კანადაში, ებრაულ სკოლას თავს დაესხნენ

119
spot_img

კანადაში, ებრაულ რელიგიურ სკოლას თავს დაესხნენ.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კანადის პოლიცია აცხადებს, რომ უკვე მეორე შემთხვევაა, როცა მონრეალში ებრაულ რელიგიურ სკოლაში სროლა ხდება. მათივე ცნობით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის გამო კანადაში დაძაბულობა კვლავ მაღალია.

პოლიციის სპიკერმა ვერონიკ დუბუკმა თქვა, რომ სროლა დილის ხუთ საათზე მოხდა, როცა სკოლაში არავინ იყო. ასევე არ გავრცელებულა ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

დუბუკმა ასევე თქვა, რომ პოლიციამ კედელზე ტყვიის კვალი და შენობის მახლობლად დაცლილი ვაზნები იპოვა.

აღნიშნულ ინციდენტამდე კანადაში ცეცხლი კიდევ ერთ ებრაულ სკოლას გაუხსნეს. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

”ის ფაქტი, რომ ვიღაცამ თავს უფლება მისცა ერთსა და იმავე სამიზნეს თავს დასხმოდა, აჩვენებს ვითარების სერიოზულობას,” – თქვა სკოლის წარმომადგენელმა ლიონელ პერესმა პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ გაკვეთილები ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება.