კანონი, რომელიც მიიღეთ თქვენ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ემსახურებოდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის განმტკიცებას და კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ამისათვის – ირაკლი კობახიძე

11
spot_img

კანონი, რომელიც მიიღეთ თქვენ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ემსახურებოდა სწორედ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცებას და კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ამისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

პრემიერის თქმით, მომავალში ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანამ კვლავაც შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა  და გაგრძელდეს ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შენარჩუნება.

„საბოლოოდ, მიუხედავად, ამ რთული მოვლენებისა, რაც გამოვიარეთ 2020 წლის ბოლოს, 2021 წელს, 2022 წელს, 2023 და 2024 წელს, მოხდა ასეთი რამ – საქართველოს პარლამენტი შედგა, არ ჩატარდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ წარმატებით დავძლიეთ ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გამოვიარეთ 2021 წელს. ქვეყანამ შეინარჩუნა მშვიდობა, მიუხედავად ძალიან ძლიერი ზეწოლისა სხვადასხვა მიმართულებიდან. ამ ყველაფრის ფონზე, წარმოიდგინეთ, მუდმივი ხელოვნური ტურბულენტობის ფონზე, ჩვენ დოლარში ნომინალური ეკონომიკა გავაორმაგეთ. ჩვენი ეკონომიკა იყო დაახლოებით 4250 დოლარი და წელს უკვე 9 000 დოლარს გადასცდება. წარმოიდგინეთ თქვენ, დამშვიდების საშუალება რომ მიეცათ ამ ქვეყნისთვის, სად  წავიდოდა ჩვენი ეკონომიკა. ასევე შეგახსენებთ იმას, რომ ეკონომიკის განვითარება არის ბევრი რამის აუცილებელი პირობა, მათ შორის, საქართველოს ევროინტეგრაციის აუცილებელი პირობაც. ყველას კარგად ესმის, რომ იმ ეკონომიკით, რომელიც აქვს დრეს უკრაინას, ან მოლდოვას, ეს ორი ქვეყანა ჩვენ ბევრად ჩამოგვრჩა ჩვენ არა მარტო ეკონომიკური კუთხით, არამედ ევროინტეგრაციის გზაზეც. მომავალში რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ კვლავაც შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა, სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში და განვაგრძოთ ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შენარჩუნება, რაც არის ასევე მნიშვნელოვანი საქართველოს ევროინტეგრაციისთვის. ამ რთული მოვლენების ფონზე ჩვენ შევძელით და გავიმყარეთ საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი და ის კანონი, რომელიც მიიღეთ თქვენ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ემსახურებოდა სწორედ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცებას და კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ამისათვის“, – განაცხადა პრემიერმა.