,,ოპოზიცია მორიგ ჯერზე გამტყუნდა როგორც თავისი ამომრჩევლის, ისე საერთაშორისო საზოგადოების თვალში”- სუბარი

18
spot_img

12 წელია კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ იმუქრება, რომ საქართველოში არმაგედონს მოაწყობს. საბოლოოდ, არმაგედონს უწყობს თავის თავს. ოპოზიცია მორიგ ჯერზე გამტყუნდა როგორც თავისი ამომრჩევლის, ისე საერთაშორისო საზოგადოების თვალში, – ამის შესახებ სოზარ სუბარმა იმ პოზიციაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც რადიკალურმა ოპოზიციამ გამჭვირვალობის კანონთან მიმართებაში დაიკავა.

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ „იმედის კვირასთან“ კანონის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი, იმისთვის რომ საფრთხეები ავარიდოთ თავიდან ჩვენს ქვეყანას. ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი აგური დაიდო. მიუხედავად საოცარი ზეწოლისა – როგორც ქვეყნის გარედან, ისე ქვეყნის შიგნიდან გარე აგენტურის მოწყობილი აურზაურისა, საქართველომ დაამტკიცა, რომ არის სუვერენული სახელმწიფო, რომელიც ემორჩილება ერთადერთ სუვერენს – ეს არის ქართველი ხალხი“, – განაცხადა სუბარმა.