“რას ზვერავს ივანიშვილის პარტია არავის უნახავს, 12 წლის განმავლობაში არც ერთი რუსი ჯაშუში არ გამოუვლენიათ”

28
spot_img

კონკრეტულ პარტიულ აქტივისტს ნიშნავენ ამ თანამდებობაზე, ეს ნიშნავს ერთ რამეს – მათ არ აღელვებთ სახელმწიფოს, არც ხალხის ინტერესები და ამოძრავებთ მხოლოდ საკუთარი, პირადი ინტერესები. 12 წლის განმავლობაში არც ერთი რუსი ჯაშუში არ ჰყავთ გამოვლენილი და დაკავებული, ხაზს ვუსვამ არც ერთი! – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ“, ლევან ხაბეიშვილმა ირაკლი ბერაიას დაზვერვის სამსახურის უფროსად დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „რას ზვერავს ივანიშვილის პარტია, არავის უნახავს“.

„ჯერ რას ზვერავს ივანიშვილის პარტია არავის უნახავს. 12 წლის განმავლობაში არც ერთი რუსი ჯაშუში არ ჰყავთ გამოვლენილი და დაკავებული, ხაზს ვუსვამ არც ერთი!

შესაბამისად ახლა, რომ კონკრეტულ პარტიულ აქტივისტს ნიშნავენ ამ თანამდებობაზე ნიშნავს ერთ რამეს – მათ არ აღელვებთ სახელმწიფო ინტერესები, არც ხალხის ინტერესები და ამოძრავებთ მხოლოდ საკუთარი, პირადი ინტერესები, რაც გულისხმობს იმას, რომ კონკრეტული მათი გარემოცვა იქნება ბედნიერი, ექნება მაღალი ანაზღაურება, ექნება უზრუნველი ცხოვრება. მაგრამ ცხადია, სახელმწიფოსთვის არც არაფერი სიკეთე იქნება და არც ხალხისთვის იქნება ეს რაიმე მნიშვნელოვანი და საინტერესო.

მითუმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ დაზვერვაზე, კიდევ ხაზს გავუსვამ, 12 წლის განმავლობაში, ივანიშვილის პირობებში არც ერთი სახელმწიფოს მტრის ჯაშუშის, რუსეთის ჯაშუში არ არის გამოვლენილი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.