“ნატო ახლა უფრო ძლიერი და დიდია, ვიდრე ოდესმე ყოფილა”-ენტონი ბლინკენი

31
spot_img

ნატო ახლა უფრო ძლიერი და დიდია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, შვედი ხალხი ფეხზე წამოდგა არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნისთვის, არამედ საერთო პასუხისმგებლობისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ვაშინგტონში, შვედეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრეკსონფერენციაზე განაცხადა.

ბლინკენის თქმით, შვედმა ხალხმა კარგად გააცნობიერა, რა შეიძლება, მოჰყოლოდა უკრაინაში ომს.

„ეს არის ისტორიული დღე ჩვენი ალიანსისთვის. ეს არის ისტორიული ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის. ჩვენი ნატო-ს ალიანსი, ჩვენი თავდაცვითი ალიანსი ახლა უფრო ძლიერი და დიდია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. შვედები აცნობიერებენ ძალიან კარგად, რომ თუ პუტინი მზად იყო, ეცადა ერთი მეზობლის წაშლა რუკიდან, მაშინ, შესაძლოა, ის ამაზე არ გაჩერებულიყო და თუ მას დაუსჯელად მოქმედების უფლებას მისცემდნენ, არა მხოლოდ გაგრძელდებოდა მისი აგრესია, არამედ აგრესორებისთვის ეს იქნებოდა სიგნალი, რომ სეზონი გახსნილია. ასე რომ, შვედი ხალხი ფეხზე წამოდგა არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნისთვის, არამედ საერთო პასუხისმგებლობისთვის“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა ვაშინგტონში.

დღეს შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა აშშ-ის მთავრობას ნატო-ში ქვეყნის გაწევრიანებასთან დაკავშირებული საბოლოო დოკუმენტი ვაშინგტონში გადასცა. შვედეთი ნატო-ს 32-ე წევრი ოფიციალურად გახდა.