Home Blog Page 1208

,,ჩვენი პოლიტიკური ძალა შეუერთდება პრეზიდენტის გზავნილს”- გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ მისი პოლიტიკური ძალა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმას, „ქართული ქარტიას“ შეუერთდება.

მისივე თქმით,დადებითად აფასებს მთავარ გზავნილს, სულისკვეთებას, ყველა საკვანძო გზავნილს.

“მე მთელი პარტიის სახელით ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, მაგრამ როგორც ერთ-ერთმა ლიდერმა შემიძლია ვთქვა, რომ ამ გზავნილებთან შეერთება ძალიან მნიშვნელოვანია. ვაპირებ, ეს პოზიცია დავიცვა. ჩვენი პოლიტიკური ძალა შეუერთდება ამ გზავნილს. იმის რეალურად დემონსტრირება, რომ გვაქვს კონკრეტული საერთო გეგმა აუცილებელ ნაბიჯებზე, ყველა განსხვავების მიუხედავად ზუსტად ისაა, რასაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორად ითხოვდა. ზუსტი გზავნილი იყო, რომ ეს არ ნიშნავს ერთმანეთში ათქვეფას, არ იყოს მნიშვნელოვან საკითხებზე კამათი, ყველა ერთ ყულაბაში აღმოჩნდეს, რაც მმართველ რეჟიმს გაუადვილებდა პროპაგანდას – არა! ეს ნიშნავს იმის დემონსტრირებას, რომ განსხვავებული პოლიტიკური ხედვის ადამიანებს მნიშვნელოვან საკითხებზე შეუძლიათ ერთად მუშაობა. ე.ი. ქმედითი იქნება ის კოალიციური მთავრობის კონფიგურაცია, რაც ხალხის ნების გამოხატვის შედეგად შედგება”, – აღნიშნა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომელსაც „ქართული ქარტია“ ჰქვია და პოლიტიკურ პარტიებს მასზე შეჯერებას სთავაზობს.

დიდ ქვეყნებს სჭირდებათ გამჭვირვალობა და ვერ იგებენ, რატომ სჭირდება პატარა ქვეყანასაც გამჭვირვალობა- თეა წულუკიანი

დიდ ქვეყნებს სჭირდებათ გამჭვირვალობა და ვერ იგებენ, რატომ სჭირდება პატარა ქვეყანასაც გამჭვირვალობა. ამ კონტექსტში ეწერება ვენეციის კომისია და მისი დასკვნა, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა „იმედის კვირას“ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნაზე საუბრისას განუცხადა.

„როგორც კი ვენეციის კომისია შედის მიზანშეწონილობის საკითხში, ის უკვე ვეღარ აიცილებს თავიდან დასკვნის პოლიტიზაციას, რადგან მიზანშეწონილობა უკვე პოლიტიკის საკითხია. დიდ ქვეყნებს სჭირდებათ გამჭვირვალობა და ვერ იგებენ დიდი ქვეყნები, რატომ სჭირდება პატარა ქვეყანასაც გამჭვირვალობა. ამ კონტექსტში ეწერება ვენეციის კომისია და მისი დასკვნა. ეს არ არის ცალკეული ინიციატივა, ეს არის დიდ სურათში ერთი ნაწილი“, – განაცხადა წულუკიანმა.

პარტია “ახალი” ხელს მოაწერს „ქართულ ქარტიას“- ნიკა გვარამია

პარტია “ახალი” პრეზიდენტის მიერ წარდგენილ “ქართულ ქარტიას” ხელს მოაწერს. ამის შესახებ მედიასთან პარტიის ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი დოკუმენტი ძალიან კარგია, სწორი აქცენტებით.

“ქარტიასთან დაკავშირებით მოვისმინეთ. მე ვფიქრობ, რომ შეფერხება ჩვენი მხრიდან არ იქნება. პარტია “ახალი” ხელს მოაწერს ქარტიას. სადღაც ნაკლებად, სადღაც მეტად, მაგრამ ჯამურად, მე ვფიქრობ, რომ დოკუმენტი ძალიან კარგია, სწორი აქცენტებით და ხელს მოვაწერთ და შევუერთდებით,” – განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა – “ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.

პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა – „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს

საქართველოსპრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა – „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე გამოსვლისას გააკეთა.

პრეზიდენტი ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მზად არის ქარტიაში ასახული ვალდებულებები მომავალ პარლამენტში შეასრულოს, ხელმოსაწერა სთავაზობს.

“გადავწყვიტე, თქვენს წინაშე წარმომედგინა ერთგვარი სამოქმედო გეგმა, “ქართული ქარტია”, რომლის ირგვლივ პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობ შეჯერებას. თანხმობა და პირობის დადება ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულება აუცილებელია არა მხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ დემოკრატიისთვის. თანხმობა და პირობის დადება ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულება აუცილებელია არა მხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ დემოკრატიისთვის და სამართლიანი სახელმწიფოს დამიკვიდრებისთვის. შევადგინე და წადმოგიდგენთ ქართულ ქარტიას.

ამ ქარტიას ხელმოსაწერად ვთავაზობ ყველა პოლიტიკურ პარტიას,რომელიც მზად არის მასში ასახული ვალდებულებების შესრულება იკისროსოს მომავალ პარლამენტში. ეს არ არის ჰაერში მოცემული პირობა. ამ ქარტიის შესრულების და ნდობის აღდგენისთვის უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური რეალობა, ამისთვის საჭიროა სხვანაირი ერთობა, სხვანაირი არჩევნები, სხვანაირი მთავრობა. სხვანაირი ერთობა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა – „ქართული ქარტია” წარადგინა, რომლის ირგვლივაც პოლიტიკურ პარტიებს შეჯერებას სთვაზობს

გადავწყვიტე, თქვენს წინაშე წარმომედგინა ერთგვარი სამოქმედო გეგმა, ქართული ქარტია, რომლის ირგვლივ პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობ შეჯერებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან მიმდინარე ღონისძიებაზე მიმართვისას განაცხადა.

“ გადავწყვიტე, თქვენს წინაშე წარმომედგინა ერთგვარი სამოქმედო გეგმა, ქართული ქარტია, რომლის ირგვლივ პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობ შეჯერებას. თანხმობა და პირობის დადება ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულება აუცილებელია არამხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ დემოკრატიისთვის”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

,,ვფიქრობ, მოვლენები გლობალურად განვითარდება სწორი მიმართულებით, რაც აისახება საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე, მათ შორის ევროინტეგრაციის კუთხით წინსვლაზეც”- ირაკლი კობახიძე

ვფიქრობ, მოვლენები გლობალურად განვითარდება სწორი მიმართულებით, ეს პროცესები დაიწყება წლის ბოლოდან და მომავალი წლის დასაწყისში გამოიკვეთება უკვე დადებითი დინამიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან” ინტერვიუში განაცხადა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დადებითი დინამიკა აისახება საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზეც, მათ შორის ევროინტეგრაციის კუთხით წინსვლაზეც.

„ვფიქრობ, რომ მოვლენები გლობალურად განვითარდება სწორი მიმართულებით, ეს პროცესები დაიწყება სადღაც წლის ბოლოდან, მომავალი წლის დასაწყისში გამოიკვეთება უკვე დადებითი დინამიკა. ეს დადებითად აისახება საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზეც და მათ შორის დადებითად აისახება ევროინტეგრაციის კუთხით ჩვენს წინსვლაზე. ვფიქრობ, გვექნება თვისებრივი, ძირეული ცვლილებები წლის ბოლოდან განსაკუთრებით მომავალი წლის დასაწყისში. იმედი გვაქვს, რომ უკრაინაშიც მალე დასრულდება ომი, რაც რა თქმა უნდა, საქართველოზე ზეწოლას და საქართველოსთან დაკავშირებულ რისკებს თვისებრივად შეამცირებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გაუმჭვირვალობა ქმნის ნოყიერ ნიადაგს მუდმივი არასტაბილურობისთვის, რაც არ არის კარგი ჩვენი ქვეყნისთვის – პრემიერი

მნიშვნელოვანია, ახლა გადავიაროთ მცირე სირთულეები, მცირე ტურბულენტობა წლევანდელ წელს, ამ კვირების განმავლობაში, იმისათვის, რომ შემდეგ, გრძელვადიან პერსპექტივაში მოვახერხოთ ქვეყნის დამშვიდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან” ინტერვიუში განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გაუმჭვირვალობა ქმნის ნოყიერ ნიადაგს მუდმივი არასტაბილურობისთვის, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

 

„არსებული მოცემულობა, გაუმჭვირვალობა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისა, ქმნის ნოყიერ ნიადაგს მუდმივი არასტაბილურობისთვის, რაც არ არის კარგი ჩვენი ქვეყნისთვის. ახლა იქნება მცირე ტურბულენტობა, მაგრამ ამას გადავივლით და ამის შემდეგ უკვე შეიქმნება ძალიან მყარი სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რომ დამშვიდდეს ქვეყანა.

მე მესმის, რომ არის მღელვარება, მათ შორის დონორებში და არავის უხარია გამჭვირვალობა. აქედან გამომდინარე, ამ ზეწოლას აქვს თავისი კონკრეტული სუბიექტურ-ობიექტური მიზეზი, ასე ვიტყოდი, არ მოსწონთ გამჭვირვალობა, თუმცა ეს ჩვენთვის ნიშანია იმისა, რომ კონკრეტულ ძალებს სურდათ მომავალშიც ასე გაეგრძელებინათ ამ ქვეყანასთან მუშაობა, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია,”- აღნიშნა პრემიერმა.

 ,,მე მგონია, რომ ყველა ეს მუქარა და მთლიანად, ეს შანტაჟი არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული თვითონ იმ ძალებისთვის, რომლებიც ამ შანტაჟსა და მუქარას ახორციელებენ”- პრემიერი

გამაოგნებელი იყო ის მუქარა, რომელიც პირდაპირ უკავშირდებოდა ფიზიკურ საფრთხეებს, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან სატელეფონო დიალოგზე საუბრისას განაცხადა. ამ საუბარში ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჩამოუთვალა ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა ფრაზა – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.

„როდესაც პირდაპირ მიგანიშნებენ ტერორისტულ თავდასხმაზე პრემიერ-მინისტრის მიმართ და როცა მინიშნება უკავშირდება შესაძლო განვითარებას შენს ქვეყანაში, კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ, რა თქმა უნდა, ეს არის გამაოგნებელი და შემაშფოთებელი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს შანტაჟი და მუქარა დარჩება შანტაჟად და მუქარად. მე მგონია, რომ ყველა ეს მუქარა და მთლიანად, ეს შანტაჟი არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული თვითონ იმ ძალებისთვის, რომლებიც ამ შანტაჟსა და მუქარას ახორციელებენ“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე შანტაჟის კატეგორიას მიაკუთვნებს პრემიერ-მინისტრი იმ განცხადებებს, რომელიც სანქციების დაწესებასთან მიმართებაში კეთდება.

„რეალურად, სანქციებით თუ სავიზო შეზღუდვებით მუქარა არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ ეს შეზღუდვები გავრცელდა რამდენიმე მოსამართლეზე, მათ შორის სამ მოქმედ მოსამართლეზე და შედეგად მიიღეს ერთადერთი – საკუთარი რეპუტაციის შელახვა. ვერანაირად ვერ შეზღუდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა, მისი ქმედითობა და სამაგიეროდ თავად მიიღეს რეპუტაციული ზიანი, როდესაც დადასტურდა, მათ შორის მათივე განცხადებებით, რომ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დაასანქცირეს მოსამართლეები. რა თქმა უნდა, ასეთივე კონტრპროდუქტიული იქნება სანქციებით მუქარა, რომელიც დაკავშირებულია უკვე პოლიტიკური თანამდებობის პირებთან“, – მიიჩნევს პრემიერი.

თბილისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა – რა განცხადებას ავრცელებს თბილისის მერია

დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა თბილისის სხვადასხვა რაიონში პრობლემები გამოიწვია. კერძოდ, ადგილი ჰქონდა მიწის ჩამოშლის და ხის წაქცევის ფაქტებს. ასევე, რამდენიმე მისამართზე ჩამოინგრა დამცავი კედელი.
გლდანის რაიონში, გიორგი წმინდას დასახლებაში მიწის მასის ჩამოშლის გამო, მიმდებარე საცხოვრებელი სახლიდან საჭირო გახდა ოჯახის გადაყვანა სასტუმროში.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში დედაქალაქის მუნიციპალიტეტის შესაბამისი უწყებები, გამგეობების წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური არიან ჩართულები. ყველა პრობლემურ ადგილზე
მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.
ასევე, გვინდა გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ვერეს ხეობაში წყლის დონე კრიტიკულ ზღვარზეა, რაც არის დეზინფორმაცია. გაცნობებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები 24-საათიან მონიტორინგს ახორციელებენ
სხვადასხვა სადგურების მიხედვით, წყლის დონის გასაზომად. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, როგორც ვერეს ხეობაში, ასევე, საქართველოს მასშტაბით, სხვა მდინარეებში წყლის დონემ კლება დაიწყო.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ვერეს ხეობაში მოწყობილია ნატანდამჭერი ცხაურები, სისტემატურად ხდება მათი შემოწმება და გაწმენდა.

გარდა ამისა, 2015 წლის სტიქიის შემდეგ მოხდა მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირება, განხორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოები და მდინარე ვერეს გამტარუნარიანობისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა.შესაბამისად, მდინარე ვერეს ხეობაში არსებული ამჟამინდელი მდგომარეობა საფრთხეს არ წარმოადგენს.

Qatar Airways-ის ავიარეისზე ტურბულენტობის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა

ავიაკომპანია Qatar Airways-ის რეისზე ტურბულენტობის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. „სიენენის“ ინფორმაციით, თვითმფრინავი ფრენას დოჰადან დუბლინის მიმართულებით ასრულებდა.

მედიის ცნობით, ინციდენტი თურქეთის ავიასივრცეში მოხდა, თუმცა ფრენა გაგრძელდა და თვითმფრინავი დანიშნულების ადგილას, დუბლინში ადგილობრივი დროით 13:00 საათზე დაჯდა, სადაც სასწრაფო დახმარების ჯგუფები, მათ შორის აეროპორტის პოლიცია და სახანძრო-სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.

დუბლინის აეროპორტის განცხადების თანახმად, ინციდენტის შედეგად დაშავდა ექვსი მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი, რომელთაგან რვა საავადმყოფოში გადაიყვანეს

რუსეთის არმიის წინსვლის შემთხვევაში, ბალტიის რეგიონის ქვეყნები უკრაინაში ჯარების გაგზავნით იმუქრებიან – „შპიგელი“

რუსეთის არმიის წინსვლის შემთხვევაში, ბალტიის რეგიონის ქვეყნები უკრაინაში ჯარების გაგზავნით იმუქრებიან. ამის შესახებ აღნიშნულია „შპიგელის“ სტატიაში, სათაურით „დიდი ომის შიში“.

გერმანული გამოცემის ცნობით, ბალტიის რეგიონის ქვეყნების პოლიტიკოსებმა გერმანია გააფრთხილეს, რომ რუსები თუ მიაღწევენ სტრატეგიულ გარღვევას აღმოსავლეთ უკრაინაში, სიტუაცია შეიძლება მკვეთრად გაუარესდეს, ამ შემთხვევაში, ეს ქვეყნები არ დაელოდებიან თავიანთ საზღვარზე რუსული ჯარების განლაგებას და თავად გაგზავნიან ჯარებს. ეს სცენარი ნიშნავს, რომ ნატო ომის მონაწილე გახდება.

მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესაძლებლობას, თუ რუსეთი ფრონტის ხაზს გაარღვევს და უკრაინის მხრიდან იქნება მოთხოვნა. მაკრონის თქმით, „ბევრი ქვეყანა“ დაეთანხმა საფრანგეთის მიდგომას ჯარების შესაძლო გაგზავნასთან დაკავშირებით.

შსს – მეხანძრე-მაშველები შესაბამისი ტექნიკითა და მცურავი საშუალებებით, მობილიზებულები არიან სხვადასხვა რეგიონში – სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენიც

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საქართველოში მოსული უხვი ნალექის გამო, შესაბამისი ტექნიკითა და მცურავი საშუალებებით, მობილიზებულები არიან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში და უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ შესაბამის სამაშველო ღონისძიებებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.

„უხვი ნალექის გამო მარნეულის მუნიციპალიტეტში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და სხვადასხვა ობიექტი. მათ შორის, მდინარის ადიდების შედეგად დაიტბორა წითელი ხიდის მიმდებარედ არსებული ერთ-ერთი კვების ობიექტი, რომელშიც მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

მეხანძრე-მაშველებმა მყისიერად ჩატარებული სამაშველო ღონისძიებების შედეგად, ყველა მათგანი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. სამაშველო ღონისძიებაში, ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამაშველო ჯგუფის მიერ, ასევე, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის გამოყენებით, უსაფრთხო ადგილზე იქნა გადაყვანილი მოქალაქე, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, მდინარე ქცია-ში არსებულ კუნძულზე იმყოფებოდა და ვერ ახერხებდა ნაპირზე გასვლას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.