“პრეზიდენტი არ აპირებს დაემორჩილოს რუსეთის და მისი მოკავშირე ხელისუფლების მცდელობებს” – სალომე სამადაშვილი

85
spot_img

ერთი რამ არის ნათელი, სალომე ზურაბიშვილი არ აპირებს დაემორჩილოს რუსეთის და მათი მოკავშირე ხელისუფლების მცდელობებს, რომ ჩავარდეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივა , – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან განუცხადა, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციის წარმომდგენლების შეხვედრა გაიმართა.

როგორც სამადაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, დღეს, რუსეთთან ერთად „ქართული ოცნება“ კანდიდატის სტატუსს საბოტაჟს უწყობს, შეხვედრაზე საუბარი კი, პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებაზე იყო.

„ევროკომისიის 8 ნოემბრის ანგარიშში „ქართულმა ოცნებამ“ სამწუხაროდ, მოახერხა ის, რომ ვერ იქნება მოწოდება, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ყველა მოთხოვნის შესრულება ჩააგდო. ამიტომ, ახლა, გვჭირდება პოლიტიკური მხარდაჭერის იმპულსი, ამ პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებაზე იყო ჩვენი საუბარი. პრეზიდენტი საკუთარ გეგმებს საზოგადოებას უახლოეს მომავალში თავად გააცნობს. ერთი რამ არის ნათელი, რომის არ აპირებს დაემორჩილოს რუსეთის და მათი მოკავშირე ხელისუფლების მცდელობებს, ჩავარდეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივა. ამ თვალსაზრისით პრეზიდენტი აპირებს, რომ გააგრძელოს შესაბამისი მოქმედება ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, თუ როგორ, ამას თავად გაგაცნობთ“, – განაცხადა სამადაშვილმა.