რუსეთის არმიის წინსვლის შემთხვევაში, ბალტიის რეგიონის ქვეყნები უკრაინაში ჯარების გაგზავნით იმუქრებიან. ამის შესახებ აღნიშნულია „შპიგელის“ სტატიაში, სათაურით „დიდი ომის შიში“.
გერმანული გამოცემის ცნობით, ბალტიის რეგიონის ქვეყნების პოლიტიკოსებმა გერმანია გააფრთხილეს, რომ რუსები თუ მიაღწევენ სტრატეგიულ გარღვევას აღმოსავლეთ უკრაინაში, სიტუაცია შეიძლება მკვეთრად გაუარესდეს, ამ შემთხვევაში, ეს ქვეყნები არ დაელოდებიან თავიანთ საზღვარზე რუსული ჯარების განლაგებას და თავად გაგზავნიან ჯარებს. ეს სცენარი ნიშნავს, რომ ნატო ომის მონაწილე გახდება.
მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესაძლებლობას, თუ რუსეთი ფრონტის ხაზს გაარღვევს და უკრაინის მხრიდან იქნება მოთხოვნა. მაკრონის თქმით, „ბევრი ქვეყანა“ დაეთანხმა საფრანგეთის მიდგომას ჯარების შესაძლო გაგზავნასთან დაკავშირებით.