ყოველი „აღშფოთებული მოქალაქის“ უკან „ნაცმოძრაობის“ ცუდად შენიღბული აქტივისტი დგას- პაპუაშვილი

11
spot_img

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყოველი „აღშფოთებული მოქალაქის“ უკან „ნაციონალური მოძრაობის“ ცუდად შენიღბული აქტივისტი დგას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ დღეს ეს იქცა ევროპის ხელწერად საქართველოში.

„გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყოველი „აღშფოთებული მოქალაქის” უკან „ნაციონალური მოძრაობის” ცუდად შენიღბული აქტივისტი დგას. ხოლო „ნაციონალური მოძრაობის” ყოველი აქტივისტის უკან – „ევროპის სახალხო პარტია”.

სამწუხაროა, რომ დღეს ეს იქცა ევროპის ხელწერად საქართველოში“, – წერს შალვა პაპუაშვილი.