ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური კოოპერაცია, რაც მაძლევს იმის რწმუნებას, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს საერთაშორისო სანქციების აღსრულებისთვის -მარკ კლეიტონი

15
spot_img

გაერთიანებული სამეფო ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების რეჟიმის დაცვის ნაწილში და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ დაუწესებია საკუთარი სანქციები, ის ზედმიწევნით იცავს საერთაშორისო სანქციებს და ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს ჩვენს სანქციებს , – განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა BMG-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისივე თქმით, მათ აქვთ ძალიან პოზიტიური კოოპერაცია, რაც აძლევს იმის რწმუნებას, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აღასრულოს სანქციები.

„გაერთიანებული სამეფო ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების რეჟიმის დაცვის ნაწილში და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ დაუწესებია საკუთარი სანქციები, ის ზედმიწევნით იცავს საერთაშორისო სანქციებს და ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს ჩვენს სანქციებს.

ამდენად, იქნება ეს ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო თუ სხვა, ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური კოოპერაცია გამოცდილების გაზიარების საუკეთესო პრაქტიკის განმტკიცების, ტრენინგების, დიალოგის, რაც მაძლევს იმის რწმუნებას, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აღასრულოს სანქციები, თუმცა, როცა რუსეთზე დაწესებულ სანქციებზე ვსაუბრობთ, ეს სულ მოძრავი სამიზნეა. რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში მოქმედებს სანქციები, მით უფრო მეტად იზრდება წნეხი, რომ რაიმე გზა იყოს ნაპოვნი და სანქციები თავიდან აირიდონ“, – აღნიშნა მარკ კლეიტონმა.