Home Blog Page 1090

პროექტისთვის „ცესკოს საარჩევნო სკოლა“ ტრენერთა ტრენინგი მიმდინარეობს

8 ივლისიდან საგანმანათლებლო პროექტი „ცესკოს საარჩევნო სკოლები“ იწყება. პროექტის დაწყებამდე კი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ტრენერთა ტრენინგი (ToT). სწავლება, რომელიც რამდენიმე ეტაპად ხორციელდება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მან საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში საგანმანათლებლო პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საარჩევნო ადმინისტრაცია ტრადიციულად აგრძელებს საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, რაც ადმინისტრაციისთვის არის კარგი შესაძლებლობა 2024 წლის საერთო არჩევნებისთვის გადაამზადოს პოტენციური საარჩევნო ადმინისტრატორები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სასწავლო პროექტი წელს პირველად განსხვავებული კონცეფციით ჩატარდება. საარჩევნო ტექნოლოგიების ინტერვენციამ ადმინისტრაცია მრავალი გამოწვევის წინაშე დააყენა, მათ შორის ერთ-ერთი იყო კვალიფიციური საკადრო რესურსი. სწორედ ამიტომ, პროექტის უმთავრეს მიზანს საარჩევნო საკითხებთან და განსაკუთრებით, ტექნოლოგიებთან დაკავშირებით მონაწილეების ცნობიერების ამაღლება, ხოლო მეორე მხრივ, პოტენციური საარჩევნო ადმინისტრატორების გადამზადება წარმოადგენს. საარჩევნო სკოლის წარმატებით განხორციელებისთვის კი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გადამზადების ციკლი იმ პოტენციური ტრენერებისთვის, რომლებიც შემდგომ ჩაერთვებიან ამ პროექტში და მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაამზადებენ მონაწილეებს“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა ტრენერთა ტრენინგის გახსნისას.

ტრენერთა ტრენინგი 24 ივნისს დაიწყო და 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. უშუალოდ საგანმანათლებლო პროექტი კი 8 ივლისს დაიწყება და მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.

ცესკოს წარმომადგენლებმა დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საერთაშორისო ექსპერტთან ერთად იმსჯელეს

საარჩევნო კომისიის (ცესკო) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრაში სახელწოდებით – „არჩევნებში ტექნოლოგიების გამოყენების დროს დეზინფორმაცია და მისი მართვა“ მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრაზე კარგი პრაქტიკისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჩილეს საარჩევნო ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარენ აჰუეს ეჩევერია, საერთაშორისო ექსპერტის რანგში, იყო მიწვეული. კარენ აჰუეს ეჩევერიამ მონაწილეებს საკუთარი ექსპერტული ცოდნა და რეკომენდაციები ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე გააცნო, როგორიც არის დეზინფორმაცია და მასთან გამკლავების ეფექტური მექანიზმები.

როგორც მან შეხვედრის მიმდინარეობისას აღნიშნა დეზინფორმაცია 21-ე საუკუნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, სწორედ ამ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან  კარგი პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

„ამ შეხვედრის განმავლობაში მე დავინახე როგორ უმკლავდება საარჩევნო ადმინისტრაცია სხვადასხვა გამოწვევებს და რა მიღწევები აქვთ ამ მიმართულებით. ვფიქრობ, საქმე  რომელსაც ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების გუნდი აკეთებს, ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ძალიან სწორი მიმართულებით მიდიან მათ შორის დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით. ჩილეს და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს მსგავსი გამოწვევები და ამ შეხვედრაზე სწორედ ამ გამოწვევებთან გამკლავების ჩვენ გამოცდილებაზე და მიღწევებზე ვისაუბრე. განვიხილეთ რამდენად შესაძლებელია ჩვენი წარმატებული პრაქტიკის საქართველოში ადაპტირება.“ –  განაცხადა შეხვედრის შემდეგ კარენ აჰუეს ეჩევერიამ.

თავის მხრივ დეზინფორმაციასა და მის გავლენაზე, დეზინფორმაციასთან დაკავშირებული გამოწვევებსა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებაზე ვრცლად ისაუბრეს სტრატეგიული კომუნიკაციების საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების წარმომადგენლებმაც.

სამუშაო შეხვედრების დასრულების შემდეგ კარენ აჰუეს ეჩევერია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. „სამუშაო შეხვედრების ფარგლებში ჩილეს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჩვენ თანამშრომლებს გაუზიარა მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ მექანიზმებისა და ინსტრუმენტების შესახებ, რომლებსაც ჩილეს საარჩევნო ადმინისტრაცია ერთის მხრივ დეზინფორმაციასთან ბრძოლის, მეორეს მხრივ კი ამომრჩეველთა ინფორმირების კუთხით იყენებს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა რომლის შედეგებიც განვიხილე მასთან შეხვედრისას. ასევე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებში ამ მიმართულებით არსებულ გამოცდილებაზე და იმ ეფექტური მექანიზმების დანერგვაზე, რომლის მეშვეობით ამომრჩევლები მიიღებენ ზუსტ და ვერიფიცირებულ ინფორმაციას“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ჩილეს საარჩევნო ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ცესკოს წარმომადგენლებთან შეხვედრები 22-25 ივნისს გამართა.

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – ევრო 2024 და ლარი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია, რაც ასევე ქვეყნის ცნობადობისა და ეკონომიკის ზრდისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. საერთო აღიარებით, მე-12 მოთამაშის – გულშემატკივრის წვლილი ამ წარმატებაში ფასდაუდებელია. ჩემპიონატის მსვლელობისას, საქართველოს რეზიდენტების მიერ თიბისის ბარათებით გერმანიაში განხორცილებული დანახარჯები – თითქმის 10-ჯერ, სხვა ქვეყნებში კი ჯამური დანახარჯები თითქმის 2-ჯერ გაიზარდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის ჩემპიონატის ფაქტორის გარეშე, საქართველოში ტურისტული გადინებები შემოდინებებთან მიმართებით, დაახლოებით – 20%-ს, ტურისტულ შემოდინებებში კი საკმაოდ მაღალი იმპორტ კომპონენტის გათვალისწინებით, დაახლოებით 35-40%-ს შეადგენს, ეს მნიშვნელოვანი, თუმცა ისევ და ისევ, პროდუქტიული ინვესტიციაა. ამასთან, რა შეიძლება ითქვას ლარის კურსის მხრივ ამ ფაქტორის გათვალისწინებით? – ახლო მომავალში ამ ტიპის სავალუტო გადინება შემცირდება. ზუსტად როდის? – ფსონს ვდებთ, რომ 14 ივლისის – ევროპის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ.

გაეცანი პუბლიკაციას ბმულზე.

მმართველი გუნდი „ამნისტიის კანონის“ მიღებას გეგმავს

მმართველი გუნდი „ამნისტიის კანონის“ მიღებას გეგმავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ინიციატივას უახლოეს პერიოდში დააინიცირებს და პირველი მოსმენით, ივლისში მიიღებს.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანო „ამნისტიის კანონს“ საბოლოოდ, სამივე მოსმენით სექტემბერში მიიღებს.

„ვმუშაობდით აქტიურად, იუსტიციის სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული სამუშაო პროცესში. უკვე არის შედგენილი შესაბამისი მუხლების, პუნქტების სია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ამნისტიის წესით პირთა გათავისუფლებას. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს რომ უახლოეს დღეებში დავაინიციროთ შესაბამისი კანონპროექტი. ჩვენ ივლისში ალბათ, მოგვიწევს რიგგარეშე სესიაზე საუბარი, გარკვეული საკითხები იქნება განსახილველი და ივლისში შესაძლებელი იქნება ამ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება, ისე რომ სექტემბერში სამი მოსმენით დასრულდეს „ამნისტიის კანონის“ მიღება.

დღევანდელი მონაცემები არ არის ოპტიმალური. ჩვენ გვყავს 10 000-მდე პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და მნიშვნელოვანია, რომ ახლო მომავალში სერიოზულად შემცირდეს პატიმართა რაოდენობა იმისათვის, რომ ჩვენ დავუახლოვდეთ ოპტიმალურ ევროპულ მაჩვენებელს. იმისათვის სასურველი იქნებოდა მინიმუმ დაახლოებით, 1/3-ით პატიმართა რაოდენობის შემცირება და ვფიქრობთ, რომ „ამნისტიის კანონი“ სერიოზულ წვლილ შეიტანს,“ – განაცხადა კობახიძემ.

,,ოპოზიციის გაცხადებული სურვილი იყო ქვეყნის ომში ჩართვა და ამას ღია ტექსტითაც ამბობდნენ”- პრემიერი

2020 წელს, მმართველმა გუნდმა მოიგო საპარლამენტო არჩევნები, მიიღო პარლამენტში 90 მანდატი, თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანას არ მიეცა დამშვიდების საშუალება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება იმ მოვლენებს დაუთმო, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე განვითარდა.

პრემიერის თქმით, რამდენიმე წლის განმავლობაში, ოპოზიციამ და მათთან დაკავშირებულმა ორგანიზაციებმა ქვეყანა ხელოვნურად შექმნილ ტურბულენტობაში აცხოვრეს, რაც ძალიან სამწუხაროა.

„ეს არის ბოლო სამთავრობო მოხსენება ამ 4-წლიანი საპარლამენტო და სამთავრობო ციკლის განმავლობაში და მე მინდა, ძალიან მოკლედ შევაჯამო გასული 4 წელი და გავიხსენო ის მოვლენები, რომელიც განვითარდა 2020 წლის შემოდგომის შემდეგ. როგორც მოგეხსენებათ, მაშინ მმართველმა გუნდმა მოიგო საპარლამენტო არჩევნები, მიიღო პარლამენტში 90 მანდატი, თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანას არ მიეცა დამშვიდების საშუალება. ოპოზიცია უარს ამბობდა პარლამენტში შემოსვლაზე, აცხადებდნენ, რომ არჩევნები იყო გაყალბებული, თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენ დავუმტკიცეთ მათ, რომ თავად გააყალბეს პარალელური დათვლის მონაცემები, ასევე, მთელი რიგი სხვა მონაცემები, რომელიც „ენჯეოების” მეშვეობით გამოაქვეყნეს, რაც იყო ძალიან სამწუხარო მოვლენა.  ამ პროცესების გამო ჩვენ მოგვიწია მოლაპარაკებებში შესვლა, გარკვეული კაბალური, ასე ვთქვათ, პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერა, რაც ითვალისწინებდა, რეალურად, კონსტიტუციური ჩარჩოებიდან სისტემის დროებით გასვლას. დადგინდა ე.წ. 43%-იანი ვირტუალური ბარიერი, აბსოლუტურად ალოგიკური მოთხოვნა იყო ჩადებული ამ პოლიტიკურ შეთანხმებაში, იყო ხელოვნური პროცესები, რომელთა გამოც ქვეყანა ვერ დამშვიდდა 1 წლის განმავლობაში და მხოლოდ მას შემდეგ, რაც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ” მიიღო ხმათა 47 %, საბოლოოდ დასრულდა საუბარი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ამის შემდეგ დაიწყო 2022 წელი, იყო ურთულესი მოვლენები, ყველას გახსოვთ, როგორ ითხოვდა ჩვენგან ოპოზიცია სანქციებთან მიერთებას, უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას მთავრობის ოფიციალური თანხმობით. მათი გაცხადებული სურვილი იყო ქვეყნის ომში ჩართვა და ამას ღია ტექსტითაც ამბობდნენ როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე მათთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციების ლიდერები. ასევე, გახსოვთ, რომ მაშინ უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევის თაობაზე, ესეც იყო ძალიან სერიოზული დარტყმა. შემდეგ, ივნისში, გვითრეს უარი კანდიდატის სტატუსზე, დღემდე ვერ მოვისმინეთ  ვერც ერთი არგუმენტი. მოთხოვნებიც კი არ ჰქონდათ დაყენებული, მაშინ არ იყო არც 12-პუნქტიანი, არც 9-პუნქტიანი გეგმა, ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე, უბრალოდ შედგა დაახლოებით 5 000 გვერდიანი დოკუმენტი, გაიგზავნა ევროკავშირში, რომელიც ასახავდა საქართველოში არსებულ მდგომარეობას და ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა მაშინაც და დღესაც, იყო და არის ბევრად უფრო უკეთესი, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვაში, ასევე ბოსნიაში, თუმცა შესაბამის ქვეყნებს მიეცათ კანდიდატის სტატუსი, საქართველოს არა. ისიც გახსოვთ, რომ ოპოზიციამ სცადა ამ მოვლენის გამოყენება ქვეყანაში ხელისუფლების გადატრიალების მოსაწყობად. ანუ, 2022 წელიც, ისევე როგორც 2021, გამოვიარეთ ხელოვნურად შექმნილი ერთგვარი ტურბულენტობის პირობებში, რაც არის ძალიან სამწუხარო. ასევე, ეს პროცესები გაგრძელდა 2023 წელსაც, ვიდრე კანდიდატს სტატუსი მოგვენიჭებოდა, მანამდე წელიწადნახევრის განმავლობაში ხელოვნური ტურბულენტობის პირობებში აცხოვრეს ქვეყანა, რაც ძალიან ცუდი და სამწუხაროა,”- აღნიშნა პრემიერმა.

მჯერა, რომ 2030 წლამდე ჩვენ ვიცხოვრებთ ერთიან საქართველოში, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად და ერთად გავხდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი – პრემიერი

მე მჯერა, რომ 2030 წლამდე ჩვენ ვიცხოვრებთ ერთიან საქართველოში, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად და ერთად გავხდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მომდევნო ოთხი წელი იქნება გარდამტეხი ეტაპი საქართველოს განვითარების გზაზე.

„მომდევნო ოთხი წელი იქნება გარდამტეხი ეტაპი საქართველოს განვითარების გზაზე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ გვაქვს ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანა – ეს არის სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა ჩვენს ქვეყანაში და ეს არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. ორივე ოცნება არის ასრულებადი, ძალიან თამამად შეიძლება ამის თქმა, მთავარია ჩვენ ვიდგეთ ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – მე მჯერა, რომ 2030 წლამდე ჩვენ ვიცხოვრებთ ერთიან საქართველოში, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად და ერთად შევალთ ევროკავშირში, ერთად გავხდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა”, – განაცხადა პრემიერმა.

კანონი, რომელიც მიიღეთ თქვენ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ემსახურებოდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის განმტკიცებას და კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ამისათვის – ირაკლი კობახიძე

კანონი, რომელიც მიიღეთ თქვენ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ემსახურებოდა სწორედ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცებას და კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ამისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

პრემიერის თქმით, მომავალში ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანამ კვლავაც შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა  და გაგრძელდეს ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შენარჩუნება.

„საბოლოოდ, მიუხედავად, ამ რთული მოვლენებისა, რაც გამოვიარეთ 2020 წლის ბოლოს, 2021 წელს, 2022 წელს, 2023 და 2024 წელს, მოხდა ასეთი რამ – საქართველოს პარლამენტი შედგა, არ ჩატარდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ წარმატებით დავძლიეთ ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გამოვიარეთ 2021 წელს. ქვეყანამ შეინარჩუნა მშვიდობა, მიუხედავად ძალიან ძლიერი ზეწოლისა სხვადასხვა მიმართულებიდან. ამ ყველაფრის ფონზე, წარმოიდგინეთ, მუდმივი ხელოვნური ტურბულენტობის ფონზე, ჩვენ დოლარში ნომინალური ეკონომიკა გავაორმაგეთ. ჩვენი ეკონომიკა იყო დაახლოებით 4250 დოლარი და წელს უკვე 9 000 დოლარს გადასცდება. წარმოიდგინეთ თქვენ, დამშვიდების საშუალება რომ მიეცათ ამ ქვეყნისთვის, სად  წავიდოდა ჩვენი ეკონომიკა. ასევე შეგახსენებთ იმას, რომ ეკონომიკის განვითარება არის ბევრი რამის აუცილებელი პირობა, მათ შორის, საქართველოს ევროინტეგრაციის აუცილებელი პირობაც. ყველას კარგად ესმის, რომ იმ ეკონომიკით, რომელიც აქვს დრეს უკრაინას, ან მოლდოვას, ეს ორი ქვეყანა ჩვენ ბევრად ჩამოგვრჩა ჩვენ არა მარტო ეკონომიკური კუთხით, არამედ ევროინტეგრაციის გზაზეც. მომავალში რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ კვლავაც შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა, სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში და განვაგრძოთ ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შენარჩუნება, რაც არის ასევე მნიშვნელოვანი საქართველოს ევროინტეგრაციისთვის. ამ რთული მოვლენების ფონზე ჩვენ შევძელით და გავიმყარეთ საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი და ის კანონი, რომელიც მიიღეთ თქვენ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ემსახურებოდა სწორედ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცებას და კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ამისათვის“, – განაცხადა პრემიერმა.

კანონი, რომელიც მიიღეთ თქვენ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ემსახურებოდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის განმტკიცებას და კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ამისათვის – ირაკლი კობახიძე

კანონი, რომელიც მიიღეთ თქვენ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ემსახურებოდა სწორედ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცებას და კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ამისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

პრემიერის თქმით, მომავალში ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანამ კვლავაც შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა  და გაგრძელდეს ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შენარჩუნება.

„საბოლოოდ, მიუხედავად, ამ რთული მოვლენებისა, რაც გამოვიარეთ 2020 წლის ბოლოს, 2021 წელს, 2022 წელს, 2023 და 2024 წელს, მოხდა ასეთი რამ – საქართველოს პარლამენტი შედგა, არ ჩატარდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ წარმატებით დავძლიეთ ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გამოვიარეთ 2021 წელს. ქვეყანამ შეინარჩუნა მშვიდობა, მიუხედავად ძალიან ძლიერი ზეწოლისა სხვადასხვა მიმართულებიდან. ამ ყველაფრის ფონზე, წარმოიდგინეთ, მუდმივი ხელოვნური ტურბულენტობის ფონზე, ჩვენ დოლარში ნომინალური ეკონომიკა გავაორმაგეთ. ჩვენი ეკონომიკა იყო დაახლოებით 4250 დოლარი და წელს უკვე 9 000 დოლარს გადასცდება. წარმოიდგინეთ თქვენ, დამშვიდების საშუალება რომ მიეცათ ამ ქვეყნისთვის, სად  წავიდოდა ჩვენი ეკონომიკა. ასევე შეგახსენებთ იმას, რომ ეკონომიკის განვითარება არის ბევრი რამის აუცილებელი პირობა, მათ შორის, საქართველოს ევროინტეგრაციის აუცილებელი პირობაც. ყველას კარგად ესმის, რომ იმ ეკონომიკით, რომელიც აქვს დრეს უკრაინას, ან მოლდოვას, ეს ორი ქვეყანა ჩვენ ბევრად ჩამოგვრჩა ჩვენ არა მარტო ეკონომიკური კუთხით, არამედ ევროინტეგრაციის გზაზეც. მომავალში რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ კვლავაც შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა, სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში და განვაგრძოთ ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შენარჩუნება, რაც არის ასევე მნიშვნელოვანი საქართველოს ევროინტეგრაციისთვის. ამ რთული მოვლენების ფონზე ჩვენ შევძელით და გავიმყარეთ საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი და ის კანონი, რომელიც მიიღეთ თქვენ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ემსახურებოდა სწორედ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცებას და კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ამისათვის“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოსა ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 1 მლრდ 600 მილიონი დოლარი, ასევე საქართველოს შარშან ეწვია 48 ათასზე მეტი ტურისტი, რაც 6,5-ჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს – პრემიერი

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან.  გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის და წელს გვაქვს უკვე კონკრეტული შედეგები სხვადასხვა მიმართულებით, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოსა ჩინეთს შორის გაღრმავდა ეკონომიკური კავშირები, სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 1 მლრდ 600 მილიონი დოლარი, ასევე საქართველოს შარშან ეწვია 48 ათასზე მეტი ტურისტი, რაც 6,5-ჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან. როგორც მოგეხსენებათ, გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის და წელს გვაქვს უკვე კონკრეტული შედეგები სხვადასხვა მიმართულებით, მინდა მადლობა გადავუხადო ჩინურ მხარეს იმისთვის, რომ საქათველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ასევე გაორმაგდა პირდაპირი ფრენები. საქართველოსა ჩინეთს შორის გაღრმავდა ეკონომიკური კავშირები, სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 1 მლრდ 600 მილიონი დოლარი. ასევე საქართველოს შარშან ეწვია 48 ათასზე მეტი ტურისტი, რაც 6,5-ჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს. გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა ტურიზმის მიმართულებით. ძალიან ბევრ უმნიშვნელოვანეს პროექტშია ჩართული ჩინური მხარე, ჩართულები არიან ჩინური კომპანიები. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დავიკავე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ორი ყველაზე მსხვილი პროექტი გავხსენით – ზესტაფონის შემოვლითი გზა და კობი-ქვეშეთის გვირაბი. ორივე პროექტი ჩინური კომპანიების წარმატებული ჩართულობით განხორციელდა. ამ მიმართულებით თანამშრომლობა რა თქმა უნდა, გაგრძელდება.

ვახსენე ანაკლიის პროექტი, სადაც ძალიან მნი8შვნელოვანია ჩინური მხარის ჩართულობა, მათ შორის, ჩინური ტვირთის მოსაზიდად, იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარება და მოხარულები ვართ, რომ ეს პროექტი სწორედ ჩინური კომპანიის ჩართულობით განხორციელდება”, – განაცხადა პრემიერმა.

“ვინ გაიმარჯვებს თეთრი სახლისთვის ბრძოლაში – ჯო ბაიდენი თუ დონალდ ტრამპი? არჩევნებამდე ოთხ თვეზე ნაკლები დრო დარჩა”-Financial Times

აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვან შტატებში დონალდ ტრამპი ლიდერობას ინარჩუნებს ჯო ბაიდენზე იმ დროს, როცა 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მხოლოდ ოთხ თვეზე ნაკლებიღა რჩება. ეს მოწმობს დონალდ ტრამპის გასაოცარ სიმტკიცეზე – იმ ადამიანზე, რომელმაც თეთრი სახლი 2021 წელს რეკორდულად დაბალი 29%-იანი რეიტინგით დატოვა მას შემდეგ, რაც 6 იანვარს მისი მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესში (კაპიტოლიუმში) შეიჭრნენ და დაარბიეს. გასულ თვეში იგი პირველი ისეთი ყოფილი პრეზიდენტიც გახდა, რომელიც ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულის გამო არის გასამართლებული, – წერს ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) სტატიაში სათაურით „ვინ გაიმარჯვებს თეთრი სახლისთვის ბრძოლაში – ჯო ბაიდენი თუ დონალდ ტრამპი? არჩევნებამდე ოთხ თვეზე ნაკლები დრო დარჩა“ (ავტორები – ოლივერ რედერი, ევა სიაო, ალექს როჯერსი).

გთავაზობთ პუბლიკაციის სემოკლებულ ვერსიას:

საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები: გუშინ და დღეს

ამ ყველაფრის მიუხედავად, ორიოდე თვის წინ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსისა“ და კვლევითი ინსტიტუტის Siena College-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელი ამომრჩევლების 48% თვლიდა, რომ პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტრამპს აირჩევდნენ, ხოლო 42%-ის აზრით, ჯო ბაიდენს. იმდროინდელი კიდევ ერთი გამოკითხვის თანახმად, ჯო ბაიდენს მხარს უჭერდა ამომრჩეველთა 35%, წინააღმდეგი იყო 61%. მაგრამ რას გვამცნობენ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები დღეს?

კომპანია FiveThirtyEight-ის მონაცემების თანახმად, ამჟამად ორივე – დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ერთმანეთის მხარდამხარ იმყოფებიან 40%-იანი რეიტინგით, მაგრამ თუ უფრო ზუსტად ვიტყვით, ექს-პრეზიდენტი პრეზიდენტს 0,2%-ით უსწრებს. მხოლოდ ხმების 10% მოაგროვა დამოუკიდებელმა კანდიდატმა რობერტ ფრენსის კენედი-უმცროსმა.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები საერთოეროვნული ხმის მიცემით განისაზღვრება – პრინციპით „გამარჯვებული ყველაფერს იღებს“ თითქმის ყველა 50-ვე შტატში, რომლებიც მოქალაქეთა მიერ არჩეულ ამომრჩევებს გზავნიან ფედერალურ ამომრჩევთა კოლეგიაში. პრეზიდენტი ხდება ის კანდიდატი, რომელიც ამომრჩევთა კოლეგიის 538 ხმიდან 270 ხმას მიიღებს.

ოთხ საკვანძო „მერყევ შტატში“ – არიზონაში, ჯორჯიაში, ნევადაში და ჩრდილოეთ კაროლინაში – დონალდ ტრამპი ერთმნიშვნელოვნად ლიდერობს. კიდევ სამში – მიჩიგანში, პენსილვანიაში და ვისკონსინში – შანსები თანაბარია.

რა აღელვებს ამერიკელს: ეკონომიკა, იმიგრაცია, აბორტები…

ამერიკელი ამომრჩეველისათვის დღეს მთავარი პრიორიტეტული საკითხია ეკონომიკა და ამ მხრივ წარმატებას დონალდ ტრამპი აღწევს. გამოკითხვის მიხედვით, რომელიც „ფაინენშელ თაიმსისა“ და აშშ-ის მიჩიგანის უნივერსიტეტის როსის სკოლის (FT-Michigan Ross) მიერ ერთობლივად ჩატარდა, მთლიანობაში ეკონომიკურ საკითხებში დონალდ ტრამპს ენდობა ამომრჩეველთა 41%, ჯო ბაიდენს კი – 37%.

გაჭიანურებულმა ინფლაციამ ჯო ბაიდენის რეპუტაციას მტკივნეული დარტყმა მიაყენა და შესაბამისად, ყველაზე პესიმისტურად განწყობილ ამომრჩეველს თეთრი სახლის ბინადარის შეცვლა სურს. მათგან, ვინც ეკონომიკურ მდგომარეობას „ცუდს“ უწოდებს, 41%-მა განაცხადა, რომ ვაშინგტონში პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილება ეკონომიკურ მდგომარეობას გამოასწორებს, 37%-მა აღნიშნა, რომ სიტუაცია ინფლაციის შემცირებით გაუმჯობესდება, 14%-მა კი განაცხადა, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა.

სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შორის არის იმიგრაციის პრობლემა, რომელშიც, როგორც გამოკითხვები მოწმობს, ამომრჩეველი უფრო კომპეტენტურად თვლის დონალდ ტრამპს, ვიდრე ჯო ბაიდენს. ასეთივე მნიშვნელოვანია საკითხებია აბორტების უფლების შენარჩუნება ქალებისათვის და ჯანდაცვის სფეროსათვის ხარჯების შემცირება. ამ ბოლო ორ საკითხში ექს-პრეზიდენტთან შედარებით, პრეზიდენტი უფრო ძლიერია. გარდა ამისა, დემოკრატიის დაცვა  ჯო ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიაში მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენს. თუმცა, როგორც „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ ჩატარებული ამასწინანდელი გამოკითხვა მოწმობს, ექვს მერყევ შტატში დემოკრატიის დაცვაში ამომრჩეველი უფრო მეტად დონალდ ტრამპს ენდოვა, ვიდრე ჯო ბაიდენს.

საგარეო პოლიტიკა: სად მიდის ამერიკელების ფული?

ტრადიციულად, ამერიკელთა უმრავლესობა ხმის მიცემის დროს საგარეო პოლიტიკას მაინცდამაინც დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, მაგრამ ბოლო დროს ამომრჩევლები მუდმივად აცხადებენ, რომ მათი აზრით, აშშ ძალიან ბევრ სახსრებს ხარჯავს საზღვარგარეთ, უკრაინისა და ისრაელისათვის სამხედრო-ფინანსური დახმარების გაწევის საკითხში. ამას FT-Michigan Ross-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვაც მოწმობს და ასეთი შედეგები, რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპისათვის სასარგებლოა: ყოფილი პრეზიდენტი ხომ სულ მუდამ დახმარების შემცირებაზე ლაპარაკობს.

მართალია, დონალდ ტრამპს არ განუცხადებია, რომ რომელიმე სახელმწიფოს დაფინანსებას შეუმცირებს, მაგრამ მან აშკარად მიანიშნა, რომ ელოდება, თუ როდის და რამდენად გაზრდიან ევროპის ქვეყნები ხარჯებს თავდაცვის სფეროში, რუსულ საფრთხესთან დაკავშირებით. ასევე გასათვალისწინებელია, რომ სწორედ რესპუბლიკელებმა დაამუხრუჭეს უკრაინისა და ისრაელისადმი დახმარების პაკეტის მიღება.

ასაკის ფაქტორი: ეთიკა და მორალი

და მაინც, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად ითვლება ის, თუ როგორ აღიქვამენ ამომრჩევლები ჯო ბაიდენს და დონალდ ტრამპს, ადამიანური გაგებით, ასაკის მიხედვით.

ამომრჩეველთა უმეტესობა თვლის, რომ 78 წლის დონალდ ტრამპი უფრო ჯანმრთელია ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, ვიდრე 81 წლის ჯო ბაიდენი. კომპანია Pew Research-ის გამოკითხვით, ამომრჩეველთა 62% აცხადებს, რომ არ არიან დარწმუნებულნი ჯო ბაიდენის მორალურ მზადყოფნაში პრეზიდენტის ფუნქციების შესრულების დროს. ამ საკითხში დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენთან შედარებით უფრო კარგ სიტუაციაშია – მხოლოდ 59% თვლის, რომ 78 წლის მოხუცის პრეზიდენტად არჩევა ეთიკის ნორმებში თავსდება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, წვლილი შეიტანოს აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვაში, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ იქნება შემხვედრი ნაბიჯები – ირაკლი კობახიძე

საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, თავისი წვლილი შეიტანოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვაში, რაც 2020 წლიდან განვითარებული მოვლენების ფონზე აუცილებლად გვესახება; ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ იქნება შემხვედრი ნაბიჯები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

„საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, თავისი წვლილი შეიტანოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვაში, რაც 2020 წლიდან განვითარებული მოვლენების ფონზე აუცილებლად გვესახება; ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ იქნება შემხვედრი ნაბიჯები. რა თქმა უნდა, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის – საქართველოსთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად იქნება მზად იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა – ირაკლი კობახიძე

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ საანგარიშო პერიოდში საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მინდა ყველას კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, უმთავრეს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება ევროკავშირში ინტეგრაცია.

„პირველი ოფიციალური ვიზიტი პრემიერ-მინისტრის რანგში განვახორციელე სწორედ ბრიუსელში, სადაც დავესწარი ასოცირების საბჭოს სხდომას.

„რა თქმა უნდა, გაგრძელდება ასოცირების დღის წესრიგით და 9 პრიორიტეტით გათვალისწინებული პირობების შესრულება. 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად იქნება მზად იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას ნატო-სთან. ამ შემთხვევაშიც, პრემიერ-მინისტრის რანგში ჩემი პირველი საგარეო ვიზიტის ფარგლებში მქონდა შეხვედრები ნატოს ხელმძღვანელობასთან და მონაწილეობა მივიღე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში. სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა, მათ შორის სამხედრო სფეროში, თავდაცვის სფეროში და ამ თანამშრომლობის გაღრმავება დარჩება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად“, – აღნიშნა პრემიერმა.