“ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტი რას გააკეთებს, ეს არის “ნაცმოძრაობის” საქმე -მამუკა მდინარაძე

88
spot_img

ადამიანები ევროპელობენ, დეკლარირებენ ვითომ ევროპულს, ვითომ დასავლურს და ამ დროს, გონება ებინდებათ ნერვიულობისგან როცა სტატუსთან დაკავშირებით პოზიტიურ მოლოდინები ღრმავდება ხოლმე – ბოლო დღეების განმავლობაში, ცოტა ხასიათზეც ვერ არიან, რადგან შანსები გაზრდილია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია მუშაობს იმაზე, რომ საქართველომ სტატუსი ვერ მიიღოს, რადგან მათ გეგმები კანდიდატის სტატუსის ვერ მიღებაზე აქვთ დაწყობილი.

„ჩემი აზრით, სტატუსთან დაკავშირებით პოზიტიურ მოლოდინებზე უფრო თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ. იქიდან გამომდინარე რა სიტუაციაც არის, აღარ მგონია, რომ საქართველო კვლავ დაიჩაგროს და უსამართლო გადაწვეტილების ობიექტი გახდეს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს და რეკომენდაციები შესრულდეს. ზედმიწევნით მივყვებით თითოეულ პუნქტს. ჩვენი პატივცემული ოპოზიცია ამაში ხელს რომ არ გვიშლიდეს, ძალიან კარგი იქნებოდა. პრეზიდენტსაც კი მე-7 დღეა ვერ დავაცდენინეთ კითხვაზე პასუხი საქართველო, დღევანდელი მოცემულობით რომ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ის კი არა რომ სტატუსს იმსახურებს, ჩვენი ოპონენტები, პირიქით, მუშაობენ იმაზე რომ რამენაირად სტატუსი არ მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ. ბოლო დღეების განმავლობაში, ცოტა ხასიათზეც ვერ არიან, რადგან შანსები გაზრდილია სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით.

სხვადასხვა ვარიაციებით იმის თქმა, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, არის ძალიან ცუდი. ანუ როცა პრეზიდენტი, ოპოზიცია ვერ ბედავს იმის თქმას, რომ საქართველო სტატუსს იმსახურებს, უკვე მათი მიზანი და ზრახვები არის გასაგები. „კანვასის“ ტრენინგებზე რაც ხმოვანდებოდა და რაზეც ტრენინგდებოდნენ, ამ მიზნის განხორციელებას სჭირდება, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს და ამაზე ზრუნავს ოპოზიცია. შესაბამისად, ისინი ხელს უშლიან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს, იმიტომ, რომ ამაზე გეგმები აქვთ დაწყობილი. თუ სტატუსი მიიღო საქართველომ, გეგმაში ცვლილებების შეტანა მოუწევთ. ამიტომ არიან მოწყენილები ბოლო დღეების განმავლობაში, როცა პოზიტიური მოლოდინები გაიზარდა. ყველას უხარია, სწყინს მარტო ოპოზიციას. პარადოქსია. ადამიანები ევროპელობენ, დეკლარირებენ ვითომ ევროპულს, ვითომ დასავლურს და ამ დროს, გონება ებინდებათ ნერვიულობისგან როცა სტატუსთან დაკავშირებით პოზიტიურ მოლოდინები ღრმავდება – ხოლმე. როცა განცხადებებშიც ვხვდებით, რომ პოზიტიურისკენ, კარგისკენაა შეცვლილი სიტუაცია, ისინი უფრო გაბრაზებულები არიან ამაზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის შეხვედრებს, კერძოდ შეხვედრას ნინო ლომჯარიასთან, მდინარაძის თქმით, ისინი ხელს არათუ შეუწყობენ სტატუსის მიღებას, არამედ შეუშლიან.

„სამწუხაროდ, თამამად შეგვიძლია მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვთქვათ, რომ თუ შეუშლიან, თორემ ხელს ვერ შეუწყობენ და არ შეუწყობენ შეგნებულად სტატუსის მიღებას, იმიტომ, რომ ამაზე აქვთ მთელი გეგმები აწყობილი. სტატუსის მიუღებლობაზე აქვთ გეგმები აწყობილი და როგორ შეიძლება დავიჯეროთ ის, რომ სტატუსის მიღება იყოს მათი მიზანი. აქვე იმაზეც გიპასუხებთ, რომ იმ ადამიანის არ გაშვება, რომელიც შარშანდელზე ამბობდა, რომ „სწორად არ მოგვცეს სტატუსი“ და წელს ამბობს, რომ მხოლოდ „ფორმალურად ასრულებთ რეკომენდაციებს“ და ამდენი ხანია პასუხს არ სცემს კითხვას, რომ საქართველო იმსახურებს რეალურად კანდიდატის სტატუსს, მისი ვიზიტი და ვოიაჟი რას შეიძლება ემსახურებოდეს მარტივი მისახვედრია.

„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტი რას გააკეთებს, ეს არის „ნაცმოძრაობის“ საქმე. აწი, შეუძლია ბევრი ილაპარაკოს თავის „ნაცმოძრაობასთან“ რომლის პრეზიდენტადაც დარჩა ის ადამიანი. ჩვენი მხრიდან ლეგიტიმაცია პრაქტიკულად არ აქვს. მას გეგმები გააჩნია „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებთან და რამდენიმე თვეში ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდება“, – განაცხადა მდინარაძემ.