“ენჯეოები“ ჩემი მეგობრები არ არიან, ვფიქრობ, კარგს არაფერს აკეთებენ, მაგრამ „ქოცი“ სხვის გაუმჭვირვალობაზე რომ ლაპარაკობს, არ არის დამაჯერებელი”

36
spot_img

„ქართული ოცნება“ რომ სხვისი ფინანსების გაუმჭვირვალობაზე საუბრობს, ეს უბრალოდ ძალიან დიდი კომედიაა. ადამიანები ამის მასშტაბს რომ ხედავდნენ, სიცილისგან ჩაბჟირდებოდნენ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„მე ძალიან მიხარია, როდესაც „ქართული ოცნება“ ასეთ შეცდომებს უშვებს და წინასაარჩევნოდ ნერვებს უშლის სტუდენტებს. უნდა, ისინი გამოიწვიოს, ხომ მოგიგეო. ენის გამოყოფით ასე ელაპარაკება და ჩემი აზრით, ასეთს რაც უფრო მეტს გააკეთებენ წინასაარჩევნოდ, მით მეტია შანსია, ადამიანებს გავაგებინოთ, რომ ერთპიროვნული მმართველობა არ ვარგა. რაღაცნაირად ჩვენ უნდა გადავიდეთ მმართველობის სხვა სტილზე და ამაში ვთხოვოთ ხალხს დახმარება, თორემ მართლა თუ გვინდა დასავლეთისკენ სწრაფვა, ხომ გასაგებია, რომ ამ მეთოდებით არავინ არსად მიგვესალმება. „ქართული ოცნება“ რომ სხვისი ფინანსების გაუმჭვირვალობაზე საუბრობს, ეს უბრალოდ ძალიან დიდი კომედიაა. ადამიანები ამის მასშტაბს რომ ხედავდნენ, სიცილისგან ჩაბჟირდებოდნენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები ათასგვარ უაზრო რეპორტებს და ანგარიშებს ამზადებენ და დარწმუნებულია, რომ მთავრობას მათი ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ ინფორმაცია აქვს.

„ენჯეოები“ ჩემი მეგობრები არ არიან, ვფიქრობ, კარგს არაფერს აკეთებენ, მაგრამ ამის მიუხედავად, „ქოცი“ სხვის გაუმჭვირვალობაზე რომ ლაპარაკობს, მით უმეტეს, ამერიკული ან დასავლური ორგანიზაციების, რომლებიც ათასგვარ რეპორტებს აწერინებენ „ენჯეოებს“, მათ შორის, არასაჭიროს და მაგ ხალხზე ამბობ, მათი ფინანსები გაუმჭვირვალეა, ჩემი გამჭვირვალეო, არ არის დამაჯერებელი და უფრო მეტიც, სასაცილოც არის“, – განაცხადა ხვიჩიამ.