საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა ოფიციალურად შედის ძალაში

40
spot_img

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა ოფიციალურად შედის ძალაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოში ჩინეთის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმების“ მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ საქართველოს მოქმედ ორდინალურ პასპორტებს, პეკინის დროით 2024 წლის 28 მაისს 00:00 საათიდან თავისუფლდებიან ვიზის აღების ვალდებულებისგან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლის, გასვლის ან ტრანზიტით გავლის მიზნით. ამასთან, თითოეულ შესვლაზე ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს, ხოლო ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში.

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ საქართველოს მოქმედ ორდინალურ პასპორტებს და აპირებენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე დარჩენას 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრებას, ან მუშაობის დაწყებას, სწავლას, ან მედიასაშუალებაში საქმიანობას, ან სხვა სახის საქმიანობას, რომელიც საჭიროებს ჩინეთის კომპეტენტური ორგანოებისგან წინასწარ ნებართვას, ვალდებული არიან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლამდე შეიტანონ განაცხადი შესაბამისი ვიზის მისაღებად“, – აღნიშნულია ჩინეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.