Home Blog Page 1071

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.

„ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

“სტრასბურგის სასამართლოდან გვაცნობეს, რომ სააკაშვილმა საკუთარი საჩივარი გამოითხოვა”

მიმდინარე წლის 25 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან იუსტიციის სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის მსჯავრდებულ სააკაშვილის წერილი სტრასბურგის სასამართლოდან მისი საჩივრის გახმობის თაობაზე – წერილში სააკაშვილის ადვოკატი აღნიშნავს, რომ ამჟამად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო, – ამის შესახებ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 25 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან იუსტიციის სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის მსჯავრდებულ სააკაშვილის წერილი სტრასბურგის სასამართლოდან მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.

18 აპრილით დათარიღებულ წერილში სააკაშვილის ადვოკატი აღნიშნავს, რომ ამჟამად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო. ევროპული სასამართლოს მიერ იუსტიციის სამინისტროს ეთხოვა კომენტარის გაკეთება 10 მაისამდე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

დღეს ჩვენ გავაგზავნეთ შესაბამისი პასუხი, რომელშიც აღვნიშნავთ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არ ყოფილა სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი, რაც დადასტურდა თავად სტრასბურგის სასამართლოდან მიერ 2023 წლის 11 მაისს, როდესაც მსჯავრდებულ სააკაშვილს უარი ეთქვა მკურნალობის მიზნით პოლონეთში, ვარშავის კლინიკაში გადაყვანაზე. ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ვთხოვეთ, გვაცნობონ განსახილველ საქმეთა ნუსხიდან საქმის ამორიცხვის ფაქტი“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6835 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6835 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6835 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6760 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0075 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8762 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8713 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0049 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადმოსხმის 80 წლისთავი: როგორ გადავლახოთ განხეთქილება ევროპასა და რუსეთს შორის

საფრანგეთის ყოველკვირეულ გაზეთ „ლე ჟუღნალ დუ დიმანშ“-ში (Le Journal du Dimanche) გამოქვეყნებულია ფრანგი პოლიტოლოგის სებასტიან ბუსუას სტატია სათაურით „ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადმოსხმის 80 წლისთავი: როგორ გადავლახოთ განხეთქილება ევროპასა და რუსეთს შორის?“, რომელშიც ავტორი, უკრაინის ომისა და ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადმოსხმის მორიგი იუბილეს ფონზე, დასავლელი პოლიტიკოსებისა და საზოგადოების საყურადღებოდ, კრემლთან დაპირისპირების განმუხტვის და სამშვიდობო დიალოგის დაწყების მეთოდზე საუბრობს.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ ცეცხლმოდებულ მსოფლიოში ვცხოვრობთ და როგორც ჩანს, უუნარო მოწმეები ვართ იმ ციკლის დასრულებისა, რომელიც 30 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო – „ცივი ომის“ დამთავრებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ… იმ ციკლისა, რომლის დროსაც მსოფლიოში უპირატესობა ეძლეოდა პრობლემებისადმი მრავალმხრივ მიდგომას და საერთაშორისო სამართალს… ციკლისა, რომელიც მემკვიდრეობით გადმოგვეცა მეორე მსოფლიო ომის შედეგად – „მსგავსი საშინელების განუმეორებლობის“ სახელით.

გერმანელ ნაცისტთა მიერ ოკუპირებული საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში – ნორმანდიაში – 1944 წლის 6 ივნისს მოკავშირეთა ჯარების გადმოსხმის აღსანიშნავი ზეიმი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დამამთავრებელი სტადიად იქცა, სულ მალე გახდება ყოფილი სამ დიდ ანტიჰიტლერულ მოკავშირეს შორის არსებული ურთიერთობის უპრეცედენტო გამწვავების მოწმეც: ერთი მხრივ, ამერიკულ-ევროპული კავშირები ისეა დაძაბული როგორც არასდროს, მეორე მხრივ კი – შესუსტებულია ევროპისა და რუსეთის საუკუნებრივი ურთიერთობა, რომელიც ჯერ კიდევ პეტრე პირველის დროიდან იყო შენარჩუნებული.

ამჟამინდელი მოვლენებისა და საომარ მოქმედებათა შუქზე, რომელშიც მოსკოვი და კიევი არიან ერთმანეთთან დაპირისპირებულნი, ისმება კითხვა – რამდენად აუცილებელია რუსეთის მიწვევა ამ ღონისძიებაზე? ერთნი წინააღმდეგნი არიან – ისევე როგორც მათ არ სურთ რუსეთის მონაწილეობა პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, ხოლო მეორენი პირველთ არ ეთანხმებიან და მოუწოდებენ – „ნუ მივუდგებით ამ ისტორიულ ფაქტს დღევანდელი გადასახედიდან და ამჟამინდელი თვალსაზრისის საფუძველზე“.

ამ რთულ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ სამ ფუძემდებლურ ელემენტს და თავი უნდა ავარიდოთ ევროპული სტილის საკმაოდ უპერსპექტივო პოლემიკას.

ევროპელთა შეგნება-ცნობიერების მიხედვით, სრულიად ნორმალურია არ მიიწვიონ ზეიმზე ვლადიმერ პუტინი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ შეიძლება ისეთი ლიდერის მიპატიჟება ევროპულ მაგიდაზე, რომელიც, ბევრის აზრით, ევროპულ ფასეულობებს უტევს, უკრაინის კონფლიქტის სახით. ევროპელები თვლიან, რომ იმ დროს, როცა ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების ინიცირებას არ ახდენს და ამჟამად უფრო მეტად ომის ესკალაციას ეწევა, ომში დაღუპულ ხსოვნის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე რუსეთის პრეზიდენტის ადგილი არ არის, ანუ მისი მონაწილეობა ზეიმში იმ ფასეულობებისადმი შეურაცხყოფა იქნებოდა, რომლებსაც საფუძველი 1945 წლის შემდეგ ჩაეყარა.

ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ ყირიმის მიერთების მიუხედავად, 2014 წელს, ვლადიმერ პუტინი მიწვეული იყო და მონაწილეობდა მოკავშირეთა ჯარების გადმოსხმის 70 წლისთავის ზეიმში (სწორედ მაშინ „დაიბადა“ ცნობილი „ნორმანდიის ფორმატი“, რომელმაც უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს ერთმანეთთან შეხვედრის საშუალება მისცა). რა თქმა უნდა, ახლა ყველაფერი უფრო გართულებულია – ვლადიმერ პუტინი თუნდაც რომ მიიწვიონ, მისი საფრანგეთში ჩასვლა შეუძლებელია: ერთი მხრივ, არსებობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოცემული ორდერი რუსი ლიდერის დაპატიმრების შესახებ (მართალია, ორდერის გამოყენება პრობლემატურია, მაგრამ მაინც), ხოლო მეორე მხრივ, რუსეთი მრავალეროვნული და მრავალკულტურულ ქვეყანას წარმოადგენს, რომელსაც ევროპასთან საუკუნეობრივი კავშირები აქვს და რომლის მნიშვნელოვანმა სამხედრო ძალისხმევამ (ყველაზე მეტად მეორე მსოფლიო ომში სწორედ რუსეთი დაზარალდა – 26 მილიონი მსხვერპლით!) ჰიტლერული რეჟიმის კრახი გამოიწვია. სწორედ ამიტომ კრემლი წარმოდგენილი უნდა იყოს – განურჩევლად იმისა, როგორიც არის დღეს რუსეთი. რუსეთის პრეზიდენტი ნორმანდიაში უნდა იყოს – იმიტომ, რომ ევროპელებმა რომც მოინდომონ, მეორე მსოფლიო ომის ისტორიას მთლიანად ვერ გადაწერენ და მოსკოვის დამსახურებულ როლს ვერ წაშლიან – საერთო მტრის – ნაცისტური გერმანიის განადგურების საქმეში.

ევროპამ, რომელიც ხშირად ბრალს სდებს მოსკოვს ისტორიის გადაწერის მცდელობაში, არ უნდა გამოიყენოს იგივე მეთოდი, რაშიც თავის დღევანდელ მოწინააღმდეგეს ადანაშაულებს. ორივე მხარის ამჟამინდელი დისკურსი, როგორც ჩანს, ევროპელებსა და რუსებს შორის დიალოგის გაწყვეტას გამოიწვევს მრავალი თაობის განმავლობაში. ეს რომ არ მოხდეს და ევროპა დენთის მუდმივ კასრად რომ არ იქცეს, ამ სავარაუდო პერსპექტივის წინააღმდეგ ბრძოლა ახლავე უნდა დავიწყოთ: რუსეთმა და ევროპამ ერთმანეთს ბევრი რამ მისცეს და ეს საუკუნეობრივი ტრადიცია უნდა გაგრძელდეს.

ევროპელებმა, კრემლის ლიდერის ნორმანდიაში მიწვევით, რუსებს სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის ძლიერი სიგნალი უნდა გაუგზავნონ – ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მოსკოვს, რომ დასავლეთი მტკიცედ დგას თავისი ფასეულობების დასაცავად, თუმცა იმავდროულად ღიაა დიალოგისათვის, მშვიდობიანი მომავლის სახელით.

ამ ისტორიულ ღონისძიებაში მიწვევამ რუსეთისათვის იმედის ახალი „ფანჯარა“ უნდა გამოაღოს ევროპულ სახლში შესასვლელად, საერთო ბედის ნიშნად, როგორც ამას საფრანგეთის პრეზიდენტი, გენერალი შარლ დე გოლი ესოდენ დიდი მცდელობით გეგმავდა. აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ ის ბზარი, რომელიც არაბუნებრივად აშორებს ევროპის კონტინენტს ევრაზიული რუსეთისაგან, რაც შეიძლება მალე „შეხორცდეს“.

წყარო

ერთად ვუპასუხოთ გამოწვევებს – გავუზიაროთ ერთმანეთს განვითარების შესაძლებლობები – ჭაო ჩუანი

ერთად ვუპასუხოთ გამოწვევებს   –  გავუზიაროთ ერთმანეთს განვითარების შესაძლებლობები – საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში – ჭაო ჩუანი

დღეს კრიზისია უკრაინაში, კონფლიქტია პალესტინასა და ისრაელს შორის, გლობალურ ეკონომიკაში რისკებსა და საფრთხეებს ბოლო არ უჩანს. საით მიდის მსოფლიო? რა უნდა მოიმოქმედოს კაცობრიობამ? ეს საკითხები თითოეული ადამიანის საზრუნავად იქცა. ამ გამოწვევებზე პასუხად, განსაკუთრებით კი იმაზე, თუ როგორ უნდა დასტაბილურდეს და განვითარდეს გლობალური ეკონომიკა, ჩინეთი მხარს უჭერს თანაბარი და მოწესრიგებული მრავალპოლუსიანი მსოფლიოსა და ინკლუზიური ეკონომიკური გლობალიზაციის იდეას. 

ჩინეთი მზადაა პრაქტიკაში განახორციელოს და დაიცვას ჭეშმარიტი მულტილატერალიზმი, ხელი შეუწყოს ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაციას. იგი მზადაა გადაჭრას სტრუქტურული პრობლემები, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკის ჯანსაღად განვითარებას ხელს უშლის. ჩინეთი მხარს უჭერს ისეთ ეკონომიკურ გლობალიზაციას, რომელიც იქნება ღია, ინკლუზიური, ყველასთვის მომგებიანი და დაბალანსებული.

  • ჩინეთის მიღწევები ბოლო ათ წელში

 უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ჩინეთის, როგორც გლობალური ეკონომიკის „მასტაბილიზებელი და მასტიმულირებელი ფაქტორის“ როლი თვალსაჩინოდ გამოიკვეთა.

ჩინეთის მთლიანი ეკონომიკური გამოშვების წილი მსოფლიო ეკონომიკაში 12.3%-იდან 18%-მდე გაიზარდა. ყოველწლიურად მისი კონტრიბუცია გლობალური ეკონომიკის ზრდაში საშუალოდ 30%-ზე მეტია.  COVID 19-ით გამოწვეული დარტყმის შემდეგ, 2023 წელი ჩინეთისთვის ეკონომიკური აღდგენის პირველი წელი იყო. ჩინეთის ეკონომიკამ წარმატებით გაუძლო გარე ზეწოლას და შიდა სირთულეებს. მუდმივი ფასის გაანგარიშებით, 2023 წელს მშპ-ის მოცულობამ ¥126 ტრილიონი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 5.2%-ით გაიზარდა. ჩინეთმა დათქმულ დროში დაამარცხა სიღარიბე და „ზომიერად დოვლათიანი საზოგადოება“ შექმნა.

 2023 წელს ერთ სულ მოსახლეზე განკარგვადი შემოსავალი რეალურად 6.1%-ით გაიზარდა და მშპ-ის ზრდის ტემპსაც კი გადაასწრო. სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ტემპმა კი – ქალაქის მაცხოვრებლებისას გადააჭარბა. შედეგად ჩამოყალიბდა მსოფლიოში ყველაზე დიდი და მზარდი საშუალო კლასი, რომელშიც 400 მილიონზე მეტი ადამიანი შედის. ჩინეთი აგრძელებს „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის განხორციელებას. ეს არის საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი პლატფორმა, რომელიც სტიმულს აძლევს მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას. ჩინეთმა ინიციატივის მონაწილე ქვეყნებთან 3000-ზე მეტი თანამშრომლობის პროექტი წამოიწყო, რისთვისაც თითქმის $1 მილიარდის ინვესტიციების სტიმულირება განხორციელდა.

  • ჩინეთის ეკონომიკის ძირითადი უპირატესობები

პირველი – ფართომასშტაბიანი ბაზრის მოთხოვნები. უპრეცედენტო ცვლილებების ეპოქაში ვცხოვრობთ, რომლის მსგავსიც ბოლო ასი წლის განმავლობაში არ ყოფილა. მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა. ბაზარი დღეს ყველაზე დეფიციტური რესურსია. ჩინეთის 1.4 მილიარდიანი მოსახლეობა, 400 მილიონიანი საშუალო კლასი, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების კატეგორიასთან მიახლოება და მომხმარებელთა მოთხოვნების ზრდა – განვითარებისთვის უზარმაზარ პოტენციალს ქმნის.

 ჩინეთი საქონლით უმსხვილესი მოვაჭრეა მსოფლიოში. 2023 წლის განმავლობაში საქონლის ექსპორტ-იმპორტი შეუფერხებლად და აქტიურად ხორციელდებოდა, რამაც საინვესტიციო მოთხოვნების ზრდაც განაპირობა.

მეორე – სრულყოფილი დამხმარე სამრეწველო სისტემით აწყობილი მიწოდება. ჩინეთი დღეს უკვე უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყანაა მსოფლიოში. მისი სამრეწველო წარმოების დამატებითი ღირებულების წილი გლობალური მასშტაბით დაახლოებით 30%-ს შეადგენს. საწარმოო ინდუსტრიის მოცულობით იგი მრავალი წელია, პირველ ადგილზეა მსოფლიოში. ჩინეთმა შექმნა დამოუკიდებელი და სრულყოფილი, თანამედროვე სამრეწველო სისტემა, რომელიც ყველა კატეგორიას მოიცავს. იგი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც გაეროს ინდუსტრიულ კლასიფიკაციაში მოცემულ ყველა კატეგორიას იყენებს. რეგიონებში მოქმედებს სპეციალიზებული ინდუსტრიული კლასტერები, რომლებსაც კონკურენციის მაღალი უნარი აქვთ საერთაშორისო დონეზე.

 მესამე – დიდი რაოდენობით კვალიფიცირებული მუშახელი და სამეწარმეო ტალანტი. ჩინეთი კადრების განვითარების მექანიზმებს ხვეწავს. იგი ქვეყნის გაძლიერების სტრატეგიას ადამიანური რესურსების განვითარებით ახორციელებს. მისი ადამიანური რესურსის საერთო რაოდენობა 220 მილიონამდეა. ჩინეთში კვალიფიცირებული კადრების რიცხვი საკმაოდ მაღალია. მას 60 მილიონზე მეტი მაღალკვალიფიციური კადრი ჰყავს. სამეცნიერო-კვლევითი პერსონალის საერთო რაოდენობით მრავალი წელია, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ისინი ქვეყნის ინდუსტრიულ და ინოვაციურ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. მეწარმეთა გუნდიც დღითიდღე იზრდება. 2023 წლის „Fortune Global 500“-ის სიაში 142 ჩინური კომპანია იყო, რითაც ჩინეთი ასევე მსოფლიო ლიდერია.

ჩინეთის ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკის სტიმულირებას ახდენს

მსოფლიომ არასტაბილურობისა და ტრანსფორმაციის ახალ ფაზაში შეაბიჯა. გლობალური ეკონომიკის განვითარებისთვის საკმარისი სტიმული არ არსებობს. ამ ყველაფრის ფონზე, 2023 წელს ჩინეთის ეკონომიკური განვითარება გამოირჩეოდა სტაბილურობით, პროგრესითა და პოზიტივით. ეკონომიკურმა ზრდამ ¥6 ტრილიონს გადააჭარბა, რაც თითქმის საშუალო ზომის ქვეყნის წლიური ეკონომიკის აგრეგირებული მაჩვენებლის ტოლია. ელექტრომანქანების, ლითიუმ-იონის და მზის ბატარეების მთლიანმა ექსპორტმა ¥1.06 ტრილიონი შეადგინა, რამაც პირველად გადააჭარბა ტრილიონიან მაჩვენებელს და წინა წელთან შედარებით 29.9%-ით გაიზარდა.

ჩინეთის საგარეო ვაჭრობის ეს სამი ახალი პროდუქტი საყოველთაო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩინეთში ჩადებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან უკუგება დაახლოებით 9% იყო, რაც შედარებით მაღალი მაჩვენებელია საერთაშორისო დონეზე. საერთაშორისო საფინანსო ფორუმის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს ჩინეთის ეკონომიკის წვლილი გლობალური ეკონომიკის ზრდაში 32% იყო, რითაც ყველაზე მეტად მოახდინა მსოფლიო ეკონომიკის სტიმულირება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევამ აჩვენა, რომ ჩინეთის ეკონომიკური ზრდა ზიარჭურჭლის პრინციპით დადებით გავლენას ახდენს სხვა რეგიონებზე. ჩინეთის ეკონომიკის 1%-იანი მატება სხვა ეკონომიკების წარმოების დონეს 0.3%-ით ზრდის.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტის კრისტალინა გეორგიევას აზრით, ჩინეთის ეკონომიკამ ძირითად სამიზნე მაჩვენებლებს წარმატებით მიაღწია, რაც კარგი ამბავია ჩინეთისთვის, აზიისთვის და სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც. გასულ წელს საქართველოს დაახლოებით 48 000 ჩინელი ტურისტი ეწვია, რაც უკვე აღემატება პანდემიამდელ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, რომელიც 2019 წელს დაფიქსირდა. ჩინეთი მომავალშიც მზადაა, საქართველოს გაუზიაროს განვითარების შესაძლებლობები. მსოფლიო ეკონომიკაში არსებული რისკების და მზარდი პროტექციონიზმის ფონზე, ჩინეთი მხარს უჭერს კიდევ უფრო მეტად განვითარებას და გახსნილობას და საბაზრო პრინციპებსა და კანონის უზენაესობაზე ორიენტირებული საერთაშორისო დონის ბიზნეს გარემოს შექმნას.

ერთად ვუპასუხოთ გამოწვევებს   –  გავუზიაროთ ერთმანეთს განვითარების შესაძლებლობები საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში – ჭოუ ციენ

“აშშ-ის FARA-ს შემთხვევაში, რეესტრში მოხვედრა უცხოური ქვეყნის მითითებით, კონტროლით, დირექტივით განისაზღვრება”

აშშ-ის FARA-ს კანონმდებლობით არც ერთი ცენტი არ არის საჭირო იმისთვის, რომ ორგანიზაცია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში მოხვდეს – აშშ-ის FARA-ს შემთხვევაში, რეესტრში მოხვედრა განისაზღვრება უცხოური ქვეყნის გავლენით, მითითებით, კონტროლით, დირექტივით, – ეს არის განმარტება, რომელიც ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

როგორც მდინარაძემ ამ კონტექსტში განაცხადა, უცხოური ძალის გამტარებლის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმი მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტით უფრო მსუბუქია, “რადგან დისკრეციაში არ შედის“.

“თუ აშშ-ს შესაბამისმა ორგანომ მიიჩნია, რომ ეს თუ ის ორგანიზაცია უცხოური ქვეყნის გავლენით, დირექტივით, კონტროლით მოქმედებს, ის დისკრეციის შესაბამისად FARA-ს რეესტრში მოხვდება. ჩვენ ეს იმიტომ არ გავაკეთეთ, რომ გაცილებით მკაცრი და არაგანჭვრეტადი რეგულაციაა.

თუ გინდათ, ჩავწეროთ ანალოგიური დისკრეცია, რაც FARA-ში წერია და რასაც “ჩამკეტს“ ეძახით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით – მუხლობრივად განხილვა მიმდინარეობს.

ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ უკვე მეორედ ინიცირებული კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – 20%-ზე მეტი – უცხოეთიდან არის მიღებული.

პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.

ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ კანონი, რომელიც მეორე მოსმენით განიხილება საქართველოს პარლამენტში, არ არის თანხვედრაში ევროპულ ღირებულებებთან და მოლოდინებთან -პიტერ სტანო

ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ ეს არის კანონი, რომელიც არ არის თანხვედრაში ევროპულ ღირებულებებთან და ევროპულ მოლოდინებთან, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.

სტანოს ჟურნალისტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე დაუსვა კითხვა: „გარდა საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის განცხადებისა, აპირებთ თუ არა კონკრეტულად რაიმეს გაკეთებას, რათა უბიძგოთ საქართველოს მთავრობას და მმართველ პარტიას, რომ მათ გაიწვიონ რუსული კანონი ან ხომ არ აპირებს დაუჭიროთ მხარი იმ ხალხს, რომლებიც უკვე 10 დღეა აპროტესტებენ? ზოგადად რის გაკეთებას აპირებთ?“

შეკითხვის საპასუხოდ, ევროკომისიის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ „ეს არის კანონი, რომელსაც, საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ამბიციის საწინააღმდეგოდ შეუძლია იმოქმედოს“.

„თქვენ ალბათ გულისხმობთ იმ კანონთან დაკავშირებულ საკითხებს, რომლის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს პარლამენტში, ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ. უპირველესად, ჩვენ ცოტა ხნის წინ გავასაჯაროვეთ განცხადება, რაც წარმოადგენდა ჩვენს რეაქციას ამ კანონის პირველი მოსმენით დამტკიცებაზე. ეს იყო ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი განცხადება. ორივე მათგანი არის პასუხისმგებელი ამ ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის ზედამხედველობაზე.

რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ხალხს. ჩემი აზრით, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, მიანიჭოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსი, გახლდათ საქართველოს მოსახლეობის მიერ ევროპული ღირებულებებისადმი გამოხატული უდიდესი ერთგულებისა და მათი ევროკავშირთან დაახლოების მკაფიო სურვილის ასახვა. ეს არ არის ევროკავშირისგან დაშორება, რაზეც ამ კანონის მიღება მიუთითებს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელიმ და ევროკომისარმა ვარჰეიმ, ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად, მკაფიოდ თქვეს, რომ ამ კანონის დამტკიცება ნიშნავს საქართველოს დაშორებას მისი გაცხადებული ამოცანისგან, რაც გახლავთ ევროკავშირთან დაახლოება.

ეს საკითხი განიხილეს უკანასკნელ სხდომაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ლუქსემბურგში. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ამის შესახებ ისაუბრა პრესკონფერენციაზე. ჩვენ გვაქვს ინტერაქცია პარტნიორებთან ადგილზე. მთავრობასთან და პარლამენტარებთან, რათა განვუმარტოთ რა არის არასწორი ამ კანონში და რა იქნება ამ კანონის ნეგატიური შედეგი, ერთი მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის. მეორე მხრივ, რა შედეგი ექნება საქართველოს განცხადებულ ამოცანაზე – მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირის წევრობის გზაზე.

თქვენ იცით, რომ ევროკომისია ადგენს ანგარიშებს გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით. როგორც წესი, ეს შემოდგომაზე ხდება და ეს ყველაფერი ამ ანგარიშში ისახება. როგორც სხვა ნებისმიერი კანდიდატი ქვეყნის შემთხვევაში, თუ არ არის პროგრესი კონკრეტულ საკითხებზე ან არის უკუსვლა, ეს მოქმედებს მიდგომასა და ქვეყნის პროგრესზე ხალხისა და მთავრობის მიერ გამოცხადებული პრიორიტეტის მიღწევის გზაზე, რაც არის ევროკავშირთან დაახლოება“, – განაცხადა პიტერ სტანომ.

“მოღალატე ხალხი რომ სხვას მოიხსენიებს მოღალატედ, ამათი გასამართლების დრო მოვა ძალიან მალე”

მოღალატე ხალხი რომ სხვას მოიხსენიებს მოღალატედ, ამათი გასამართლების დრო მოვა ძალიან მალე, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის მისამართით განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციები მოსალოდნელი იყო. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.

„ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, ამათი მხარდამჭერების ხელშემწყობების გასამართლების დრო დადგება. მოგვიწევს ჩვენ ამის გაკეთება. აქ შემოვიდნენ იმისთვის, რომ დრო გაეყვანათ, შინაარსობრივი შეკითხვები არ დაესვათ, რამდენიმე შეკითხვის გარდა. რამდენიმე კითხვა დაისვა შინაარსობრივი, დანარჩენი ყველა მიზანმიმართულად. იციან, რომ ამით რეგლამენტს არღვევენ, მაგრამ აგრძელებენ სიტყვებით მანიპულირებას, თითქოს ეს არის მეორე მოსმენის საკითხი. ეს პროვოკაციები მოსალოდნელი იყო. „მოლოტოვის კოქტეილს“ ესენი ისვრიან ყველას მისამართით, ვინც მათ გემოვნებაში არ ჩაჯდება. ამიტომ, მოგიწოდებთ, რეგლამენტი დაიცავით. თუ გსურთ შინაარსობრივი შეკითხვების დასმა, დასვით, რეგლამენტის დარღვევის უფლებას არავის მოგცემთ“,-განაცხადა ოხანაშვილმა.

„ქართული ოცნება“ კონტრაქციას მეორედ ატარებს, პირველი კონტრაქცია ჩემი ჩამოსვლის შემდეგ მოაწყვეს, მაშინ ძალიან გაუჭირდათ და ახლაც ძალიან უჭირთ!”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების მიერ დღეს დაანონსებულ საერთო სახალხო შეკრებას ეხმაურება ­და სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირველი კონტრაქცია მისი ჩამოსვლის შემდეგ მოაწყო, რომელიც ძალიან გაუჭირდათ და ახლაც ძალიან უჭირთ.

„ქართული ოცნება” კონტრაქციას მეორედ ატარებს, პირველი დიდი კონტრაქცია მათ მოაწყვეს ჩემი ჩამოსვლის შემდეგ, მაშინ ძალიან გაუჭირდათ და ახლაც ძალიან უჭირთ!“ – წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ორგანიზებით, დღეს რუსთაველის გამზირზე „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართება. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შეკრებაზე 20:00 საათიდან სიტყვით გამოსვლებია დაგეგმილი, შეკრება კი 18:00 საათიდან დაიწყება. მისი თქმით, 29 აპრილს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას შეკრებაში, „ მოლოდინსაც კი გადააჭარბებს“.

ლუვრი „მონა ლიზას“ სარდაფში გადატანას აპირებს

ლუვრის ხელმძღვანელობა ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზას“ სარდაფში, სპეციალურ ოთახი გადატანას აპირებს. ამის შესახებ The Telegraph-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ლუვრის დირექტორმა ლოურენს დე კარმა ეს ინიციატივა მუზეუმის დამთვალიერებლების უკმაყოფილების შესამცირებლად წამოაყენა.

თებერვალში სერვისმა CouponBirds მუზეუმების საიტებზე დამთვალიერებლების 18 ათასი შეფასება შეისწავლა და „მონა ლიზას“ „მსოფლიოში ყველაზე იმედგამაცრუებელი შედევრი“ უწოდა.

ყოველწლიურად ლუვრს დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი სტუმრობს, აქედან 80%-ს და ვინჩის საკულტო ტილოს ნახვა სურს. თუმცა ტყვიაგაუმტარი შუშის უკან მოთავსებული „ჯოკონდათი“ ტკბობისთვის თითოეულ მათგანს საშუალოდ 50 წამი აქვს, მანამდე კი გრძელ რიგში დგომა უწევთ.

მუზეუმის ხელმძღვანელობა შექმნილი ვითარებით შეშფოთებულია.

„მიგვაჩნია, რომ ჩვენს საქმეს სათანადოდ ვერ ვასრულებთ, იმიტომ რომ მნახველებს ნამდვილად კარგად ვერ ვიღებთ. „მონა ლიზას“ გადატანამ სხვა ოთახში შესაძლოა ბოლო მოუღოს საზოგადოების იმედგაცრუებას“, – აცხადებს დე კარი. აღსანიშნავია, რომ ახალი ოთახი მუზეუმის რეკონსტრუქციის ფარგლებში მოეწყობა, რომლის საერთო ღირებულება დაახლოებით 500 მილიონ ევროს შეადგენს.

უკრაინაში დაბადებულმა კონგრესვუმენმა ხმა უკრაინისადმი დახმარების წინააღმდეგ მისცა – რას წერს „ვაშინგტონ პოსტი“

აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნდა სტატია სათაურით „უკრაინაში დაბადებულმა კონგრესვუმენმა ხმა უკრაინისადმი დახმარების წინააღმდეგ მისცა. მისი მშობლიური ქალაქის მცხოვრებლები თვლიან, რომ ვიქტორია სპარტცი მოღალატურად მოიქცა“ (ავტორები – შივონ ო’გრეისი, ანასტასია გალუჩკა).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

იყო დრო, როცა კიევის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჩერნიგოვის მცხოვრებლები, სადაც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი, რესპუბლიკელი ვიქტორია სპარტცი გაიზარდა, ცნობილი თანამემამულის სახელით ამაყობდნენ და მას ყოველთვის აქებდნენ: მუდამ სათქმელი ჰქონდათ, თუ როგორ შეძლო შრომისმოყვარე ნაწნავებიანმა გოგონამ წარმატების მიღწევა და აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს წევრი გახდა – პირველი უკრაინული წარმომავლობის მქონე დეპუტატი.

მაგრამ გასულ კვირაში, როცა წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრის დროს, ვიქტორია სპარტცმა თავისი ხმა უკრაინისათვის გამოყოფილი 61-მილიარდიან დახმარების წინააღმდეგ მისცა, ჩერნიგოველთა სიამაყე აღშფოთებით და ღალატის გრძნობით შეიცვალა. მათი ემოციები იმანაც გაამწვავა, რომ ხმის მიცემა მოხდა იმ დღეს, როცა ჩერნიგოვი რუსებმა დაბომბეს და 18 ადამიანი დაიღუპა.

„ვხედავ, რომ ის უკვე უკრაინელი აღარ არის“, – ამბობს ნატალია ხმელნიცკაია, ჩერნიგოვის მე-15 საშუალო სკოლის მასწავლებელი, სადაც ვიქტორია სპარტცი სწავლობდა. მასწავლებლისა და მოსწავლის ოჯახები ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ და პედაგოგი საკუთარი თვალით ხედავდა, თუ როგორ იზრდებოდა მომავალი კონგრესვუმენი, – „ჩვენ იმედგაცრუებულნი და აღშფოთებულები ვართ“.

„თავდაპირველად ვამაყობდით ჩვენი თანამემამულის წარმატებით – ვფიქრობდით, რომ მას ჩვენი დახმარება სურს“, – აგრძელებს საუბარს ნატალია ხმელნიცკაია, – „მაგრამ ახლა ვხვდებით, რომ მისთვის პოლიტიკა და კარიერა სამშობლოს ინტერესებზე მაღლა დგას”.

ისტორიის მასწავლებელი, 65 წლის ვალენტინა რუდენკო სკოლის ბიბლიოთეკარად მუშაობდა და კარგად ახსოვს, თუ როგორ უყვარდა წიგნების კითხვა ვიქტორიას და ამაყობდა, რომ ცოდნის მოყვარული გოგონა აშშ-ის კონგრესის წევრი გახდა, თუმცა ახლა მისმა ნაბიჯმა გაანაწყენა: „როცა ჩვენ გავიგეთ, რომ მან ხმა მისცა ჩვენთვის დახმარების გამოყოფის წინააღმდეგ, იგი ჩვენთვის სულ სხვა ადამიანად იქცა. მან დიდ სიმაღლეებს მიაღწია ცხოვრებაში, ამერიკის კანონმდებელი გახდა და შეეძლო რეალური გავლენის მოხდენა და ბევრი რა გაეკეთებინა უკრაინისათვის, თავისი ქალაქისა და სკოლისათვის“.

ბოლო ორი წლის განმავლობაში მე-15 სკოლის რვა კურსდამთავრებული დაიღუპა რუსეთთან ომში, ხოლო რუსეთი დაბომბვის შედეგად სკოლა მნიშვნელოვნად დაზიანდა.

სხვათა შორის, კაპიტოლიუმის ბორცვზე (აშშ-ის კონგრესში) რესპუბლიკელებიც აღიარებენ, რომ მათი თანაპარტიელი ვიქტორია სპარტცი არაპროგნოზირებულად მოქმედებს. იგი წარმომადგენლების პალატის წევრად 2020 წელს აირჩიეს – როგორც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერი. გასულ წელს ვიქტორია სპარტცმა განაცხადა, რომ სამომავლოდ ბალოტირებას (არჩევნებში თავისი კანდიდატურის წამოყენებას) აღარ აპირებდა, მაგრამ შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. როგორც ჩანს, მას არჩევნებში ძლიერ კონკურენტებთან მოუწევს ბრძოლა. 2023 წელს ვიქტორია სპარტცს მწვავედ აკრიტიკებდნენ, რომ ის უფრო მეტად უკრაინაზე ზრუნავს („უკრაინა უპირველეს ყოვლისა!“), ვიდრე ამერიკაზე, რომლის მოქალაქეც არის.

ვიქტორია სპარტცმა განმარტა, თუ რატომ მისცა ხმა უკრაინისათვის დახმარების კანონპროექტის წინააღმდეგ: „მე ვამაყობ ჩემი ეროვნული წარმომავლობით – უკრაინელობით, მაგრამ ჩემთვის შეურაცხმყოფელია და სრულიად არაამერიკულია ის, რომ ვინმემ იფიქროს – თითქოს მე, ამერიკის მოქალაქე, არ ვუერთგულებ იმ ადამიანებს, რომლებმაც მე კონგრესში ამირჩიეს და ჩემს მიმართ იმედს გამოხატავენ, არ ვუერთგულებ ჩემს ოჯახს და შვილებს, აშშ-ის მოქალქეებს, რომლებიც ინდიანას შტატში ცხოვრობენ და ლოიალობას გამოვიჩენ იმ ქვეყნის მთავრობის მიმართ, რომელიც 24 წლის დავტოვე“.

ვიქტორია სპარტცი, ქალიშვილობაში – კულგეიკო, 1978 წელს ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ ნოსოვკაში დაიბადა, იქ დადიოდა საბავშვო ბაღში, შემდეგ კი ოჯახი საცხოვრებლად ჩერნიგოვში გადავიდა. მამამისი – ანატოლი – ინჟინერი იყო და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურში მომხდარი კატასტროფის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდა, დიდი დოზით რადიაცია მიიღო და გარდაიცვალა. ვიქტორია სპარტცს საშუალო სკოლა ოქროს მედლით, ხოლო კიევის უნივერსიტეტი „წარჩინების დიპლომით“ აქვს დამთავრებული. 2000 წელს იგი აშშ-ში წავიდა ცოდნის გასაღრმავებლად, ასევე წარმატებით დაასრულა ინდინაპოლისის უნივერსიტეტი, გახდა აშშ-ის მოქალაქე და მუშაობა დაიწყო, მიაღწია ინდიანას შტატის საფინანსო პროკურორის თანამდებობას, შემდეგ კი კონგრესში აირჩიეს. მან ინდიანას შტატში გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე ჯეისონ სპარტცი… ამჟამად ცოლ-ქმარს ორი გოგონა ჰყავთ.

რა თქმა უნდა, ვიქტორია სპარტცის ბიოგრაფია უკრაინისაგან განუყოფელია და მას არაერთხელ ჰქონია შეხება უბედურებაში მყოფ სამშობლოსთან. მაგალითად, 2022 წლის თებერვალში, როცა რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა, სწრაფად მიუახლოვდა ჩერნიგოვს, რომელიც საზღვრიდან 80 კილომეტრითაა დაშორებული და რომელშიც ვიქტორიას ბებია ცხოვრობდა. ქალაქი დაიბომბა, ბევრი დაიღუპა, მათ შორის, მოგვიანებით ბებიამისიც.

სპარტცი ჩერნიგოვში იმავე ხანს ჩავიდა, როგორც კი რუსეთის ჯარებმა უკან დაიხიეს და ქალაქის აღება ვერ შეძლეს. მცხოვრებლები თავს სარდაფებს აფარებდნენ, საჭმელს კი ქუჩებში ღია ცეცხლზე ამზადებდნენ. ასობით ადამიანი იყო თავშეფარებული მე-15 სკოლის სარდაფებშიც, სადაც ოდესღაც ვიქტორია სწავლობდა. ამერიკელ კონგრესვუმენს იმ დროს ჩერნიგოვის მერი ალექსანდრე ლომაკო შეხვდა და ძალიან მოეწონა მამაცი ქალის ასეთი ნაბიჯი, თუმცა ახლა გაოცებულია მის მიერ გამოვლენილი უპატივცემლობით სამშობლოს მიმართ: „ძალიან იმედგაცრუებული ვარ“, – ამბობს ლომაკო, – იგი ხომ აქ იყო, თავისი თვალით დაინახა ახლობლებისა და ნათესავების უბედურება“.

ომის დაწყების შემდეგ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრები ხშირად აძლევდნენ ვიქტორია სპარტცს სიტყვას, როგორც თვითმხილველს, რომ ობიექტურად გადმოეცა სიტუაცია. კონგრესვუმენი ემოციურად ლაპარაკობდა, მტკიცედ იცავდა თავისი სამშობლოს ინტერესებს, ატარებდა ლურ-ყვითელი ფერების ტანსაცმელს, აკრიტიკებდა ჯო ბაიდენს არასაკმარისად მკაცრი ანტირუსული სანქციებისათვის და აცხადებდა, რომ უკრაინის დახმარების მტკიცე მომხრე იქნებოდა.

კიევიდან დაბრუნების შემდეგ ვიქტორია სპარტცმა ხმა მისცა უკრაინის დახმარებას 40 მილიარდი დოლარით და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გვერდით იდგა, როცა იგი ხელს აწერდა კანონს კიევისათვის სამხედრო დახმარების გაფართოებისათვის.

მაგრამ უკვე რამდენიმე თვის შემდეგ ვიქტორია სპარტცმა კრიტიკა დაუწყო პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელსაც კონგრესში ომის გმირად თვლიდნენ. ვიქტორია მოუწოდებდა ზელენსკის, რომ მას „თავი დაენებებინა თეატრში პოლიტიკოსობანას თამაშისათვის [და კორუფციასთან ებრძოლა]“. იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის კონგრესმა მკაცრად უნდა გააკონტროლოს გამოყოფილი თანხების ხარჯვა და იარაღის განაწილების სამართლიანობა.

ბუნებრივია, კიევს არ მოსწონდა მისი პრინციპული განცხადებები და ღიზიანდებოდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეგ პროკოპენკომ ვიქტორია სპარტცს მოსთხოვა, რომ „ნუ ცდილობს პოლიტიკური კაპიტალის მოპოვებას თავისი სამშობლოს უბედურებით და თანამემამულეთა გაჭირვებით“.

ვიქტორიას უკრაინელ ნათესავებზე კონგრესვუმენის ირგვლივ შექმნილმა სიტუაციამ უშუალო გავლენა მოახდინა. მამამისის მეგობარი ალექსანდრე სერდიუკი ახლოს იცნობს ვიქტორიას ბავშვობის წლებიდან და ძალიან გაუხარდა, როცა კონგრესის პალატის წევრი სამშობლოში ჩამოვიდა, თუმცა ნეგატიურად აღიქვა მისი მოქმედება უკრაინის დახმარების წინააღმდეგ ხმის მიცემის გამო. „ჩვენ, რასაკვირველია, კორუფციის დონე ძალიან გვაშფოთებს, მაგრამ მან უნდა იცოდეს, რომ ამერიკული დახმარება ჩვენთვის აუცილებელია, გადარჩენის მიზნით. ხალხის დაღუპვას ვერანაირი პოლიტიკით ვერ გაამართლებ“.

„პრეზიდენტებმა ჯო ბაიდენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი ხალხი მოატყუეს“, – თქვა ვიქტორია სპარტცმა წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას. თავის წერილში, რომელიც მან „ვაშინგტონ პოსტში“ გააგზავნა, განაცხადა, რომ იზიარებს უკრაინელი ხალხისა და ფრონტის ხაზზე მყოფი მებრძოლების მდგომარეობას, „რომლებიც ცუდი ხელმძღვანელების შეცდომების გამო ძვირ ფასს იხდიან“.
ჩერნიგოვის მე-15 საშუალო სკოლის არქივში ახლაც არის შენახული 1990-იანი წლების მოსწავლეების, მათ შორის ვიქტორიას საკლასო რვეულები. „მე მას ახლა ასე ვეტყოდი: შენს შვილებს ინდიანას შტატში ტკბილად სძინავთ, ჩვენს შვილებს კი განგაშის საყვირებისა და ბომბების ხმაზე შიშით ეღვიძებათ“, ამბობს ნატალია რუდენკო, ისტორიის მასწავლებელი, – რატომ მოიქეცი სამშობლოს წინააღმდეგ, ვინ გაწყენინა ასე ძალიან?“.

ჩერნიგოვში ვიქტორიას სახლთან სკამზე მჯდომარე ორ ქალი „ვაშინგტონ პოსტის“ კორესპონდენტთან ლაპარაკს მხოლოდ ანონიმურობის დაცვით დაეთანხმნენ. ერთ-ერთმა, გალინამ (სახელი შეცვლილია) ვიქტორია სპარტცის ნაბიჯი დაიცვა: „მე არა მგონია, რომ მას ცუდის გაკეთება უნდა უკრაინისათვის. იგი პოლიტიკოსია, დონალდ ტრამპის თანამზრახველი, მას ჰყავს თავისი ამომრჩევლები და იძულებულია ასე მოიქცეს. ის არ არის უკრაინის მტერი… უბრალოდ, მას სხვა არჩევანი არ ჰქონდა“. მეორე ქალმა კი, ნელიმ, თქვა: „ჩვენ არ ვიცით, თუ რა არჩევანის წინაშე იდგა იგი, რატომ მოიქცა ასე და არა სხვანაირად“.

ნოსოვკაში იმ სახლის კარი, რომელშიც ვიქტორიას ნათესავები ცხოვრობენ, ქალმა გააღო. როგორც კი მან კითხვა მოისმინა – კონგრესვუმენის ნათესავი ბრძანდებით? – განაცხადა: „მე ამ ხალხს ენას ამოვაცლი… მეტ კომენტარს არ გავაკეთებ“ და კარი მოაჯახუნა.

წყარო

ხატია დეკანოიძემ გურამ მაჭარაშვილს ბოთლი ესროლა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ, დეპუტატებს შორის დაპირისპირება იყო.

„ევროოპტიმისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის წევრ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი მოუქნია. დეკანოიძის გაღიზიანება მაჭარაშვილის რეპლიკას მოჰყვა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს სამშობლოს გამყიდველი უწოდა და თქვა, რომ დეკანოიძემ უკრაინის მოქალაქეობის სანაცვლოდ დათმო საქართველოს მოქალაქეობა.

“სამშობლო გაყიდეთ სააკაშვილთან ერთად უცხო ქვეყნის თანამდებობისთვის. აგეთ პასუხი. მწარეა სიმართლე”, – მიმართა მაჭარაშვილმა დეკანოიძეს.

საბოლოოდ, დეკანოიძეს დარბაზი დაატოვებინეს.