ილია დარჩიაშვილი და პანამის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრაზე შეთანხმდნენ, შეინარჩუნონ მაღალი დონის კომუნიკაცია ორი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოების მიზნით

23
x
spot_img

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი პანამის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯანაინა ტევანეი მენკომოს შეხვდა. შეხვედრა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ლათინური ამერიკის ქვეყნებში განხორციელებული ტურნეს ფარგლებში გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პანამის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობის არსებობის ისტორიაში პირველად გაიმართა. მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია საქართველოსა და პანამის, როგორც საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის, ასევე ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.

შეხვედრაზე მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები და გამოხატეს ინტერესი გააქტიურონ პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმი თანამშრომლობის პოტენციური სფეროების იდენტიფიცირების და გააქტიურების მიზნით. პანამის მხარე დაინტერესდა საქართველოს წარმატებული გამოცდილებით ტურიზმის ადმინისტრირების სფეროში. მინისტრებმა გაცვალეს მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება ქვეყნებს შორის მეგობრული და პარტნიორული კავშირები გამოყენებული იყოს საინვესტიციო და სავაჭრო პოტენციალის უკეთ რეალიზაციისთვის.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო მსოფლიოში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს. პანამის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოიხატა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერა. ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში არსებული პროგრესის შესახებ. მინისტრები შეთანხმდნენ შეინარჩუნონ მაღალი დონის კომუნიკაცია ორი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოების მიზნით.