8 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

1547
spot_img

ვერძი

აკეთეთ ის, რაც გიყვართ და დღე საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარეთ. ხალისიანი განწყობა და დადებითი ემოციები შემაწუხებელი აზრებისგან გაგათავისუფლებთ და ენერგიით აგავსებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ, რადგან მალე დიდი თანხა დაგჭირდებათ. უმოკლეს ხანში საშუალება გექნებათ, რომ პროფესიული და კარიერული პოზიციები გაიძლიეროთ.

კურო

შემოქმედებითი საქმიანობისთვის ხელსაყრელი დღეა. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან საერთო ინტერესები მოძებნოთ და რაღაც ერთად შექმნათ. ეს თქვენი ურთიერთობის გაძლიერებასაც დაეხმარება და შესაძლოა, შემოსავალიც მოგიტანოთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ თუ მეტს იაქტიურებთ, თქვენ წინაშე გაიხსნება კარი, რომელიც დიდხანს დაკეტილი იყო. მარტოხელა კურო, დიდი ალბათობით, საინტერესო ადამიანს შეხვდება, რომელიც მის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.

ტყუპები

შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა – შენაძენი კმაყოფილებას არ მოგიტანთ და ფულს წყალში გადაყრით. მოერიდეთ ნაჩქარევ დასკვნებს და კითხვაზე პასუხს დაუფიქრებლად ნუ გასცემთ – ამ დღეს შეცდომის დაშვების და სიტუაციის არასწორად შეფასების ალბათობა საკმაოდ მაღალია.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დროა ახალი, საინტერესო საქმის დაწყებისთვის, რომელზეც დიდი ხანია, ოცნებობთ. თუ ვინმე დახმარებას შემოგთავაზებთ, უარს ნუ იტყვით. ადამიანები, რომლებსაც დღეს გაიცნობთ, თქვენი ერთგული მოკავშირეები და კარგი მეგობრები გახდებიან. ეცადეთ, მოვლენებისა და ადამიანების მიმართ თქვენი ჩვეული მიდგომა შეცვალოთ და სხვა კუთხიდან დაინახოთ. საყვარელ ადამიანებს ხშირად უთხარით, რამდენად გიყვართ და აფასებთ.

ლომი

ეცადეთ, ეს დღე აქტიურად გაატაროთ – სტუმრად წადით, გაისეირნეთ და საინტერესო ადგილები მოინახულეთ, თუმცა თავი მაქსიმალურად დაიცავით ახალი ამბების ნაკადისგან. მით უმეტეს, რომ ზოგმა სიახლემ შეიძლება ძალიან გაგაბრაზოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შეიძლება დაძაბულობამ თავი იჩინოს. ეცადეთ, პრინციპულ საკითხებში დაუთმოთ, თორემ სკანდალი გარდაუვალია.

ქალწული

დღის პირველი ნახევარი ქალწულისთვის ემოციურად რთული იქნება. ცუდი განწყობა საშუალებას არ მოგცემთ, ეს დღე ისე გაატაროთ, როგორც გსურთ. შეეცადეთ, ნაკლები იუხეშოთ და უფრო მეგობრული იყოთ. საღამოს ვითარება გამოსწორდება. გირჩევთ, რომ ფინანსურად მოგებიან გარიგებებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

სასწორი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს უქმე დღე აქტიურად გაატაროთ. ჩაიცვით ყველაზე ლამაზი სამოსი და ახალ ადგილებს ეწვიეთ, ახალი ადამიანები გაიცანით, საღამო კი საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარეთ. თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა, მონათესავე სული გაიცნოთ.

მორიელი

დილით რუტინული საკითხების მოგვარება მოგიწევთ, რომლებსაც ვეღარ გადადებთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგების წყალობით, ამ დღეს ყველაზე კარგად ისეთი საქმეები გამოგდით, როგორიც არასოდეს გიკეთებიათ. პირად ურთიერთობებში ეძებეთ კომპრომისები და საყვარელ ადამიანებზე ზეწოლას მოერიდეთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ნებისმიერ საზოგადოებაში ყურადღების ცენტრში იქნებით და ადამიანებს მაგნიტივით მიიზიდავთ. გამორიცხული არ არის, რომ თქვენით გავლენიანი პიროვნება დაინტერესდეს და მოგებიანი თანამშრომლობა შემოგთავაზოთ. შესაფერისი დროა ადრე დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. მოერიდეთ ჭორაობას და უსარგებლო საუბრებს, განსაკუთრებით – სამსახურში.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა ახალი, საინტერესო ნაცნობებისთვის და საჭირო კავშირების დასამყარებლად. შეიძლება ახლობელლმა ადამიანმა საინტერესო იდეა მოგაწოდოთ ან მნიშვნელოვანი პროექტში დახმარება შემოგთავაზოთ. ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ და მოვლენები არ დააჩქაროთ. ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ – პარტნიორებს და მოკავშირეებს ახლა თქვენთვის არ სცალიათ.

მერწყული

განწყობა რომ არ გაიფუჭოთ, ეცადეთ ინფორმაციის ნაკადი შეზღუდოთ. შესაძლოა, ზოგმა სიახლემ გეგმების შეცვლა გაიძულოთ. მოერიდეთ ემოციური გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც მოგვიანებით სანანებელი გაგიხდებათ. ეცადეთ, კონფლიქტები როგორც სახლში, ისე სამსახურში თავიდან აიცილოთ. თუ ვინმეს აწყენინეთ, უნდა აღიაროთ და მოიბოდიშოთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბრისთვის. უთხარით მას, რას გრძნობთ და გრძნობებს გულში ნუ დამალავთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ ეს ორმხრივი გრძნობაა და ლამაზი მომავალი ექნება. არახელსაყრელი გარემოებები შესაძლებლობას მოგცემთ, რომ საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ და საკუთარ თავში დაფარული ნიჭი აღმოაჩინოთ.