Home Blog Page 1085

ბოლოს უკვე ვენეციის კომისიასაც კი ათქმევინეს, რომ გამჭვირვალობა ყოფილა ცუდი -გურამ მაჭარაშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნაში, სამართლებრივი შენიშვნების ნაცვლად, პოლიტიკური პროცესი იყო აღწერილი, რაც სცილდება კომისიის კომპეტენციას.

„სალომე ზურაბიშვილმა არ დატოვა განხილვის სივრცე. ზურაბიშვილმა ვეტო დაადო ორი კვირით ადრე, ვიდრე მას ამის ვადა ჰქონდა, ამავდროულად, ვამბობდით, რომ ვენეციის კომისიის დასკვნასაც არ დაელოდა. აქედან გამომდინარე, ამ დასკვნას ჩვენ კი გავეცნობოდით, თუმცა შეუძლებელი იქნებოდა თუნდაც რაიმე თეორიული შენიშვნების გათვალისწინება. მაგრამ ვნახეთ ვენეციის კომისიის დასკვნა, ბოლოში რომ მიეწერათ – „არა რუსულ კანონს“, აი, ეს იყო შინაარსი. სამართლებრივი შენიშვნების გარდა, მთელი პოლიტიკური პროცესი იყო აღწერილი, რაც თავიდან ბოლომდე სცილდება ვენეციის კომისიის კომპეტენციას. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც კანონპროექტთან დაკავშირებით წერს სამართლებრივ დასკვნას. ანუ, სამართლებრივ შენიშვნებს წერს კანონპროექტებთან დაკავშირებით.  ორი-სამი წინადადების გარდა, ჩვენ ვიხილეთ პრაქტიკულად პოლიტიკური აქცია – „არა რუსულ კანონს“, რომელიც, რეალურად, საქართველოში ჩავარდა. ვნახეთ, რომ აღარც პარლამენტში, აღარც ქუჩაში საზოგადოება ამას უკვე მხარს აღარ უჭერს, აღარც კი აქცევენ ყურადღებას. ბოლოს ვენეციის კომისიასაც კი ათქმევინეს, რომ გამჭვირვალობა ცუდი ყოფილა. წარმოიდგინეთ, რა დონეზე მივიდნენ, გამჭვირვალე რომ იყოს არასამთავრობო სექტორი, ეს ყოფილა ცუდი და ანტიდემოკრატიული, მაშინ, როდესაც იგივე ევროპის ინსტიტუცია, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო პირდაპირ წერს გადაწყვეტილებაში, რომ არასამთავრობო სექტორი გარკვეულ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, ამიტომ მისი გამჭვირვალობა საზოგადოების აღმატებული უფლებაა. პირდაპირ წერია ეს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებაში. მეორე ინსტიტუცია, ვენეციის კომისია ამბობს, თურმე გამჭვირვალობა არის ანტიდემოკრატიული. ამ დონემდე მივიდნენ, რასაც, რა თქმა უნდა, საქართველოს საზოგადოება არ მიიღებს, რადგან ჩვენ გვინდა სუვერენიტეტი, ჩვენ გვინდა გამჭვირვალობა, რომელიც არის ევროპული ღირებულება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვენეციის კომისიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით შეფასება  გამოაქვეყნა.

 ვფიქრობ, არასწორია „ჰამასის“ ხელმძღვანელობისა და ისრაელის დემოკრატიულად არჩეული ლიდერის გათანაბრება – დევიდ ქემერონი

ვფიქრობ, უბრალოდ, არასწორია „ჰამასის“ ხელმძღვანელობისა და ისრაელის დემოკრატიულად არჩეული ლიდერის მორალური გათანაბრება, – ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა განაცხადა.

მისი შეფასებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოთხოვნილი დაკავების ორდერი „უბრალოდ, არასწორია“.

როგორც ქემერონმა აღნიშნა, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ უნდა იფიქროს შედეგებზე და, მისი თქმით, ამ ორდერის გაცემა ვერ შეუწყობს ხელს მძევლების გათავისუფლებას.

„ერთი წუთითაც არ მჯერა, რომ ამ ორდერების გაცემა ხელს შეუწყობს მძევლების დაბრუნებას. ის არ შეუწყობს ხელს ჰუმანიტარული დახმარების მიღებას და მდგრად ცეცხლის შეწყვეტას“, – განუცხადა ქემერონმა ლორდთა პალატას.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის, ასევე „ჰამასის“ სამი ლიდერის დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს.

პირველადი შეფასებებიდან ჩანს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში პოლიტიკური მოტივაცია მეტია, ვიდრე სამართლებრივი, არის რიგი ფაქტობრივი დამახინჯებები -ირაკლი ქადაგიშვილი

პირველადი შეფასებებიდან ჩანს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში პოლიტიკური მოტივაცია უფრო მეტია, ვიდრე სამართლებრივი. ასევე არის მთელი რიგი ფაქტობრივი დამახინჯებები, ამას უზუსტობასაც ვერ დავარქმევთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, აქედან ჩანს, რომ ეს არის ორკესტრირებული პოლიტიკური პოზიციის ნაწილი.

„ამ დასკვნის კიდევ უფრო ღრმა შესწავლა გრძელდება და შევხედავთ, კიდევ რა შეიძლება, სამართლებრივად ღირებული იყოს და ამის შემდეგ იქნება უფრო კონკრეტული საუბარი დასკვნის სამართლებრივ მხარეზე. ფასეულია თუ არა, კიდევ დრო სჭირდება, რომ საბოლოოდ იყოს ყველაფერი კარგად გაანალიზებული, მაგრამ პირველადი გაცნობა ამ სურათს ხატავს, რაზეც მოგახსენეთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ქართულია და ქვეყნის სუვერენიტეტს ემსახურება.

„არაფერი შეცვლილა, ორი თვის განმავლობაში გვესმის, კანონი რუსულია და გაიწვიეთ, ეს პოლიტიკური განცხადებაა. სხვა არანაირი კონკრეტული სამართლებრივი შეფასება არ გვინახავს. აქედან გამომდინარე, ამასთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია ცნობილია, ეს არის ქართული კანონი, ემსახურება გამჭვირვალობას და ქვეყნის სუვერენიტეტს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვენეციის კომისიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით შეფასება დღეს გამოაქვეყნა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

22 მაისს ქუთაისში +27 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. მაღალია წვიმის ალბათობა. +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ამბროლაურშიც, სადაც დღეს ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა. დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +22 იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გორში დღისით +23 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მზიანი დღე. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც იწვიმებს, დღე +13 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +13, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +22 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. წვიმის ალბათობა ნაკლებია.

ენტონი ბლინკენს სენატში სიტყვით გამოსვლა პალესტინის მხარდამჭერებმა რამდენიმეჯერ შეძახილებით შეაწყვეტინეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლა პალესტინის მხარდამჭერებმა შეძახილებით რამდენიმეჯერ შეაწყვეტინეს.

„მას ხელებზე სისხლი აქვს“, „ომის დამნაშვე“, – სკანდირებდნენ პალესტინის მხარდამჭერები.

პოლიციამ მომიტინგეებს სენატის შენობა მალევე დაატოვებინა.

ამასთან, გამოსვლისას ენტონი ბლინკენმა ისრაელის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ორიენტირებულია ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის შემსუბუქებაზე.

„ჩვენ ვდგავართ ისრაელის გვერდით მათ ძალისხმევაში, რომ ის, რაც 7 ოქტომბერს მოხდა, აღარასოდეს განმეორდეს. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ბოლო მოეღოს ღაზაში ადამიანთა საშინელ ტანჯვას და თავიდან ავიცილოთ კონფლიქტის გავრცელება. აშშ-ის პრეზიდენტმა მკაფიოდ აღინიშნა, ისრაელთან როგორც საჯაროდ, ასევე სხვებთან საუბარში, რომ ჩვენ არ დავუჭერთ მხარს რაფაჰში მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას“, – აღნიშნა ბლინკენმა გამოსვლისას.

მისივე განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაცია სიამოვნებით იმუშავებს კონგრესთან, რათა ჩამოაყალიბონ პასუხი ისრაელის ლიდერების წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით.

დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას ზეიმობს

22 მაისი ნიკოლოზ სასწაულმოქმედის წმინდა ნაწილების მირონლუკიიდან ბარში გადასვენების დღეა.
წმინდა ნიკოლოზი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა. მან სასწაულმოქმედების უნარი ბავშვობიდანვე გამოამჟღავნა. ყრმობიდანვე ღრმად შეისწავლა საღმრთო წერილი, მთელი დღე ტაძარში ატარებდა და ღამით ლოცულობდა. პათარის ეპისკოპოსმა იგი ჯერ მედავითნედ დანიშნა, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. სულიწმიდით აღვსილმა მღვდელმთავარმა ამ დღეს ასე მიმართა ხალხს: „ ძმანო, მე ვხედავ ახალ მზეს, ამომავალს ქვეყნად, რომელი მონანულთა ნუგეშს მოჰფენს. კურთხეულ არს სამწყსო, რომლის მოძღვარიც იგი იქნება, რამეთუ ცოდვილთა სულებს კეთილად უწინამძღვრებს და ჭირთა შინა შემწედ მოევლინება“.

წმინდანი დიდი სიყვარულით შეუდგა დაკისრებულ მოვალეობის შესრულებას. მშობლების გარდაცვალების შემდეგ, მათგან მემკვიდრეობით მიღებული ქონება ღარიბებს დაურიგა. ცდილობდა, არცერთი ადამიანის გაჭირვება და უბედურება არ გამორჩენოდა მხედველობიდან. იგი დაუღალავად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, თავადაც მაგალითი იყო ქრისტიანული ცხოვრებისა და მოღვაწეობისა. წმინდანის ცხოვრება ღვთაებრივი ნათლით იყო გაბრწყინებული. მის ლოცვასა და შემწეობას მრავალი ადამიანი უხსნია ხორციელი თუ სულიერი სიკვდილისგან, მრავალი გადაურჩენია ზღვაში დახრჩობას და მრავალიც განუკურნავს.

წმინდა ნიკოლოზმა სარწმუნოებისთვის დევნა და პატიმრობაც დაითმინა. 325 წელს , იგი ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მონაწილეობდა, სადაც სამების ერთარსობების დოგმატი დაამტკიცეს. კრების სხვა 318 წმინდა მამასთან ერთად, იგი შეურიგებლად ამხელდა იმ ხანებში ფართოდ გავრცელებულ არიოზის ცრუმოძღვრებასა და ერეტიკოსების წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდა.

წმინდანი 342 წლის 6 დეკემბერს, 85 წლის ასაკში მიებარა უფალს. ადგილობრივ საკათედრო ტაძარში მისი წმინდა ნაწილები დიდხანს უხრწნელად იყო დაცული. მათგან წმინდა მირონი მოედინებოდა , რომლითაც მრავალი სასწაულებრივად იკურნებოდა. 1087 წელს , წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარის მცხოვრებლებმა თავიანთ ქალაქში გადაასვენეს, რადგან მირონლუკიაში მას საფრთხე დაემუქრა, მაჰმადიანების მხრიდან. წმინდა ნაწილთა გადასვენებისას მრავალი სასწაულებრივი კურნება მოხდა. ერთი წლის შემდეგ, აშენდა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, რომელიც პაპმა ურბან I I- მ აკურთხა.
ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ 19 დეკემბერს და 22 მაისს აღინიშნება.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ილჰამ ალიევთან უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საკითხები განიხილა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, მხარეებმა უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„ჩვენ გვაქვს პერსპექტიული პროექტები ენერგეტიკის, ვაჭრობისა და სხვა სფეროებში. დავავალეთ გუნდებს, გაააქტიურონ სამუშაოები მათ განხორციელების მიზნით და კოორდინირება გაუწიონ მომავალ ერთობლივ ღონისძიებებს“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ოფისი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ორი ქვეყნის ლიდერმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„სატელეფონო საუბრისას სახელმწიფოს მეთაურებმა რეგიონული უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის, ვაჭრობისა და სხვა სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბრისას აღინიშნა, რომ გაიცემა მითითებები ორივე ქვეყნის შესაბამის ინსტიტუტებს შორის ერთობლივი თანამშრომლობის პროექტების განსახორციელებლად“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს იოლი წარმატებების იმედი არ უნდა გქონდეთ. ერთი შეხედვით ყველაზე უბრალო საქმეც კი დიდ ძალისხმევას მოითხოვ. ამასთან, სატელეფონო საუბრები დიდ დროს გართმევთ. შესაძლოა, სასიამოვნო და საინტერესო თემებზე საუბრობთ, მაგრამ საეჭვოა, მათგან სარგებელი მიიღოთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება მოულოდნელი შეთავაზებები და სასიამოვნო სიახლეები მიიღოთ.

კურო

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის – საერთო ენას ნაცნობებთან თუ უცნობებთანაც ადვილად პოულობთ. ამასთან, არსებობს საინტერესო სამუშაოს მიღების ან გრძელვადიანი თანამშრომლობის შანსი. საშუალება გექნებათ, რომ სასარგებლო საქმე ისწავლოთ, რომელიც მალე გამოგადგებათ. დღეს ყველაზე კარგად გამოდით საქმე, რომელიც კრეატიულობას მოითხოვს. რუტინული დავალებების შესრულება გაცილებით გიჭირთ.

ტყუპები

სასიამოვნო და საინტერესო დღეა. ბევრი საინტერესო იდეა გაქვთ და მეგობრები მათ განხორციელებაში გეხმარებიან. წარმატებული გარიგება, ძველი ვალის დაბრუნება ან სოციალური შეღავათები თქვენს ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები – უჩვეულო ადამიანებთან ურთიერთობა გაიძულებთ ბევრ საკითხს განსხვავებული კუთხით შეხედოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ბევრი სირთულე და საზრუნავი ახლავს, თუმცა ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. დღეს თქვენგან ბევრს მოითხოვენ, მაგრამ კომპრომისს არ თანხმდებიან. ცდილობთ, ემოციები მოთოკოთ, თუმცა, სამწუხაროდ, ყოველთვის არ გამოგდით. თავი შეიკავეთ რემონტის დაწყების ან დიდი შესყიდვებისგან. ახლა სერიოზულ ვალდებულებებთან გამკლავება ძალიან რთული იქნება.

ლომი

ამ დღეს არავის ენდობით, დადებითს ვერაფერს ამჩნევთ და ყველგან პრობლემები გეჩვენებათ. ეცადეთ, უფრო პოზიტიურად განეწყოთ. თუ ამას შეძლებთ, დღე უფრო საინტერესო გახდება. თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია დადებითი ცვლილებები. ასევე სავარაუდოა ფინანსური სირთულეები, მაგრამ ისინი დროებითი იქნება. დღის მეორე ნახევარში შეიძლება ოჯახში უთანხმოება წარმოიშვას და შეთანხმება გაგიჭირდებათ. სავარაუდოდ, ვიღაც ძველ წყენას გაგიხსენებთ.

ქალწული

ენერგიული და მიზანდასახული ხართ, ამიტომ სირთულეები არ გაშინებთ. ხშირად იმას აღწევთ, რაც სხვებს არ შეუძლიათ. ადამიანები, რომლებიც ადრე არ გაფასებდნენ, აზრს შეიცვლიან. არსებობს შანსი, რომ საქმიანი თუ პირადი ხასიათის საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. თუ საყვარელი ადამიანების მხარდაჭერას ელით, გირჩევთ, არაფერი დაუმალოთ და მათთან ურთიერთობაში ბოლომდე გულწრფელი იყოთ.

სასწორი

დაძაბული დღეა. უმცირესი უთანხმოება შეიძლება დიდი კონფლიქტის მიზეზი გახდეს. ეს ეხება როგორც ოჯახს, ასევე სამსახურს. თუ ბიზნესში სიფრთხილეს გამოიჩენთ და თითოეულ ნაბიჯს საგულდაგულოდ დაგეგმავთ, შეიძლება შეცდომები თავიდან აიცილოთ და რთული, წინააღმდეგობრივი სიტუაციიდან გამოსავალი იპოვოთ. თანდაყოლილი გამჭრიახობა დაგეხმარებათ, რომ მოქმედების სწორი სტრატეგია შეარჩიოთ.

მორიელი

დღის დასაწყისში უმჯობესია მხარდაჭერას და დახმარებას არავისგან ელოდოთ. ეს დამოუკიდებელი საქმიანობისა და ექსპერიმენტებისთვის ხელსაყრელი დროა. თუ გსურთ, მიზანს მალე მიაღწიოთ, ინტუიციას უნდა უსმინოთ. სავარაუდოდ, იმაზე მეტ შემოსავალს მიიღებთ, ვიდრე გეგონათ. საღამოს იპოვით თანამოაზრეებს, რომლებიც გეგმების განხორციელებასა და მტკივნეული პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებიან.

მშვილდოსანით

გამჭრიახი და ენერგიული ადამიანი ხართ და შეგიძლიათ, მიზანს ნებისმიერ სიტუაციაში მიაღწიოთ. ადამიანები, რომლებსაც ადრე თქვენი შესაძლებლობები აეჭვებდათ, მიხვდებიან, თუ როგორ ცდებოდნენ. უფრო მეტიც, შესაძლოა, საჭირო მხარდაჭერა სწორედ მათგან მიიღოთ. არსებობს კარიერული წინსვლის შანსი, მაგრამ ამისთვის ბევრი შრომა მოგიწევთ.

თხის რქა

ნუ აჩქარდებით. ამ დღეს წარმატების მისაღწევად ფრთხილი მოქმედება გჭირდებათ. ნუ ელით, რომ ყველაფერი თავისთავად მოგვარდება, დიდი ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ. ახლობელ ადამიანთან უსიამოვნო საუბარი გელით, რომელიც ძველ საიდუმლოს ფარდას ახდის. თავი შეიკავეთ დაუგეგმავი ხარჯებისგან. არახელსაყრელი დღეა სერიოზული გადაწყვეტილების მისაღებად.

მერწყული

ამ დღეს ყველაზე მეტად სიმშვიდის შენარჩუნება გიჭირთ და ისეთი წვრილმანებიც კი გაღიზიანებთ, რომლებსაც აქამდე ვერ ამჩნევდით. შესაძლოა, რაღაც პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნივთი დაკარგოთ. დღის მეორე ნახევარში დაუგეგმავი ხარჯებია მოსალოდნელი. სირთულეებთან გამკლავებაში ახლობელი ადამიანის რჩევა დაგეხმარებათ.

თევზები

მშვიდი და ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. თქვენ წინაშე საინტერესო შესაძლებლობები გაჩნდება და მიხვდებით, როგორ გადაჭრათ ახლად წარმოქმნილი პრობლემები. ამ ნიშნის ყველაზე ინიციატივიანი წარმომადგენლები შემოსავლის ახალ წყაროს იპოვიან. თქვენი ფინანსური მდგომარეობა შესაძლოა საგრძნობლად გაუმჯობესდეს.

ვენეციის კომისიის დასკვნაში მთელი პოლიტიკური პროცესი იყო აღწერილი, რაც სცილდება კომისიის კომპეტენციას – გურამ მაჭარაშვილი 

პარტია „ხალხის ძალის“ წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნაში სამართლებრივი შენიშვნების ნაცვლად, პოლიტიკური პროცესი იყო აღწერილი, რაც სცილდება კომისიის კომპეტენციას.

„სალომე ზურაბიშვილმა არ დატოვა განხილვის სივრცე. ზურაბიშვილმა ვეტო დაადო ორი კვირით ადრე, ვიდრე მას ამის ვადა ჰქონდა, ამავდროულად, ვამბობდით, რომ ვენეციის კომისიის დასკვნასაც არ დაელოდა. აქედან გამომდინარე, ამ დასკვნას ჩვენ კი გავეცნობოდით, თუმცა შეუძლებელი იქნებოდა თუნდაც რაიმე თეორიული შენიშვნების გათვალისწინება. მაგრამ ვნახეთ ვენეციის კომისიის დასკვნა, ბოლოში რომ მიეწერათ – „არა რუსულ კანონს“, აი, ეს იყო შინაარსი. სამართლებრივი შენიშვნების გარდა, მთელი პოლიტიკური პროცესი იყო აღწერილი, რაც თავიდან ბოლომდე სცილდება ვენეციის კომისიის კომპეტენციას. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც კანონპროექტთან დაკავშირებით წერს სამართლებრივ დასკვნას. ანუ, სამართლებრივ შენიშვნებს წერს კანონპროექტებთან დაკავშირებით.  ორი-სამი წინადადების გარდა, ჩვენ ვიხილეთ პრაქტიკულად პოლიტიკური აქცია – „არა რუსულ კანონს“, რომელიც რეალურად, საქართველოში ჩავარდა. ვნახეთ, რომ აღარც პარლამენტში, აღარც ქუჩაში საზოგადოება ამას უკვე მხარს აღარ უჭერს, აღარც კი აქცევენ ყურადღებას. ბოლოს ვენეციის კომისიასაც კი ათქმევინეს, რომ გამჭვირვალობა ცუდი ყოფილა. წარმოიდგინეთ, რა დონეზე მივიდნენ, გამჭვირვალე რომ იყოს არასამთავრობო სექტორი, ეს ყოფილა ცუდი და ანტიდემოკრატიული, მაშინ, როდესაც იგივე ევროპის ინსტიტუცია, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო პირდაპირ წერს გადაწყვეტილებაში, რომ არასამთავრობო სექტორი გარკვეულ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, ამიტომ მისი გამჭვირვალობა საზოგადოების აღმატებული უფლებაა. პირდაპირ წერია ეს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებაში. მეორე ინსტიტუცია, ვენეციის კომისია ამბობს, თურმე გამჭვირვალობა არის ანტიდემოკრატიული. ამ დონემდე მივიდნენ, რასაც, რა თქმა უნდა, საქართველოს საზოგადოება არ მიიღებს, რადგან ჩვენ გვინდა სუვერენიტეტი, ჩვენ გვინდა გამჭვირვალობა, რომელიც არის ევროპული ღირებულება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას “უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის – გაბრიელიუს ლანდსბერგისი

მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას “უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის – იმედს გამოვთქვამ, საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას “უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის, და იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ“, – წერს ლანდსბერგისი.

ინფორმაციისთვის, ვენეციის კომისია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გაწვევის „მკაცრ რეკომენდაციას” გასცემს.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე ვეტო მომდევნო სასესიო კვირაში დადგენილი წესის შესაბამისად იქნება დაძლეული

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტო მომდევნო სასესიო კვირაში იქნება დაძლეული.

„ვეტო, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა, მომდევნო სასესიო კვირაში დადგენილი წესით იქნება დაძლეული“, – აღნიშნა დღევანდელ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სალომე ქურასბედიანმა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა მსჯელობის გასაგრძელებლად თეორიული შანსიც არ დატოვა, ასევე, რთულია იმის თქმა, რომ სამართლებრივად დასაბუთებული ცვლილებების შანსს ტოვებს ვენეციის კომისიის დღევანდელი დასკვნა.

„რამდენიმე დღის წინ მივიღეთ ვეტო სალომე ზურაბიშვილისგან, რომელმაც, ფაქტობრივად, თეორიული შანსიც კი არ დატოვა იმ სივრცისთვის, რომ სმჯელობა გაგრძელებულიყო. რთულია, ითქვას, რომ ეს დასკვნა, რომელსაც ჩვენ ყველანი დღეს გავეცანით, ტოვებს რაიმე შანსს, რომ გარკვეული რაციონალური და სამართლებრივად დასაბუთებული ცვლილებები შესულიყო, რადგან ასეთი მათი მხრიდან არ არის წარმოდგენილი, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ეს სივრცე თავისი ვეტოთი აბსოლუტურად დახურა და ამის თეორიული შანსიც კი მოსპო“, – განაცხადა სალომე ქურასბედიანმა.

ვენეციის კომისია, რომელიც დღემდე დოკუმენტების სამართლებრივ ანალიზს აკეთებდა, ქუჩის აქციების პოლიტიკურ შეფასებაზე გადავიდა, ესეც მეტყველებს ე.წ. ობიექტურობაზე – სალომე ქურასბედიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სალომე ქურასბედიანის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნის ტექსტი გაჯერებულია მიკერძოებული შეფასებით, თითქოს საპროტესტო აქციები სრულიად მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, მაშინ როცა ყველამ პირდაპირ ეთერში იხილა სამართალდამცველებზე თავდასხმის, საქართველოს პარლამენტის შენობაზე შტურმის, შესასვლელების ძალადობრივი ბლოკირებისა და ქონების დაზიანების უამრავი ფაქტი.

მისივე თქმით, წარმოუდგენელია, რომ ვენეციის კომისია, რომელიც დღემდე დოკუმენტების სამართლებრივ ანალიზს აკეთებდა, ქუჩის აქციების პოლიტიკურ შეფასებაზე გადავიდა.

„კომისიის ეს მიდგომაც უკვე ნათლად მეტყველებს მის ე.წ. ობიექტურობაზე, რაც, წესით, არავითარ სივრცეს აღარ ტოვებს აღნიშნული კომისიის დასკვნის შემდგომი ნაწილების სამართლებრივი ანალიზისთვის“, – აღნიშნა სალომე ქურასბედიანმა.