“უკრაინასთან დაკავშირებით კონგრესის უმოქმედობა საჩუქარია პუტინისთვის” – აშშ-ის ფინანსთა მინისტრი

41
spot_img

უკრაინასთან დაკავშირებით კონგრესის უმოქმედობა საჩუქარია პუტინისთვის. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა ვაშინგტონში გერმანელ კოლეგა, რობერტ ჰაბეკთან შეხვედრაზე განაცხადა.

იელენმა კიდევ ერთხელ მოუწოდა აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის – წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს, რაც შეიძლება სწრაფად გამოიტანოს კენჭისყრაზე უკრაინისთვის 61 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების პაკეტი.

“სანამ წარმომადგენელთა პალატა ყოყმანს აგრძელებს, რუსეთი ძალას იკრებს, ხოლო უკრაინა იძულებულია შეზღუდოს საბრძოლო მასალა და მიწოდებები. წარმომადგენელთა პალატამ უნდა იმოქმედოს და პუტინისტური აგრესიის ფონზე აშშ-ის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის ძალა აჩვენოს…

კონგრესის უმოქმედობა სხვა არაფერია გარდა საჩუქრისა პუტინისთვის, ირანისთვის და სხვა მოწინააღმდეგეებისთვის, რომლებიც ამერიკისა და სხვა მოკავშირეების წინააღმდეგ გამოდიან,” – განაცხადა იელენმა.