ყოველთვის წითელი ხაზი უნდა გავავლოთ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებით ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები არ დაისაჯონ – ისინი წლები იცავდნენ მსოფლიო მშვიდობას -ჯუანშერ ბურჭულაძე

23
spot_img

ჩვენ ყოველთვის წითელი ხაზი უნდა გავავლოთ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებით არ დაისაჯონ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

ბურჭულაძემ კომენტარი გააკეთა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს.

ბურჭულაძის შეფასებით, აღნიშნული ქმედება დასანანია და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები წლების განმავლობაში იცავდნენ მსოფლიო მშვიდობას.

„მინდა, ვთხოვო ჩვენს პარტნიორებს, ყველას, ვინც ასეთ საკითხებზე იღებს გადაწყვეტილებას, გასაგებია, რომ ამ მასშტაბის ღონისძიება არ არის მხოლოდ სამხედრო ღონისძიება, ეს არის სამხედრო-პოლიტიკური ღონისძიება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ათეულობით წლების განმავლობაში იცავდნენ არა მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს ნატო-ს წევრები არიან, არამედ მსოფლიო მშვიდობას. ჩვენ ყოველთვის წითელი ხაზი უნდა გავავლოთ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებით არ დაისაჯონ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები“, – განაცხადა ბურჭულაძემ.