ISFED-მა ბორჯომში დახურული შეხვედრა გამართა

11
spot_img

ISFED-მა ბორჯომში დახურული შეხვედრა გამართა. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2020 წელს მმართველმა გუნდმა პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებაში ამხილა, 2024 წლის არჩევნების დასაკვირვებლად ემზადება.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის განცხადებით, დახურულ შეხვედრაზე საორგანიზაციო საკითხები განიხილეს და მთავარი თემა სწორედ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იყო.

„ჩვენი წევრები შეიკრიბნენ, რომ ორგანიზაციის გამგეობის ახალი 3 წევრი შერჩეულიყო და ამასთან ერთად ჩვენ ჩავატარეთ საარჩევნო მეთოდოლოგიის ტრენინგები – როგორ უნდა დააკვირდნენ ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე წინასაარჩევნო პერიოდს, როგორი იქნება ჩვენი მისია. მაქსიმალურად იქნება ზუსტი შეფასება იმისა, თუ რა იქნება როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღესა და შემდგომ პერიოდში“, – განაცხადა დოლიძემ.