“მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება, შესაძლოა, იყოს” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

88
spot_img

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიანიშნა, რომ ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.

„შეიძლება იყოს შეთანხმება, მაგრამ ვფიქრობ, რაც უფრო ნაკლებს ვისაუბრებ ამის შესახებ, მით უფრო გავზრდი შანსებს, რომ ეს განხორციელდეს“, – განუცხადა ნეთანიაჰუმ NBC-ს.

მისი თქმით, მოლაპარაკებებში ძვრა ღაზის სექტორში ისრაელის სახმელეთო შეტევამ გამოიწვია.

„თუ შეთანხმება ხელმისაწვდომი იქნება, ვისაუბრებთ მასზე. ჩვენ გამოვაცხადებთ, თუ შეთანხმებას მივაღწევთ”, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის ხელისუფლების ცნობით, „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე თავდასხმების დროს მძევლად 239 ადამიანი აიყვანა.