Home Blog Page 1202

პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო დაძლეული იქნება და კანონი შევა ძალაში – დავით მათიკაშვილი

რა თქმა უნდა, იქნება ამ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო დაძლეული, კანონი შევა ძალაში და ის აუცილებლად, ერთის მხრივ, გააძლიერებს ქვეყნის სუვერენიტეტს გარე ჩარევებისგან და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ჩვენი საზოგადოების მაღალ ინფორმირებულობას, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დავით მათიკაშვილი აღნიშნული განცხადებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოსა და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ამავე ვეტოს განხილვას გამოეხმაურა.

„რეალურად, ეს არის სრული ლუსტრირება როგორც პრეზიდენტის გადაწყვეტილების, ასევე, ზოგადად ამ კანონის წინააღმდეგ არსებული შტურმის. მან ვერცერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინა იმისა, თუ რატომ იყო მოტივირებული ეს ვეტო.

რა თქმა უნდა, იქნება ამ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო დაძლეული, კანონი შევა ძალაში და ის აუცილებლად, ერთის მხრივ, გააძლიერებს ქვეყნის სუვერენიტეტს გარე ჩარევებისგან და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ჩვენი საზოგადოების მაღალ ინფორმირებულობას“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

„ნაიკის“ სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა უცხო ქვეყნის მოქალაქე ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში უცხო ქვეყნის მოქალაქე მიეცა.

ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს ქალაქ თბილისში მოწყობილი ჰქონდა საამქრო, სადაც, დაქირავებული პირების მეშვეობით, ახდენდა მის მიერ, საზღვარგარეთიდან იმპორტირებულ იაფფასიან სპორტულ ფეხსაცმელებზე „ნაიკის“ ბრენდის სასაქონლო ნიშნის დატანას და შემდგომ რეალიზაციას.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის მფლობელობაში არსებული საამქროდან და მაღაზიიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული, „ნაიკის“ სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 28 ათას ცალზე მეტი სპორტული ფეხსაცმელი, ასევე 61 563 ცალი „ნაიკის“ ლოგო.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

28 მაისს ქუთაისში +32 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმს. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16. ბათუმში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

უნალექო დღეა ფოთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ანალოგიური ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. +27 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაშიც წვიმს. დღე +27 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი.

ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +23 იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გორში დღისით +26 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში იწვიმებს, დღე +13 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +14, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

რუსთავში დღისით +26 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

ჩინეთიდან საქართველოში საპილოტე გადაზიდვა შედგა

შუა დერეფნის ისტორიაში პირველად, ჩინეთიდან საქართველოში ორგანიზებული საპილოტე ავტოგადაზიდვა განხორციელდა – ჩინეთის ქალაქ ურუმჩიში დატვირთული ავტომობილები საქართველოში ყაზახეთის, კასპიის ზღვისა და აზერბაიჯანის გავლით საქართველოში 26 მაისს შემოვიდნენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის ინფორმაციით, ამჯერად ტვირთის საბოლოო დანიშნულების ადგილი საქართველო იყო, თუმცა, სამომავლოდ შესაძლებელია, შუა დერეფნის მარშრუტით ავტოგადაზიდვები ჩინეთიდან ევროპაში განხორციელდეს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა ჩინეთის ტრანსპორტის სამინისტროს საერთაშორისო საავტომობილო ოფიცერ ლიუ ტანგსა და გურამ გურამიშვილს შორის, რომელსაც ასევე ესწრებოდა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან გამყრელიძე. მხარეებმა განხორციელებული საპილოტე გადაზიდვის შესახებ დეტალური ინფორმაცია განიხილეს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ივლისის თვეში დაიგეგმა საქართველოს გავლით ანალოგიურ მარშრუტზე სატრანზიტო გადაზიდვა, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდება.

„ჩინეთიდან საქართველოში ორგანიზებული ავტოგადაზიდვა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა იმ იმპორტიორებისა და მეწარმეებისთვის, რომელთაც ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები აქვთ. ამ ტიპის საავტომობილო გადაზიდვების შესაძლებლობა მათ მობილობას ბევრად გააადვილებს და ზოგადად, მიწოდების ჯაჭვში ტვირთების საქართველოში შემოსვლას გაცილებით ოპერატიულს გახდის“, – განაცხადა გურამ გურამიშვილმა.

ამასთან, მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ეს მარშრუტი 2017 წლიდან მუშაობს სარკინიგზო ტრანსპორტის სახით, წელს კი პირველად გაიცვალა ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალჯერადი საავტომობილო გადაზიდვის ნებართვები.

„ასეთი სახის გადაზიდვების რაოდენობის ზრდის შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში განვითარდება სხვადასხვა სახის ლოგისტიკური სერვისები. რაც მთავარია, ჩვენი ინფრასტრუქტურა ინტენსიურად ვითარდება და აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული საავტომობილო მაგისტრალი ამის პირველი დადასტურებაა. ქვეყანაში ასევე არაერთი გლობალური სატრანპორტო პროექტი ხორციელდება – ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო და რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტები, აქტიურ ფაზაში შევიდა ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის საჭირო პროცედურები“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება ამ მარშრუტით ავტოგადაზიდვის ვადებს – გურამიშვილის ინფორმაციით, ჩინეთიდან ევროპაში საზღვაო გზით ტვირთის გადაზიდვას 52 დღე სჭირდება, მაშინ, როცა შუა დერეფნის გავლით საქართველოს პორტებამდე საკონტეინერო გადაზიდვა 12 დღეშია შესაძლებელი. მისი შეფასებით, გადამზიდავი კომპანიებისთვის ეს პროექტი და მარშრუტი უაღრესად მიმზიდველია.

„შესაბამისად, საქართველო გლობალური მიწოდების ჯაჭვში შუა დერეფნის სახით მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

დავასრულოთ რუსული კანონი – 11 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება

დღეს, 28 მაისს, 11:00 საათზე პარლამენტის უკანა მხარეს დემონსტრანტები რუსული კანონის საპროტესტო აქციას გამართავენ – ამის შესახებ განცხადებას ახალგაზრდული მოძრაობა, დაფიონი ავრცელებს.

” 28 მაისს, ყველანი ვიკრიბებით პარლამენტის უკან, დილის 11 საათიდან!

დღეს  არის ვეტოს დაძლევის ბოლო დღე, ამიტომ ყველა ჩვენგანმა პრიორიტეტად უნდა ვაქციოთ ხვალინდელ აქციაზე ყოფნა.

პლენარული სხდომა დიდი ალბათობით გაიწელება მთელი დღის მანძილზე, შესაბამისად ჩვენ არ უნდა მივცეთ “რუსულ ოცნებას” მოდუნების საშუალება

თან იქონიეთ აირწინაღები და სათვალეები, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ ხვალინდელმა აქციამ ჩაიაროს დემოკრატიულად და მშვიდობიანად, კანონის სრული დაცვით.

ამ ეტაპზე არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე ხვალ საქართველოს დაცვა რუსული კანონისგან და რეჟიმისგან, ამიტომ ხვალ ყველა ჩვენგანი უნდა ვიყოთ პარლამენტის უკან. გადავდოთ ყველა საქმე საქართველოს დასაცავად

შევინარჩუნოთ ერთიანობა და სიმტკიცე, ვიბრძოლოთ მანამ სანამ არ გავიმარჯვებთ”. – წერია განცხადებაში.

პარლამენტთან 28 მაისს, 17:00 – საათზე კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართება.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა ოფიციალურად ამოქმედდა

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა დღეიდან ოფიციალურად ამოქმედდა.

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ საქართველოს მოქმედ პასპორტებს, თავისუფლდებიან ვიზის აღების ვალდებულებისგან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლის, გასვლის ან ტრანზიტით გავლის შემთხვევაში.

ჩინეთში თითოეულ შესვლაზე ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს, ხოლო ყოფნის საერთო ვადა, არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს 180-დღიან პერიოდში.

„გაცნობებთ, რომ „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმების“ მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ საქართველოს მოქმედ ორდინალურ პასპორტებს, პეკინის დროით 2024 წლის 28 მაისს 00:00 საათიდან თავისუფლდებიან ვიზის აღების ვალდებულებისგან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლის, გასვლის ან ტრანზიტით გავლის მიზნით. ამასთან, თითოეულ შესვლაზე ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს, ხოლო ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში.

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ საქართველოს მოქმედ ორდინალურ პასპორტებს და აპირებენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე დარჩენას 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრებას, ან მუშაობის დაწყებას, სწავლას, ან მედიასაშუალებაში საქმიანობას, ან სხვა სახის საქმიანობას, რომელიც საჭიროებს ჩინეთის კომპეტენტური ორგანოებისგან წინასწარ ნებართვას, ვალდებული არიან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლამდე შეიტანონ განაცხადი შესაბამისი ვიზის მისაღებად“, – აღნიშნულია ჩინეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნანა ჯანელიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდამჭერი დეპუტატების შვილებს ღია წერილით მიმართავს

ახლა, მხოლოდ თქვენ თუ შეძლებთ დარჩენილი რამდენიმე საათის განმავლობაში, მოსთხოვოთ თქვენს მშობლებს ამ კანონის უკან გაწვევა- სულ რამდენიმე საათი დარჩა! გახსოვდეთ, რომ თქვენ GEN-Z ხართ! – ამ ღია წერილით მიმართავს კინორეჟისორი ნანა ჯანელიძე, „ქართული ოცნების“ დეპუტატების შვილებს.

ნანა ჯანელიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე ხელმომწერი დეპუტატების შვილებს ახსენებს, რომ მშობლებთან კამათში შვილი ყოველთვის იმარჯვებს, რადგან შვილი დროს გრძნობს და დროის მოთხოვნებს მიყვება.

„ღია წერილი საქართველოს პარლამენტის 84 დეპუტატის შვილებს:

მოგმართავთ, რადგან სწორად თქვენზე, თქვენს სიმამაცეზე, სინდისზე, გულებზე გადის ამ წუთას საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი არჩევანი.

დიახ, სწორად თქვენ ხართ ის ერთადერთი, მფეთქავი, ცოცხალი ძაფი (ნერვი) რომელმაც შეიძლება თქვენს მამებს და დედებს – საქართველოს პარლამენტის იმ წევრებს, რომლებმაც ხვალ ხელი უნდა მოაწერონ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას, ხელი შეუშალოთ ამ ვეტოს დაძლევაში.

მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, სხვა კუთხიდან დაანახოთ თქვენს მშობლებს მიმდინარე მოვლენები, რადგან თქვენზე ძვირფასი, საამაყო, საყვარელი მათ არავინ ჰყავს. ეს ეგრეთ წოდებული რუსული კანონი თუ ამოქმედდა, სანქციები თქვენც შეგეხებათ და ვერასდროს, ვერასდროს, მთელი სიცოცხლის განმავლობაში (!!!) ვერ შეძლებთ აშშ-ში (და შესაძლოა ევროპაშიც) სწავლასა და მოგზაურობას.

ალბათ, ბევრი თქვენგანი დასავლეთში სწავლობს, შესაძლოა ზოგიერთი საპროტესტო აქციებზეც დგას. ახლა, მხოლოდ თქვენ თუ შეძლებთ დარჩენილი რამდენიმე საათის განმავლობაში, მოსთხოვოთ თქვენს მშობლებს ამ კანონის უკან გაწვევა. 10 უარყოფითი ხმაც კი საკმარისია, რომ პრეზიდენტის ვეტო ვერ დაიძლიოს. თქვენში უნდა დაიბადოს ის 10 მართალი, სინდისიერი ახალგაზრდა, რომელიც გასაყარზე მდგარ საქართველოს სწორ არჩევანს გააკეთებინებს. (ალბათ იცით არაკი 10 მართალი ადამიანის შესახებ, რომელიც ვერ მოინახა ქალაქში და ეს ქალაქი დაისაჯა.)

ნუ შეუშინდებით მშობლებთან კამათს, საკუთარი აზრის გამოხატვას. გააღებინეთ ფანჯრები და გარეთ გაახედეთ! ნუ მოატყუებინებთ თავს, რომ იქ, ქუჩაში მხოლოდ 5 000 ადამიანი დგას, რომ იქ მხოლოდ ნაცები დგანან – არა!!!

იქ, ჯანსაღი, მოაზროვნე, ევროპული ღირებულებებისკენ, სიმშვიდისკენ მისწრაფებული 10 და 100 ათასობით ახალგაზრდა და საქართველოს ძველგაზრდა მოქალაქე დგას და მზად არის, თავი შესწიროს ქვეყნის უძველეს სწრაფვას, სწრაფვას ევროპისკენ!

იქ, 9 აპრილს დაღუპული ადამიანების, საუკუნეების მანძილზე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი და გარდაცვლილი გმირების მთელი ლეგიონი აღმართულა და ძალას აძლევს ქუჩაში მდგომ, მხოლოდ სულის სიმტკიცით შეიარაღებულ ადამიანებს არ დანებდნენ.

გახსოვდეთ, მშობლებთან კამათში, შვილი ყოველთვის იმარჯვებს, რადგან შვილი დროს გრძნობს და დროის მოთხოვნებს მიყვება. ახლა, საქართველოში, დედამიწის ამ პატარა მონაკვეთზე მსოფლმხედველური, ჩვენთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ჭიდილი მიმდინარეობს.

თუ ვერ გაიმარჯვა საღმა აზრმა, ალბათ, ხახადაღებულ წყვდიადში ჩავიძირებით 30-50 წლით – დაიწყება უსამართლო, ცილისმწამებლური რეპრესიები, დაჭერები – ის, რაც ჩვენმა ქვეყანამ მე-20 საუკუნეში ბევრჯერ გამოიარა. სტალინურ რეპრესიებს საქართველოს 300 000 მოქალაქე ემსხვერპლა. მხოლოდ 37 წელს საბჭოთა კავშირში 6 000 000 000 ანონიმური დასმენა დაიწერა და ზუსტად, ადამიანის სულის ამ ბნელ მისწრაფებებს უხსნის გზას ეს „გამჭვირვალობის “ კანონი.

არ შეგეშინდეთ მშობლებთან კამათის… მხოლოდ ეს თუ დააფიქრებს მათ, მათი ჩაკეტილი გარემოს დამძლევი სხვა ძალა არ არსებობს. თუნდაც შუაღამეს მიადექით მათ და მთავარი კითხვა დაუსვით: რას აირჩევს ის ხვალ თქვენთვის – დასავლურ ცივილიზაციასთან წილნაყარობას, სწავლას, მუშაობას, აღმოჩენებით სავსე მომავალს ევროპასა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში და საქართველოსთვის წინსვლას, თუ საბჭოთა კავშირის ყველაზე მძიმე, დასმენებით და რეპრესიებით სავსე პერიოდში დაბრუნებას… სულ რამდენიმე საათი დარჩა! გახსოვდეთ, რომ თქვენ GEN-Z ხართ! პატივისცემით…”, – წერს ნანა ჯანელიძე.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა ოფიციალურად შედის ძალაში

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა ოფიციალურად შედის ძალაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოში ჩინეთის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმების“ მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ საქართველოს მოქმედ ორდინალურ პასპორტებს, პეკინის დროით 2024 წლის 28 მაისს 00:00 საათიდან თავისუფლდებიან ვიზის აღების ვალდებულებისგან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლის, გასვლის ან ტრანზიტით გავლის მიზნით. ამასთან, თითოეულ შესვლაზე ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს, ხოლო ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში.

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ საქართველოს მოქმედ ორდინალურ პასპორტებს და აპირებენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე დარჩენას 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრებას, ან მუშაობის დაწყებას, სწავლას, ან მედიასაშუალებაში საქმიანობას, ან სხვა სახის საქმიანობას, რომელიც საჭიროებს ჩინეთის კომპეტენტური ორგანოებისგან წინასწარ ნებართვას, ვალდებული არიან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლამდე შეიტანონ განაცხადი შესაბამისი ვიზის მისაღებად“, – აღნიშნულია ჩინეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ბორელის განცხადებიდან ჩანს, რომ ისე არ არის, ყველა სახელმწიფო ფიქრობდეს, კანონის მიღება ევროპის გზაზე შემაბრკოლებელი გარემოება უნდა გახდეს-გიორგი კახიანი

ჩვენ კარგად გვაქვს გათავისებული და იმედი მაქვს, ამას სხვებიც გაითავისებენ, მათ შორის ქვეყნის გარეთ, რომ ჩვენთვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღება არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის დღევანდელი განცხადებიდან ჩანს, რომ საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხზე ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს პოზიცია ერთგვაროვანი არ არის.

„ჟოზეფ ბორელის განცხადებიდან ჩანს, რომ საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხზე ყველა სახელმწიფოს პოზიცია არ არის ერთგვაროვანი და ისე არ არის, რომ ყველა სახელმწიფო ერთნაირად ფიქრობდეს, რომ ამ კანონის მიღება ჩვენთვის ევროპის გზაზე რამე შემაბრკოლებელი გარემოება უნდა გახდეს. ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს გათავისებული ერთი რამ და იმედი მაქვს, რომ ამას სხვებიც გაითავისებენ, მათ შორის ქვეყნის გარეთ, რომ ჩვენთვის ამ კანონის მიღება არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

მისი თქმით, მთელ მსოფლიოში აქტუალურია ქვეყნის გარედან დაფინანსებები და გავლენები.

„მაშინ, როდესაც დღეს ფაქტობრივად მთელ მსოფლიოში საუბრობენ, რომ ქვეყნის გარედან არსებული დაფინანსებები და ზოგადად გავლენები, რომლებიც ამა თუ იმ სახელმწიფოსთვის ქვეყნის გარედან მოდის, მათთვისაც არის აქტუალური თემა და ყველა სახელმწიფოსთვის დღეს ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რატომ ფიქრობენ, რომ საქართველო იმის გათვალისწინებით, როდესაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობა გვაქვს რეგიონის თვალსაზრისით, რომ ოკუპირებული არის ჩვენი ტერიტორიები, იმავდროულად მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომი და ა.შ. ეს გამოწვევები ხომ ჩვენთვისაც არსებობს, ამიტომ ბუნებრივია, ჩვენ ვიღებთ ჩვენი გამოწვევების ადეკვატურ გადაწყვეტილებებს. როდესაც ამ კანონზე ამბობენ, რომ ეს კანონი შეიძლება, მისაღები იყოს სხვა სახელმწიფოებში და ჩვენთვის რატომღაც გაუგებარი მიზეზების გამო, თურმე ეს არის მიუღებელი, ბუნებრივია, ეს არასწორი მიდგომაა. ამიტომ ჩვენ ვიღებთ ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. მოგეხსენებათ, რომ ვეტოს საკითხზე პარლამენტი უკვე იმსჯელებს და ვეტო იქნება დაძლეული“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.

ბრიუსელში პარტნიორებს “ქართულ ქარტიას” წარვუდგენ, რათა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი აღდგეს-პრეზიდენტი

მე წარვუდგენ „ქართულ ქარტიას“ და ახალ პოლიტიკურ მოდელს ჩვენს პარტნიორებს ბრიუსელში, რათა აღდგეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პრეზიდენტის თქმით, ქართველი ხალხი მზად არის, გადადგას ახალი ნაბიჯი და დაჩქარებული ტემპებით შევიდეს ევროპაში.

„მე წარვუდგენ „ქართულ ქარტიას“ და ახალ პოლიტიკურ მოდელს ჩვენს პარტნიორებს ბრიუსელში, რათა აღდგეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და დაიწყოს მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე.

მე მჯერა, რომ ქართველი ხალხი მზად არის, გადადგას ახალი ნაბიჯი და დაჩქარებული ტემპებით შევიდეს ევროპაში!“, – წერს ზურაბიშვილი X-ზე.

28 მაისს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 

კომპანია “თელასის” ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 28 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის რამდენიმე უბანს. ესენია:

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), უზნაძის, ჭოროხის და კიევის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭყონდიდელის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის (ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოს, ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), მშვიდობის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ბილფელდის, შოვის, ირაკლი აბაშიძის, წყნეთის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, ფალიაშვილის, არაყიშვილის, თენგიზ აბულაძის, გაბაშვილის, ყიფშიძის და ლევან მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საინგილოს და შორაპნის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ულიანოვის, დავით სარაჯიშვილის, ბარალეთის, ლიბანის და ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს რაც შეიძლება მეტი შეხვედრა და ურთიერთობა დაგეგმოთ. ამჟამად გარშემო მყოფებისთვის სათქმელიც ბევრი გაქვთ და სასარგებლო გამოცდილებაც შეგიძლიათ გაუზიაროთ. ბევრი აღნიშნავს, რომ ყურადღებიანი მსმენელი ხართ და შეგიძლიათ სხვა ადამიანების პრობლემები მოისმინოთ და გაიაზროთ.

კურო

უარი თქვით ნებისმიერ ფინანსურ ტრანზაქციაზე – დიდია იმის ალბათობა, რომ მოგატყუონ და დანაზოგის გარეშე დაგტოვონ. რაც გინდათ ის აკეთეთ, მთავარია, ამ დღეს ფულს არ შეეხოთ.

ტყუპები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს სახლის გარეთ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ. შესვენების დროსაც კი ეცადეთ, შენობიდან გარეთ გახვიდეთ და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქოთ. რამდენიმე თვეში დაიჩივლებთ, რომ ზაფხული სწრაფად გაფრინდა, ამიტომ სანამ დროა, ბუნებით ტკბობის არცერთი წუთი არ უნდა დაკარგოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ნეგატიური ემოციების გავლენის ქვეშ მოექცევით. გარშემომყოფებისგან უიმედობას გრძნობთ და ძალაუნებურად ფიქრობთ, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაც არასწორად ხდება. ეს მდგომარეობა რამდენიმე დღეს გაგრძელდება, მაგრამ ისეთი განცდა გაქვთ, რომ დეპრესიამ საბოლოოდ გძლიათ.

ლომი

რამდენიმე დღის წინ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, რომელიც დაგეხმარათ, რომ საკუთარი ფასი გაგეგოთ. თუმცა დღეს უკვე ეჭვი გეპარებათ. სწორად მოიქეცით თუ არა? თქვენს ცხოვრებაში ისევ ემოციური რყევებისა და თვითკრიტიკის პერიოდია. გირჩევთ, საყვარელ ადამიანს ესაუბროთ, ის სიტუაციის გაგებაში დაგეხმარებათ.

ქალწული

ამჟამად მარტო დამატებითი შემოსავალზე ფიქრობთ. მზად ხართ, გათენებიდან დაღამებამდე იმუშაოთ, რათა ოჯახის მოთხოვნები დააკმაყოფილოთ. თქვენი მცდელობა ღირსეული და დასაფასებელია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ 16 წლის აღარ ხართ და შეიძლება ჯანმრთელობა დაიზიანოთ.

სასწორი

გეჩვენებათ, რომ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი ერთფეროვანი და მოსაწყენია. ნუ ელით, რომ ვიღაც მოვა და ყოველდღიური რუტინისგან გიხსნით. გირჩევთ, ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოთ და ცხოვრება უფრო ფერადი და ხალისიანი გახადოთ. დასაწყისისთვის, სილამაზის სალონს ეწვიეთ და ვარცხნილობა შეიცვალეთ. გზადაგზა შეიძლება სხვა იდეებიც გეწვიოთ.

მორიელი

ფიზიკური თვალსაზრისით, რთული დღეა. სრული დატვირთვით მუშაობა მოგიწევთ, რათა ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. მზად იყავით, რომ მთელი კვირა რთული იქნება და ძალების აღდგენას მხოლოდ სახლში შეძლებთ. სანამ ახალ საქმეს დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ საყვარელი ადამიანები მხარს დაგიჭერენ.

მშვილდოსანი

თუ ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვებით და სიტუაციას ობიექტურად შეაფასებთ, ამ დღის სირთულეების გადალახვა გაგიადვილდებათ. თავიდან დამოუკიდებლად მუშაობა მოგიწევთ, მოგვიანებით – მოკავშირეები დაგეხმარებიან. დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ – მალე მიხვდებით, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა.

თხის რქა

დროა, საზოგადოებრივი საქმეებისგან დაისვენოთ. თქვენი სიკეთით ბევრი სარგებლობს, ზოგს კი ეს სისუსტედ მიაჩნია. აღიარეთ, რომ თავადაც დაიღალეთ ყველაზე ზრუნვით, ამიტომ მეტი დრო თქვენს ოჯახს და მეგობრებს უნდა დაუთმოთ. ამ დღეს დაწყებული ურთიერთობა შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს და თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

მერწყული

მუდმივი დატვირთვით და საპასუხისმგებლო დავალებებით გადაიღალეთ და შვებულებაზე ოცნებობთ? შეეგუეთ, რომ უახლოეს ხანებში ამის გაკეთება არ გამოგივათ, ამიტომ ეცადეთ, სიხარულისა და დასვენების მიზეზები თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში იპოვოთ.

თევზები

თუ ზაფხულისთვის დიდი გეგმები გაქვთ, ბედი თქვენს მხარეზეა – შეგიძლიათ ყველაზე ამბიციურ და მასშტაბურ პროექტებს შეეჭიდოთ. შესაძლოა, ამ დღეს საერთო ენა მათთანაც კი იპოვოთ, ვისთანაც ბოლო დროს ვერ თანხმდებოდით. ახალი რომანტიკული ურთიერთობა ისე არ განვითარდება, როგორც თქვენ გსურთ.