თბილისში გლოვოს კურიერი დაჭრეს

162
spot_img

თბილისში “გლოვოს” კურიერი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას კურიერის ოჯახის წევრები ავრცელებენ.

კურიერის ოჯახის წევრების ინფორმაციით, კურიერს, შეკვეთის მიტანის შემდეგ მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკების გამო, ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი, პნევმატური იარაღიდან ესროლეს.

როგორც კურიერის დედაც აცხადებს, მის შვილის სამი ტყვი აქვს მოხვედრილი. მას ფიზიკურად 4 კაცი და 4 ქალი გაუსწორდა.

“შეკვეთა მიუტანია და სახლში გაბრუნდა. დამირეკა ბოლო შეკვეთა მაქვს და მოვდივარო. მერე ისევ დამირეკა, დედა დაჭრილი ვარ, ქვემოთ ჩამოდიო. ჩავედი ქვემოთ და რას ვხედავ – ერთი ტყვია, მეორე ტყვია, მესამე ტყვია…

4 ბიჭი და 4 გოგო ჩამოსულან [ნუცუბიძეზე] ჯერ უცემიათ და მერე დაახალეს ტყვიები”, – ამბობს დაჭრილი კურიერის დედა „ფორმულასთან“.

დედის განცხადებით, მისმა შვილმა კლიენტთან ბოლო შეკვეთა დატოვა, რის შემდეგაც მას დაურეკეს და უთხრეს, რომ პროდუქტს გარკვეული ინგრედიენტი აკლდა. სწორედ ამის შემდეგ გაუსწორდა ფიზიკურად კურიერს 8 ადამიანი.

დაშავებულს ფეხში 3 ტყვია აქვს მოხვედრილი და ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

გლოვოს კურიერი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს,  როგორც დაჭრილის ნათესავი “შაბათის ფორმულას” ჟურნალისტი სალომე გოგოხია სოციალურ ქსელში წერს, ხეჩინაშვილის კლინიკაში პაციენტის მკურნალობაზე უარი უთხრეს და მისი სხვა კლინიკაში გადაყვანა შესთავაზეს.

“დაფშვნილია ძვლები ფეხის თითების, ტერფები, საჭიროებს გადაყვანას სხვა კლინიკაში, რადგან ხეჩინაშვილში  არ ჰყავთ შესაბამისი მიმართულების სპეციალისტი!

გვეუბნებიან სამ ტყვიამოხვედრილი წავიყვანოთ სახლში, თავიდან იცილებენ, და თქენ მიიყვანეთ მერე რომელიმე კლინიკაშიო!!! ხეჩინაშვილის კლინიკა იშორებს თავიდან, ირიდებს პასუხისმგებლობას! არ უზრუნველყოფს მისი რეფერალის წესით გადაყვანას შესაბამის კლინიკაში, რომელიც ჩართილია საყოველთაო პროგრამაში!!, – წერს სალომე გოგოხია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.