Home Blog Page 1067

დიდია ყველას გულისტკივილი ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო, მან საქართველოს სახელი მსოფლიოში წარმოაჩინა – პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ქართველი მუსიკოსის და მევიოლინის, ლიანა ისაკაძის­ გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში ნათქვამია, რომ ლიანა ისაკაძემ საქართველოს სახელი მსოფლიოში წარმოაჩინა და ქართული კულტურა, ქართული ხელოვნება, ეროვნული და მსოფლიო მუსიკალური აზროვნება ღვთივმომადლებული თავისი ელვარე ნიჭით შეუდარებლად განამშვენა.

„დიდია ყველას გულისტკივილი ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო.

მან საქართველოს სახელი მსოფლიოში წარმოაჩინა და ქართული კულტურა, ქართული ხელოვნება, ეროვნული და მსოფლიო მუსიკალური აზროვნება ღვთივმომადლებული თავისი ელვარე ნიჭით შეუდარებლად განამშვენა.

სიკეთით, უფლისა და მოყვასის სიყვარულით სავსე დიდებული ხელოვანი ახლა უკვე მარადიულობის გზას შეუდგა.

აღვავლენთ ლოცვებს ქ-ნ ლიანას უკვდავი სულისთვის, რათა უფალმან იგი სავანესა მართალთასა დაამკვიდროს, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა“,-აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, ქართველი მუსიკოსი, მევიოლინე, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი, ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დღეს მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

ლიანა ისაკაძის სამოქალაქო პანაშვიდი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობდა, სადაც მყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, კულტურისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი და თბილისის მერი, კახა კალაძე.

ისაკაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრეს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა. ლიანა ისაკაძე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიდან ტაშის ფონზე გამოასვენეს.

ცნობილი ქართველ მევიოლინე ლიანა ისაკაძე მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძე უკანასკნელ გზაზე გააცილეს.

მუსიკოსი მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

მანამდე სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა ოპერისა და ბალეტის თეატრში. ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს პრემიერმა, მთავრობის წევრებმა და დედაქალაქის მერმა მიუსამძიმრეს.

ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვიქტორ ორბანი ახალ „მოულოდნელ შეხვედრებს“ აანონსებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს დაუჯერებელ ფაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ მომავალში კიდევ მეტი მოულოდნელი შეხვედრა იქნება.

„ეს დაუჯერებელი ფაქტია, თუნდაც იმიტომ თუ რას აკონტროლებს ის. თქვენ ახსენეთ ქობინები, მაგრამ არის ასევე ტერიტორია, მოსახლეობა და უზარმაზარი ბუნებრივი რესურსები, რაც მათ აქვთ. ასე რომ, ეს არის ნამდვილი იმპერია. ერთი კაცი მართავს ნამდვილ იმპერიას“, – აღნიშნა ორბანმა.

მისი თქმით, ის საიდუმლოდ ინახავდა რუსეთში ვიზიტს, “სანამ შეეძლო“ და რომ მომავალში კიდევ იქნება “ასეთი მოულოდნელი შეხვედრები”.

შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ჯერ უკრაინაში, შემდეგ კი რუსეთში იმყოფებოდა. ორბანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით მხარეების პოზიციები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება.

კრწანისის რაიონის გამგებელი აცხადებს, რომ ძლიერმა ქარმა სახურავი 20-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს გადახადა

კრწანისის რაიონის გამგებლის, ბექა მიქაუტაძის განცხადებით, ძლიერმა ქარმა 20-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.

მისივე თქმით, ზემო ფონიჭალაში უამინდობის შედეგად ხეები წაიქცა.

“სამწუხაროდ, ძალიან ძლიერი ქარი იყო. ჩვენთან საუბრისას მოსახლეობა გუშინდელ უამინდობას ქარბორბალას ადარებენ. ძლიერმა ქარმა 20-ზე მეტი სახურავი ახადა, ძირითადად კერძო დასახლებებში. კალა, ორთაჭალისკენ ნაკლებად პრობლემებია, უფრო ფონიჭალისკენ გვაქვს პრობლემები. ზემო ფონიჭალაში ხეები ამოვარდა, კორპუსებში წყალი სახურავებიდან შევიდა, შესამოწმებელია, ზოგ შემთხვევაში საწვიმრის გაჭედვის გამო იყო, აქედან გამომდინარე, მოსახლეობას წყალი ჩაუვიდათ. ჩვენი სამსახური ყველაფერს შეამოწმებს.

ჩვენი სამსახურის თანამშრომლები ყველასთან ადგილზე მიდიან და შემთხვევის იდენტიფიცირებას ახდენენ, ამის შემდეგ ამ დეტალებს შევისწავლით. მაქსიმალურად მოსახლეობას გვერდით დავუდგებით და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში დავეხმარებით. ამ დროისთვის, მოსახლეობისგან ვიღებთ შეტყობინებებს და ჩვენ მათთან მივდივართ, ამის გამო ჯერჯერობით ზარალის ოდენობა არ დაგვითვლია”, – განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს.

განსაკუთრებული ზარალი მიადგა სამგორის, კრწანისისა და საბურთალოს რაიონებს.

აშკარაა, რომ დღევანდელ მსოფლიოში დემოკრატია ჯანსაღ მდგომარეობაში არ არის – რომის პაპი

რომის პაპი ფრანცისკე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, თავი აარიდონ პოპულიზმს და სანაცვლოდ ერთად იმუშაონ ძლიერი საზოგადოებების შესაქმნელად და ამომრჩეველთა აპათიის დასაძლევად.

მისი თქმით, ”აშკარაა, რომ დღევანდელ მსოფლიოში დემოკრატია ჯანსაღ მდგომარეობაში არ არის“.

„მოდით, ნუ მოგვატყუებს მარტივი გადაწყვეტილებები. მოდით, სანაცვლოდ თავდაუზოგავები ვიყოთ საერთო სიკეთისთვის”, – განაცხადა პაპმა და პოლიტიკური კორუფციითა და უკანონობით გამოწვეულ ზიანზე ისაუბრა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბავშვებს ასწავლონ დემოკრატიული ღირებულებების მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა, რომ – „გულგრილობა დემოკრატიის კიბოა“.

ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში აცხადებენ, რომ დაჭრილი კურიერის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს

სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, მაია მახარაშვილის ინფორმაციით, გუშინ, თბილისში დაჭრილი „გლოვოს“ კურიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც მან აღნიშნა, პაციენტს დაზიანებები კიდურებზე აქვს მიყენებული, ამასთან, კლინიკაში რჩება, რადგან შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს.

“მდგომარეობა სტაბილურია. დაზიანებული აქვს ფეხები. კლინიკაში რჩება, რადგან შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს“, – აღნიშნავს მაია მახარაშვილი.

ინფორმაციისთვის, გუშინ, თბილისში “გლოვოს” კურიერი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, კურიერს, შეკვეთის მიტანის შემდეგ მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკების გამო, ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი, პნევმატური იარაღიდან ესროლეს. დაჭრილი მამაკაცი სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც მისი ნათესავი სოციალურ ქსელში წერს, ახალგაზრდას ფეხის თითები, ტერფის ძვლები აქვს დამტვრეული და ის სხვა კლინიკაში გადაყვანას საჭიროებს.

ლიანა ისაკაძეს დღეს დაკრძალავენ

თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ქართველი მუსიკოსის, მევიოლინის, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტის ლიანა ისაკაძის პანაშვიდი მიმდინარეობს.

გარდაცვლილს პატივს მიაგებენ ხელოვანები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ასევე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის წევრები.

ლიანა ისაკაძეზ 14:00 საათზე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიდან გამოასვენებენ და მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

ცნობისთვის, ქართველი მუსიკოსი, მევიოლინე, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი, ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლიანა ისაკაძემ 1970 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია. 1970-1992 წლებში იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი; 1981–1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი. ლიანა ისაკაძე ვუნდერკინდებს ეკუთვნოდა – 3 წლის ასაკში გახდა მუსიკოსი. ლიანა ისაკაძე მსოფლიოს ყველა გამოცემაშია შეყვანილი, სადაც საუკუნის საუკეთესო მევიოლინეების შემოქმედება განიხილება. ის თბილისისა და ბათუმის საპატიო მოქალაქე იყო. დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით.

მე ვარ ის, ვინც ვლადიმერ პუტინი შეაჩერა – ჯო ბაიდენიმე ვარ ის, ვინც ვლადიმერ პუტინი შეაჩერა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ის არის ის, ვინც რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი შეაჩერა.

„მე ვარ ის, ვინც ნატო გააერთიანა. არავის ეგონა, რომ მის გაფართოებას შევძლებდი. მე ვარ ის, ვინც პუტინი შეაჩერა. არავის ეგონა, რომ ეს მოხდებოდა. მე ვარ ის, ვინც გააერთიანა სამხრეთ წყნარი ოკეანის ინიციატივა AUKUS-ით. მე ვარ ის, ვინც გააერთიანა 50 ერი – არა მხოლოდ ევროპაში, ევროპის გარეთაც – უკრაინის დასახმარებლად“, – განაცხადა ბაიდენმა ABC-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის დამარცხება შეუძლია.

“არა მგონია, ვინმე იყოს ჩემზე მეტად კვალიფიციური პრეზიდენტობისთვის ან ამ რბოლის მოსაგებად“, – აღნიშნა ბაიდენმა.

უამინდობის შედეგად წაქცეულმა ხეებმა დააზიანა სახლები, ავტომობილები და კომუნიკაციები, ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა სახლებს – თბილისის მერია

გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. განსაკუთრებული ზარალი მიადგა სამგორის, კრწანისისა და საბურთალოს რაიონებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, უამინდობის შედეგად წაქცეულმა ხეებმა დააზიანა სახლები, ავტომობილები და კომუნიკაციები. რამდენიმე მისამართზე ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა საცხოვრებელ სახლებს.

„მთელი ღამის განმავლობაში, ყველა პრობლემურ ადგილზე, იმყოფებოდნენ მერიისა და გამგეობების წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად.

გაწმენდილია წაქცეული ხეებით ჩახერგილი გზები, მიმდინარეობს ზარალის აღრიცხვა.

საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 ან დაუკავშირდნენ შესაბამისი რაიონის გამგეობას”, – წერია ინფორმაციაში.

ჩვენს გმირ ფეხბურთელებს, რომლებმაც ქვეყანა გააერთიანეს, აბულინგებენ – გიორგი ამილახვარი

x

„ნაციონალური მოძრაობა“ რის „ნაციონალური მოძრაობაა“, თუ ფსკერზე არ დაეშვა და ასეთ დროსაც არ იკადრა უკადრებელი, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

„ჩვენს ნადვილად გმირ ფეხბურთელებს, რომლებმაც ქვეყანა გააერთიანეს, აბულინგებენ გარკვეული განცხადებების არგაკეთებისთვის. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რომლისგანაც ყველა მიჩვეულია მსგავსი მასშტაბი ქველმოქმედებას, რა თქმა უნდა მათ დამსახურებულად გადასცა პრემია-ჰონორარი და მადლობა ბიჭებს, რომ მათ ეს ღირსეულად დაინახეს“, – აღნიშნა ამილახვარმა.

ადრე თუ საქართველოს დანაწევრებას ხელს უწყობდა მეტროპოლია მოსკოვიდან, დღეს ბრიუსელი მიგვითითებს, თუ ქვეყანა არ მოიქცევა ისე, როგორც საჭიროდ თვლიან, მივიღებთ უვიზო რეჟიმის ჩამორთმევას, წვრთნების გაუქმებას ა.შ. -ბიძინა გიორგობიანი

უკანასკნელ ათწლეულებში საქართველოში მოხდა გლობალური ლიბერალიზმის წარმომადგენელი, ადგილობრივი სოციუმის ფორმირება, რომელიც დღეს ნებაყოფლობით ასრულებს იმ როლს, რა როლსაც ასრულებდა სსრკ-დან საქართველოს გამოსვლისას ეთნიკური სეპარატიზმის წარმომადგენლები, აფხაზეთსა და ცხინვალში, – წერს ყოფილი პოლიტპატიმარი, ბიძინა გიორგობიანი, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, თუ ადრე საქართველოს ტერიტორიულ დანაწევრებას მოსკოვიდან უწყობდნენ ხელს, დღეს უკვე ბრიუსელისგან მოდის მითითებები და თუ ქვეყანა არ მოიქცევა ისე, როგორც დასავლეთი მიიჩნევს საჭიროდ, საქართველო სასჯელად უვიზო რეჟიმის ჩამორთმევას, ფინანსურ სანქციებს, სამოქალაქო გადატრიალების მუდმივ მცდელობას მიიღებს.

გიორგობიანი აღნიშნავს იმასაც, რომ გლობალური ლიბერალიზმის მეთოდები სსრკ-ს ველური მეთოდებისაგან განსხვავებულია, “პარტნიორების” მიერ შექმნილი და დაფინანსებული შიდა სოციალური გაუცხოება კი ბევრად დიდ საშიშროებას წარმოადგენს, ვიდრე მოსკოვიდან მართული ეთნიკური სიძულვილი.

“მიხრწნილებაში მყოფი სსრკ -დან გამოსვლისას მკაცრად დაგვსაჯეს და საქართველოს ორი ნაწილი, ცალკე სახელმწიფოდ აღიარა რუსეთმა. “თუ არ მოაწერთ ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას ხელს, პრობლემები შეგექმნებათ აფხაზეთსა და ცხინვალში” ასეთი იყო მიხეილ გორბაჩოვის მუქარა, არც თუ შორეულ წარსულში, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიასადმი. ვასალობიდან გამოსვლა, როგორც ფაქტი, დიდი დანაკარგით, უმძიმესი შედეგებით, მაგრამ მაინც შედგა. როგორც ჩანს მაშინდელმა მმართველებმა საკუთარი დანაშაულის დასაფარად, ახალი კოლონიალური მმართველობა ისე უპირობოდ მიიღეს, რომ არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდათ პოლიტიკური პროცესების კანონზომიერებაზე. ერთი შეხედვით კეთილი, მაგრამ შინაარსობრივად ყალბი დაპირებებით (NATO/EU- ს სწრაფი წევრობა), საზღვრებმორღვეული საქართველო, როგორც მაშინდელ მმართველს უყვარდა თქმა, გლობალური ლიბერალიზმის “ლაბორატორია” გახდა. დასავლეთში, ლიბერალიზმის თანამედროვე კრიზისი, მისი გლობალიზაციის და უნივერსალურობის სურვილმა გამოიწვია. გლობალიზმის საყოველთაოდ აღიარებული განსაზღვრება არც არსებობს და ყველა საკუთარი მიზნების მიხედვით განმარტავს მას. შეიარაღებული ლოკალური კონფლიქტების, უსასრულო ფართომასშტაბიანი ომების და იარაღის მწარმოებლები, გლობალურ ლიბერალიზმს განმარტავენ როგორც “დემოკრატიული დასავლეთის” ინტერესების ჰეგემონიას და ადგილობრივ მცირე სახელმწიფოების ინტერესებზე, “დასავლური ღირებულებების” უსიტყვო პრიმატს.

როგორც ჩანს უკანასკნელ ათწლეულებში საქართველოში მოხდა, გლობალური ლიბერალიზმის წარმომადგენელი, ადგილობრივი სოციუმის ფორმირება. აღნიშნული სოციუმი დღეს ნებაყოფლობით ასრულებს იმ როლს, რა როლსაც ასრულებდა სსრკ-დან საქართველოს გამოსვლისას ეთნიკური სეპარატიზმის წარმომადგენლები, აფხაზეთსა და ცხინვალში.

ადრე თუ საქართველოს ტერიტორიულ დანაწევრებას, ხელს უწყობდა მეტროპოლია მოსკოვიდან, დღეს უკვე ბრიუსელი მიგვითითებს, თუ საქართველო არ მოიქცევა ისე როგორც ამას მოცემულ მომენტში საჭიროდ თვლიან დასავლელი “პარტნიორები”, სასჯელად მივიღებთ: უვიზო რეჟიმის ჩამორთმევას, ფინანსურ სანქციებს, სამხედრო წვრთნების გაუქმებას, სამოქალაქო პუტჩის პერმანენტულ პროცესს ქვეყანაში და ა.შ.
საქართველოს წინააღმდეგ ყოველივე სასჯელის ინსტრუმენტი, სსრკ- ს ველური მეთოდებისაგან განსხვავებით, გლობალური ლიბერალიზმის ადგილობრივი წარმომადგენლობაა. ყოველგვარი ეთნიკური განსხვავების და ტერიტორიული პრეტენზიის გარეშე. მათ არა საქართველოს რომელიმე ნაწილი, არამედ მთელი საქართველო უნდა ნახონ ისეთი, როგორიც მათ წარმოდგენაშია. ესაა აუცილებლად, ერთი ცენტრიდან მართული, გლობალური ლიბერალიზმის სრული ფეტიში ქვეყანაში. ხსენებულ სოციუმს საქართველოში მხოლოდ ერთი დაუძლეველი პრობლემა აქვს, მას საკუთარი კრიტერიუმებითვე არ გააჩნია პერსპექტივა გახდეს ქვეყნის მმართველი. ალტერნატივაა სამოქალაქო პუტჩი, ან სხვა ძალმომრეობა, რასაც წესით თვით გლობალური ლიბერალიზმი ეწინააღმდეგება. “პარტნიორების” მიერ შექმნილი და დაფინანსებული, შიდა სოციალური გაუცხოება, ბევრად დიდ საშიშროებად ჩანს, ვიდრე ოდესღაც მოსკოვიდან მართული, ეთნიკური სიძულვილი.

ალბათ ქართული NGO წარმომადგენლობის დროული რესოციალიზაცია, მათთვის ფინანსური ალტერნატივების გაჩენა და მათი ინტელექტუალური რესურსის სასარგებლო მხარეს წარმართვა ადვილი არ იქნება, მაგრამ სასურველია.” – წერს ბიძინა გიორგობიანი.

 ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური კოოპერაცია, რაც მაძლევს იმის რწმუნებას, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს საერთაშორისო სანქციების აღსრულებისთვის -მარკ კლეიტონი

გაერთიანებული სამეფო ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების რეჟიმის დაცვის ნაწილში და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ დაუწესებია საკუთარი სანქციები, ის ზედმიწევნით იცავს საერთაშორისო სანქციებს და ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს ჩვენს სანქციებს , – განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა BMG-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისივე თქმით, მათ აქვთ ძალიან პოზიტიური კოოპერაცია, რაც აძლევს იმის რწმუნებას, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აღასრულოს სანქციები.

„გაერთიანებული სამეფო ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების რეჟიმის დაცვის ნაწილში და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ დაუწესებია საკუთარი სანქციები, ის ზედმიწევნით იცავს საერთაშორისო სანქციებს და ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს ჩვენს სანქციებს.

ამდენად, იქნება ეს ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო თუ სხვა, ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური კოოპერაცია გამოცდილების გაზიარების საუკეთესო პრაქტიკის განმტკიცების, ტრენინგების, დიალოგის, რაც მაძლევს იმის რწმუნებას, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აღასრულოს სანქციები, თუმცა, როცა რუსეთზე დაწესებულ სანქციებზე ვსაუბრობთ, ეს სულ მოძრავი სამიზნეა. რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში მოქმედებს სანქციები, მით უფრო მეტად იზრდება წნეხი, რომ რაიმე გზა იყოს ნაპოვნი და სანქციები თავიდან აირიდონ“, – აღნიშნა მარკ კლეიტონმა.