Home Blog Page 1153

სამტრედიაში ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა – ადვოკატი

სამტრედიაში ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაკავებულის ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე ავრცელებს. მაგდა კოტრიკაძე წერს, რომ მკვლელი ქალის ძმა აღმოჩნდა და ახლა ქალს გამოძიება ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავება.

“ქალს, რომელსაც ქმრის მკვლელობას აბრალებდნენ და ბრალი წარედგინა სსკ-ის 109- ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში და 16- დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, დღეს ბრალდება შეუცვალეს და ახლა ცრუ ჩვენებას ედავებიან – რატომ თქვი, რომ მე მოვკალიო”, – აცხადებს ადვოკატი და აღნიშნავს, რომ ნატო ხელაძე მალე დატოვებს საპატიმროს.

სასამართლო პროცესი გუშინ ქუთაისში გაიმართა. მოსამართლემ ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოზე დაკავებული აცხადებდა, რომ ქმარი მას არ მოუკლავს და მისმა ძმამ მოკლა.

შემთხვევა სამტრედიაში 30 მარტს მოხდა. საქმეზე 29 წლის ქალი იყო დაკავებული.

6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, დრო დაუთმეთ სულიერ პრაქტიკებს, მედიტაციას, ეს დაგეხმარებათ გააკონტროლოთ თქვენი ემოციები და მიაღწიოთ შინაგან ჰარმონიას.

კურო

დღეს, უმჯობესია, მთელი თქვენი ენერგია მიმართოთ შემოქმედების, სულიერებისა და თვითგანვითარებისკენ. ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს.

ტყუპები

სიტუაციის გამოსასწორებლად საჭიროა, გააანალიზოთ დაშვებული შეცდომები და თვითონვე მიხვდებით, რისი შეცვლაა საჭირო და რა უნდა მოიმოქმედოთ.

კირჩხიბი

არის ახალი ნაცნობობის ალბათობა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს თქვენთვის ახლო მომავალში. სასარგებლო იქნება აქტიური დასვენება.

ლომი

არის ალბათობა, დიდი დრო წაიღოს გარეგნობასა და სხეულზე, იმიჯზე ზრუნვამ. თქვენი ცხოვრება უფრო ჯანსაღი და დინამიკური ხდება. წარსულს დაბრუნების საშუალებას ნუ მისცემთ.

ქალწული

ხანდახან, სჯობს, გვერდიდან დააკვირდეთ თქვენს პარტნიორებს, სწორი იქნება, მათ მეტ თავისუფლებას თუ მისცემთ, მეტი სივრცე გჭირდებათ თქვენც.

სასწორი

მოაწესრიგეთ ყოველდღიური რეჟიმი: სწორი კვება, ვარჯიში, გარემოში სისუფთავე.  გახსოვდეთ,  თქვენი კეთილგანწყობა პოზიტიურად აისახება ყველა სფეროზე.

მორიელი

რომანტიკულ და შემოქმედებით ტალღაზე ხართ და, რა თქმა უნდა, ვერ გაექცევით გაზაფხულივით მომატებულ სასიყვარულო გრძნობებს.

მშვილდოსანი

დღეს, ყველაზე აქტუალური თემა, დიდი ალბათობით, ოჯახს და საცხოვრებლის კეთილმოწყობას უკავშირდება, რასაც მშვენივრად გაართმევთ თავს .

თხის რქა

რომანტიული ნაცნობობის ალბათობაა და სიურპრიზებსაც ელოდეთ. თუმცა, ოჯახში შესაძლებელია გარკვეული სახის სირთულეებმა იჩინოს თავი.

მერწყული

მოაწყვეთ სივრცე კომფორტულად, განმარტოებისა და დასვენებისათვის, იზრუნეთ პროფესიონალური უნარების ამაღლებაზე.

თევზები

მეტად იაქტიურეთ და წარმოაჩინეთ თქვენი თავი. შეგიძლიათ იმოქმედოთ თქვენი შეხედულებების მიხედვით და არა სხვების მითითებებით. აქტიურად დასვენების დროა.

„სახლი ჰაერში აიწია…“ – ნინი შერმადინი აშშ-ში მომხდარ მიწისძვრაზე

ნიუ-იორკში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 4.8 მაგნიტუდა შეადგინა.

ქართველ ემიგრანტებს შორის ერთ-ერთი ნინი შერმადინია, რომელიც აღნიშნულს გამოეხმაურა:

ნიუ ჯერსიში ეს კარდონის სახლი ჰაერში აიწია და დაეცა მერე ისევ, ისეთი მიწისძვრა იყო, ხმაც ჰქონდა… იმედია, აღარ განმეორდება და ყველა მშვიდობით ხართ,“ – დაწერა მომღერალმა.

ილია დარჩიაშვილი და პანამის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრაზე შეთანხმდნენ, შეინარჩუნონ მაღალი დონის კომუნიკაცია ორი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოების მიზნით

x

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი პანამის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯანაინა ტევანეი მენკომოს შეხვდა. შეხვედრა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ლათინური ამერიკის ქვეყნებში განხორციელებული ტურნეს ფარგლებში გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პანამის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობის არსებობის ისტორიაში პირველად გაიმართა. მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია საქართველოსა და პანამის, როგორც საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის, ასევე ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.

შეხვედრაზე მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები და გამოხატეს ინტერესი გააქტიურონ პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმი თანამშრომლობის პოტენციური სფეროების იდენტიფიცირების და გააქტიურების მიზნით. პანამის მხარე დაინტერესდა საქართველოს წარმატებული გამოცდილებით ტურიზმის ადმინისტრირების სფეროში. მინისტრებმა გაცვალეს მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება ქვეყნებს შორის მეგობრული და პარტნიორული კავშირები გამოყენებული იყოს საინვესტიციო და სავაჭრო პოტენციალის უკეთ რეალიზაციისთვის.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო მსოფლიოში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს. პანამის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოიხატა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერა. ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში არსებული პროგრესის შესახებ. მინისტრები შეთანხმდნენ შეინარჩუნონ მაღალი დონის კომუნიკაცია ორი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოების მიზნით.

ირაკლი ღარიბაშვილი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში პარტიულ აქტივს 13 აპრილს შეხვდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში პარტიულ აქტივს მომდევნო შაბათს – 13 აპრილს შეხვდება.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო.

შეხვედრები გაიმართა აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეებთან და პარტიულ აქტივთან.

ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში 10 რეგიონში შეხვდება.

ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

“ევროკავშირი, ნატო, აშშ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას” – მიხეილ ჯანელიძე

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დაინიცირებას სოციალურ ქსელში სარკასტული პოსტით გამოეხმაურა.

„ერთის მხრივ, ევროკავშირი, ნატო, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და აშშ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯით საფრთხეს უქმნის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, და მეორეს მხრივ, რუსეთი იცავს „ქართული ოცნების“ ამ ნაბიჯს და აცხადებს, რომ ყველა ქვეყანა ებრძვის უცხო აგენტებს და ეს საერთაშორისო პრაქტიკაა.

შემდეგი ნაბიჯი საქართველოს კონსტიტუციიდან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მუხლის ამოღება უნდა იყოს, ეს კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს სუვერენიტეტს. არ გვჭირდება ჩვენ მათი ფული და რჩევები. რუსეთი ხომ ჩვენს გვერდითაა, დიდი და კეთილი მეზობელი, ბრწყინვალე სახელმწიფო მოწყობის სისტემით, ეკონომიკური შესაძლებლობებითა თუ სამხედრო ძალით, რომელიც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გარანტიაა“, – წერს მიხეილ ჯანელიძე.

ხმაური ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში – მოკლული ქალის ნათესავები მკვლელობაში ბრალდებული ქმრის პალატაში შეჭრას ცდილობდნენ

ბათუმში, რეფერალურ საავადმყოფოში ხმაური იყო. შუახევის მუნიციპალიტეტში მოკლული ქალის ნათესავები მკვლელობაში ბრალდებული ქმრის პალატაში შეჭრას ცდილობდნენ. მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს.

ცნობისთვის, ორი დღის წინ შუახევის მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ცოლი მოკლა. ქმარმა ინციდენტის შემდეგ, სხეულზე დაზიანებები მიიყენა და ამ დროისთვის ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

სასაზღვრო პოლიციის სერჟანტი კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე, ცვლაში ყოფნის დროს გარდაიცვალა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის – 1989 წელს დაბადებულ ვალერი გედელიანის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო პოლიციის სერჟანტი ვალერი გედელიანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე, ცვლაში ყოფნის დროს გარდაიცვალა.

მათი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გამოძიებას სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალერი გედელიანის გარდაცვალების გამო, გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს თანაუგრძნობს.

“ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს ანტიაზერბაიჯანულმა განცხადებებმა და სომხეთის შეიარაღებულ ფორპოსტად გადაქცევის მცდელობებმა სამომავლოდ ძალიან დიდი უარყოფითი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს” – ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს ანტიაზერბაიჯანულმა განცხადებებმა და სომხეთის შეიარაღებულ ფორპოსტად გადაქცევის მცდელობებმა სამომავლოდ ძალიან დიდი უარყოფითი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს.

„ეს კიდევ ერთ საფრთხის წყაროს ქმნის სამხრეთ კავკასიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ევროკავშირის მაღალჩინოსნები მათი ინიციატივით გამართულ სატელეფონო საუბრებში ცდილობდნენ დარწმუნებას, რომ ეს შეხვედრა [სამმხრივი შეხვედრა ბრიუსელში აშშ-ის, ევროკავშირისა და სომხეთის წარმომადგენლებს შორის] აზერბაიჯანის წინააღმდეგ არ იყო მიმართული. თუმცა ვიცით, რომ ეს მიმართულია აზერბაიჯანისა და სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის წინააღმდეგ. ეს მიზნად ისახავს გამყოფი ხაზების შექმნას და ჩვენი ქვეყნის იზოლირებას“, – დასძინა ილჰამ ალიევმა.

“ბავშვების ხმა უნდა ისმოდეს ყველგან, ვინაიდან ყველაზე უკეთ, სწორედ მათ იციან თავიანთი საჭიროებების შესახებ” – ლევან იოსელიანი

ბავშვების ხმა უნდა ისმოდეს ყველგან, ვინაიდან ყველაზე უკეთ, სწორედ მათ იციან თავიანთი საჭიროებების შესახებ. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად არ იციან თავიანთი უფლებები და ამ უფლებათა დაცვის მექანიზმები; მაშინ, როცა ბავშვების ინფორმირება დიდ როლს თამაშობს შესაძლო უფლებადარღვევების პრევენციის, დროული გამოვლენის და სათანადო რეაგირებისათვის, – განაცხადა სახალხო დამცველმა ღონისძიებაზე, რომელზეც ბავშვის უფლებების შესახებ ბავშვზე მორგებული საინფორმაციო მასალები წარადგინეს.

ღონისძიებაზე სახალხო დამცველის აპარატმა, გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და ბავშვების მონაწილეობით, პროექტი – „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მხარდაჭერა – კვლევის, მონიტორინგისა და ბავშვებისთვის ინფორმაციის ადაპტირების საშუალებით“ შეაჯამა.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში იესპერ მოლერმა სიტყვით გამოსვლისას იმედი გამოთქვა, რომ მომზადებული საინფორმაციო მასალები ბავშვებს პრაქტიკაში მათი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად დაეხმარება.

ბავშვზე მორგებული საინფორმაციო მასალები ბავშვებისთვის მათი უფლებების და უფლებათა დაცვის მექანიზმების გაცნობას და ბავშვის უფლებების შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელებას ისახავს მიზნად.

სახალხო დამცველის აპარატი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საზოგადოებაში ბავშვის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. ამასთან, აპარატის თანამშრომლები მთელი ქვეყნის მასშტაბით ხვდებიან ბავშვებს და ატარებენ მათთან საინფორმაციო შეხვედრებს.

შეხვედრის დასასრულს გამართულ დისკუსიაზე ბავშვებმა თავისი მოსაზრებები გამოთქვეს ბავშვის უფლებებისა და უფლებათა დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით.

ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

“ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს რეგრესიული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიას შეიძლება გაფართოების პროცესის თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნება მოუწიოს”

ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს მხრიდან რეგრესიული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიამ გაფართოების პროცესს უნდა გადახედოს, – ამის შესახებ 22 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილში აცხადებს.

„ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მმართველი „ქართული ოცნების” პარტიის მიერ “უცხოურ აგენტებზე” კანონის დაბრუნების ზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წელს ქართულმა საზოგადოებამ მასიური პროტესტებით უარყო.

საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიენიჭა იმ პირობით, რომ ევროკომისიის მიერ დადგენილი შესაბამისი ნაბიჯები შესრულდებოდა. “უცხოურ აგენტებზე” შემოთავაზებული კანონი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე” კანონი, ამ ნაბიჯებიდან როგორც მინიმუმ ორს არღვევს: მე-9 ნაბიჯს, რომელიც მოუწოდებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება თავისუფლად უნდა მოქმედებდეს, და ჩართული იყოს საკანონმდებლო და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში, და 1-ელ ნაბიჯს, რომელიც ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლისკენ მოუწოდებს.

“უცხოურ აგენტებზე” ან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე” კანონი ევროკავშირის ღირებულებებსა და დემოკრატიულ პრინციპებს არ შეესაბამება, და საქართველოს ევროკავშირის წევრობის ამბიციებს ეწინააღმდეგება. საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მათ შორის მედიის, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე ევროკავშირის პრაქტიკებს გაყვეს, და არა რუსეთის და სხვა ავტორიტარული ქვეყნების, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის კონტროლს, რეპრესირებას და საბოლოო ჯამში დაშლას ისახავენ მიზნად…

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ევროკომისიას მონიტორინგი მოახდინოს საქართველოს ოფიციალური პირების ასეთი გადაწყვეტილებები შეესაბამება თუ არა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და დროულად მოახდინოს შეფასება. ჩვენ გვესმის და მხარს ვუჭერთ ფაქტს, რომ ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს რეგრესიული პროცესების შემთხვევაში ევროკომისიას შეიძლება გაფართოების პროცესის თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნება მოუწიოს,” – წერია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერები არიან ევროპარლამენტარები: პეტრას აუსტრევიჩუსი, მირიამ ლექსმანი, სვენ მიქსერი, ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა, ანდრიუს კუბილიუსი, კარინ კარლსბრო, ფრანსუა თიოლე, კატალინ ჩე, ანა ჯულია დონათი, ანდრეი კოვაჩევი, ჰილდე ვაუტმანსი, მიჰაელა შოიდროვა, მაიკლ გალერი, რეინჰარდ ბუტიკოფერი, რამონა სტრუგარიუ, იოზეფ მიჰალი, მარეკ პაველ ბალტი, რასა იუკნევიჩიენე, ატილა არა-კოვაჩი, ნაჩო სანჩეზ ამორი და ისაბელ სანტოსი.

ევროკავშირი სომხეთს შემდეგი 4 წლის განმავლობაში 270 მილიონ ევროს გამოუყოფს – ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკავშირი სომხეთს შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში 270 მილიონ ევროს გამოუყოფს. ევროკავშირსა და სომხეთს მზარდი თანხვედრა აქვთ ღირებულებებსა და ინტერესებში, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“მოხარული ვარ სომხეთის მხარდასაჭერად შეხვედრას ვუმასპინძლო. პირობას ვასრულებთ, რომელიც გასულ ოქტომბერს დავდეთ. პირობა, რომ მხარში დავუდგეთ სომხეთს და ამავდროულად პირობა, რომ ჩვენი პარტნიორობის მომავლისთვის ხედვა დავსახოთ და დღეს ამაზე ვისაუბრებთ.

ეს ხედვა ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერილი იქნება სომხეთისთვის გამძლეობისა და ზრდის გეგმით. 270 მილიონი ევრო გრანტებით შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ინვესტირებას გავაკეთებთ, რომ სომხეთის ეკონომიკა და საზოგადოება უფრო ძლიერი და შოკებისადმი უფრო გამძლე გავხადოთ. მხარს დავუჭერთ თქვენს ბიზნესებს, თქვენს ტალანტებს, განსაკუთრებით თქვენს მცირე და საშუალო საწარმოებს, რათა მათ დაეხმაროთ ზრდაში, ინოვაციებსა და ახალი ბაზრებისადმი წვდომაში.

ინვესტირებას გავაკეთებთ საკვანძო ინფრასტრუქტურულ პროექტებში. მაგალითად, შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელში, რომელიც შესაძლებლობებით სავსე ტრანსმისიის გზაა. მას განსაკუთრებით შეუძლია სუფთა, განახლებადი ენერგიის ევროპაში მიტანა. მზად ვართ მას მხარი დავუჭიროთ. პარალელურად გავაგრძელებთ სომხეთის განახლებადი ენერგიის წარმოებაში და საქართველოსთან უკეთეს ურთიერთკავშირებში“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, მიესალმება სომხეთის მიერ განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს, რომლებიც ქვეყანამ „არსებული გამოწვევების მიუხედავად“ განახორციელა.

„ასევე მივესალმები იმ ზომებს, რომლებიც სომხეთმა რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციებისთვის გვერდის ავლის აღსაკვეთად მიიღო. განსაკუთრებით, რათა უზრუნველეყო, რომ ლეტალური აღჭურვილობა და ტექნოლოგიები რუსეთის სამხედროების ხელში არ აღმოჩნდება. ეს აჩვენებს, რომ ევროკავშირსა და სომხეთს მზარდი თანხვედრა აქვთ ღირებულებებსა და ინტერესებში“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.