სასაზღვრო პოლიციის სერჟანტი კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე, ცვლაში ყოფნის დროს გარდაიცვალა – შსს

26
spot_img

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის – 1989 წელს დაბადებულ ვალერი გედელიანის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო პოლიციის სერჟანტი ვალერი გედელიანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე, ცვლაში ყოფნის დროს გარდაიცვალა.

მათი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გამოძიებას სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალერი გედელიანის გარდაცვალების გამო, გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს თანაუგრძნობს.