Home Blog Page 1154

“ენჯეოები“ ჩემი მეგობრები არ არიან, ვფიქრობ, კარგს არაფერს აკეთებენ, მაგრამ „ქოცი“ სხვის გაუმჭვირვალობაზე რომ ლაპარაკობს, არ არის დამაჯერებელი”

„ქართული ოცნება“ რომ სხვისი ფინანსების გაუმჭვირვალობაზე საუბრობს, ეს უბრალოდ ძალიან დიდი კომედიაა. ადამიანები ამის მასშტაბს რომ ხედავდნენ, სიცილისგან ჩაბჟირდებოდნენ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„მე ძალიან მიხარია, როდესაც „ქართული ოცნება“ ასეთ შეცდომებს უშვებს და წინასაარჩევნოდ ნერვებს უშლის სტუდენტებს. უნდა, ისინი გამოიწვიოს, ხომ მოგიგეო. ენის გამოყოფით ასე ელაპარაკება და ჩემი აზრით, ასეთს რაც უფრო მეტს გააკეთებენ წინასაარჩევნოდ, მით მეტია შანსია, ადამიანებს გავაგებინოთ, რომ ერთპიროვნული მმართველობა არ ვარგა. რაღაცნაირად ჩვენ უნდა გადავიდეთ მმართველობის სხვა სტილზე და ამაში ვთხოვოთ ხალხს დახმარება, თორემ მართლა თუ გვინდა დასავლეთისკენ სწრაფვა, ხომ გასაგებია, რომ ამ მეთოდებით არავინ არსად მიგვესალმება. „ქართული ოცნება“ რომ სხვისი ფინანსების გაუმჭვირვალობაზე საუბრობს, ეს უბრალოდ ძალიან დიდი კომედიაა. ადამიანები ამის მასშტაბს რომ ხედავდნენ, სიცილისგან ჩაბჟირდებოდნენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები ათასგვარ უაზრო რეპორტებს და ანგარიშებს ამზადებენ და დარწმუნებულია, რომ მთავრობას მათი ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ ინფორმაცია აქვს.

„ენჯეოები“ ჩემი მეგობრები არ არიან, ვფიქრობ, კარგს არაფერს აკეთებენ, მაგრამ ამის მიუხედავად, „ქოცი“ სხვის გაუმჭვირვალობაზე რომ ლაპარაკობს, მით უმეტეს, ამერიკული ან დასავლური ორგანიზაციების, რომლებიც ათასგვარ რეპორტებს აწერინებენ „ენჯეოებს“, მათ შორის, არასაჭიროს და მაგ ხალხზე ამბობ, მათი ფინანსები გაუმჭვირვალეა, ჩემი გამჭვირვალეო, არ არის დამაჯერებელი და უფრო მეტიც, სასაცილოც არის“, – განაცხადა ხვიჩიამ.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 აპრილისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 6 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6784 ლარი ეღირება, ევრო – 2.9018 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3834 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6834 ლარი ღირდა, ევრო – 2.9139 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3980 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 6 აპრილს ამოქმედდება.

“რას ზვერავს ივანიშვილის პარტია არავის უნახავს, 12 წლის განმავლობაში არც ერთი რუსი ჯაშუში არ გამოუვლენიათ”

კონკრეტულ პარტიულ აქტივისტს ნიშნავენ ამ თანამდებობაზე, ეს ნიშნავს ერთ რამეს – მათ არ აღელვებთ სახელმწიფოს, არც ხალხის ინტერესები და ამოძრავებთ მხოლოდ საკუთარი, პირადი ინტერესები. 12 წლის განმავლობაში არც ერთი რუსი ჯაშუში არ ჰყავთ გამოვლენილი და დაკავებული, ხაზს ვუსვამ არც ერთი! – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ“, ლევან ხაბეიშვილმა ირაკლი ბერაიას დაზვერვის სამსახურის უფროსად დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „რას ზვერავს ივანიშვილის პარტია, არავის უნახავს“.

„ჯერ რას ზვერავს ივანიშვილის პარტია არავის უნახავს. 12 წლის განმავლობაში არც ერთი რუსი ჯაშუში არ ჰყავთ გამოვლენილი და დაკავებული, ხაზს ვუსვამ არც ერთი!

შესაბამისად ახლა, რომ კონკრეტულ პარტიულ აქტივისტს ნიშნავენ ამ თანამდებობაზე ნიშნავს ერთ რამეს – მათ არ აღელვებთ სახელმწიფო ინტერესები, არც ხალხის ინტერესები და ამოძრავებთ მხოლოდ საკუთარი, პირადი ინტერესები, რაც გულისხმობს იმას, რომ კონკრეტული მათი გარემოცვა იქნება ბედნიერი, ექნება მაღალი ანაზღაურება, ექნება უზრუნველი ცხოვრება. მაგრამ ცხადია, სახელმწიფოსთვის არც არაფერი სიკეთე იქნება და არც ხალხისთვის იქნება ეს რაიმე მნიშვნელოვანი და საინტერესო.

მითუმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ დაზვერვაზე, კიდევ ხაზს გავუსვამ, 12 წლის განმავლობაში, ივანიშვილის პირობებში არც ერთი სახელმწიფოს მტრის ჯაშუშის, რუსეთის ჯაშუში არ არის გამოვლენილი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

“ენჯეო“ სექტორმა და „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა კლასტერის წარმომადგენლებმა, სათაურის ჩათვლით, შემოგვთავაზეს ხუთი პუნქტი და ხუთივე დადასტურებულად არის ტყუილი”

პირველ რიგში, ყოველგვარი ირონიის გარეშე, მინდა, მადლობა გადავუხადო როზნერს და „მესინა ჯგუფს“, რამეთუ მათ „ენჯეო“ სექტორს და „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა კლასტერის წარმომადგენლებს დღეს ერთად მოუყარეს თავი და ყველა მათგანმა ერთად გამოაქვეყნა ხუთი ტყუილი, რომელიც არის უმარტივესი სამხილებელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძის თქმით, ყველას პუნქტს სათითაოდ უნდა გაეცეს პასუხი.

„პირველი ტყუილი იყო თავად სათაური, სადაც ამბობდნენ, რატომ არის ეს კანონი რუსული. პირველი პუნქტი იყო ასეთი – „საქართველოში ამკვიდრებს იგივე წესებს, რაც პუტინის რუსეთში მოქმედებს“. ეს არის მდაბიო ტყუილი, რადგან აქამდე არავის წაგიკითხავთ კანონი, რომელიც რუსეთში მოქმედებს. ვერც ერთ პუნქტს ვერ მაჩვენებთ, რომელიც თანხვედრაშია ქართულ ვერსიასთან. რუსეთში მოქმედი კანონი ეხება არა მხოლოდ იურიდიულ, არამედ ფიზიკურ პირებსაც, რომლებსაც ეკრძალებათ საჯარო მიმართვები და მოსაზრებების გავრცელება. ხომ არ გხვდებათ სადმე ქართულ კანონმდებლობაში მსგავსი? რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ ქვეკონტრაქტორებიც კი. ანგარიშები ექვემდებარება სავალდებულო აუდიტს. წარადგენენ მოხსენებებს, პროგრამებსა და სხვა დოკუმენტებს ექვს თვეში ერთხელ სხვადასხვა საინფორმაციო ქსელში. ფიზიკური პირები ვერ ინიშნებიან საჯარო სამსახურში, ვერ ერევიან საარჩევნო პროცესში, ეკრძალებათ ქონების გადაცემა ან მიღება, შემოწირულებების გაკეთება, პედაგოგიური საქმიანობა და ა.შ. ასევე, კანონის განმეორებით დარღვევა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ექვს წლამდე პატიმრობით ისჯება მოქალაქეების წაქეზება, უარი თქვან მათ სამოქალაქო ვალდებულებების შესრულებაზე. ვერ სარგებლობენ სახელმწიფო სუბსიდიებით, პროგრამებით და გრანტებით და ა.შ. რომელიმე პუნქტი ქართულ კანონმდებლობაში არის? არ არის. შესაბამისად, პირველი პუნქტი არის ცალსახა და მდაბიო ტყუილი.

მეორე პუნქტში ჩაწერეს, თითქოს ჩვენი კანონი „მიმართულია ჩვენი საერთაშორისო მეგობრების წინააღმდეგ, მტრად აცხადებს ევროკავშირს და აშშ-ს“. ეს მეორე უბინძურესი ტყუილია, რადგან ქართული კანონი არ განსაზღვრავს მტრულად განწყობილი ქვეყნების სიას, მეტიც – არანაირ სიას არ განსაზღვრავს. მსგავსში ჩანაწერი ქართულ ინიციატივაში არ არის. ის თანაბრად ეხება ყველა ქვეყანას, მათ შორის ოკუპანტ ქვეყანას და ა.შ. ეს მეორეც დადასტურებულია, რომ არის ტყუილი.

მესამე ტყუილი – „კანონის მიღება გამორიცხავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას“. თავად ევროკავშირში ინიცირებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, რომელსაც ივნისში მიიღებენ, ასე დაანონსდა. მსგავსი კანონები მოქმედებს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ისრაელში; უკვე განიხილება საფრანგეთში, კანადასა და სლოვაკეთში. ესე იგი მესამეც ტყუილია.

მეოთხე პუნქტი – „კანონი მეგობრების გარეშე დაუცველს გვტოვებს რუსეთის პირისპირ“. არც ეს არის კონკრეტული არგუმენტი, მაგრამ ამასაც გავცემ პასუხს. გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონი გულისხმობს პარტნიორ ქვეყნებში არსებული კანონების საუკეთესო პრაქტიკის მიღებას და ამავდროულად, განამტკიცებს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

ანუ მათ სათაურის ჩათვლით შემოგვთავაზეს დღეს ხუთი პუნქტი და ხუთივე დადასტურებულად არის ტყუილი. რაც ჩამოვთვალე, ვერც ერთ მათგანთან დაკავშირებით ვერ წარმოადგენენ საპირისპირო არგუმენტს“, – განაცხადა მდინარაძემ.

“ჩვენ დავაბანდებთ ინვესტიციებს სომხეთის განახლებადი ენერგიის წარმოებაში და უკეთეს დაკავშირებადობაში საქართველოსთან”

ჩვენ ვასრულებთ დაპირებას, რომელიც გასულ ოქტომბერში დავდეთ, დავდგებით სომხეთის გვერდით და ამავე დრო დავსახავთ ხედვას ჩვენი მომავალი პარტნიორობისთვის, სწორედ ამას განვიხილავთ დღეს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ამ წუთებში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელ ჯოზეფ ბორელთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან მართავს შეხვედრას.

მისივე თქმით, ევროკავშირი ინვესტიციებს დააბანდებს საკვანძო ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მათ შორის, შავი ზღვის ელექტრო კაბელში.

„ეს ხედვა იქნება გამყარებული მედეგობისა და ზრდის გეგმით სომხეთისთვის, რაც მოიცავს 270 მილიონი ევროს ოდენობით გრანტებს სომხეთისთვის მომდევნო ოთხ წელიწადში. ჩვენ დავაბანდებთ ინვესტიციას, რათა სომხეთის ეკონომიკა და საზოგადოება უფრო ძლიერი და შოკების მიმართ რეზისტენტული იყოს. ჩვენ მხარს დავუჭერთ სომხურ ბიზნესს, თქვენს ტალანტებს, კერძოდ, მცირე და საშუალო საწარმოებს, რათა დავეხმაროთ მათ ზრდასა და ახალ ბაზრებთან წვდომაში. ჩვენ ინვესტიციებს დავაბანდებთ საკვანძო ინფრასტრუქტურულ პროექტებში. მაგალითად, შავი ზღვის ელექტრო კაბელში, რაც არის გამოწვევებით სავსე მარშრუტი და მას შეუძლია, სუფთა და განახლებადი ენერგია ჩაიტანოს ევროპაში. ჩვენ მზად ვართ ამ პროექტის მხარდასაჭერად. პარალელურად, ჩვენ დავაბანდებთ ინვესტიციებს სომხეთის განახლებადი ენერგიის წარმოებაში და უკეთეს დაკავშირებადობაში საქართველოსთან. ჩვენ ასევე განვიხილავთ ტრანსსასაზღვრო ტრანსპორტირებას მაშინ, როდესაც ამის პირობების იარსებებს. ამ კონტექსტში მე მივესალმები სომხეთის ინიციატივას, რომლის სახელწოდებაა „მშვიდობის გზაჯვარედინი“. ჩვენ დღეს გამოვალთ ახალი ზომებით საავიაციო და ბირთვული უსაფრთხოებისთვის და ვაჭრობის დივერსიფიცირებისთვის,” – განაცხადა ლაიენმა.

მისი თქმით, ევროკავშირის განაგრძობს რეფორმების მხარდაჭერას სომხეთში რჩევებით, ტექნიკური მხარდაჭერით და დაფინანსებით

„ცხადია, ევროკავშირის განაგრძობს რეფორმების მხარდაჭერას სომხეთში რჩევებით, ტექნიკური მხარდაჭერით და დაფინანსებით. ამ კონტექსტში მინდა, მოგილოცოთ ის წარმატება, რომელსაც თქვენ მიაღწიეთ დემოკრატიული რეფორმების გატარების ძალისხმევაში და ეს მოახერხეთ მიუხედავად გამოწვევებისა. მე ასევე მივესალმები იმ ზომებს, რომელიც სომხეთმა მიიღო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ჩვენი სანქციების გვერდის ავლის შემთხვევების აღმოსაფხვრელად. კერძოდ, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ლეტალური აღჭურვილობა და ტექნოლოგიები არ მოხვდეს რუსი სამხედროების ხელში. ეს აჩვენებს რომ ევროკავშირი და სომხეთის თანხვედრა იზრდება, ღირებულებებისა და ინტერესების კუთხით. ჩვენ არ გვავიწყდება გადაადგილებული ყარაბაღელი სომხების გაჭირვება, ლტოლვილების ჰუმანიტარული მდგომარეობა სომხეთში პრიორიტეტად რჩება. გასული წლის სექტემბრიდან ჩვენ ლტოლვილთა მხარდასაჭერად 30 მილიონზე მეტი ევრო გამოვყავით და ჩვენ მზად ვართ, მეტი გავაკეთოთ ლტოლვილთა გრძელვადიანი ინტეგრაციისთვის.

ევროპა და სომხეთი იზიარებენ ხანგრძლივ და საერთო ისტორიას. დრო მოვიდა ახალი თავი დავწეროთ და ამ კუთხით მოხარული ვარ, რომ გვაქვს აშშ-ის იმედი, როგორც ერთგული და თანამოაზრე პარტნიორისა ამ ძალისხმევაში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობს სომხეთის მომავლისთვის სტაბილურ და აყვავებულ სამხრეთ კავკასიის რეგიონში“, – აღნიშნა ლაიენმა.

“მეგობრებო, უსამართლობაა, თქვენ იღებდეთ გამჭვირვალობის კანონპროექტს, ჩვენ თითის ქნევით გვეუბნებოდეთ, ეს არ გავბედოთ”

დღეს და გუშინ გარედან, ჩვენი მეგობრების მხრიდან, სამწუხაროდ, ზეწოლა მოძლიერდა, დიახ, გავუძლებთ და ჩვენს სიმართლეს ბოლომდე გავიტანთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, შარშანდელისგან განსხვავებით, ისინი „რუსულ კანონს“ აღარ უწოდებენ.

„ეს შედეგია, ამითაც კმაყოფილები ვართ. თუმცა, კრიტიკა შემაშფოთებელია, დამაზიანებელია, ევროინტეგრაციის პროცესს ხელს უშლის, ყალბია. უნდა გავბედოთ ამის თქმა, რადგან გვაიძულებენ არ მივიღოთ იგივე კანონი, რაც თავად ევროკავშირმა დააინიცირა. ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედებს, განიხილება და გვეუბნებიან, თქვენ არ მიიღოთ ეს კანონიო. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, წარმოუდგენელი უსამართლობაა ისევე, როგორც თავის დროზე კანდიდატის სტატუსის არ მოცემა. ჩვენო მეგობრებო, წარმოუდგენელი უსამართლობაა, თქვენთან იღებდეთ, აინიცირებდეთ და ჩვენ თითის ქნევით გვეუბნებოდეთ, რომ ეს არ გავბედოთ. ამ უსამართლობას ქართველი ხალხი არ შეეგუება. კონკრეტულ ძალებს თუ უნდათ, ფულით მართონ საქართველო, ასე არ იქნება, საქართველო სუვერენული, შემდგარი სახელმწიფოა და მას მართავს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება. ეს ყველაფერი ღირებულებით ბრძოლაში გადადის. მეგობრებს მოვუწოდებ, ნუ გააკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც ძალიან ცუდ რაღაცაში ამხელს კონკრეტულ ადამიანებს, თუ პირთა ჯგუფებს. ერთი მხრივ, თავისთან რა კანონებსაც აინიცირებენ, იმ კანონს საქართველოში ვიღაცამ ეძახოს რუსული. ძალიან კარგია, რომ რუსულს აღარ ეძახიან, მაგრამ კრიტიკაც უსამართლოა“, – განაცხადა მდინარაძემ.

თსსუ -ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას KTQ – გერმანულ სტანდარტებთან შესაბამისობისთვის უპირობო აკრედიტაცია მიენიჭა

თსსუ -ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას KTQ – გერმანულ სტანდარტებთან შესაბამისობისთვის უპირობო აკრედიტაცია მიენიჭა.

KTQ -ის მიერ მინიჭებული სერტიფიკატი კიდევ ერთხელ იმის დასტურია, რომ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მომსახურების ხარისხი შეესაბამება უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ხანგრძლივი დაკვირვებისა და შეფასების KTQ კრიტერიუმების გათვალისწინებით თსსუ -ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა დადებითად შეაფასა, რაც გულისხმობს მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების მიწოდებას.

 

KTQ-ს სხვადასხვა კრიტერიუმით, როგორიც არის პაციენტებსა და თანამშრომლებზე ორიენტაცია, უსაფრთხოება და კლინიკური რისკების მართვა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ასევე მენეჯმენტი და ხარისხის მართვა, რაც სამედიცინო დაწესებულებისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს უპირობოდ იმსახურებს KTQ სერთიფიკატს, შესაბამისად გერმანული აკრედიტაციის კომისიის რამდენიმეთვიანი სამუშაო პროცესი და პერიოდული მონიტორინგი წარმატებით დასრულდა.

ჩვენი კლინიკა განაგრძობს მუდმივ ზრუნვას ხარისხის გაუმჯობესებაზე და ამის დასადასტურებლად მომავალშიც მიმართავს აღიარებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს აუდიტისა და სერტიფიცირებისათვის.

 

“სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან დაბა ადიგენში, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, არ გასცდნენ კანონის ნორმებს” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან დაბა ადიგენში, – ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.

„მოვუწოდებთ ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ადიგენში მოქალაქეთა ჯგუფი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სამლოცველოს გახსნას ითხოვს. ადგილობრივები ამ ფაქტს ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ მოქალაქეთა ჯგუფი მუსლიმ თემს არ წარმოადგენს.

დაბა ადიგენში, სადაც მუსლიმი თემი ლოცვას აღავლენს, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილია შეკრებილი და აღნიშნულს აპროტესტებს

დაბა ადიგენში, სადაც მუსლიმი თემი ლოცვას აღავლენს, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილია შეკრებილი და აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებს.

ადგილზე სიტუაციის განსამუხტად მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

როგორც პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე სოციალურ ქსელში წერს, პოლიციას გზები გადაკეტილი აქვს.

„ადიგენში მუსლიმებს ხელს უშლიან ლოცვაში. მდგომარეობა სეროზულად დაძაბულია.

ხელისუფლებამ პრაქტიკულად ორივე მხარე მოატყუა. 18-დღიანი ლოდინის მიუხედავად, პრობლემა არ მოაგვარა, პირიქით, დაძაბა. პოლიციამ გადაკეტა გზები და მუსლიმებს არ უშვებს მეჩეთში. სამლოცველოში იმყოფება რამდენიმე ადამიანი. სამაგიეროდ, ამ ხალხს აძლევს უფლებას შეურაცხყოფა მიაყენონ მლოცველებს“, – წერს ნაკაიძე.

“თქვენს მიერ მოსყიდული NGO-ს გაუმჯობესებული ცხოვრება NATO-ს მოახმარეთ! ჩვენზე ნუ იდარდებ, მეთიუ!” – გოგა ხაინდრავა მეთიუ მილერს

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერის საკუთარ გვერდზე ეხმიანება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებას, საქართველოს პარლამენტში დაინიცირებულ ე.წ. ფარას კანონთან დაკავშირებით:

“ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული”, – მეთიუ მილერი.
ღრმად რომ ხართ, ამას მსოფლიო ხედავს. შფოთვაც გეტყობათ,
სიცრუეში იხრჩობით!
ევროპის გზას რასაც ეძახით, მწყობრად გაჰყევით! თქვენს მიერ მოსყიდული NGO-ს გაუმჯობესებული ცხოვრება NATO-ს მოახმარეთ! ჩვენზე ნუ
იდარდებ მეთიუ!”- წერს გოგა ხაინდრავა.

“მხოლოდ ქართველ ხალხს შეგვიძლია, განვსაჯოთ, რა არის მნიშვნელოვანი ჩვენი უსაფრთხოებისთვის, სხვა ქვეყანას ამ საკითხებში არც კომპეტენცია და არც მანდატი არ აქვს”

მხოლოდ ქართველ ხალხს შეგვიძლია, განვსაჯოთ, რა არის მნიშვნელოვანი ჩვენი უსაფრთხოებისთვის, სხვა ქვეყანას ამ საკითხებში არც კომპეტენცია და არც მანდატი არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა იცოდეს, რა ფული შემოდის უცხოეთიდან და რაზე იხარჯება.

„გამოდის, რომ ჩვენი უსაფრთხოების დაცვა არ არის ევროპული საქციელი? რასაც აკეთებს საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ევროპარლამენტი და ევროკავშირი, როდესაც დირექტივას იღებენ, იგივე მიდგომა ქართველებს რომ გვქონდეს, ეს არ არის ევროპული? უცხოური გამჭვირვალობის დაფინანსება არის ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების საკითხი. რა თქმა უნდა, ერთადერთი სუბიექტი, ვისაც შეუძლია ამ საკითხზე იმსჯელოს, არის ქართველი ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლებაა. სხვა ქვეყანას ჩვენი უსაფრთხოების საკითხებში ცოდნა, კომპეტენცია და მანდატიც არ აქვს. მხოლოდ ჩვენ, ქართველ ხალხს შეგვიძლია, განვსაჯოთ, რა არის მნიშვნელოვანი ჩვენი უსაფრთხოებისთვის. არსებულ გეოპოლიტიკურ სივრცეში, სადაც  ყველა მხრიდან საფრთხეა, ჩვენი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა ვიცოდეთ, რა ფული შემოდის და რაზე იხარჯება. ერთადერთი, რაზეც ყალბი კამპანია დგას, რომელიც შარშანაც იყო, არის ყვირილით საღი აზრის ჩახშობა. არცერთი საღი არგუმენტი არ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დაინიშნა

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დაინიშნა.

შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკვე გამოსცა.

ირაკლი ბერაია დღემდე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. სხვადასხვა დროს ის იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას, ასევე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი.