Home Blog Page 1068

საფრანგეთში დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

საფრანგეთში დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ეს არის პირველი არჩევნები, რომელშიც გამარჯვებისა და საფრანგეთის მთავრობის ფორმირების შანსი მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიას, „ეროვნულ გაერთიანებას” აქვს.

გამარჯვების შემთხვევაში მარინ ლე პენი და მისი მოკავშირეები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხის გადახედვას აპირებენ. არჩევნების პირველ ტურში „ეროვნული გაერთიანების” წევრებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და ათობით ოლქში გაიმარჯვეს.

მეორე ტურის წინ, ულტრამემარჯვენეების მიერ მმართველი უმრავლესობის მოპოვების აღსაკვეთად, ასობით პოლიტიკოსმა საკუთარი კანდიდატურა უფრო ძლიერი კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნა.

ხმის მიცემის პროცესი საფრანგეთში ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე დაიწყო და პირველი ეგზიტპოლის შედეგები გვიან ღამით გახდება ცნობილი.

საარჩევნო პერიოდში საფრანგეთში პოლიტიკოსებზე თავდასხმები გახშირდა, რის გამოც ხმის მიცემის დღეს უსაფრთხოებას 30 ათასზე მეტი პოლიციელი დაიცავს. ძალადობის პრევენციის მიზნით, ხელისუფლებამ საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციების გამართვა დროებით აკრძალა.

თბილისში გლოვოს კურიერი დაჭრეს

თბილისში “გლოვოს” კურიერი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას კურიერის ოჯახის წევრები ავრცელებენ.

კურიერის ოჯახის წევრების ინფორმაციით, კურიერს, შეკვეთის მიტანის შემდეგ მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკების გამო, ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი, პნევმატური იარაღიდან ესროლეს.

როგორც კურიერის დედაც აცხადებს, მის შვილის სამი ტყვი აქვს მოხვედრილი. მას ფიზიკურად 4 კაცი და 4 ქალი გაუსწორდა.

“შეკვეთა მიუტანია და სახლში გაბრუნდა. დამირეკა ბოლო შეკვეთა მაქვს და მოვდივარო. მერე ისევ დამირეკა, დედა დაჭრილი ვარ, ქვემოთ ჩამოდიო. ჩავედი ქვემოთ და რას ვხედავ – ერთი ტყვია, მეორე ტყვია, მესამე ტყვია…

4 ბიჭი და 4 გოგო ჩამოსულან [ნუცუბიძეზე] ჯერ უცემიათ და მერე დაახალეს ტყვიები”, – ამბობს დაჭრილი კურიერის დედა „ფორმულასთან“.

დედის განცხადებით, მისმა შვილმა კლიენტთან ბოლო შეკვეთა დატოვა, რის შემდეგაც მას დაურეკეს და უთხრეს, რომ პროდუქტს გარკვეული ინგრედიენტი აკლდა. სწორედ ამის შემდეგ გაუსწორდა ფიზიკურად კურიერს 8 ადამიანი.

დაშავებულს ფეხში 3 ტყვია აქვს მოხვედრილი და ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

გლოვოს კურიერი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს,  როგორც დაჭრილის ნათესავი “შაბათის ფორმულას” ჟურნალისტი სალომე გოგოხია სოციალურ ქსელში წერს, ხეჩინაშვილის კლინიკაში პაციენტის მკურნალობაზე უარი უთხრეს და მისი სხვა კლინიკაში გადაყვანა შესთავაზეს.

“დაფშვნილია ძვლები ფეხის თითების, ტერფები, საჭიროებს გადაყვანას სხვა კლინიკაში, რადგან ხეჩინაშვილში  არ ჰყავთ შესაბამისი მიმართულების სპეციალისტი!

გვეუბნებიან სამ ტყვიამოხვედრილი წავიყვანოთ სახლში, თავიდან იცილებენ, და თქენ მიიყვანეთ მერე რომელიმე კლინიკაშიო!!! ხეჩინაშვილის კლინიკა იშორებს თავიდან, ირიდებს პასუხისმგებლობას! არ უზრუნველყოფს მისი რეფერალის წესით გადაყვანას შესაბამის კლინიკაში, რომელიც ჩართილია საყოველთაო პროგრამაში!!, – წერს სალომე გოგოხია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღეს მხოლოდ საყვარელ ადამიანებს და საქმიანობას უნდა დაუთმოთ. მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაცია, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა მოაგვაროთ. ფრთხილად იყავით, ვიღაც ეცდება ცილი დაგწამოთ და ამის საშუალება არ მისცეთ. აკონტროლეთ საკუთარი სურვილები, რომ ის არ გააკეთოთ, რასაც მოგვიანებით ინანებთ. რაც შეიძლება მეტის და რაც შეიძლება სწრაფად გაკეთების სურვილმა შეიძლება შეცდომა გამოიწვიოს.

კურო

კუროსთვის ეს დღე თქვენგან დიდ ძალასა და ენერგიას მოითხოვს. თავის მოტყუებამ შეიძლება პარტნიორთან ურთიერთობაში პრობლემები შექმნას. თუ მიტევებას და ადამიანების გაგებას ისწავლით, შეიძლება კონფლიქტები თავიდან აიცილოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში იმედგაცრუება გელით. ხელსაყრელი დღეა ახალი პროექტის დაწყებისთვის. როგორც არ უნდა გაჩქარებდნენ, მშვიდად იმუშავეთ და ურთიერთობები შეზღუდეთ, რათა დაპირისპირება თავიდან აიცილოთ.

ტყუპები

როგორც არ უნდა ცდილობდნენ თქვენს გადაბირებას, ამ დღეს ადამიანებთან ურთიერთობაში ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე უნდა შეაფასოთ. მარტოხელა ტყუპებს მნიშვნელოვანი შეხვედრა ელით. კოლეგებთან ურთიერთობა და მათი რჩევები რთული საქმის წარმატებით დასრულებასა და დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

ეს დღე საშუალებას მოგცემთ, რომ პროფესიულ მოვალეობებს სწრაფად გაუმკლავდეთ და საქმეებისთვის, რომლებიც სიამოვნებას განიჭებთ, საკმარისი დრო დაგრჩეთ. ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ. გირჩევთ, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ. მოერიდეთ ნაჩქარევ შესყიდვებს და ფული დაუფიქრებლად არ დახარჯოთ.

ლომი

ამ დღეს ყოველი ფეხის ნაბიჯზე სირთულეები გელით. დაწყებული საქმე თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეიძლება მოულოდნელად დასრულდეს. ეცადეთ თქვენი ყველა ქმედება წინასწარ დაგეგმოთ – ეს გამოუვალ სიტუაციებს თავიდან აგაცილებთ. ოჯახური ბიუჯეტის არასწორი განაწილების გამო დაწყებული კამათი შეიძლება კონფლიქტში გადაიზარდოს.

ქალწული

თქვენი დაუფიქრებელი სიტყვის ან ქმედების გამო შეიძლება პარტნიორთან ურთიერთობა დაიძაბოს. ეცადეთ მცირე გაუგებრობა დიდ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს. მამაკაცებს ბიზნესსაქმიანობაში წარმატება ელით. სავარაუდოდ, ახალ ბიზნესპარტნიორებთან დაწყებული ურთიერთობა მოგებიანი და წარმატებული იქნება. საღამო მოულოდნელობებით სავსეა, ამიტომ ეცადეთ უფრო აქტიური იყოთ და ნებისმიერ სიტუაციაში სწრაფი რეაქცია გამოავლინოთ.

სასწორი

ეს ის დღეა, როცა სხვების რჩევებს ნაკლები უნდა უსმინოთ და საკუთარი ჩანაფიქრი ბოლომდე უნდა მიიყვანოთ. თქვენ ყველაზე კარგად იცით რას ელით ცხოვრებიდან და რისი მიღება გსურთ. იყავით აქტიური და კომუნიკაბელური და მარტოობას ერიდეთ. კოლეგებთან ურთიერთობა და მათი რჩევები რთული საქმის წარმატებით დასრულებასა და დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დროა გაწყვეტილი კავშირების აღსადგენად.

მორიელი

ამ დღეს თქვენი მონდომება ღირსეულად დაფასდება, მაგრამ გახსოვდეთ, რომ დასვენება არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე სამუშაო. გირჩევთ სამსახურის პრობლემები სამსახურში დატოვოთ და სახლში საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობით ისიამოვნოთ. მოერიდეთ უხეშობას და აგრესიას თუ არ გსურთ, რომ იგივეთი არ გიპასუხონ. გამორიცხული არ არის, რომ გაცნობის საიტზე თქვენს ნამდვილ სიყვარულს შეხვდეთ.

მშვილდოსანი

პროფესიული საქმიანობისთვის წარმატებული დღეა. სურვილის შემთხვევაში, თავისუფლად მოქმედება და საკუთარი უნარების სურვილის მიხედვით გამოყენება შეგიძლიათ. თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში სირთულეები გაჩნდა, ეცადეთ მიზეზი საკუთარ თავში ეძებოთ. არახელსაყრელი დღეა ახალი ადამიანების გასაცნობად. მოემზადეთ იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანები ძველ წყენას გაიხსენებენ. დამშვიდდით, ხვალ ეს კამათი არავის ემახსოვრება.

თხის რქა

ეს დღე სახლს, ოჯახურ სიმყუდროვეს და კომფორტს განასახიერებს. მეზობლებთან ან მეგობრებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია მცირე პრობლემები, მაგრამ მათ მალე და ადვილად გაუმკლავდებით. გამოჩნდებიან თანამოაზრეები, რომლებიც სწორ მიმართულებას დაგანახებენ. მარტოხელა თვის რქებს ვარსკვლავები მნიშვნელოვან შეხვედრას ან მოულოდნელ შემოსავალს ჰპირდებიან.

მერწყული

მერწყულის სასიცოცხლო პოტენციალი, ორგანიზაციული უნარები, პიროვნული ხიბლი და მიმზიდველობა იზრდება. ეს ივლისის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი დღეა, როდესაც შესაძლებელია წინასწარ შემუშავებული გეგმებისა და იდეების განხორციელება შეგიძლიათ. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა დღეს ძალიან ნაყოფიერი იქნება და ურთიერთკმაყოფილებას მოიტანს. იზრუნეთ საკუთარ და საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობაზე.

თევზები

წარმატების მისაღწევად წესების დაცვა გჭირდებათ. გახსოვდეთ, როგორც კი რაღაც არასწორს გააკეთებთ, მყისიერად დაისჯებით და ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს რეპუტაციას. ეცადეთ საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი სიყვარული და ყურადღება გამოიჩინოთ. ნუ აჩქარდებით და ნუ გადაიღლებით, რათა კარგი განწყობა და შრომის ნაყოფიერება შეინარჩუნოთ. ახალ დავალებას ნუ დათანხმდებით, სანამ საკუთარ შესაძლებლობებს არ შეაფასებთ.

მე ვარ ის, ვინც შექმნა ნატო, მომავალი და ის, ვინც პუტინი გააჩერა -ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ის არის ადამიანი, ვინც პუტინი გააჩერა.

ამის შესახებ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა „ეიბისი“- სთან ინტერვიუში განაცხადა.

ბაიდენის თქმით, უკრაინის დასახმარებლად 50-ზე მეტი ქვეყნის გაერთიანება მისი პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ კარგ ფორმაშია და არჩევნებში დონალდ ტრამპის დამარცხება შეუძლია.

„თქვენ იცით, რომ საარჩევნო კამპანიის წარმოების გარდა, მე მსოფლიოს ვმართავ. გადაჭარბებულად არ უნდა ჟღერდეს, მაგრამ ჩვენ ვართ მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ერი. მე ვარ ის, ვინც შექმნა ნატო, მომავალი. არავის ეგონა, რომ მისი გაფართოება შემეძლო. მე ვარ ის, ვინც პუტინი გააჩერა“, – განაცხადა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა.

გადაწყვეტილება სამწუხაროა, თუმცა, გაუგებარი არ არის -რობი დანიგანი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაზე 

ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, თუმცა, გაუგებარი არ არის – ადგილი ჰქონდა საჯარო განცხადებებს გარკვეული პირებისგან, მათ შორის, მმართველი პარტიის წევრებისგან და ამიტომ მიმდინარეობს ურთიერთობების გადახედვა, – ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ს ელჩი რობინ დანიგანი, აშშ-ს თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო, ამის ფარგლებში კი, სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარება განუსაზღვრელი ვადით გადაიდება.

რობინ დანიგანის თქმით, ახლა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადახედვის პროცესი მიმდინარეობს.

„ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, თუმცა გაუგებარი არ არის, ამ საკითხზე ჩვენ ვისაუბრეთ და სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მიმდინარეობს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა, შესაბამისად, ამ კონტექსტში მოხდა აღნიშნული წვრთნების გაუქმება, რადგან ადგილი ჰქონდა საჯარო განცხადებებს გარკვეული პირებისგან, მათ შორის, მმართველი პარტიის წევრებისგან და ამიტომ მიმდინარეობს ურთიერთობების გადახედვა. სწორედ ამიტომ სამწუხაროა, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები დაბალანსდება”, – განაცხადა რობინ დანიგანმა.

შეგახსენებთ, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა საქართველო-შეერთებული შტატების ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო. ამ გადახედვის ნაწილად, შეერთებული შტატები განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში სწავლებებს „ღირსეული პარტნიორი“, რომელთა ჩატარებაც თავდაპირველად 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე იყო დაგეგმილი.

„30 მაისს შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა დაიწყო. „ღირსეული პარტნიორის” ამ სწავლების გადადების შესახებ გადაწყვეტილება გამოწვეულია საქართველოს მთავრობის მხრიდან შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური ორგანიზაციების წინააღმდეგ ყალბი ბრალდებებით, თითქოს ისინი საქართველოზე ზეწოლას ახდენენ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნას, რათა უკრაინისგან ზეწოლა მოხსნას, და თითქოს ისინი მმართველი პარტიის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების ორ მცდელობაში მონაწილეობდნენ. შედეგად, შეერთებული შტატების მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახლა საქართველოში ფართო მასშტაბის სამხედრო წვრთნების ჩატარებისთვის შესაბამისი დრო არ არის“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 ჩვენთვის გაუგებარია გადაწყვეტილება “ღირსეული პარტნიორის” გადადებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო სწავლებები სასარგებლოა როგორც ქართული თავდაცვის, ასევე ამერიკის შეიარაღებული ძალებისთვის-ირაკლი ჩიქოვანი

ჩვენთვის გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებას უკავშირდება, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჩიქოვანის თქმით, თავდაცვის სამინისტროს და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს ძალიან ბევრი სხვადასხვა თანამშრომლობის ფორმატი აქვთ და ეს თანამშრომლობა გრძელდება.

Ამასთან, როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, საერთაშორისო სწავლებები სასარგებლო ღონისძიებაა როგორც ქართული თავდაცვის ძალებისთვის, ასევე ამერიკის შეიარაღებული ძალებისთვის.

„მეორე მხრივ, ხაზს გავუსვამ იმას, რომ თავდაცვის სამინისტროს და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს გვაქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა თანამშრომლობის ფორმატი, სადაც ინტენსიურად ვმუშაობთ, ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა გრძელდება. საერთაშორისო სწავლებები, მათ შორის, სწავლებები, რომლებშიც მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ქვედანაყოფები, არის სასარგებლო ღონისძიება როგორც ქართული თავდაცვის ძალებისთვის, ასევე ამერიკის შეიარაღებული ძალებისთვის და ასევე ყველა იმ სახელმწიფოს წარმომადგენლისთვის, რომლებიც ამ წვრთნებში მონაწილეობენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაგრძელებთ და ასევე ვემზადებით წვრთნებისთვის, რომელიც 2025 წელს გვაქვს დაგეგმილი“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს.

“ამ ქვეყნის მშვიდობა ვერ იქნება ვერც იზოლაციაში და ვერც მაშინ, როცა პარტნიორების გარეშე დავრჩებით” – პრეზიდენტი

ეს ძალიან დამაზიანებელია ამ ქვეყნისთვის. შეიძლება იყოს იმავე დონის დაზიანება, როგორც „რუსული კანონია“ ჩვენი ევროპული გზისთვის, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო, ამის ფარგლებში კი, სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარება განუსაზღვრელი ვადით გადაიდება.

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, „ამ ქვეყნის მშვიდობა ვერ იქნება ვერც იზოლაციაში და ვერც მაშინ, როცა ჩვენი პარტნიორების გარეშე დავრჩებით“.

„ეს არის ასეთივე ამერიკასთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის დაზიანება, რომელიც უკვე ძალიან დიდი საფრთხის ქვეშაა ჩვენი თავდაცვისუნარისთვის და ყველაფრისთვის, რაც აქამდე ამ დახმარებით ჩვენს ჯარში შენდებოდა და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლება ვერ მიხვდა და ვერ გაიგო სად არიან მისი მეგობრები, სად არიან მისი მტრები, რა უნდა გაკეთდეს და სად არის მშვიდობა ამ ქვეყნის.

ამ ქვეყნის მშვიდობა ვერ იქნება ვერც იზოლაციაში და ვერც მაშინ, როცა ჩვენი პარტნიორების გარეშე დავრჩებით და არ გვექნება არცერთი რესურსი, რომ ჩვენი ჯარი გავაძლიეროთ, იმისთვის რომ ქვეყანა იყოს დაცული, იმისთვის კი არა, რომ რაღაც მოგონილი ფრონტები დავიწყოთ, დაცვა მზადებაშია და ეს მზადება დღეს საფრთხის ქვეშაა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა საქართველო-შეერთებული შტატების ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო. ამ გადახედვის ნაწილად, შეერთებული შტატები განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში სწავლებებს „ღირსეული პარტნიორი“, რომელთა ჩატარებაც თავდაპირველად 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე იყო დაგეგმილი.

„30 მაისს შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა დაიწყო. „ღირსეული პარტნიორის” ამ სწავლების გადადების შესახებ გადაწყვეტილება გამოწვეულია საქართველოს მთავრობის მხრიდან შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური ორგანიზაციების წინააღმდეგ ყალბი ბრალდებებით, თითქოს ისინი საქართველოზე ზეწოლას ახდენენ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნას, რათა უკრაინისგან ზეწოლა მოხსნას, და თითქოს ისინი მმართველი პარტიის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების ორ მცდელობაში მონაწილეობდნენ. შედეგად, შეერთებული შტატების მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახლა საქართველოში ფართო მასშტაბის სამხედრო წვრთნების ჩატარებისთვის შესაბამისი დრო არ არის“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საარჩევნო ადმინისტრაციამ დღეიდან საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება დაიწყო

დღეიდან საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება დაიწყო. ერთ-ერთ იმიტირებულ საარჩევნო უბანზე დღეს ცესკოს თავმჯდომარე იმყოფებოდა. გიორგი კალანდარიშვილი პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და მონაწილეებს პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი პროექტი.

„ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანია დღეიდან ახალ ეტაპზე გადავიდა. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების ფარგლებში ნებისმიერ ამომრჩეველს აქვს საშუალება პირადად მიიღოს მონაწილეობა იმიტირებულ კენჭისყრაში და არჩევნებამდეგაეცნოს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. სასიხარულოა, რომ ჩვენი მოქალაქეები აქტიურად დაინტერესდნენ, დღეისათვის 47 000-ზე მეტ ამომრჩეველს აქვს გავლილი შესაბამისი რეგისტრაცია. აღნიშნული კამპანია მთელი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მინდა მოვუწოდო ამომრჩევლებს, გაიარონ რეგისტრაცია სასურველ ლოკაციაზე და ისარგებლონ ამ შესაძლებლობით“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.  

საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების მიზანია ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაა. პროექტი როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს ითვალისწინებს და პასუხობს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) რეკომენდაციას საარჩევნო ტექნოლოგიების ეროვნული მასშტაბით ტესტირების შესახებ.

პროექტი 6 – 28 ივლისის პერიოდში, ყოველ შაბათ-კვირას 11 საათიდან 18:00 საათამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში, თბილისსა და რეგიონებში მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში მდებარე წინასწარ განსაზღვრულ 89 ლოკაციაზე ხორციელდება. მონაწილეობის მსურველებმა, 2024 წლის ელექტრონული წესით უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://calendly.com/d/ck3d-mpp-4v6 და აირჩიონ სასურველი თარიღი და დრო. დეტალური ინსტრუქცია განთავსებულია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში, კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით კონტაქტ – ჰაბის ნომერზე 2 51 00 51.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმის შედეგად პარლამენტის მორიგი და ყველა შემდგომი არჩევნები საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება და მოახლოებული არჩევნებისთვის ამომრჩეველთა თითქმის 90% საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. იცვლება ამომრჩევლის ვერიფიკაციის (რეგისტრაციის) და ხმის მიცემის პროცედურები. ინფორმირების მასშტაბური კამპანია, რომელიც ასევე ეხმიანება საერთაშორისო სტანდარტებსაც და რეკომენდაციებს, საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთო არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო. საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. აღსანიშნავია რომ ამ დროისათვის 3 000-ზე მეტი შეხვედრა ჩატარდა და ინფორმირებულია 400 000-მდე ამომრჩეველი.

ყოველთვის წითელი ხაზი უნდა გავავლოთ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებით ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები არ დაისაჯონ – ისინი წლები იცავდნენ მსოფლიო მშვიდობას -ჯუანშერ ბურჭულაძე

ჩვენ ყოველთვის წითელი ხაზი უნდა გავავლოთ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებით არ დაისაჯონ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

ბურჭულაძემ კომენტარი გააკეთა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს.

ბურჭულაძის შეფასებით, აღნიშნული ქმედება დასანანია და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები წლების განმავლობაში იცავდნენ მსოფლიო მშვიდობას.

„მინდა, ვთხოვო ჩვენს პარტნიორებს, ყველას, ვინც ასეთ საკითხებზე იღებს გადაწყვეტილებას, გასაგებია, რომ ამ მასშტაბის ღონისძიება არ არის მხოლოდ სამხედრო ღონისძიება, ეს არის სამხედრო-პოლიტიკური ღონისძიება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ათეულობით წლების განმავლობაში იცავდნენ არა მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს ნატო-ს წევრები არიან, არამედ მსოფლიო მშვიდობას. ჩვენ ყოველთვის წითელი ხაზი უნდა გავავლოთ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებით არ დაისაჯონ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს. ინფორმაცია გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„6 ივლისის დღის ბოლოდან 7 ივლისის დღის ბოლომდე, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“,-ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 სომხეთში სომხურ-ამერიკული ერთობლივი წვრთნები გაიმართება

სომხეთში სომხურ-ამერიკული ერთობლივი წვრთნები გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მზადების ფარგლებში, სწავლება სახელწოდებით – EAGLE PARTNER 2024 15-დან 24 ივლისამდე პერიოდში გაიმართება.

სწავლებებში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის შეიარაღებული ძალების მშვიდობისმყოფელ ბრიგადაში მომსახურე ჯარისკაცები, ასევე ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სახმელეთო ძალების წარმომადგენლები და კანზასის ეროვნული გვარდია.

წვრთნების მიზანია სამხედრო დანაყოფების ურთიერთქმედების ხარისხის გაზრდა, ასევე სამშვიდობო ოპერაციების მართვასა და ტაქტიკური კომუნიკაციაში გამოცდილების გაზიარება და სომხეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერება.

მივიღეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან პრემია. ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ და არ მესმის რა არის აქ აგრესიის საფუძველი. ბიჭები ვართ მადლიერები -გიორგი გველესიანი

“მივიღეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან პრემია და მე ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ და არ მესმის რა არის აქ აგრესიის საფუძველი. ბიჭები ვართ მადლიერები და ეს საკმაოდ ნორმალური გამოხატულებაა ჩვენი მხრიდან“,-ამის შესახებ განცხადება ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა გააკეთა.

მისი თქმით, გარკვეული ძალები ცდილობენ დებოშის შემოტანას, რაც არ გამოუვათ, რადგან გუნდი არის ერთიანი.

“პირველ რიგში მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავიხადო იმისთვის, რაც მოხდა. პირველ რიგში მივიღეთ ჩვენ ღირსები ორდენი და ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი ჯილდო . ასევე, დავიმსახურეთ ხალხის სიყვარული, რაც ფასდაუდებელია ჩვენთვის. ასევე, მივიღეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან პრემია და მე ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ და არ მესმის რა არის აქ აგრესიის საფუძველი. ბიჭები ვართ მადლიერები და ეს საკმაოდ ნორმალური გამოხატულებაა ჩვენი მხრიდან. მე პირადად არანაირ მხარეს არ წარმოვადგენ და ყველანაირად ვემიჯნები ჩვენი ფეხბურთელების მიმართ ნებისმიერი ნეგატივის სახის განცხადებას. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთი გუნდი, ვიბრძვით უმაღლესი მიზნებისთვის, ჩვენ გვაქვს ერთობა და ჰარმონია. არის ძალები რომლებიც ცდილობენ ამ ჰარმონიის დარღვევას, რაღაც დებოშის შემოტანას რაც არავითარ შემთხვევაში არ გამოუვათ. იმიტომ, რომ ჩვენი ერთიანობა არის ჩვენი წარმატების საწინდარი,”-განაცხადა გიორგი გველესიანმა.

როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“ ჯილდოს სახით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი ნაკრების წევრებმა პრემიის სახით უკვე მიიღეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კაპიტანი გურამ კაშია გუნდის სახელით, მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს“ და ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.