,,როთის მიერ გამოთქმული მოსაზრება, ბუნებრივია, ქართული საზოგადოების მიერ უნდა შეფასდეს”- ვალერი ასათიანი

16
spot_img

მინდა გულისტკივილი გამოვხატო იმის გამო, რომ დიდი გერმანული კულტურისა და ქვეყნის წარმომადგენელი ძალიან ზედაპირულად აფასებს საქართველოს რაობას, ქართულ ბუნებას, – განუცხადა საზოგადოება „ქართულის“ წევრმა, აკადემიკოსმა ვალერი ასათიანმა „იმედის კვირას“, მიხაელ როთის განცხადების კომენტირებისას.

„ბატონ მიხაელ როთის მიერ გამოთქმული მოსაზრება, ბუნებრივია, ქართული საზოგადოების მიერ უნდა შეფასდეს. მინდა გულისტკივილი გამოვხატო იმის გამო, რომ დიდი გერმანული კულტურისა და ქვეყნის წარმომადგენელი ძალიან ზედაპირულად აფასებს საქართველოს რაობას, ქართულ ბუნებას. რომ არ უნდა გადაგვარდეს ადამიანი, სწორედ ამას ემსახურება ქრისტიანობა და მართლმადიდებლური სარწმუნოება“, – განაცხადა ასათიანმა.

გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ყველა ეკლესია, რელიგია და მათი მრევლი ვალდებულები არიან, გაუძლონ კრიტიკას. ზოგიერთს ამასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ პრობლემები აქვს – ჩემს შემთხვევაში ეს ქართული მართლმადიდებლობაა, ისევე როგორც ისლამი“.