლობაში უხვი ნალექი იყო. განსაკუთრებით მარნეულის, თეთრიწყაროს, ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტში გვაქვს მძიმე შედეგები.

15-ზე მეტი სოფელი არის გარე სამყაროს მოწყვეტილი. ხიდებია ჩანგრეული, სამაშველო სამსახური მუშაობს 24 საათის განმავლობაში. ასევე, საჭირო გახდა დამატებითი ძალების მობილიზება სხვადასხვა რეგიონიდან. ძალიან აქტიურად არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტრო. პრევენციის მიზნით, ღამევე დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია იქ, სადაც დატბორვის არეალები იყო. ასევე, მოხდა მარნეულის მუნიციპალიტეტში 15-ზე მეტი ოჯახის გამოყვანა საცხოვრებელი სახლიდან. ამ წუთებში, პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს და ველოდებით წყლის ნაკადის შემცირებას, რის შემდეგადაც დავიწყებთ სამაშველო სამსახურთან ერთად იმ კერძო სახლებში სამუშაოებს, რომელიც დატბორილია.

გაწმენდითი სამუშაოები წყლის დონის კლების შემდეგ დაიწყება. ამ წუთისთვის, ფიზიკურად ვერ ხერხდება აღნიშნული სამუშაოების ჩატარება, თუმცა, მოლოდინი გვაქვს, რომ რამდენიმე საათში წყლის დონე დაიკლებს და აქტიურად დავიწყებთ გაწმენდით სამუშაოებს. სამაშველო სამსახურთან ერთად ჩართულია ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, მთავრობის ადმინისტრაციიდან რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი. მაქსიმალურად ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ზიანი ნაკლები იყოს. ზარალი ძალიან დიდია, საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. მყისიერად მოხდა ყველა პრობლემურ ლოკაციაზე რეაგირება როგორც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, ისე სამაშველო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

მძიმე და კრიტიკულ არეალებში, სადაც იმის რისკია, რომ წყლის დონემ მოიმატოს, იქიდან ყველა არის ევაკუირებული. ბოლოს 9 ადამიანი იყო ჩარჩენილი წითელ ხიდთან, ერთ-ერთ ობიექტზე და დაიწყეს მაშველებმა ნავებით მათი გამოყვანა. ყველა რისკი მოხსნილია“,- აღნიშნა გიორგი დოხტურიშვილმა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მეზობელი ქვეყნები ულოცავენ

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს მეზობელი სახელმწიფოები ულოცავენ.

„როგორც მეზობელი ქვეყანა, საქართველო ჩვენს რეგიონში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით“ – აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაკან ფიდანის მისალოც წერილში, რომელიც მან თავის ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილის გამოუგზავნა. წერილში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ თურქეთისთვის საქართველო არა მხოლოდ მეგობარი ქვეყანაა, არამედ სტრატეგიული პარტნიორია. „ღრმად მწამს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და მტკიცე თანამშრომლობა ყველა სფეროში განმტკიცდება“ – ნათქვამია წერილში.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის მისალოც წერილში საქართველოს როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, მეგობარსა და მეზობელს მოიხსენიებს და წინსვლასა და წარმატებას უსურვებს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც. „დაე, კიდევ უფრო განმტკიცდეს ჩვენი ხალხების ძმური კავშირები და ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რაც სომხეთს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიას კეთილდღეობას მოუტანს“ – აღნიშნულია ილია დარჩიაშვილის სახელზე გამოგზავნილ მისალოც წერილში.

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.

ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი ქართველისთვის, ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი, ქვეყნის გამთლიანების სურვილია – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე თავისუფლების მოედანზე, სამხედრო მომსახურეთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო და ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

მისი თქმით, ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოიპოვეს და გადმოგვცეს ქვეყნის დამოუკიდებლობა, რასაც დაცვა და შენარჩუნება სჭირდება.

„სრულიად საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს! ამ დღეს ჩემი მთავარი სურვილი, ისევე როგორც ნებისმიერი ქართველისთვის, ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი, ქვეყნის გამთლიანების სურვილია. ქვეყნის დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია-იყო დამოუკიდებელი, თავისუფალი, დაცული იყოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ტერიტორიების ხელშეუხებლობა. ამ ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობის უფლებაა, მართოს ქვეყანა საკუთარი რწმენისა და ნების შესაბამისად. ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოიპოვეს და გადმოგვცეს დამოუკიდებლობა და ამას სჭირდება შენარჩუნება. ჩვენ დღესაც გვიწვეს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მეუღლესთან ერთად დაესწრო.

ნამდვილად სამარცხვინო იყო – კახა კალაძე პრეზიდენტის განცხადებებზე

ნამდვილად სამარცხვინო იყო ის განცხადება, რაც აღნიშნულ ზეიმზე, რასაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ჰქვია, [პრეზიდენტისგან] ჩვენ მოვისმინეთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

„დღეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, დღეს არის ზეიმი, შესაბამისად, თავს შევიკავებ პოლემიკაში შესვლისგან. ნამდვილად სამარცხვინო იყო ის განცხადება, რაც აღნიშნულ ზეიმზე, რასაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ჰქვია, ჩვენ მოვისმინეთ, სამწუხაროდ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძემ დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს დღესაც უწევს ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის.

„დღეს მთავარი სურვილია, რა თქმა უნდა, ქვეყნის გამთლიანება. ნებისმიერი ქართველისთვის ეს არის პრინციპული საკითხი, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. სრულიად საქართველოს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე. ქვეყნის დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია იყო დამოუკიდებელი, თავისუფალი, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სუვერენიტეტი, შენი ქვეყნის ტერიტორიების ხელშეუხებლობა. ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების უფლებაა, მართონ თავიანთი ქვეყანა თავიანთი რწმენისა და ნების შესაბამისად. ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოიპოვეს დამოუკიდებლობა და გადმოგვცეს ჩვენ და ამას ჭირდება შენარჩუნება. დღესაც გვიწევს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სამწუხაროა, როდესაც 26 მაისი, ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, გამოიყენება პოლიტიკური განცხადებებისთვის, ეს არ არის პოლიტიკური განცხადებების დღე, ეს არის ეროვნული დღესასწაული -პრემიერი

სამწუხაროა, როდესაც 26 მაისი, რომელიც არის ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, გამოიყენება პოლიტიკური განცხადებებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა 26 მაისის ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შეფასებისას.

კობახიძის თქმით, დღეს ყველამ უნდა ისაუბროს ეროვნულ ამოცანებზე.

„არ მინდა, რაღაც განსაკუთრებული კომენტარები გავაკეთო ამ განცხადებებთან დაკავშირებით. ზოგადად, სამწუხაროა, როდესაც 26 მაისი, რომელიც არის ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, გამოიყენება პოლიტიკური განცხადებებისთვის. ეს არ არის პოლიტიკური განცხადებების დღე, ეს არის დღესასწაული, სადაც ყველამ ერთად უნდა ვისაუბროთ არა პოლიტიკაზე ვიწრო გაგებით, არამედ საერთო ეროვნულ ამოცანებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისას აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი სურვილია, ყველას ჰქონდეს კეთილდღეობის ის ხარისხი, რასაც თითოეული მოქალაქე იმსახურებს.

„ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ამისთვის ვიზრუნოთ, ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ყველამ ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნამდვილად სამარცხვინო იყო – კახა კალაძე პრეზიდენტის განცხადებებზე

ნამდვილად სამარცხვინო იყო ის განცხადება, რაც აღნიშნულ ზეიმზე, რასაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ჰქვია, [პრეზიდენტისგან] ჩვენ მოვისმინეთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

„დღეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, დღეს არის ზეიმი, შესაბამისად, თავს შევიკავებ პოლემიკაში შესვლისგან. ნამდვილად სამარცხვინო იყო ის განცხადება, რაც აღნიშნულ ზეიმზე, რასაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ჰქვია, ჩვენ მოვისმინეთ, სამწუხაროდ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძემ დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს დღესაც უწევს ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის.

„დღეს მთავარი სურვილია, რა თქმა უნდა, ქვეყნის გამთლიანება. ნებისმიერი ქართველისთვის ეს არის პრინციპული საკითხი, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. სრულიად საქართველოს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე. ქვეყნის დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია იყო დამოუკიდებელი, თავისუფალი, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სუვერენიტეტი, შენი ქვეყნის ტერიტორიების ხელშეუხებლობა. ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების უფლებაა, მართონ თავიანთი ქვეყანა თავიანთი რწმენისა და ნების შესაბამისად. ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოიპოვეს დამოუკიდებლობა და გადმოგვცეს ჩვენ და ამას ჭირდება შენარჩუნება. დღესაც გვიწევს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.