„ომი უკრაინაში: რატომ ჩაიშალა კიევის კონტრშეტევა“ – უცხოური პრესა

122
spot_img

უკრაინის ჯარებს ძალ-ღონე ელევათ, კონტრშეტევა სულს ღაფავს და ამას ვოლოდიმირ ზელენსკის უახლოესი მრჩევლებიც აცნობიერებენ“, – აღნიშნულია ფრანგულ გაზეთ „ლე პარიზიენში“ (Le Parisien) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ომი უკრაინაში: რატომ ჩაიშალა კიევის კონტრშეტევა“ (ავტორი – ფელიქს დ’ორსო). და მაინც, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ასეთ სიტუაციაშიც კი, სამშვიდობო მოლაპარაკებაზე საუბარი არ სურს და ოცნებობს იმ იარაღზე, როგორიც ჩინელებისთვის დენთი იყო. მას უნდა, რომ რუსეთის არმიის მიმართ მნიშვნელოვანი უპირატესობა ჰქონდეს.

უკრაინის კონტრშეტევის დაწყებიდან ხუთ თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ წარმატება მაინცდამაინც თვალსაჩინო არ არის – კიევის არმიის მიერ დაკავებულ-გათავისუფლებული სოფლების ჩამოთვლა ხელის თითებზე შეიძლება. უკრაინის ხელისუფლებას აქვს შეშფოთების მიზეზი: ამჟამად მსოფლიოს საზოგადოების ყურადღება ახლო აღმოსავლეთისკენ არის მიპყრობილი, დნეპრის ნაპირებზე და დონბასში მიმდინარე ომმა კი უკანა პლანზე გადაიწია. უკრაინის ჯარებმა ნახევარი წლის ბრძოლებში წინ მხოლოდ 17 კილომეტრით წაიწიეს. უფრო მეტიც – რუსეთის ჯარები თვითონაც გადავიდნენ შეტევაზე და ამჟამად დიდი ბრძოლები ქალაქ ავდეევკასთან მიმდინარეობს.

„უკრაინის არმია დაიქანცა, ჯარსკაცები უკანასკნელი ძალებით იბრძვიან“, – ამას პრეზიდენტის უახლოესი მრჩეველბიც აღიარებენ. ზოგიერთი მეთაური არ ემორჩილება შეტევაზე გადასვლის ბრძანებას, ისინი სანგრებში დარჩენასა და ფრონტის ხაზის შენარჩუნებას ამჯობინებენ.

არაოფიციალური მონაცემებით, უკრაინამ ბრძოლის ველზე 70-დან 100 ათასამდე ჯარისკაცი დაკარგა. კონტრშეტევა არმიისათვის დიდ მსხვერპლთან არის დაკავშირებული, ამაში საეჭვო არაფერია. ამიტომაც ჯარი სამხედრო მოსამსახურეების მწვავე ნაკლებობას განიცდის. თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ გასაწვევი ასაკის გადიდების გამო უკრაინელი ჯარისკაცის საშუალო ასაკმა დღეისათვის 43 წელს მიაღწია. დანაკარგების დიდი რაოდენობა ნეგატიურ გავლენას ახდენს უკრაინის მოსახლეობის მორალურ მდგომარეობაზე. ამას წინათ ომში დაღუპულების ოჯახებმა პრეზიდენტის ოფისის წინ საპროტესტო აქცია მოაწყეს.

რუსეთის ცოცხალი ძალის რესურსები სამჯერ აღემატება უკრაინის რესურსებს. კრემლმა ეს ძალიან კარგად იცის და ამიტომ ისიც, თავის მხრივ, დანებებას და ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს. ამასთან დაკავშირებით, ფრანგი გენერალი ჟან-პოლ პალომარესი იხსენებს რუსეთის დიდი ბრძოლების ისტორიას: „არ უნდა დავივიწყოთ, რომ ვლადიმერ პუტინმა შეძლო რუსული საზოგადოებისთვის შთაეგონებინა – „უკრაინის ომი აუცილებელია რუსეთის გადარჩენისათვის“.

უკრაინელებზე ნეგატიური გავლენა მოახდინა იმ ფაქტმაც, რომ კიევისთვის დასავლეთის მიერ გადაცემულმა ტანკებმა „ფეხები დაიმტვრიეს“ რუსების მიერ აღმართულ „დრაკონის კბილებზე“ და თავდაცვით ზღუდეებზე, როლებიც უფრო მტკიცე აღმოჩნდა, ვიდრე დასავლეთს ეგონა.

ჩვეულებრივად, სანამ კონტრშეტევას დაიწყებს, შემტევი მხარე დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ძალთა თანაფარდობა დაახლოებით ერთ სამზეა მის სასარგებლოდ. მაგრამ უკრაინელები ილუზიებში იყვნენ და ეგონათ, რომ მაღალტექნოლოგიური დასავლური იარაღი მათ საშუალებას მისცემდა ბალანსის პრინციპითვის ყურადღება არ მიექციათ“, – ამბობს სამხედრო ექსპერტი, გადამდგარი პოლკოვნიკი ჟერომ პელისტრანდი.

„როგორც ჩანს, ჩვენმა დასავლელმა სამხედრო სპეციალისტებმა ვერ გათვალეს რუსეთის მრეწველობის პოტენციალი და ის, რომ რუსული იარაღის ქარხნები მუშაობას სანქციების პირობებშიც გააგრძელებდნენ“, – აცხადებს გენერალი ჟან-პოლ პალომარესი.

„ამ ჩიხიდან გამოსასვლელად ჩვენ რაღაც ახალი გვინდა“, – ამბობს „ეკონომისტთან“ ინტერვიუში უკრაინის ჯარების სარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი, – „ვთქვათ, რაღაც დენთის მსგავსი იარაღი, ჩინელების მიერ გამოგონილი. ჩვენ ეს დენთი უნდა შევქმნათ, სწრაფად ავითვისოთ და გამარჯვებისთვის გამოვიყენოთ. იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან მივხვდებით: ჩვენ რუსეთის დასამარცხებლად ადამიანები არ გვეყოფა“.

თუმცა თეორიულად არსებობს შედარებით იოლი და უსისხლო გამოსავალი: კიევის მიერ  სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმება, თუნდაც ტერიტორიის 17%-ზე უარის თქმა მოუწიოს… მაგრამ უკრაინის პრეზიდენტს ამაზე ლაპარაკიც არ სურს.

წყარო